„ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე“ – მამუკა მდინარაძის საგანგებო განცხადება 

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაც. ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში“ – აცხადებს მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ქართული სახელმწიფო ამ ნეობოლშევიკების შემოტევასაც გაუძლებს. „სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართულმა…

მეტი...

„ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე“ – გიორგი გახარია გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილებზე

„რაც ახლა ხდება, ეს კატეგორიულად მიუღებელია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში – ეს ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე  არის კატეგორიულად მიუღებელი.  მეორე მხრიდან  ქართული ეკლესიის თავის ინტერესებში  გამოყენების მცდელობებიც  კატეგორიულად მიუღებელია. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად. მისი თქმით, რაც დღეს ხდება, მიმართულია ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფო, ასევე, სასულიერო ინსტიტუტების რისკის ქვეშ დასაყენებლად, დასაზიანებლად და ეს მიუღებელია. „ეს ზეპარტიული საკითხია. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური პოზიცია გვიკავია –  ყველა უნდა გავერთიანდეთ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ…

მეტი...

გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტესტთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებზე ისაუბრა. როგორც გახარია განმარტავს, აღნიშნული ინფორმაცია მან სწორედ ექსპერტიზის ბიუროდან მიიღო. „რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ  და „ოცნების“ „ბოსებმა“ განაცხადეს, რომ მათთვის ეს საკითხი უკვე დახურულია და ეს თემა ამოწურულია. ეს საკითხი ჩემთვის დახურული არაა და მხოლოდ ახლა ვიწყებ ამაზე საუბარს. რა თქმა უნდა, მარტივია, შემოაგდო თემა და შემდეგ შენივე ტელევიზიებით ჩართო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ადამიანების ბრალდებაზე მუშაობს. შემდეგ ერთ-ერთ შენს პროპაგანდისტულ ტელევიზიაში გაურკვეველი მიზეზების გამო მნიშვნელოვან ინტერვიუში ჟურნალისტი იწყებს და ასრულებს ინტერვიუს პრიმიტიული კითხვით – ნარკოტესტს…

მეტი...

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ლონდა თოლორაია გამოძიების დაწყებას ითხოვს  

„სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს“ – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი, ლონდა თოლორაია და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. საუბარია გავრცელებულ ფაილებზე, რომელიც  სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინტერნეტში გავრცელდა. ფაილებში თითქმის ყველა სასულიერო პირი ფიგურირებს. ჩამოთვლილ გვარებს შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ჟურნალისტებიც არიან.    „სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში,…

მეტი...

გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილებით, პატრიარქის ძმის შვილს – მეუფე დიმიტრისაც უსმენდნენ

ინტერნეტში გავრცელებული ფაილებით, რომელიც ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს უკავშირდება, მოსმენის ერთ-ერთი ობიექტი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრიც იყო. არსებული ინფორმაციით, ფაილები სუს-ის ყოფილმა ჩინოსანმა გაავრცელა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული არ არის. არც დოკუმენტის ავთენტურობაა ცნობილი, რადგან, ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება არ გაუკეთებია.   ფაილების  მიხედვით, მეუფე დიმიტრი პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს სთხოვდა სხალთის ეპარქიის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი “ეპარქიიდან მოიშორონ.” მის ნაცვლად კი მირიან სამხარაძე დაენიშნათ. მეუფემ აღნიშნულ წინადადებაზე უარი უარი მიიღო, რადგან თეთრუაშვილის თქმით, ამის გამო ეკლესიაში სერიოზული ძვრები მოხდებოდა. „ბოლო დროს, დიმიტრი შიოლაშვილი უარყოფითად აფასებს სხალთის ეპარქიაში არსებულ…

მეტი...

სადგურის მოედანზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს

ამ წუთებში, სადგურის მოედანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ახალგაზრდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მოხდა. შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილთა ასაკი 13 და 15 წელია. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.

მეტი...

სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე დეკანოზი განცხადებას აკეთებს

ფარული ჩანაწერების ფაილებთან დაკავშირებით, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ძალიან ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება.  ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“ – ასე ეხმიანება ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ ფაილებს. შეგახსენებთ, რომ ფარული მიყურადების ფაილები დღეს გავრცელდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. ფაილებში თითქმის ყველა სასულიერო პირი ფიგურირებს. ჩამოთვლილ გვარებს შორის პოლიტიკოსები,…

მეტი...

