დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, ყველასთვის ცნობილი ადამიანი დავით სოკოლოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავით სოკოლოვი ტელევიზიის დაარსებიდან „მოამბის“ წამყვანი იყო.   მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ დავით სოკოლოვის ვარსკვლავიც კი არსებობს. „მედიაცენტრი მთავარი“ სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მეტი...

ერგნეთში შეხვედრა დასრულდა, ერთ-ერთი საკითხი უკანონო დაკავება იყო

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 102-ე შეხვედრა უკვე დასრულდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ქართულმა მხარემ არაერთი საკითხი დააყენა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ერთ-ერთი მწვავედ დასმული საკითხი სწორედ  ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავებასა და ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი იყო. „პრინციპულად დაფიქსირდა პოზიცია. ოკუპაციის ამ თანმდევი მოვლენის შედეგად, უამრავი ოჯახი დარჩა სახნავ-სათესი მიწის გარეშე. სოფლებმა დაკარგეს სავარგულები და საფრთხე შეექმნა მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას. ასევე, დაისვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხი, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის საკითხი. მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია…

მეტი...

მეუფე განკვეთილ ბერებს მიმართავს, დატოვონ კელიები  

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ საკვირაო წირვა გაიმართა. მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, დატოვონ კელიები. მეუფის ქადაგებით, განკვეთილებს შეუძლიათ, საეკლესიო ცხოვრება განაგრძონ როგორც ერის კაცებმა, თუმცა, მისივე ბრძანებით, ისინი სალხინოს მამათა მონასტერში ვერ დარჩებიან. შეგახსენებთ, რომ მეუფემ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხისთვის 6 სასულიერო პირი ტაძრიდან გააძევა და განკვეთა. ასევე, აუკრძალა ეკლესიის ტერიტორია ცხოვრება. მათ ასევე აკრძალული აქვთ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება.

მეტი...

“ბოლო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტები გახშირდა” – ცესკო

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ბოლო პერიოდში ზეწოლის ფაქტები გახშირდა, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, დაფიქსირდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, სიძულვილის ენა, მათ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით. მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს. „ეს არის არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა და ცალსახად მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი…

მეტი...

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა_ მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა ვლადიმერ იმნაძემ, უწყების თანამშრომლებმა და ვეტერანებმა, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია . სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13…

მეტი...

“მე მუცლად მყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, იმის ნებართვა კი არ ამიღია” – ლადო კახაძე სუს-ის მოსმენებზე

ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე სუსის სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს და ძალოვანი ორგანოს უკანონო მოსმენებს მუცლად მყოფი ბავშვის გულისცემის მოსმენას ადარებს:  “მოვისმინო რას ნიშნავს, მე მუცლად მყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, იმის ნებართვა კი არ ამიღია. იმას რაიმე უბედურება თუ სჭირს მე უნდა მას მივეხმარო”. – ამბობს კახაძე.

მეტი...

“ეს არის შხამი, რომელიც ეშმაკმა გააკეთა” – მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე

მედიაში გავრცელებულ ფარულ ფაილებს ეხმაურებიან სასულიერო პირები, რომლებიც ჩანაწერებში თავადაც ფიგურირებენ. მაღალი სასულიერო იერარქების თქმით, რაც საკუთარი თვალით არ უნახავთ და მოუსმენიათ, რთულია ასეთ საკითხზე კომენტარის გაკეთება. “ეს არის შხამი რომლითაც მოწამლეს მთელი ჩვენი ქვეყანა. ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა სხვა საკითხია. ეს გააკეთა ეშმაკმა. ეს არის შხამი, ნებისმიერ შხამს აქვს ანტი შხამი, გველის ნაკბენზე მოქმედებს ანტი გიურზა, ამ შხამის საწინააღმდეგო არის დუმილი, აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან,”- ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფაჩუაშვილი. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურ, არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილი კი იმედოვნებს, რომ გამოძიება ფარული ჩანაწერების საქმეზე სწორი…

მეტი...

“ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი” – პრემიერი გიორგი გახარიაზე

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას სარჩელს და ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრალდების ადრესატმა თავად უნდა დაამტკიცოს, რომ არ მოიხმარს ნარკოტიკს. “მე ვფიქრობ, ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. არ არის საინტერესო, ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება,”-განაცხადა პრემიერმა. 

მეტი...

