„სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლეა აღრეული“ – საპატრიარქო სასულიერო პირების თვალთვალზე

საქართველოს საპატრიარქო მედიაში გავრცელებულ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაილებთან დაკავშირებით, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი სასულიერო პირებს ეხება, განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ფაილების დიდი ნაწილი სიცრუეზეა აგებული, ნაწილი კი სიცრუისა და სიმართლის ნაზავია.საპატრიარქოს განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ“„ა.წ. 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის დღეს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ფიზიკურად შეეხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერებმა, გარკვეული დანაშაულის გამო რამდენიმე თვის წინ საეკლესიო წესით სასჯელდადებულმა სასულიერო პირებმა, რომლებმაც სცადეს, არ შეეშვათ მღვდელმთავარი სასწავლებელში იმ მოტივით, რომ ბოლო დროს გავრცელებული ფაილების მიხედვით, თითქოს მას აქვს ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, რაც…

მეტი...

„ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა“ – პროკურატურის ერთ-ერთი ბრალდება

ყოფილ მაღალჩინოსან მეგიზ ქარდავას, რომლის ექსტრადირება საქართველოში დღეს განხორციელდა და რომელიც  ხუთ საქმეში ბრალდებულია, ერთ-ერთი საქმე სერგო თეთრაძის გარდაცვალებაა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, წამების გამო, სერგო თეთრაძე კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.    „მ.ქ.-ს მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების…

მეტი...

პატიმართა უმოწყალოდ ცემა, წამება, სექსუალური ძალადობა – კიდევ რას ედავებიან მეგიზ ქარდავას?!

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებულ მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით მედიისთვის სპეციალური განცხადება გაკეთდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ხუთ საქმეზე ქარდავა დამნაშავედ არის ცნობილი, ექვს საქმეზე კი მიმდინარეობს ძიება. „მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით, და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და…

მეტი...

იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებაზე თბილისის მერია განცხადებას აკეთებს

თბილისის მერიაში, იაკობ გოგებაშვილის საფლავთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ საფლავის ქვა სიძველის გამო ჩავარდა. „მედიაცენტრი მთავარი“ მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. 2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც…

მეტი...

შესაძლებელია თუ არა გრიპისა და კორონავირუსის ვაქცინების ერთდროულად გაკეთება?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ოქტომბრიდან, გრიპის გავრცელების სეზონზე გადასვლასთან ერთად, სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. შესაძლებელია თუ არა გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ერთად გაკეთება, ამ თემაზე, „მედიაცენტრ მთავართან“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. როგორც პედიატრმა განმარტა, ჯანმო-სა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ერთდროულად – ერთი დღის განმავლობაში არის შესაძლებელი. „ჯანმო-სა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, ორივე ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ერთდროულად – ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ იმ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია გრიპის შემთხვევების მატებასთან, ყველაზე უპრიანია, თუ…

მეტი...

„ცნობილ სუბიექტს წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში“ – თეა წულუკიანი მეგიზ ქარდავაზე

თეა წულუკიანი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების გამო უკრაინას მადლობას უხდის. თავად დაკავებულს კი წარმატებებს უსურვებს პენიტენციალურ დაწესებულებაში.    „მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის! საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს! ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!“, – წერს თეა წულუკიანი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, უკრაინიდან საქართველოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსრადიცია მოხდა.

მეტი...

ექსტრადირებულ მეგის ქარდავას რუსთავის იზოლატორში გადაიყვანენ

ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება უკვე განხორციელდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს რუსთავის იზოლატორში გადაიყვანენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში 18.00 საათზე მედიისთვის ბრიფინგი დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მსჯავრდებულია 5 საქმეზე, კიდევ ექვს საქმეზე სს საქმის წარმოება მიმდინარეობს.

მეტი...

მეგიზ ქარდავა თბილისში ჩამოიყვანეს

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება უკვე განხორციელდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ყოფილი მაღალჩინოსანი მსჯავრდებულია 5 საქმეზე, კიდევ ექვს საქმეზე სს საქმის წარმოება მიმდინარეობს.

მეტი...

