“ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და მელაიმ ეს შეიძლება გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის” – ირაკლი კობახიძე

გუშინ განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადებას ირაკლი კობახიძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ელჩის შეფასება რბილი იყო. მისივე განცხადებით, ჰარცელის განცხადება მეტად მკაფიო უნდა ყოფილიყო, რადგან მძიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი. „ჩვენ ვნახეთ დღეს იყო გარკვეული განცხადება გაკეთებული და სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ერთგვარი მწვანე შუქი ნიკა მელიასთვის, რათა მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ეს არის ძალიან ცუდი. ბუნებრივია, საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ.” “ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი შეიძლება ნიკა მელიამ, რომლესაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის. ნიკა მელიას…

მეტი...

ტურისტების მიმართ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ბრალდებით დამნაშავეებს პატიმრობა შეეფარდათ

ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელსა და ამავე ბარის მიმტანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. ორივე დაკავებულს ბრალი თანხების თაღლითური გზით დაუფლებისთვის და ქურდობის ბრალდებით აქვს წარდგენილი. გამოძიების ცნობით, ფიქსირდება ეპიზოდი, როდესაც ალკოჰოლური თრობის შემდეგ ჩინელმა ტურისტმა გონება დაკარგა და მისი ანგარიშიდან ამ ბარის ანგარიშზე 15 000 ლარი გადაირიცხა.

მეტი...

“ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა ” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, გუშინ ევროკავშირის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გმობს, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის შემცველ ფაქტებს. „გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან. ჰარცელმა ისაუბრა არჩევნებზსა და მის მნიშვნელობაზე ქართველი მოქალაქეებისთვის, რომ მათ…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გახარიამ „კოკაინის“ მოხმარება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიიდან და ხელიდან წავიდა

ოპონენტებს შორის ნარკოტიკების მოხმარების თემა და ამ თემით დაპირისპირება ისევ გრძელდება. ამჯერად, ირაკლი კობახიძემ, გიორგი გახარიას ნარკოტიკებთან კავშირზე მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მან „კოკაინის“ მოხმარება მას მერე დაიწყო, რაც მმართველი გუნდი დატოვა. ჟურნალისტის კითხვას, როდის დაიწყო ყოფილმა პრემიერმა ნარკოტიკის მოხმარება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:“ „მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან“. მან ქალბატონზეც მიანიშნა, ვინც გიორგი გახარიას ნარკოტიკი გაასინჯა. „ის საკრებულოს სიაშია, გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

„მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღა მთელ მსოფლიოს უტევს და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. „კორონავირუსის მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება ყველგან, მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც. დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ. მაქსიმალურად თუ ავიცრებით და გვექნება კარგი მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი. თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მძიმე“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მეტი...

“ნიკა მელია არის ხულიგანი” – კახა კალაძე

მეილია არის ჩვეულებრივი ხულიგანი – ასე ეხმაურება თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, გუშინ მელიასა და კობახიძეს შორის განვითარებულ მოვლენებს. “ნიკა მელია არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით. როდესაც ისინი ოპოზიციაში იმყოფებიან, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე. ყოველთვის ცდილობენ, რომ დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ“,-განაცხადა კალაძემ.” კალაძე აღნიშნავს, რომ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებელი ,…

მეტი...

„სავარაუდოდ, მეხუთე ტალღა შემოდგომაზე იქნება“ – მაია ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კორონავირუსის ახალ ტალღაზეც ისაუბრა. როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, მეხუთე ტალღას შემოდგომისკენ ელოდებიან. „მეხუთე ტალღას მთელი მსოფლიო ელის, საქართველოც არ არის გამონაკლისი. სავარაუდოდ, მეხუთე ტალღა შემოდგომისკენ იქნება.  ერთ კვირაში გრიპის ვაქცინა შემოდის და შემოდგომაზე, ზამთარში გარდა კორონავირუსისა, ბევრი სეზონური ვირუსია, რომელიც დაიწყებს ცირკულირებას. ორივეს ზედდება –  გრიპი და კორონავირუსი, საკმაოდ ცუდი ტანდემი იქნება. გრიპის ვაქცინას, ისევე როგორც სხვა ვაქცინას ოთხი კვირა სჭირდება იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად. რადგანაც გრიპი სეზონურია, სადღაც ნოემბრის თვიდან იწყებს ცირკულირებას“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მეტი...

