“ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი” – კახა კალაძე

ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის – ეს არის ჩემი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი  კახა კალაძე. თბილისის მერობის კანდიდატმა არაადეკვატური უწოდა იმ ფაქტს, რომ “ქართულ ოცნებას” ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტში ადანაშაულებენ და ნაციონალური მოძრაობის სხვა მსგავს ქმედებებზეც გაამახვილა ყურადღება. „მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ და შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ: აჭარაში, ქარელში იყო. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და ეს პირველი შემთხვევა და პირველი არჩევნები არ არის, როდესაც ეს, ასე ხდება. დააკვირდით განვლილ წლებსაც. ეს არის…

მეტი...

სოფელ განთიადში ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 სექტემბერს, დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ.დ.-მ დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, მ.ო-ს და შ.ს.-ს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს. „სამართალდამცველებმა დ.დ. 2021 წლის 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე…

მეტი...

მოვუწოდებ განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს განვითარებულ მოვლენებთნ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ემოციები მატულობს და გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. “ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან. “ “ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და…

მეტი...

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და სხვა კოლეგებს შეხვდა

გაეროს 76-ე ასამბლეის ფარგლებში დავით ზალკალიანმა საქართველოს პრიორიტეტები გენერალური ასამბლეის 76-ე სესიასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ პრეზიდენტს გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაშიდანართების არე

მეტი...

ოპოზიციის განცხადებით, ევროკავშირი 43%-ს დღის წესრიგში ტოვებს

​ევროკაშირის ოფისიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები ელჩებთან საუბრის დეტალებზე ვერაფერს ამბობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ 43%-იანი ზღვარი ისევ განიხილება. ერთ-ერთი, ვინც ელჩებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეა. მისი თქმით, ელჩები დაწვრილებით ინტერესდებიან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. „ძალადობრივი გარემო, დაპირისპირება, ზიზღი, სიძულვილი, დაშინება, არაერთი ანგარიში გამოქვეყნდა უკვე შუალედური, სადაც ფაქტებია მოყვანილი, როგორ აშანტაჟებენ ადამიანებს, როგორ უშვებენ სამსახურიდან, როგორ სჯიან იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ ან საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. ეს არის დაუშვებელი, ეს არაფერს კარგს არ მოუტანს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას. ბევრ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან დახურული იყო…

მეტი...

„დედის გინება გამოსტყუა, უმძიმესია“ – მდინარაძე კობახიძე-მელიას დაპირისპირებაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძესა და ნიკანორ მელიას შორის ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება გააკეთა. როგორც მდინარაძემ განმარტა, კობახიძე არ იგინება, თუმცა, მელიამ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ „გამოსტყუა.“ „როგორც ჩანს, ნიკა მელია დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი და ამ გაღიზიანების ფონზე მას დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, დღე და ღამე ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა…

მეტი...

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიწევს – მოსალოდნელია ძლიერი წვიმა

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ, 24 სექტემბერს მთელი საქართველოს მაშტაბით უხვი ნალექია მოსალოდნელი. ძირითდად წვიმის სახით, მთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ტემეპრატურა დედაქალაქში მკვეთრად დაიწევს, ღამით +11 , დღისით კი 17 გრადუსამდე დათბება. იქროლებს ძლიერი ქარი 17/22 მ/წმ-ში.

მეტი...

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ტერიტორია დატოვონ. როგორც მდინარაძე აცხადებს, ნებისმიერი სახის დაპირისპირება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხამს წყალს და იარკლი კობახიძის განცხადებას უერთდება. „ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას, რომ დაიშალონ და ამას მხოლოდ საჯაროდ არ ვაკეთებ, პირადად ვისთანაც კი შეგვეძლო, მოვუწოდეთ, რომ დაიშალონ. იმედია, რომ ასეც გააკეთებენ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ და კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს ახლა წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება. მეკამათებოდნენ კიდეც, რომ მხოლოდ სიტყვიერად ეტყვიან იმას, რასაც ფიქრობენ, მაგრამ ამას მოჰყვევა ისევ მძიმე პროვოკაცია პროვოკატორის მხრიდან.…

მეტი...

“ნიკა მელია არის უინტელექტო ხულიგანი, პროვოკატორი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა” – ირაკლი კობახიძე

ნიკა მელია არის უინტელექტო ხულიგანი, პროვოკატორი, რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. “რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან – საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა.” კობახიძემ აღნიშნა, რომ სიმბოლურია, ის რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე, ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს. „მინდა, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში იგეგმებოდა…

მეტი...

„ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს” – გია ვოლსკი მელიაზე

„ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს – დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან“ – ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება. მისივე თქმით,  “ნაციონალურ მოძრაობას” სადისტური მეთოდებით მართვის გარდა, არაფერი უკეთებია და მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტებს ახსენებს. “ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია! ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს. წარმოუდგენელია, შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა! ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი აკეთებს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტის შესაძლო დამნაშავე დავაკავეთ.…

მეტი...

„არავითარი დიპლომატიური სკანდალი“ – ირაკლი კობახიძე ელჩების ფარულ მიყურადებაზე

გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით, სადაც, საქართველოში აკრედიტირებული ელჩებიც ფიგურირებენ, ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს. „რა დიპლომატიური სკანდალი, სად არის დიპლომატიური სკანდალი… არავითარი დიპლომატიური სკანდალი. ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ დასმულიყო კითხვები, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც ტელევიზიებს აწვდის ამ ინფორმაციას და შემდეგ ვინც ამას აქვეყნებს. ესენი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან“, – განმარტა კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ. ინფორმაციისთვის, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველი შეფასება გუშინ, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ნორმალური მოვლენა არ არის.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კახეთში, გურიაში და აჭარაში სტიქიით მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს

საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის  განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს,  ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 მილიონი ლარი, რომელიც  26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ასი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოხმარდება. ამის შესახებ ადგილობრივებს საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა გააცნო. ისინი ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც გასულ თვეს სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა.  „მოგეხსენებათ გასულ თვეს კახეთში მომხდარმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყვარლის…

მეტი...

ირაკლი კობახიძის თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე ფარულ ჩანაწერებზე საუბარი არ ყოფილა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის ოფისში გაიმართა, ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით კითხვები რომ დასმულიყო, სათანადოდ უპასუხებდა. „რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციას და მერე, ვინც აქვეყნებს ამას. ისენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და შეუძლიათ, მათ ჰკითხონ. ღია წყაროზე ატვირთვა როგორ მოხდა, ვის მიერ მოხდა, ამასთან დაკავშირებით არსებობს ლოგიკური პასუხები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

მელია კობახიძესთან დაპირისპირების მიზეზებს განმარტავს

​ნიკანორ მელია განმარტავს, რამ გამოიწვია მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება. როგორც მელია აცხადებს, არავის მისცემენ უფლებას, ტყუილები ილაპარაკონ მაშინ, როცა  ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებენ. „ადამიანი, რომელიც ბედავს თქვას და ენა უტრიალდება, რომ თითქოს ჩვენ დავჭერით საკუთარი თანაგუნდელი. ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს,  მიეცეს შესაძლებლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს. როგორც დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები. პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ის არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის. მთელი საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში არის, რომ არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ, არ უთვალთვალებენ და არ აშანტაჟებენ.…

მეტი...

„პროვოკატორი და ხულიგანი“ – ირაკლი კობახიძე ნიკანორ მელიას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელიას შორის, ევროკავშირის ოფისის გარეთ დაპირისპირება მოხდა. „ეს არის როგორ აწყობენ პროვოკაციებს, ეს ნაძირლები! პროვოკატორი! ხულიგანი, უინტელექტო! შენ ნაძირალა!“, – ასე მიმართა კობახიძემ მელიას, რომელმაც მას ჟურნალისტებთან საუბრის შესაძლებლობა არ მისცა და სიტყვიერად დაუპირისპირდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა კობახიძეს მელიამაც მიაყენა. დაპირისპირებული მხარეები კი დაცვის თანამშრომლებმა დააშორეს. შეგახსენებთ, რომ, დღეს, ევროკავშირის ოფისში პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთის მიყოლებით იკრიბებიან. პირველი შეხვედრა სწორედ მმართველ გუნდთან მოხდა, რის შემდეგაც, დიპლომატებს ოპოზიციური არტიის წარმომადგენლები ხვდებიან. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, სასაუბრო თემა არჩევნები იყო.

მეტი...

„შე უნამუსო შენა…ასე გაიქცევი ყოველთვის“ – დაპირისპირება მელიასა და კობახიძეს შორის

„ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე ნიკანორ მელიასა და პარტია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ელჩებთან შეხვედრიდან გამოსულ ირაკლი კობახიძეს ნიკანორ მელიამ და აქტივისტებმა მედიასთან განცხადების საშუალება არ მისცეს და უნამუსო ეძახეს. ირაკლი კობახიძემ კი ტერიტორია დატოვა. მელია და კობახიძე დაცვის თანამშრომლების ჩარევით აარიდეს ფიზიკურ დაპირისპირებას. „შე უნამუსო შენა… ასე გაიქცევი ყოველთვის“ – ასე მიმართა მელიამ კობახიძეს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ევროკაშირის ოფისში მიმდინარეობდა. ელჩის ოფისში შეხვედრა ირაკლი კობახიძემ გამართა, რის შემდეგაც დიპლომატთან შეხვედრაზე ნიკანორ მელია უნდა შესულიყო.

