სოფელ სამებასთან მიწისძვრა დაფიქსირდა

18:34 საათზე, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით“, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

„აეკრძალოთ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება“ – განაჩენი სასულიერო პირებისთვის

სასულიერო პირები: ნასყიდა ღუდუშაური – ყოფილი ბერდიაკონი პეტრე, მიხეილ მდივანი – ყოფილი ბერმონაზონი ათინოგენი, ტარიელ გვილავა – ყოფილი მონაზონი დანიელი, თამაზ სხულუხია – ყოფილი მონაზონი ამბროსი, ბაჩუკი ხელაია – ყოფილი მონაზონი დავითი, ავთანდილ გვილავა – ყოფილი მონაზონი ბასილი და მარკოზ წულაია -ყოფილი მონაზონი მარკოზი სასულიეროდან საერო პირებში გადაიყვანეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მეუფე სტეფანემ მიიღო. „უხეშად არღვევენ მოციქულთა კრების მთელ რიგ კანონებს. ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო წესრიგის აღსადგენად ვბრძანებ სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზვნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე. აეკრძალოთ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათთან…

მეტი...

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ექვსი სასულიერო პირი განკვეთა

„არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს“ – ეს გახლავთ ამონარიდი ბრძანებიდან, რომლის საფუძველზე, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის 6 სასულიერო პირი განკვეთა. “ბრძანება ნომერი 11, 11 სექტემბერი 2021 წელი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილე პირებმა: ბერ დიაკონმა პეტრე ( ღუდუშაური) ბერ-მონაზონმა ათინოგენემ( მდივანი), მონაზონმა დანიელმა( გვილავა) მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ (სხულუხია) მონაზონმა დავითმა (გვილავილაიამ) მონაზონმა ბასილმა ( გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა ( წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი…

მეტი...

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის “ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის” წევრების მონაწილეობით, წეროვანის ლტოლვილთა დასახლებაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისათვის, ომში მონაწილეობის ფაქტის დადგენის პროცედურა გაიმართა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი დანაყოფია, რომლის თანამშრომლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, პირველი დარტყმა მიიღეს და მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსული არმიის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან შემოტევას. „წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების მიერ, ოფიციალურად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებისათვის, გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა…

მეტი...

ვირუსით 43 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 559 996.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა – 101, იმერეთი – 226, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 70, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 181, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

მეტი...

ვირუსით 1 501 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 920 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.55%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  595 264-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.89%.

მეტი...

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ირიბად კორონავირუსზეც მოქმედებს

„როდესაც ვლაპარაკობთ გრიპის ვირუსზე, რისკის ჯგუფები, მეტწილად, თანხვედრაში არ არის კორონავირუსის რისკის ჯგუფებთან“ – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ და განმარტავს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ირიბად, კორონავირუსის მძიმე ფორმებისგანაც გვიცავს.   „როდესაც ვლაპარაკობთ გრიპის ვირუსზე, რისკის ჯგუფები, მეტწილად, თანხვედრაში არ არის კორონავირუსის რისკის ჯგუფებთან. ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე, გრიპის ვირუსის მხრივ წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს. ამიტომ. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა ჩატარდეს. მსგავსი რისკის ჯგუფები არის ორსულები, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის დროს ორსულებში ვაქცინაცია არის აუცილებელი, ასევე…

მეტი...

რატომ არ იქნება საქართველოში „მეხუთე ტალღა“ მძიმე?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ოქტომბრიდან ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება იწყება. სპეციალისტები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი 5 წლამდე ბავშვების აცრისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ კორონავირუსის ე.წ. მეხუთე ტალღა დამანგრეველი არ იქნება. აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავართან“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. „ზუსტად ვიცით, როდის იწყება საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელების სეზონი. ეს არის კალენდარული წლის მეორმოცე კვირა. ეს კი ნიშნავს 3 ოქტომბრიდან პერიოდს. თუ ჩვენ ველოდებით შემთხვევების მატებას, ეს იქნება 3 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე. კითხვა, რატომ არ იქნება საქართველოში მეხუთე ტალღა მძიმე, არის ის, რომ დღევანდელი…

მეტი...