“ვითხოვთ გადაცემული ხეობის უკან დაბრუნებას” – ვარლამ გოლეთიანი

„ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ერთადერთი პუნქტი არ არის, ვითხოვთ გადაცემული ხეობის უკან დაბრუნებას, ასევე სამინისტროს მიერ გაცემული უკანონო ნებართვების გაუქმებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა „ენკას“ მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის გაგრძელება მოუწევთ. „ხელშეკრულების შეწყვეტა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა ერთადერთი არ არის. მოთხოვნებში ასევე გადაცემული ხეობის უკან დაბრუნების საკითხი დგას, ასევე უკანონო ნებართვების გაუქმება, რომელიც გაცემული აქვს სამინისტროს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ისე, რომ მთელი რიგი კვლევები არ იყო და წინსწრებით გასცეს ეს დასკვნები. ამიტომ…

მეტი...

“დელტა” შტამი ვერაგი აღმოჩნდა ” – ამირან გამყრელიძე

მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს მიზეზად ამირან გამყრელიძე, იმის ფონზე, როცა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა იკლო და აღნიშნავს, რომ “დელტა” შტამი იმაზე ვერაგი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გამყრელიძე ამბობს, რომ საჭიროა ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება, რის გამოც ყველა სოფელში, დასახლებულ პუნქტში უნდა მივიდნენ და მოქალაქეები ვაქცინის სარგებლის შესახებ დაარწმუნონ. „რა თქმა უნდა, დღევანდელი ვაქცინაციის სტატუსით კმაყოფილი არ ვართ. სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით. ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. 16 სექტემბრიდან ქვეყანაშ აცრების მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი…

მეტი...

“ქართული ოცნება” ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს” – ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ევროკავშირის ოფისთან განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ მიიღო ყველაფერი, რასაც იმსახურებდა და იმსახურებს საქართველოს მოქალაქეებისგან. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. „დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივად ბიძინა ივანიშვილის მსახური და მას არ ადარდებს საქართველოს ბედი, ქვეყნის მომავალი. ზუსტად ეს ჩანს იმაში, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ „ქართული ოცნების“ მობილიზაცია მოხდა აქტივისტების და იმ ადამიანების, რომელსაც ყველა ვიცნობთ, ე.წ. ზონდერბრიგადები რომ არიან და არ მოერიდათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების საელჩოს წინ ასეთი მობილიზაციის. შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევდნენ.…

მეტი...

ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 21 ბავშვი იმყოფება, სამის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით,  21 ბავშვიდან, რომელიც კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სამი  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში არსებულ ვითარებაზე მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტია, ეს პაციენტები მშობლებთან ერთად არიან მოთავსებული. რეანიმაციაში 21 პაციენტი წევს და აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა. ისინი უკვე სამ კვირაზე მეტია, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი ჩვილია, რომელიც სხვა კლინიკიდანაა გადმოყვანილი. ამ პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება აქვს. მეორე ქუთაისიდან ჩამოყვანილი ბავშვია, რომელიც 15 წლისაა. მესამე ბავშვი სამწუხაროდ, უკვე ოთხი წელიწადია, კომატოზურ მდგომარეობაშია. ის სხვა კლინიკაში მკურნალობდა, მართვით სუნთქვაზე…

მეტი...

„ვაქცინას ნოემბრის თვეში გასდის ვადა, ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“ – მაია ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია გამართა, სადაც, ვირუსით დაინფიცირებულ ბავშვებსა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაზე მომართვიანობა და მოთხოვნამ დაიკლო. „ფაიზერი“ მსოფლიოში ყველაზე უფრო მაღალი დონის ვაქცინად არის აღიარებული და FDA-ის ავტორიზაციაც მიიღო. მას მინიჭებული აქვს ვაქცინის სტატუსი, იმ ვაქცინების რიგში ჩადგა, როგორიც არის წითელა, წითურა, გრიპი და სხვა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე მომართვიანობა და მოთხოვნა ვაქცინაციაზე დაბალია. როგორც გავიგე, ნოემბრის თვეში ვადა გასდის ამ ვაქცინას და სამწუხარო იქნება ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა. ტრაგედია იქნება ჩვენი…

მეტი...

