ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ორ დღეში გააკეთებს

გავრცელებულ 60 000 ფაილთან დაკავშირიებით, რომელიც ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ეხება, საქართველოს საპატრიარქო ოფიციალური განცხადების გაკეთებას ორ დღეში გეგმავს.     „რაც შეეხება განცხადებას, იქნება შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას, უახლოეს ორ დღეში სავარაუდოდ განცხადება იქნება და ზოგად შეფასებას გავაკეთებთ. პირველად იქნება ზოგადი შეფასება, რადგანაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფარულ გადაღებებთან და მის გარეთ გამოტანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. როგორც დეკანოზმა პირმა განმარტა, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს. „ველოდებით ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განმარტებებს,…

მეტი...

პროკურატურა გმობს მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის ტელევიზიით ჩვენებას

საქართველოს გენერალური პროკურატურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ, მკვლელობის ვიდეომასალის გასაჯაროებას გმობს და მედიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მსგავსი კადრების ჩვენებისგან. უწყების განცხადებით, მსგავსი სისასტიკის ჩვენება ძალადობის წამახალისებელია. „მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის და შინაარსის მასალის გავრცელებისა და ტირაჟირებისგან. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და დაკავების მიზნით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტი...

“ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი პრემიერ-მინისტრი იყო და სააკაშვილის მარიონეტი გახდე” – ღარიბაშვილი გახარიაზე

ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილის მარიონეტი გახდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას პარტიის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არ ყოფილა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას გუნდს სააკაშვილთან მოკავშირეობის გარდა არაფერი დარჩა. „მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მთელ ამ პროცესში, ეს პროვოკაცია და მოღალატეობრივი ჩართულობა ძალიან მარტივი ასახსნელია. ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილის მარიონეტი გახდე. მეტი რაღა კომენტარი გავაკეთო?! თავიდან, ჯერ მათვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბიძინა…

მეტი...

სამტრედიაში 14 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

სამტრედიაში უბედურ შემთხვევას 14 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, მოზარდს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მეტი...

აწსუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტზე „სემეკის აუდიტორია” გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) რექტორმა, როლანდ კოპალიანმა უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე სემეკის აუდიტორია გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, აწსუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სემეკის ორგანიზებითა და დაფინანსებით აუდიტორია აღიჭურვა სწავლის პროცესისათვის საჭირო სხვადასხვა საგნებით. ამასთანავე, სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივით უნივერსიტეტს გადაეცა და აუდიტორიაში განთავსდა ნეტო აღრიცხვის მაკეტი, რომლის პროგრამაც ასახავს მცირე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მისი ქსელში გადაცემის, ასევე ქსელიდან ელექტროენერგიის მოხმარების სრულ ციკლს. „რამდენიმე თვის წინ, ჩემი ვიზიტისას აწსუ-ში, ენერგეტიკის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს…

მეტი...

“სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, მაშინვე შევა ციხეში, ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებები საინტერესო არ არის” – ირაკლი ღარიბაშვილი

არ არის საინტერესო სააკაშვილი, ეს არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და მორიგ ტყუილებს, მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილებს ვის გაუგზავნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიციისთვის მიმართვასთან დაკავშირებით, რომ „უკანონო ბრძანებები არ უნდა შეასრულონ“. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ციხეში წავა. „სააკაშვილის, ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებები…გუშინაც თუ ნახეთ, თუ დააკვირდებით, ნებისმიერი დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ, უსმინეთ და უყურეთ. არ არის საინტერესო, ეს არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და მორიგ ტყუილებს, მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილებს ვის…

მეტი...

“შეგვიძლია, რუს ხალხს შევთავაზოთ მისაბაძი მაგალითი, რაც ნიშნავს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის უფრო ამბიციურ მხარდაჭერას” – ანდრიუს კუბილიუსი

შეგვიძლია, რუს ხალხს შევთავაზოთ მაგალითი, რომლის მიბაძვაც შეუძლიათ, ეს ნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო ამბიციურ მხარდაჭერას,  განსაკუთრებით ასოცირებული ტრიოს წვერი ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა დებატების დროს ევროპარლამენტში, რა დროსაც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების სტრატეგია განიხილებოდა. კუბილიუსი ამ საკითხზე ანგარიშის ავტორი და მომხსენებელი იყო. „ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგია ეფუძნება სამ ძირითად ელემენტს: უკუგდება, შეკავება და თანამშრომლობა. პირველი – უკუგდება ნიშნავს წინააღმდეგობის გაწევას კრემლში დღევანდელი აგრესიული პოლიტიკისადმი როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკისადმი. მკაფიო არაღიარების პოლიტიკა ანექსირებული ყირიმის, სამხრეთ ოსეთის და დონბასის. ასევე სანქციები, რომლებიც უნდა იყოს უფრო ეფექტური, რომელთა…

მეტი...

შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა​

სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 11 პირი დააკავეს, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირი კი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.  „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ.…

მეტი...

“გულწრფელად ვამბობ, ადამიანურად გული მწყდება, როდესაც გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ” – კახა კალაძე

გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ პარტიის ლიდერმა ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა. ამან კი მმართველ გუნდს დამატებითი ეჭვები გაუჩინა. იდეის ინიციატორი და თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ შედეგს არ ელოდა და გულწრფელად წუხს იმაზე, როდესაც გიორგი გახარიას ამ მდგომარეობაში ხედვას. “ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ამ ნარკოტესტთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ველოდებოდი ამ შედეგს და გულწრფელად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველა კანდიდატი გამომყვებოდა ამ კამპანიაში და ყველანი ერთად შევძლებდით, უფრო მეტი პოპულარიზაცია მოგვეხდინა ჯანსაღი ცხოვრების წესის.  თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან არასახარბიელო შედეგი მივიღეთ. გულწრფელად ვამბობ, რომ ადამიანურად გული მწყდება, როდესაც გახარიას ამ…

მეტი...

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 23.1%. ბოლო 24 საათში აიცრა 25 150 ადამიანი. 16 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.5%.

მეტი...

“თუ ადამიანი მართლაც არაფერს მალავ, რა პრობლემაა ნარკოტესტის ჩატარება? – სოლიდარობაა, რაც ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელ გახარიას გამოუცხადა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკური სოლიდარობაა ის, რაც ნიკა მელიამ და მერობის სხვა კანდიდატებმა გიორგი გახარიას მიმართ გააკეთეს, როდესაც მათ უარი განაცხადეს ნარკოტესტის გაკეთებაზე. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრემიერის რეაქცია ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ, მისთვის გაუგებარია. „ამას შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური სოლიდარობა. სოლიდარობაა, რაც ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, გახარიას გამოუცხადა. ალბათ, ეს ასე შეიძლება მოინათლოს. არ მაინტერესებს ნამდვილად. თუ ადამიანი მართლაც არაფერს მალავ, რა პრობლემაა ნარკოტესტის ჩატარება? ეს არის ძალიან ელემენტარული და ვფიქრობ, ვალდებულებაც ყველა საჯარო მოხელის და პოლიტიკოსის, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე. ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი. ის დღესაც არის ნარკოტიკული…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 14:19 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“.

მეტი...

მამუკა მდინარაძემ ქარელში, ტელეოპერატორთან დაკავშირებული ინციდენტის ვიდეომასალა წარმოადგინა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ქარელში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც “მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა, კიდევ ერთხელ ბრიფინგით გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძემ მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა და მედიის წარმომადგენლებს ქარელში, მათი შტაბის წინ არსებული კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები წარუდგინა, სადაც ჟურნალისტი ბექა ყორშია და დაშავებული ოპერატორი არიან ასახული. “შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ მოწყობილი გუშინდელი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ასევე ზიზღის ენას, მანიპუალაციას, როგორც იტყვიან იყო სრული ბუკეტი იმისა, რაზეც ჩვენ 2 დღის წინ ვისაუბრეთ და ლუსტრირება მოვახდინეთ. გუშინ გვარამიას წამოცდა ერთ-ერთ ჩართვაში, რომ…

მეტი...

ჯანდაცვის პანამერიკულმა ორგანიზაციამ წარმოებაში დარღვევების გამო შეაჩერა რუსული ვაქცინის, Sputnik-V-ის დამტკიცება

კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსული წარმოების ვაქცინის, Sputnik V-ის დამტკიცება მისი მწარმოებელი ფაბრიკის ხელახალ შემოწმებამდე შეჩერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) – იუწყება ორგანიზაციის პანამერიკული დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე, ჟარბას ბარბოსა. “ვაქცინების შემქმნელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ადგილები, სადაც მათ აწარმოებენ, პასუხობს წარმოების საჭირო სტანდარტებს. რაც ეხება ვაქცინა Sputnik V-ის სასწრაფო წესით გამოყენების დამტკიცების პროცესს, ის შეჩერებულია, რადგან შემოწმებისას ამ ვაქცინის წარმოებაში მონაწილე ერთ-ერთ ფაბრიკაში არ აღმოჩნდა წარმოებისთვის საჭირო პრაქტიკების შესრულების თანხმობა” – ამბობს ბარბოსა. ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაცია წარმოადგენს საერთაშორისო სააგენტოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც არ აქვს წამლების დამტკიცების უფლებამოსილება, თუმცა გამოდის ჯანდაცვის მსოფლიო…

მეტი...