“ჩვენ მამებმა როგორც დავკარგეთ ისე უნდა დავიბრუნოთ და დავბრუნდეთ ქართველთა ქალაქში” – შალვა ნათელაშვილი

28 წელი სოხუმის დაცემიდან, პოლიტიკოსები ომის დღეებს იხსნებენ: “დღეს დაეცა სოხუმი, ბექა რამდენიმე დღის შემდეგ გაჩნდა. ჩვენ მამებმა, როგორც დავკარგეთ ისე უნდა დავიბრუნოთ და დავბრუნდეთ ქართველთა ქალაქში. შვილებს არ უნდა დავუტოვოთ ის ბრძოლა რაც ჩვენი გადასახდელია”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“სოხუმის დაცემა არის ოკუპაციის დაწყების დღე, რომელიც გაორმაგებული სიმძიმით აწვება ჩვენს მხრებს” – კახა კალაძე

სოხუმის დაცემა არის ოკუპაციის დაწყების დღე, ოკუპაციის, რომელიც გაორმაგებული სიმძიმით დღემდე აწვება ჩვენს მხრებს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა, ვინც ამ მიწა-წყალზე ვცხოვრობთ, შვილებს არ გადავულოცოთ ამ სიმძიმის ტარება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. „დრო იარებს არჩენსო, კი ამბობენ, მაგრამ აბა რომელ ჩვენგანს მოუშუშდა აფხაზეთის დაკარგვით მიყენებული ჭრილობა? ქვეყანა, ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოდან მისი სისხლისა და ხორცის, მისი განუყოფელი ნაწილის მოკვეთას. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს… სოხუმის დაცემა არის ოკუპაციის დაწყების დღე; ოკუპაციის, რომელიც გაორმაგებული სიმძიმით დღემდე აწვება ჩვენს მხრებს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ აფხაზებიც, ქართველებიც, ყველა…

მეტი...

გიორგი გახარიამ მისი მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. საგამოძიებო უწყებაში განცხადება დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. საქმე ეხება განცხადებებს, რომელშიც კობახიძემ გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი.

მეტი...

„ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად დადიოდნენ სოხუმის ქუჩებში, თურმე გმირები ყოფილან“ – ჯემალ გამახარია ომის ქრონიკაზე „მედიაცნტრ მთავარში“

„ოფიციალური შეფასებით, აფხაზეთში მოხდა ეთნიკური წმენდა და გენოციდი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა. გამახარია ომის ქრონოლოგიას იხსენებს და 28 წლის შემდეგ თვლის, რომ ომის აცილება შეუძლებელი იყო: „დასავლეთის იმჟამინდელი პოზიციის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ომის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი. ერთ მხარეს უნდა თუ არა, საკმარისი არაა ომი აიცილო თავიდან, თუმცა, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ამ ომის გადადება მაინც იყო შესაძლებელი. ჩვენ დაგვაწყებინეს ეს ომი იმ დროს, როცა ყველზე მეტად არ გვაწყობდა ეს. წინასწარ იყო გათვლილი, რომ საქართველოს უნდა დაეკარგა აფხაზეთი,“…

მეტი...

“საქართველოში ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ეკლესია ძალიან ახლოს არის შერწყმული პოლიტიკასთან” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის მოსაზრებით, საქართველოში ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, ეკლესია ძალიან ახლოს არის შერწყმული პოლიტიკასთან და მის ავტორიტეტს თუ რაიმე აზიანებს, ეს არის პოლიტიკასთან სიახლოვე. ჟურნალისტებთან საუბარში ვახტანგ მეგრელიშვილი სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მისი მოსმენა უნდა მოხდეს. დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ არაფერი იცის, სუს-ში რა ხდება. „ის ჩანაწერები ვიცით, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს უშიშროების სამსახურები აკეთებდნენ, რომელიც კატასტროფული შედეგების მომტანი იყო თავად მაშინდელი ხელისუფლებისთვის. ახლა გავიგეთ, რომ ფაქტობრივად, მუშაობა გაფართოებულია, უფრო დეტალურად მიდის. შეიძლება მორალურად მძიმე ისეთი კადრები არ გვინახავს, როგორიც წინა ხელისუფლების დროს,…

მეტი...

“IPSOS-ის კვლევის შედეგები გაყალბებულია” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი IPSOS-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევების საველე სამუშაოებს ადგილზე ქართული კომპანიები ატარებენ და საერთაშორისო ბრენდული ორგანიზაციების სახელებით სარგებლობენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. “კვლევას ატარებს ადგილობრივი, ქართული კომპანია. ვინ დგას ამ კომპანიის უკან? დგას ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი – ბატონი ლევან თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში არჩევნებს უყალბებდა ჩვენს მოსახლეობას, 2012 წლამდე. იგივე თარხნიშვილი და “ნაცმოძრაობა” აკეთებს ამ კვლევებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის გაყალბებული კვლევები. ამ კითხვას შეიძლება უბრალოდ ღიმილით ვუპასუხოთ. როგორ შეიძლება თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს “ნაცმოძრაობამ” და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის…

მეტი...

“პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე მოვითმინოთ” – პრემიერი

მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ხელისუფლება საზოგადოებას დემოკრატიულ არჩევნებს პირდება. „ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ პარტნიორებს. ჩვენი ამბიცია არის, რომ სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანაში აღარ იყოს ქაოსი, რყევები და დესტაბილიზიაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ. საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლეს დონეზე ჩაატარა საარჩევნო კამპანია და ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაციები…

მეტი...

“თუ დავინახავთ, რომ სომხური ფაშიზმი ზრდას განაგრძობს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ მას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე” – ილჰამ ალიევი

სომხური ფაშიზმი განადგურებულია, მაგრამ მისი გამოვლინებები თვალსაჩინოა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელმაც „ხსოვნის დღესთან“ დაკავშირებით აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა. „ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, განსაკუთრებით სომხეთის სახელმწიფოსთვის. მე ამას ვამბობ დღეს, „ხსოვნის დღეს“ : თუ დავინახავთ, რომ სომხური ფაშიზმი ზრდას განაგრძობს, თუ დავინახავთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაჩენილ ახალ საფრთხეს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ სომხურ ფაშიზმს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ეს ყველამ უნდა იცოდეს! რკინის მუშტი, ომისა და გამარჯვების სიმბოლო, ჯერ კიდევ არსებობს და ეს ნურავის დაავიწყდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.

მეტი...

“ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა” – პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულებს გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო. კუჭავას განცხადებით, ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა. “1993 წლის 27 სექტემბერი ძალიან ტრაგიკული დღეა ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელიც აუცილებელია, სწორედ იყოს მიწოდებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებისთვის. პირველ რიგში, რასაც ვგულისხმობ, ეს არის ნდობისა და ძმობის აღდგენა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, მალე გამოიღებს შედეგს და ქვეყანას გავაერთიანებთ,” – განაცხადა კახა კუჭავამ.  სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.…

მეტი...

71 წლის ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით კი ფული და ოქროული გამოსძალეს – მარნეულში ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი: 1995 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ო., 1998 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული შ.ჰ. და 1975 წელს დაბადებული ფ.მ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის – 1950 წელს დაბადებული მ.ბ-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1 000 ლარზე მეტ თანხას, 3 000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან…

მეტი...

“ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ არის დაკავშირებული რიგგარეშე არჩევნებთან” – ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული არ არის.  მისივე თქმით, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ოპოზიციის მიზეზით არ შედგა. “19 აპრილის შეთანხმება რის საფუძველზეა ძალაში? მორალურად არის ძალაში? სამართლებრივად ძალაშია? შეთანხმება ნიშნავს ორ სუბიექტს შორის კონკრეტულ პირობებზე დათანხმებას. ეს არ მოხდა, არ შედგა. არ შედგა ოპოზიციის მიზეზით. ეს შეთანხმება დაიწყო კონკრეტული ჯგუფის შეთანხმების შედეგად. ეს კონკრეტული ჯგუფი მიაღწევდა იმას და სამართლებრივი ძალა მიეცემოდა იმ შემთხვევაში, თუ ეს ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებდა მონაწილეობას. ამ ჯგუფმა მონაწილეობა არ მიიღო. როდესაც შეთანხმებაში შეიძლება, მონაწილე იყოს ოთხი მხარე და…

მეტი...

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 102-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად დააყენებს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების საკითხებს. შეხვედრაზე განიხილება საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი, რომელიც ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. „დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება უკანონო ე.წ ბორდერიზაციის შემთხვევებზე და ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. ეს უკიდურესად სახიფათო და ნეგატიური პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც სიცოცხლეს, ასევე ჯანმრთელობას, ხელყოფს თავისუფალი გადაადგილების უფლებას. ჩვენ გვქონდა 33 უკანონო დაკავების…

მეტი...

თბილისში მანქანის გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული დ.ქ.-ს კუთვნილი ავტომობილის უკანა მინა ჩაამსხვრია, სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

მეტი...