მეტი...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დიპლომატებს ხვდება

ამ წუთებში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ოფიციალურ შეხვედრა მართავს. შეხვედრის დაწყებამდე სასაუბრო საკითხებთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა, არის ვარაუდი, რომ მთავარი თემა, სწორედ გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილები იქნება, სადაც ელჩებიც ფიგურირებენ. მოსმენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი, გუშინ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა და თქვა რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას. ჰარცელის საპასუხოდ კი ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ მან დიპლომატიურ სტანდარტებს ცოტა გადააცილა.   

მეტი...

“ენკასთან“ თუ შეწყდა ხელშეკრულება, ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს” – კახა კალაძე

ენერგეტიკის დარგისთვის პირდაპირ ვიტყვი უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი პროექტები ჩერდება. ჩვენ ქვეყანას რა რესურსიც გააჩნია მაქსიმალურად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, რომ ენერგეტიკულად, ენერგიის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას ამის რესურსი გვაქვს და მისი არგამოყენება ძალიან ცუდი იქნება. „ამ კომპანიასთან თუ შეწყდა ხელშეკრულება ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალიან სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ ენერგია მიეწოდებოდეს ქვეყნის მოსახლეობას, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ. კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც…

მეტი...

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე ანგარიშში მოხვდა ისეთი ცალკეული მოვლენებიც, რომლის განვითარება 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი. ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის ორი, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – ოთხი , სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების სამი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ხუთი, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის -ერთი, არაუფლებამოსილი პირების…

მეტი...

კახა კალაძე – 57,9% – ნიკა მელია 27,8% – გიორგი გახარია 5,3% – “ქართულმა ოცნებამ” თბილისში კვლევის შედეგები წარმოადგინა

“ქართული ოცნების” თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას დედაქალაქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, კვლევაში მოცემულია პარტიული, მერობის კანდიდატებისა და უბნების მაჟორიტარების რეიტინგები.  პარტიული რეიტინგების შედეგი ასეთია:  კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: ქართული ოცნება 50,9% ნაციონალური მოძრაობა 25,2 საქართველოსთვის 5,7 გირჩი – მეტი თავისუფლება 3,4 პატრიოტთა ალიანსი 3,1 ლელო 2,9 მოქალაქეები 2,6 მესამე ძალა 1,7 ევროპული საქართველო 1,1 ლეიბორისტული პარტია 0,9 გირჩი 0,4 სხვა პარტიები 2,1 კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“,…

მეტი...

“სურთ, მედია გააჩუმონ და მამაჩემი ციხეში ჩასვან, მოტივია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ოჯახზე შური იძიოს” – ვატო წერეთელი

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაიხსნება, კერძოდ, დღევანდელ პროცესზე ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელი დაიკითხება. ვატო წერეთლის ინფორმაციით, მოწმეთა სიიდან ეროვნული ბანკის და ,,თიბისი” ბანკის პრეზიდენტები ამოიღეს. „საქმიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი როგორც მოწმეები ჩახსნეს. ამ ხალხს არ აინტერესებს ეს საქმე და უნდათ, რომ უბრალოდ გამოიტანონ განაჩენი. მე დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით ვარ მოსული, თუმცა გასაგებია რატომ ხდება ამ პროცესის ფორსირება, სურთ, რომ გააჩუმონ მედია და ჩასვან მამაჩემი ციხეში. მოტივია, რომ ,,ქართულმა…

მეტი...

“რას შვებით ხალხნო, ადამიანი Pfizer-ს ​გააფუჭებს? ქე მაინც აჩუქეთ სხვას” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინებს ვადა გასდის, რაც დაუშვებელია.  “ფაიზერი ფუჭდება, ვადა გასდის. რას შვებით ხალხო, ადამიანი ფაიზერს გააფუჭებს? ქე მაინც აჩუქეთ სხვას ვინც გამოიყენებს, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს.  მართლა ვადაგასული კი არ არის, მაგრამ გაუვა თუ ასე გაგრძელდება. 300-მდე ასაცრელი პუნქტია საქართველოში. ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

მეტი...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის პროცესზე შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეებს გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება, დღევანდელ სხდომაზე ის 4 მოწმე უნდა გამოიკითხოს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე უშუალოდ იმყოფებოდნენ. გიორგი მენაბდე ოთხი თვის წინ დააკავეს და მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. მენაბდეს დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მანამდე 2017 წლიდან ამ საქმეში ის მხოლოდ მოწმის სტატუსი ჰქონდა. გიორგი მენაბდე მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი დავით დადიანი აცხადებს, რომ მოწმეთა ჩვენებები ახალ დეტალს საქმეში ვერ შეიტანენ. 