“გპირდებით, სააკაშვილი 2 ოქტომბრამდე საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, ვერ გარისკავს” – ირაკლი კობახიძე

გპირდებით, სააკაშვილი 2 ოქტომბრამდე  საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, ვერ გარისკავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილი იმ პარტიის ლიდერია, რომელიც დღეს მეორე ადგილზეა. „სააკაშვილი იმ პარტიის ლიდერია, რომელიც არის დღეს მეორე ადგილზე, სამწუხაროდ. ის აანონსებს საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა აქედანვე გპირდებით, აგერ, ნახავთ, 2 ოქტომბრამდე ვერავითარ ჩამოსვლას ის საქართველოში ვერ გაბედავს, ვერ გარისკავს. ამის თქმის ეშინია, შეეშინდება და შესაბამისად, აქტუალური არ არის მისი ანონსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“კადრები გვაქვს თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში” – ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” ოპერატორზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც “მთავარი არხის” ოპერატორი, ლევან აბლოთია დაშავდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ აქვს კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში. “როდესაც ჩიპის ჩანაწერს ავრცელებთ სანახევროდ, ეს ყველაფერზე ძალიან კარგად მეტყველებს. კადრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში, არა მეორე სართულიდან გადმოვარდნილი, არამედ 2 მეტრიც არ იყო, 1 მეტრი იყო ის ადგილი, სადაც გადმოვარდა ოპერატორი. ის უკან-უკან მიდიოდა, როდესაც მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა “ჩლიქოსანს” და ა.შ. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენს…

მეტი...

გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა

გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრის დროს განაცხადა. გახარიას თქმით, ნარკოტესტის შედეგს მიღებისთანავე გაასაჯაროებს, თუმცა მისი თქმით, ამას დიდი დრო დასჭირდება. ექსპრემიერის ეს განცხადება, მმართველ გუნდს დამატებით ეჭვებს უჩენს.

მეტი...

“სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არასდროს ვყოფილვარ – თეა წულუკიანმა თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს” – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

გიორგი გახარიას პარტიის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი იყო. როგორც ხოჯევანიშვილმა ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პირველი იქნება, ვინც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება. „ჩემი საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი. მინდა, თეა წულუკიანს მივმართო, რომ მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ, არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ,…

მეტი...

“რამე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე ყველაფრის საფუძველი და საძირკველი ხართ თქვენ” – კახა კალაძე ჟურნალისტებს მიმართავს

“რამე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე ყველაფრის საფუძველი და  საძირკველი ხართ თქვენ”,- ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებმა ქარელში კოლეგის დაშავებისა და ინციდენტის შესახებ ჰკითხეს. კალაძის თქმით, ჟურნალისტები მოძალადეები არიან. “დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა, არასერიოზულად იქცევით, ბიჭი მიდიოდა უკან-უკან, თქვენ მაჩვენეთ კადრი, იმდენ სისულელეს საუბრობთ, ერთმანეთს ეჯიბრებით, როცა ეუბნებიან გადი, არ ვიძლევი უნდა მიხვდე და გახვიდე, თქვენ ძალადობთ, თქვენ ხართ მოძალადეები, მე თუ გეტყვით რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, უნდა გაჩერდეთ რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე ფსიქოლოგიურად. თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებთ შუღლს, ძალადობას,…

მეტი...

“როდესაც გიორგი გახარიამ უარი თქვა ტესტის ჩაბარებაზე, პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით” – ირაკლი კობახიძე

ძალიან ჯანსაღი ინიციატივა წარადგინა კახა კალაძემ, რომელიც ეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის ინიციატივამ ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით დაბნეულობა და გაღიზიანება გამოიწვია. “აქ საინტერესო არის, რომ როდესაც გიორგი გახარიამ უარი თქვა ტესტის ჩაბარებაზე, რითაც პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტმა კანდიდატმა, მათ შორის ნიკა მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადეს მელიამ და სხვებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია იყო გაჭედილი ამ თემაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ არის ძალიან მკაფიო…

მეტი...