მუხათწყაროს ტყეში, ნაკადულის კალაპოტში ცემენტი ჩაასხეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, მუხათწყაროს ტყეში, ვიღაცამ მორჩენილი ცემენტი წყაროს კალაპოტში როგორ ჩაასხა, რის გამოც წყარო დაშრა და გარვეულმა შენაკადმა დინების მიმართულება შეიცვალა. ფეისბუქ მომხმარებლები გარემოს დაცვის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ნათია მეზვრიშვილი პოლიციის სამმართველოში მის დაბარებას უსაფუძვლოს უწოდებს. „როგორც იცით, სისტემატურად ვატარებ ბრიფინგებს და პარტიის წევრების და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებს ვაჟღერებ, რომლებიც ჩემთვის ცნობილი ხდება რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებისგან. ბრიფინგზე გაჟღერებულ 4 ფაქტზე დღეს გამოკითხვაზე დამიბარა ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ყაზბეგში, საქმეზე, რომელზეც როგორც აღმოჩნდა, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული (თუ ამ პოსტის მერე სასწრაფოდ არ დაიწყეს). აწარმოებენ ე.წ. მოკვლევას, რომელიც დიდი ხნის წინ გაუქმდა კანონით. მიუხედავად უსაფუძვლოდ დაბარებისა (რომელიც დარწმუნებული ვარ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მოდის), რიგითი გამომძიებლის პატივისცემით, იმ სისტემის პატივისცემით, სადაც…

მეტი...

მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია სავარაუდოდ დღეს განხორციელდება

არსებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია სავარაუდოდ დღეს განხორციელდება. საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.

მეტი...

„თქვენც თავრიზს და აღსტაფას არ შეუტიოთ და აიღოთ რა, დედითქვენისამ“ – ოქრუაშვილი ღარიბაშვილს

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ღარიბაშვილი „სუ -25“ – ის საცდელ ფრენას ესწრება. „თქვენც თავრიზს და აღსტაფას არ შეუტიოთ და აიღოთ რა, დედითქვენისამ,“ – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

jonson & jonson-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს შემოვა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ jonson & jonson-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს უნდა შემოვიდეს.  “ჯონსონის ვაქცინა უნდა შემოვიდეს არაუგვიანესი ოქტომბრის ბოლოს. მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ არამგონია ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ვაქცინაციის პროცესზე. სულ 50 000 დოზაზეა საუბარი, რაც 50 000 ვაქცინირებულ ადამიანს უდრის, ამ ვაქცინას გააჩნია დიდი კომფორტი, რაც ერთჯერადად ვაქცინირებას გულისხმობს,”- აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მეტი...

ევროპული სასამართლო რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს 1500 მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადოს

ევროპული სასამართლო რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადაუხადოს საქართველოს 1500 მოქალაქეს იმ არამატერიალური ზიანის კომპენსაციისთვის, რაც მათ დეპორტაციის შედეგად მიადგათ. სასამართლო შეშფოთებას გამოხატავს, რომ 2019 წლის 30 აპრილის შემდეგ გადახდა ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. სასამართლო რუსეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაასრულოს შიდა პროცედურები და გადახდა დროულად უზრუნველყოს.

მეტი...

„არ ვარ იმ ადამიანების კატეგორია, დღეს ერთს ემონები, ხვალ სხვას უკრავდე ტაშს, ამიტომ საბოდიშო არავისთან მაქვს“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ხეობაში კანდიდატურის დაყენება არ ყოფილა ჩემთვის იოლი გადასაწყვეტი, ვიცოდი ამ ნაბიჯს თუ გადავდგამდი, ზოგი ერთი ადამიანი გაიშიფრებოდა და მათი მხრიდან სუფთად ღირსებას მოკლებული ნაბიჯები უფრო მეტად გულს მატკენდა,“ – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში. შვილმოკლული მამა ყურადღებას „სისტემის“ შეცვლის აუცილებლობაზე ამახვილებს: „ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღე, მივიღე იმიტომ, რომ მიდგომა ქისტების მიმართ შეიცვალოს, რომ არ იყოს ბევრისთვის პანკისი უცნობი, არამედ იყოს ყველასთვის ცნობილი პანკისი თავისი სუფთა რელიგიით, სუფთა სტუმართმოყვარეობით, თავისი შესანიშნავი ადამიანების მენტალიტეტით, მინდა მოვუღო ბოლო იმ სიბინძურეს, რასაც ეს ხელისუფლება სჩადის და სტატუს გვანიჭებენ, როცა მოეპრიანებათ ტერორიზმის ნიშნით. მინდა ახალგაზრდებს ჰქონდეთ…

მეტი...

