ამირან გამყრელიძის თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინას ვადა გაუგრძელდა და ის არ დაგვრჩება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  „ფაიზერის“ ვაქცინა გამოუყენებელი არ დაგვრჩება. „ფაიზერის“ სადღაც 600 000-მდე დოზაა. 400 000-მდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, 200 000-ს ნოემბრის ბოლომდე. „ფაიზერმა“ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ სამი თვით კიდევ უგრძელებენ ვადას. 600 000 დოზის ათვისებაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ. „ფაიზერი“ არ გაფუჭდება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მისივე შეფასებით, ე.წ. ბუსტერ დოზებზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც  მოსახლეობის 40 პროცენტი აიცრება.

მეტი...

„ყოფილი პრემიერი „მორალურ ფსკერზე“ დაეშვა“ – ირაკლი კობახიძე გახარიაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერი „მორალურ ფსკერზე“ დაეშვა, როცა ის აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი იმედები ვერ გაამართლა. „ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“, – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას. მან მედიასთან აღნიშნა, რომ „ერი და ბერი“ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რის საფუძველზეც პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს.

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1052-ია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 151-ია. აქედან, 4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 687, აჭარაში – 472, იმერეთში – 950. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 052 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 125, იმერეთში – 282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 30, იმერეთში – 32. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 437 – თბილისში, 245 – აჭარაში.  15 709 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –…

მეტი...

დმანისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა „სომე დე ლ’ელევაჟ“ დაათვალიერა. ფერმაში, ფრანგული, სალერსის ჯიშის 300 სული საქონელია, რომელიც გამოირჩევა სარგებლიანობით და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ეგუება საქართველოს ბუნებრივ პირობებს. „ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი კომპანია ქართულ ფერმერულ მეურნეობაში ახალი სიტყვაა. ინვესტიცია 6 მილიონს შეადგენს და მთლიანად აგროკრედიტია. პროექტის კონცეფცია აგებულია ისე, რომ თვითონ ფერმა და მისი საკვები ბაზა არის დაბალანსებული. დიდი კაპიტალდაბანდება ჩაიდო უშუალოდ ქვისგან მიწების გაწმენდაში, რათა ის სიკეთე, რომელიც ჩვენმა საძოვრებმა შეიძლება მოგვცეს,…

მეტი...

ვირუსით 30 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 956 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 576 498. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 817 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარა – 73, იმერეთი – 172, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 47, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 156, კახეთი – 151, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3. 

მეტი...

ვირუსით 1 132 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 798 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 956  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.44%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  606 492-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.04%.

მეტი...