დავით ნარმანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ორგანიზებით გამართულ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. დავით ნარმანია პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენებით წარდგა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე, გამოწვევებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ტრანსპოზიციის პროცესზე, კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების მიზნობრიობაზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრების გახსნის ეტაპებზე, ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოსალოდნელ სიახლეებსა და წყალმომარაგების სექტორის გამოწვევებზე. სემეკის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს ბაზრის მონიტორინგის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის…

მეტი...

“ყველა რაიონში შეგვიძლია, გავიაროთ და ვნახავთ რეაბილიტირებულ სკვერებს, პარკებს, რომლებიც სავსეა ადამიანებით” – კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი ძირითადი პროგრამები წარუდგინა. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, მისი წინასაარჩევნო სლოგანი „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ სწორედ მეტ რეკრეაციულ სივრცესა და საზოგადოებისთვის შექმნილ კომფორტულ გარემოს გულისხმობს. „რა არის მეტი სიცოცხლე?! – მეტი მწვანე სივრცე, მეტი პარკი, მეტი სკვერი, მეტი განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტი ხელმისაწვდომობა მასზე, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ყველა უბანში, ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე, მეტი საბავშვო ბაღი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა შეძლონ ნორმალურ პირობებში განათლების მიღება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებთ, აუცილებლად შევასრულებთ. ამის…

მეტი...

“კიბიდან როგორ შეიძლება დაგორდე, როდესაც მოაჯირზე ხარ მიმწყვდეული” – ბექა ყორშია ქარელში მომხდარ ინციდენტზე

ქარელში დაშავებული “მთავარი არხის” ოპერატორი “ნიუ ჰოსპიტალიდან” გაწერეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “როგორც პირველი რიგის, ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევებით არის დადგენილი მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული ტრავმები. რაიმე შინაგანი ორგანოების დაზიანება, თავის ტვინის ან ძვლოვანი სისტემის დაზიანება დადგენილი არ იქნა. გულმკერდის ზედაპირული დაზიანება არის და ასევე სახსრების დაჭიმვა,” – განაცხადა “ნიუ-ჰოსპიტალის” კლინიკურმა დირექტორმა გიორგი კორძახიამ. ამასთან, “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ბექა ყორშია გუშინდელ ინციდენტს იხსენებს. “იქ ისეთი ჯაჯგური იყო, რომ ან კაბელი გაითიშებოდა, ან რაღაც… თან რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი აქტივისტი ცდილობდა, რომ ეს კაბელი გამოერთო. არ ვიცი რა ხდება, ახლა უნდა…

მეტი...

შსს-ს მიერ შიდა ქართლში ჩატარებული სპეცოპერაციისას 10-მდე პირი დააკავეს

დღეს დილით, შსს-ს მიერ შიდა ქართლში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სავარაუდოდ, 10-მდე პირი დააკავეს. ღონისძიებები ერთდროულად რეგიონის რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, მათ შორის, გორსა და ხაშურში. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებულს ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და კავშირში ედება ბრალი. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. სპეცოპერაციის დამატებით დეტალების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდება ცნობილი.

მეტი...

ჯარისკაცები, რომლებიც კოვიდ ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების რიგებიდან გარიცხონ (აშშ)

აშშ-ში ის ჯარისკაცები, რომლებიც კოვიდ ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების რიგებიდან გარიცხონ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები, რომლებიც ვაქცინაზე უარს იტყვიან, ჯერ კონსულტაციას გაივლიან მეთაურებთან და სამედიცინო პროვაიდერებთან, თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნის შეუსრულებლობამ ადმინისტრაციული ან სასამართლოგარეშე სასჯელი შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის გათავისუფლება ან დათხოვნა. ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს, ფაქტობრივად, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია“, – განაცხადა აშშ-ის არმიის მთავარმა ექიმმა, გენერალმა რაიმონდ სკოტ დინგლიმ.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, იმერეთში – 357, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 243

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, იმერეთში – 357, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 243, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 176 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 589 727-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,…

მეტი...