“ოქტომბრის თვე იქნება გამორჩეული, როგორც ინფიცირების ასევე გარდაცვალების შემთხვევაში” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“ოქტომბრის თვე იქნება გამორჩეული, როგორც ინფიცირების ასევე გარდაცვალების შემთხვევაში,” – ამის შესახებ “მედიცენტრ მთავარში” – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მე- 5 ტალღის დასაწყისს პროფესორი, სეზონურიგრიპების მატებასთან ერთად ოქტომბრის დასაწყისიდან ვარაუდობს: “ჩვენ ველოდებით, რომ მომდევნო დღეების მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება. მაგრამ ეს მოლოდინი არ გვაქვს გარდაცვლილებთან მიმართებაში. შესაძლებელია, მომდევნო 10 დღის მანძილზე ისეთივე მაღალი დარჩეს გარდაცვალების შემთხვევები. ოქტომბრის თვე იქნება გამორჩეული, როგორც ინფიცირების ასევე გარდაცვალების შემთხვევაში ეს ორივე მაჩვენებელი უნდა იყოს დაბალი, რაშიც დამხმარე მექანიზმი იქნება ვაქცინაცია,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მეტი...

“გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ „კოკაინის” მოხმარების ბრალდება, ტიპიური რუსული ხელწერაა” – მიხეილ სააკაშვილი

მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა“,- ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ვიღაც კოკაინშიკი“ უწოდა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია“. „მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა. ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს. ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია. ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ…

მეტი...

“იმედმა” “ევროპულ საქართველოს” და ენმ-ს კლიპების გაშვებაზე უარი კანონდარღვევით უთხრა – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედმა” ოპოზიციურ პარტიებს “ევროპულ საქართველოს” და “ნაციონალურ მოძრაობას” წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებაზე უარი კანონის საწინააღმდეგოდ, საარჩევნო კოდექსის დარღვევით უთხრა. ამ მიზეზით ტელეკომპანიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს. “კომისიამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრები და მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება”, – აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.აქვე ვკითხულობთ, რომ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და…

მეტი...

„არ ვაპირებთ არც ბოდიშის მოხდას, არც ფრაზის ამოღებას სერიიდან “ – რა მისწერა Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილს

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა. მოჭადრაკის ინტერესებს იურიდიული ფირმა BLB-ი იცავს. სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, ნონა გაფრინდავილის ადვოკატებსა და Netflix-ის წარმომადგენლობას შორის არაერთი მოლაპარაკება წარიმართა.

მეტი...

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი მედიაციის ფორმატს ტოვებს

რიონის ხეობის გადარჩენისთვის მედიაციის პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი მედიაციის ფორმატს ტოვებს. „ნამოხვანის პროტესტი 300 დღეზე მეტია, უწყვეტად მიმდინარეობს. ამ ხნის მანძილზე გამოაშკარავდა არა მარტო ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების შეუძლებლობა, არამედ ჩვენი ქვეყნის არაერთი სისტემური ხასიათის პრობლემა. პროტესტმა შეძლო რეზონანსული გაეხადა ნამოხვანის თემა, ხელი შეუშალა უკანონო მშენებლობის პროცესს, მოახერხა გამოეწვია მოქალაქეთა გაცნობიერებული დამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებისადმი. სახელმწიფოსა და თურქულ კომპანია „ენკას“ შორის უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულების, ამავე კომპანიის საკუთრებაში გადაცემული 605 ჰა მიწისა და დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიუხედავად, ხელისუფლება, ძლიერი საპროტესტო წნეხის…

მეტი...

იგოეთი-ნატახტარის გზაზე თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ საავტომობილო გზის იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 10-ზე მეტი მგზავრია დაშავებული.  ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან. დაშავებულები  კლინიკაში გადაჰყავთ. 