”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” – სოხუმის მერი, რომელიც ისტორიაში გმირის სახელით შევიდა

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ერთად ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომელთა შორის იყო სოხუმის მერი გურამ გაბისკირია. – ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” – იყო გურამ გაბისკირიას პასუხი. კოლორიტულმა პიროვნებამ და ქალაქის მერმა კარიერა ფეხბურთით დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო სოხუმის ”დინამოს” ფეხბურთელი, სოხუმის საფეხბურთო კლუბის – ”ცხუმის” პრეზიდენტი, რესპუბლიკური და საკავშირო კატეგორიის მსაჯი, სოხუმის თევზკომბინატის დირექტორი. მთავარი, რითაც გურამ გაბისკირია ადრეული ახალგაზრდობიდანვე იქცევდა საზოგადოების ყურადღებას იყო მისი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკური კულტურა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულება. სწორედ ამან განაპირობა უკიდურესად რთულ პერიოდში – აფხაზეთის ომის დროს ქალაქ სოხუმის მერად გურამ გაბისკირიას კანდიდატურის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 844 შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 663 პირს დაუდასტურდა, 2 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 956 პაციენტი, 30 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 277 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 302, „პისიარ“-ტესტით – 5 975. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,99%, ბოლო 14 დღის – 6,48%, ბოლო 7 დღის – 6,01%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 607 155 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 578 881 გამოჯანმრთელდა, 8 844 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 1 749 457 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 617. კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 569 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 776 პირი. გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი…

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება გმირთა მემორიალთან – სავარაუდოდ დაკავებულია ორგანიზაცია “დევნილები დევნილებისთვის” თავმჯდომარე

გმირთა მემორიალთან, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ, ცოტა ხნის წინ, ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილები დევნილებისთვის” წევრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ, რასაც სამართალდამცველებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სავარაუდოდ, დააკავეს ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ტორუა.

მეტი...

რა პოტენციალი აქვს წალენჯიხას და კარგავს თუ არა ბიუჯეტი 30 – 50 მილიონ ლარს? – იურისტი „მედიაცენტრ მთავართან“

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, იურისტი გიორგი გოგიბერიძე, 5 წელია მშობლიურ რაიონში დაბრუნდა, გიორგი გოგიბერიძე იმ პოტენციალზე საუბრობს, რაც წალენჯიხას გააჩნია, თუმცა პროექტების განხორციელება მისივე თქმით, ვერ ხერდხება, როგორც იურისტი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს ჰესის შემოსავლების მიღება ნიშნავს იმას, რომ 5 წელში მთლიანად წალენჯიხის რაიონში გზების, წყლის, კანალიზაციის, ტროტუარების თუ გარე განათების პრობლემები მთლიანად მოგვარდება: „ეს ისეთი საკითხია, რომელიც ნებისმიერ პარტიულ თუ პირად ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ხარჯებით დავიწყებთ ტურისტული ინფრასტრუქტურის დაპროექტება, აღდგენა-რეაბილიტაციას და სამომავლოდ ჩავუყრით ძალიან ღრმა საფუძვლებს რაიონის განვითარებისთვის. ყოველი გადაუწყვეტელი წელი არის უკან დახევა, თუ…

მეტი...

“როდესაც არჩევნებში მონაწილეობას ენმ იღებს, პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ” – კახა კალაძე ამომრჩეველს მიმართავს

მმართველ გუნდში წინასაარჩევნო პერიოდში პროვოკაციებს ელოდებიან და საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აყვნენ. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ სწორედ მმართველი ძალა იქნება თვითმმართველობის წლევანდელ არჩევნებში გამარჯვებული და მიმართავს ოპონენტებს წინასწარ შეეგუონ რეალობას. “როდესაც ისეთი პოლიტიკური ძალა იღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა”, არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს. ამიტომაც მინდა ყველას მოვუწოდო მაქსიმალურად თავი შეიკავონ, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს და არჩევნები ჩავატაროთ მშვიდად, წყნარად, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება,” – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მეტი...

ციხეებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა დღეიდან იხსნება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა იხსნება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ხანგრძლივ პაემანზე დაიშვებიან ის ვიზიტორები, რომლებიც ორჯერადად არიან ვაქცინირებულები და წარმოადგენენ ცნობას ამის შესახებ. ვიზიტორებმა, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვაქცინაციას ვერ იტარებენ, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა, სადაც ექიმის მიერ მითითებული იქნება, რომ იმუნიზაცია მათთვის უკუჩვენებას წარმოადგენს. ასევე, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები. ასევე დაიშვებია ისინი, რომელთაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, – მათ უნდა წარმოადგინონ იმუნიზაციისა და ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები. უწყების ცნობით, 16 წლამდე ასაკის მოზარდები პაემანზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგებით დაიშვებიან. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივი პაემნების გახსნის…

მეტი...

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

მეტი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

მეტი...