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა – სეს-მა ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისჯგუფმა   ქ.თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი „შპს ვარძია“ (ს.კ 201953831) შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა,  რის გამოც, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და  1000 ლარით დაჯარიმდა. „შპს ვარძია“ საქმიანობის გაგრძელებას კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრისა და  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.

მეტი...

საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნებართვის გარეშე მოწყობილ საარჩევნო უბნებს აშშ-ის დეპარტამენტი ეხმაურება

17, 18 და 19 სექტმბერს რუსეთში გამართული არჩვენების პერიოდში რუსეთის უკანონო ქმედებებს აშშ-ის დეპარტამენტი ეხმაურება. “ჩვენ ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე,” – ამის შესახებ განცხადება ტვიტერით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს აშშ მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის რეპრესიულ ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობას და სანდოობას.ჩვენ ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე. შეგახსენებთ რომ რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 17, 18 და 19 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცესკოს მონაცემებით ხმების უმრავლესობა რუსეთის მმართველმა პარტიამ და…

მეტი...

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებითდააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.- ს, რომელიცადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაცგანზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი-საბერძნეთის პრემიერთან საქართველო-საბერძნეთის თანამშრომლობის შესახებ ნაყოფიერი საუბარი მქონდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველო-საბერძნეთის თანამშრომლობის შესახებ ნაყოფიერი საუბარი მქონდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. “საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველო-საბერძნეთის თანამშრომლობის შესახებ ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ვაფასებ საბერძნეთის მხრიდან ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. ჩვენ კიდევ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების გასაფართოებლად, განსაკუთრებით ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 749-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 910 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 646 პაციენტი, გარდაიცვალა 47 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:  ბოლო 14 დღის – 6.85 %, ბოლო შვიდი დღის – 6.46 %. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 603 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 572 353 გამოჯანმრთელდა, 8 749 კი გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 715 073 აცრა, დღიურად აცრილია 12 778. გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 653 შემთხვევა გამოვლინდა, 2 646 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.

მეტი...

გიორგი გახარია ნარკოტესტზე – “არანაირი კავშირი არ მქონია არასოდეს. კადრები, რომ ჰქონდეთ, როგორ ფიქრობთ… ამ კადრებს მოატარებდნენ მთელ მსოფლიოს”

გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში ნარკოტესტირებასთან დაკავშირებული პროვოკაციის შესახებ ისაუბრა. მედიის შეკითხვაზე, ხომ არ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ რაიმე კადრები ჰქონდეს – გახარია პასუხობს რომ ეს შეუძლებელია და ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია.„არანაირი კავშირი არ მქონია არასოდეს.  კადრები, რომ ჰქონდეთ, როგორ ფიქრობთ… ამ კადრებს მოატარებდნენ მთელ მსოფლიოს. ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება. მე არ ვიცი ვინ ურჩია, რაღაც შავი პიარის „ვიღაცებმა“… ეს არის „კაგებეშნიკური“ მეთოდი, ჯერ გაჟღერება და რომელსაც მოჰყვება მთელი პროპაგანდა. ამათ ჰგონიათ, რომ აი ასეთ პროპაგანდას, რომ ჩართავენ, ადამიანები სულელები არიან და რაღაც რეფლექსებს ჩაუდებენ.  ზუსტად ვიცი – რომელ კაბინეტში…

მეტი...

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა

მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პრემიერ-მინისტრს გამოსვლა ექნება გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან; ეს ტრიბუნა იძლევა შესაძლებლობას, მთელს მსოფლიოს მივაწოდოთ და გავაცნოთ ჩვენი პოზიციები და იდეები, როგორც გლობალური უსაფრთხოების თემატიკაზე, ისე რეგიონულ კონტექსტში ჩვენს როლსა და ფუნქციაზე, ასევე იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომელიც ამჟამად არის შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე. „რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე, იქნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის და ასევე იმ…

მეტი...