მეტი...

თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

164 გრამი “ჰეროინი” და 83 გრამი “ამფეტამინი” – თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო “ჰეროინის” შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და “ამფეტამინის“…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,44 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,44 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის  5,79 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –6,85 პროცენტი. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 646 პაციენტი, გარდაიცვალა 47 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 711-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 646 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 016 შემთხვევა გამოვლინდა, 2 024 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 646 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6.85%, ბოლო შვიდი დღის – 6.44%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 602 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 570 443 გამოჯანმრთელდა, 8 711 კი გარდაიცვალა. ამასთან, 22 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი.

მეტი...

“პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რა ზარალსაც ბიუჯეტი და ხალხი მივიღებთ” – ვარლამ გოლეთიანი

პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, იმ ნაწილშიც ახლა, რა ზარალსაც ბიუჯეტი და ხალხი მივიღებთ. რატომ მოეწერა ხელი მსგავსი ტიპის ხელშეკრულებას, ამაზე პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც ხელი მოაწერა. პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა და მთელ რიგ ჩინოვნიკებზე, ვისი ხელმოწერებიც ამ დოკუმენტში არის ასახული, – ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე. როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერცერთ შემთხვევაში გაექცევა. „ახლა, რაც არ უნდა სხვა მისამართით გადაიტანონ ვექტორები, ეს ვიქნებით ჩვენ, თუ საზოგადოების რომელიმე სხვა ჯგუფი, ამას მათ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა

უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ იორკში, გაერო-ს არტ-კოლექციაში განთავსდა. „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაერო-ს ოფიციალურად გადასცა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება. „ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ საჩუქარს გადავცემთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. შეხვედრა ევროკავშირის ოფისში, 14:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშრებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

მეტი...

რუსეთში გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

მაშველებმა რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში გუშინ გაუჩინარებული ან-26 ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. “ავიაკატასტროფის ადგილი კორფოვსკის დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა,“- აცხადებენ ხაბაროვსკის ოლქის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის დირექტორატში. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროც ადასტურებს და აცხადებს, რომ ვერტმფრენმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინა და სამაშველო ჯგუფები კატასტროფის ადგილისკენ გაემართნენ. სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ადამიანების ბედი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, ან-26 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა.

მეტი...

“გავაგზავნით ჩვენს სტუდენტებს საქართველოში” – პროფესორი სტეფან ჯონსი

ჩვენ მოვაწყობთ ძალიან ბევრს სემინარს, კონფერენციას, დავპატიჟებთ ქართველ მეცნიერებს, აქ, ჰარვარდის კამპუსში, – ამის შესახებ ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტეფან ჯონსმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი ქართული სწავლების პროგრამა აშშ-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „გავაგზავნით ჩვენს სტუდენტებს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევქმნათ ამერიკელი მეცნიერების კადრები, რომლებიც სწავლობენ ქართულ ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას და ა.შ. ამიტომ, ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, შევქმნათ ეს პროგრამა.…

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პოლიციის მაღალჩინოსანი, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ვერდიქტი,თელავის რაიონულ სასამართლოში  გამოცხადდა. 11 ნაფიცი მსაჯული, გადაწყვეტილების მისაღებად, თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს, ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა. გამოძიება, ზანდარაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის შესაბამისად, სასჯელის დადგენაზე, მოსამართლე უახლოეს საათებში იმსჯელებს.

მეტი...

“თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? – ამისთვის საჭიროა, დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას” – მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს

თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? – ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, სააკაშვილს, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ახალგაზრდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ვაშინგტონში სენატორებსა და კონგრესის წევრებთან მართავს შეხვედრებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოზე ლაპარაკი მობეზრდათ. „მე მინდა მივმართო ქართველ ახალგაზრდებს. ახლა ვარ ვაშინგტონში, საიდანაც მრავალი წლის წინ მივატოვე ჩემი დოქტურანტურა და ჩავფრინდი ჩაბნელებულ, განადგურებულ საქართველოში და დავიწყეთ მუშაობა, რომ საქართველო წამოგვეწია წინ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშურს თქვენი იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც, ჩვენზე უფრო…

მეტი...