ქარელში დაშავებული “მთავარი არხის” ოპერატორი კლინიკიდან გაწერეს

ქარელში დაშავებული “მთავარი არხის” ოპერატორი, ლევან აბლოთია “ნიუ ჰოსპიტალიდან” ცოტა ხნის წინ გაწერეს. “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მმართველი პარტიის ოფისში კი ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ოპერატორი შემთხვევით გადავარდა. “აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა სტენდაფს ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი. ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს. უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობაში, ხელის კვრაში მე…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 330-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 838 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 829 პაციენტი, გარდაიცვალა 60 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ​2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ​2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 400 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 551, „პისიარ“ ტესტით – 16 849. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,15%, ბოლო 14 დღის – 7,46%, ბოლო შვიდი დღის – 7,21%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 589 727 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 554 618 გამოჯანმრთელდა, 8 390 კი გარდაიცვალა. სულ ჩატარებულია…

მეტი...

ვერაზე დაჭრილი 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

22 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, გარდაიცვალა. ნიკა კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მისი სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, პირი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

„გაანეიტრალეს ლევან ვასაძე და ახლა წამოვიდნენ აქეთ“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე მედიის წინააღმდეგ

„5 პარალელური ოპერატიულ- ტექნიკურ გარე მეთვალყურეობის სამსახური არსებობს ქვეყანაში,“- ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ ყოფილმა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. იგი ამბობს, რომ მის მიმართ კომპრომატები მისივე სტატუსებიდან შეიქმნა. ლორთქიფანიძე დიმიტრი ქართლელიშვილზეც საუბრობს: „გაანეიტრალეს ლევან ვასაძე და ახლა წამოვიდნენ აქეთ, მე ვამხილე სააკაშვილი, კეზერაშვილი ეკა გიგაური. მიადგნენ დიმიტრი ქართლელიშვილსაც, იმიტომ, რომ ის იცავდა ჩვენს ინტერესსს „დავით გარეჯის“ საქმეზე, ყველა, ვინც მე მაბრალებს ივერი მელაშვილის მკვლელობის ორგანიზებას უნდა აგონ პასუხი, ან დაამტკიცონ, რასაც ამბობენ.“ – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მეტი...

ვერაზე დაჭრილი 22 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 22 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ნიკა კვარაცხელიას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. “კეთდება ყველაფერი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. პაციენტს აქვს მუცლის, გულმკერდის, ზურგის არეში მრავლობითი ჭრილობები. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები და დაზიანებულია შინაგანი ორგანოებიც. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, ახლა გრძელდება მკურნალობა,” – განაცხადა ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, პირი, რომელმაც ახალგაზრდა დაჭრა შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა. სხვა დეტალები არ ხმაურდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

წყნეთში ორი პირი დაჭრეს

წყნეთში, შერვაშიძის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19 109-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.​ ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

სავარაუდოდ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო გორსა და მის მიმდებარე სოფლებში რამდენიმე პირი დააკავეს

სპეცოპერაცია შიდა ქართლში – გამთენიისას სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი, ქალაქ გორსა და მის მიმდებარე სოფლებში აიყვანეს. ჩატარდა ჩხრეკაც. როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, მომხდარი, სავარაუდოდ, ქურდულ სამყაროსთან კავშირს ეხება. “დაახლოებით იყო გათენების ხანი, ალბათ 5 საათი ზუსტად არ მახსოვს. თქვეს, რომ პოლიციაა, ჩატარდა ჩხრეკა. ედავებიან ქურდული სამყაროს ტრადიციებთან ურთიერთობას. გვითხრეს, რომ კანონის თანახმად უნდა გაჩხრიკონ, გაჩხრიკეს ჩვეულებრივად და დააკავეს,” – აცხადებს დაკავებულის მეუღლე. ამ წუთებში კი სპეცოპერაცია მიმდიანრეობს ხაშურშიც. ​სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.

მეტი...

“სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაცია” – გიორგი გახარია

„რაც მოვისმინე, ქართული ოცნების „ბოსები“ ისე ალაგებენ სიტყვებს, რომ გასასვლელებს იტოვებენ ყველგან. აი, იმის თავიც არა აქვთ რომ პოზიცია ჩამოაყალიბონ. მაგალითად ამბობენ, რომ ამ მასალებში ტყუილ-მართალია. რაც ჩვენ მოგვერგება მართალს დაუძახებენ. აი, ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ გაუგონარია უბრალოდ! სადაც უნდათ, როცა უნდათ, ამას დანაშაულს დაარქმევეენ“ – აცხადებს გახარია გავრცელებულ ფარული მიყურდების ფაილებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან სახეზეა ინსტიტუტების კანიბალიზაცია.   „ეს არის მძიმე შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტია თავის ინტერესებში იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს –  მას ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკური რესურსი უკვე აღარ გააჩნია და სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს.…

მეტი...