გავრცელებული ფარული ჩანაწერებით, მეუფემ, ფულის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცის აწვდიდა

დღის ერთ-ერთ ხმაურიან თემაზე, რომელიც სასულიერო თუ მაღალი თანამდებობის პირების ფარულ მიყურადებას ეხება, მეუფემ განცხადება გააკეთა. როგორც ერთ-ერთი მაღალი სასულიერო პირი აცხადებს, ქალბატონთან, რომელიც ფაილებში ფიგურირებს, მას მართლაც ჰქონდა ურთიერთობა. საუბარია გავრცელებულ ფაილებზე, რომელიც  სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინტერნეტში გავრცელდა. ფაილებში თითქმის ყველა სასულიერო პირი ფიგურირებს. ჩამოთვლილ გვარებს შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ჟურნალისტებიც არიან.    აღნიშნული ფაილების მიხედვით, ფარული მიყურადების ობიექტი   ახალციხის და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც იყო. ფაილებში საუბარია, რომ მან რუსეთის მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიიდან გარკვეული ინფორმაცია გადასცა და სანაცვლოდ დიდი ფული მიიღო.   „ეს…

მეტი...

სტუდენტებში ვაქცინაცია ყველაზე დაბალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტუდენტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. „ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 000-მდე სტუდენტია საქართველოში, აქედან ორჯერადად აცრილთა საშუალო მაჩვენებელი არის 17%, რაც დაბალია. მოვუწოდებ სტუდენტებს, თუ გვინდა, რომ დასწრებული სწავლება იყოს, იაქტიურონ და მივცეთ მაგალითი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე შეფასებით, დღევანდელი მაჩვენებლებით, სტუდენტების 9.5%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს.

მეტი...

ხანდაზმულების ვაქცინაციისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგემება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულებისთვის სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ, მათ შორის, ერთ-ერთი წამახალისებელი აქტივობა ხანდაზმულებსაც შეეხებათ. „ძალიან გვინდა, რომ სექტემბერში იყოს დღეში არა 23 000 ჩატარებული აცრა, არამედ 30 000-35 000. ძლიერი დამყოლობის მიზნით დაიწყო დღეს ლატარია, ამიტომ არის ლაპარაკი და მუშაობა მიმდინარეობს, რომ წახალისებები იყოს ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის. შესაძლებელია, წახალისების სხვა მეთოდები იქნას შემოტანილი, რათა ხაზს ვუსვამ, ჩვენი დღიური აცრის მაჩვენებელი ავიდეს 30 000-ზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ წამახალისებელი ღონისძიებები ხანდაზმულ პირებსაც შეეხოს.

მეტი...

სპეციალური ჩვენებების მქონე  12-დან 16 წლამდე  მოზარდები აიცრებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანო  რეკომენდაციას იძლევა, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკის მხოლოდ ის მოზარდები აიცრან, რომლებსაც შესაბამისი ჩვენებები გააჩნიათ. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რეკომენდაცია, რომ აცრას არა ყველა ბავშვი, 12-დან 16 წლამდე, არამედ შერჩევითად, შესაბამისი ჩვენებებით. ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამაზე მიმოხილვებია გაკეთებული ჩვენთან, რა რეკომენდაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რა რეკომენდაცია აქვს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს და იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღებს“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის ასაკის დაწევაზე: „ფაიზერი“ ყველაზე დიდად ადმინისტრირებადი ვაქცინაა ქვეყანაში. 750…

მეტი...

პირბადის ტარება მკაცრად კონტროლდება

„პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. აქვე მინდა შევახსენო მოქალაქეებს, რომ პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა იწყება

„დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს“ – -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  ღიბრაძის თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. „დღეიდან იწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

კოვოდ ტესტირება სამიზნე ჯგუფებისთვის უფასოა

„უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. „უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო სექტორს; ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის…

მეტი...

მოქალაქეები ღონისშიებებზე დასწრებას ტესტირების და ვაქცინაციის გარეშე ვერ შეძლებენ

სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. “არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომელთაც…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელა და გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა და მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯელა. დღეიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, რომ პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება; ამასთან, დღეიდან იწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად; უკვე ფუნქციონირებს სპეციალური…

მეტი...

ვირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 351 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 545 916. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 233 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 133, ქვემო ქართლი – 38, შიდა ქართლი – 36, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.

მეტი...

ვირუსით 946 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 192  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 351 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.50%.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  581 815-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.

მეტი...