“დმანისის მოყვანა არგუმენტად საკმარისია, ატმოსფერო და გარემო ვიგრძნოთ, რა წინასაარჩევნო ვითარებაა” – ნიკა მელია

დმანისში მომხდარი დაპირისპირებას თბილისში მერობის კანდიდატები აფასებენ. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები საარჩევნო გარემოს პოლარიზებას ემსახურება.  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ დმანისში მომხდარი ინციდენტი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს ასახავს.  “დმანისის მოყვანა არგუმენტად საკმარისია მე მგონი ატმოსფერო და გარემო ვიგრძნოთ, რა წინასაარჩევნო ვითარებაა. როდესაც ამომრჩეველს ვეღარ არწმუნებს, უარეს შემთხვევაში აღარც გისმენს, უკვე გადადიხარ ძალადობაზე. აქედან არის განპირობებული ის სისასტიკე, რასაც ქართული ოცნება სჩადის,“ – აცხადებს ნიკა მელია. მომხდარ ინციდენტსა და წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს თბილისის მერობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმიდან ”მესამე ძალა”, თამარ კეკენაძე ამბობს.  “ის, რაც მოხდა დღეს დმანისში,…

მეტი...

“საქართველო მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაიხსენა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტი და პრეზიდენტ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა და ქვეყანა მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს…

მეტი...

დმანისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

დმანისში მომხდარ ინციდენტზე გამოკითხვები დაიწყო ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოში. “ნაციონალური მოძრაობის” დმანისის დეპუტატობის კანდიდატის თქმით, რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ისინი პოლიციაში არ გამოცხადნენ და ამის მიზეზად, “ქართული ოცნებიდან” დმანისის მერობის კანდიდატის ძმის ქვემო ქართლის პოლიციაში წამყვან პოზიციაზე მუშაობას ასახელებს. „ვიდეო და აუდიო ფაილი არსებობს უამრავი, მაგრამ ეს პოლიცია დღეს არ არის უფლებამოსილი რომ გამოიძიოს იქ არის კახა მურადაშვილი, ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს დირექტორის მოადგილე, რომელიც, ამავდროულად, არის “ქართული ოცნებიდან” დმანისში მერობის კანდიდატის, კობა მურადაშვილის ძმა. არავის აღარ აქვს სურვილი, რომ პოლიციის დმანისის განყოფილებაში შევიდეს, რადგან იმის ნაცვლად, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები,…

მეტი...

“არავის დაუბრალებია, რომ გახარია ნარკომანია, მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე პოლიტიკოსი” – კალაძე გახარიას

არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ განაცხადა. დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა კახა კალაძე თანაგუნდელების ბრალდებებს გახარიას მიმართ. „დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები – ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე, იზიარებ თუ არა ამ ბრალდებებს“, – მიმართა გახარიამ კალაძეს. როგორც კალაძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. „ნარკომანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის დაუბრალებია…

მეტი...