მეტი...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ნიკა მელიას განცხადება გახდა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილს მიმართა კითხვით, რატომ იხილავენ დაჩქარებით მელიას განცხადებას და ხომ არ აპირებენ რიგგარეშე სესიის მოწვევას ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კომიტეტს მკაფიოდ განსაზღვრული აქვს რეგლამენტი აქვს და  საკითხის განხილვას კალენდარული გრაფიკით მიყვება. „დღევანდელ სხდომაზე ერთი საკითხია, რადგან სხვა მიმდინარე საკითხები კომიტეტის სამუშაო დღისწესრგიში ამ ეტაპზე არ არის. ერთი საკითხი იყო სახელმწიფო სიმბოლოკებთან დაკავშირებით და საკითხი მომხსენებელმა ითხოვა საკითხის გადადება და ამიტომ აღარ განიხილება.…

მეტი...

ბიბილოვი ცხინვალელებს მოუწოდებს რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობისკენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა რუსეთის დუმის არჩევნებში. როგორც ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი წერს, „სამთავრობო თათბირზე“ ბიბილოვმა „მინისტრთა კაბინეტის წევრებს და უწყებების ხელმძღვანელებს შეახსენა სამხრეთ ოსეთის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში რუსეთის გადამწყვეტი როლის მნიშვნელობა“. ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები რუსეთის თითოეული მოქალაქის ვალია, მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს, რადგან მადლობა ეთქმით „სტრატეგიული პარტნიორი“ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და რუსებისთვის, რომლებმაც ყველაზე მძიმე პერიოდში გადაარჩინეს. ბიბილოვმა „მინისტრებს“ და „უწყებების ხელმძღვანელებს“ დაავალა, თავიანთ კოლექტივებში ჩაატარონ „ახსნა-განმარტებითი სამუშაო სამხრეთ ოსეთისთვის…

მეტი...

რჩეულიშვილის მადლობა კალაძის გუნდს

მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა. „ყველას ვუხდი ბოდიში, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდზე დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ახლა ინვესტორებს გადაეცათ დაზარალებულების საქმე და დარწმუნებული ვარ მერიას ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში“,- ამბობს მაია რჩეულიშვილი. ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვა. „ცენტრ პოინტის“ 11 წლიანი დავა ოფიციალურად დასრულდა. ამავდროულად, ცნობილია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება. მაია რჩეულიშვილი, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს.

მეტი...

“ყელას ვუხდი ბოდიშს” – მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. „ყველას ვუხდი ბოდიში, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდზე დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ახლა ინვესტორებს გადაეცათ დაზარალებულების საქმე და დარწმუნებული ვარ მერიას ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში“,- ამბობს მაია რჩეულიშვილი. კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ბიზნესში, რჩეულიშვილი პასუხობს:  „არა, მემგონი არ ვაპირებ დავბრუნდე“. ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვა. „ცენტრ პოინტის“ 11 წლიანი დავა ოფიციალურად დასრულდა. ამავდროულად, ცნობილია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება. მაია…

მეტი...

“ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მისივე თქმით, ორსულს, რომელსაც ჰოსპიტალში მკურნალობა ესაჭიროება, მაქსიმალურად ექცევა ყურადღება. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კოვიდინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პროცესში ყველა წამყვანი სპეციალისტია ჩართული. „ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

“TI-ის, საია-სა და ISFED-ს შუალედურ ანგარიშებში დარღვევებია” – “ოცნება”

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშებში ასახული ფაქტების შესახებ, ინფორმაცია წარმოადგინა.  მან განმარტა, რომ 3 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში, ისეთი დარღვევებია მოყვანილი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მოხდა.  “გვინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშებში ასახული ფაქტების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობასთან.  მისასალმებელია, რომ ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, დღეის მდგომარეობით 70-ზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, 30-ზე მეტი კი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირებული. გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ.  ჩვენი გუნდის მიერ, გაანალიზდა 3…

მეტი...

“დაზიანდა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა” – ფაილები

გავრცელებული ფაილებით ირკვევა, რომ შესაძლოა, დაზიანებული იყოს იაკობ გოგებაშვილის საფლავი, ხოლო მისი ნეშტი გაბნეული. აღნიშნული ფაილი 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დავალებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც გადაიხდიან პანაშვიდს…

მეტი...

მაია რჩეულიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებული მაია რჩეულიშვილი ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, დაზარალებულების დაკმაყოფილება ინვესტორების მხრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმება კი „მიონის“ ეპიზოდზე მოხდა. ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, “მაგნოლიას” ეპიზოდსაც მოიცავდა.

მეტი...

წმინდა სინოდი ფარული ჩანაწერების თემას განიხილავს? – ბოტკოველი განმარტებას აკეთებს

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპატრიარქოში განცხადება ,სავარაუდოდ, ორ დღეში გაკეთდება. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომის მოწვევას, როგორც ბოტკოველი ამბობს, სხდომა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. „წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კონტურები არ გამოკვეთილა. რაც შეეხება განცხადებას, განცხადება იქნება შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას, უახლოეს ორ დღეში სავარაუდოდ განცხადება იქნება და ზოგად შეფასებას გავაკეთებთ. პირველად იქნება ზოგადი შეფასება, რადგანაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფარულ გადაღებებთან და მის გარეთ გამოტანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. ცნობისთვის, ბმული, სადაც…

მეტი...

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავეს

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა – მათ შორის ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველების მიერ, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ა.გ. სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა…

მეტი...

“ჩვენი მთავარი მიზანი და ოცნებაა, დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთსა და ცხინვალში” – წყალტუბოში 460 დევნილს ბინები გადაეცათ

წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ. საზეიმო გადაცემის ცერემონიაზე მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიმართა, ახალმოსახლეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნება.  “წლების განმავლობაში, წყალტუბოს ყველა სანატორიუმში ჩვენი ძვირფასი დევნილები ცხოვრობდნენ ძალიან მძიმე პირობებში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა. დღეს 460 ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე 27 000 ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი ბინები, ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, დევნილებს.  გილოცავთ ყველას ახალმოსახლეობას, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი…

მეტი...

ვეტერანებისათვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდება

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: რუსთაველის 75; რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის თიანეთის სამედიცინო დაწესებულება; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები,…

მეტი...

„მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია, მეხუთე ტალღა არ იქნება ასეთი მძიმე“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„კორონავირუსის ტალღა, ეს არის მის გავრცელების და სიხშირის ასახვა, რაც დაიწყო პანდემია გვქონდა მკაფიოდ დაფიქსირებული ოთხი მატება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველო მეოთხე ტალღის დაღმავალ მრუდზე იმყოფება: „17 აგვისტოდან დღემდე შემთხვევათა რაოდენობა მცირდება და აქტიური შემთხვევის რაოდენობის თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, სწორედ ამიტომ ვართ დაღმავალ მრუდზე და მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია, იქნება თუ არა ახალი ძლიერი ტალღა დამოკიდებულია იმაზე იქნება თუ არა…

მეტი...

„დელტა“ ვარიანტი არის ყველაზე სახიფათო და გადამდები ვარიანტი“ – ივანე ჩხაიძე „მედიცანტრ მთავარში“

„დღეისათვის კორონავირუსის მუტაციები ორ ჯგუფად იყოფა, ერთი – შეშფოთების ვარიანტი, მეორე ინტერესის,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძე რამდენიმე შტამზე საუბრობს, მისივე ინფორმაციით „მიუ ვარიანტი“ – ყველაზე მეტი ამერიკაშია დაფიქსირებული, როგორც პროფესორი განმარტავს, აღნიშნული ვარიანტი სახიფათოდ არ ითვლება ამ ეტაპზე: „მიუ ვარიანტი” სახიფათოდ არ ითვლება, თურქეთში გამოჩნდა ორი შემთხვევა, ეს მუტაცია არის ერთეული და დარჩა ინტერესის კლასიფიკაციაში და შესაძლოა არ გახდეს სახიფათო, რისკი, რომ ის „დელტა“ და „ალფა“ ვარიანტს დაემსგავსება ამ ეტაპზე არ…

მეტი...