ლისის ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა    

მაჭავარიანის ქუჩაზე, ლისის ტბისკენ მიმავალ ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. როგორც კახა კალაძე აცხადებს,  არსებობს სამი მონაკვეთი, სადაც მეწყერსაშიში იყო. “არანაირი პრობლემა არ არსებობს. ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის 3 კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო. ამჟამად  ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ როდესაც პროექტი დასრულდება, ახალ გზაზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მარშალ გელოვანსა და მაჭავარიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან,” – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვარში, ლისის მიმართულებით არსებულ ფერდობზე მეწყრული კერები 2021 წლის მარტში დაფიქსირდა. მას შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება ჩაიკეტა და და ფერდზე დაკვირვება და…

მეტი...

კორონავირუსის „მიუ“ შტამის შემდეგ, კიდევ ერთი – „ეტა“ შტამი გამოჩნდა

მსოფლიოში კორონავირუსის ახალ-ახალი შტამები ინტენსიურად ვრცელდება. „მიუ“ შტამის შემდეგ „ეტა“ შტამიც გამოჩნდა, რომელიც იაპონიაში დადასტურდა.     იაპონიის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში „ეტა“ შტამით ინფიცირების 18 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. „ეტა“ ვარიანტი ძირითადად ევროპასა და შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.

მეტი...

„კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების გადახდა ნაწილს მოუწია, ნაწილს არა, ამაში ლოგიკა არ არსებობს“ – დევი ტაბიძე  

245 000 -ზე მეტი ადამიანი და 344 იურიდიული პირი, ვინც სახელმწიფოს მიერ დაწესებული ე.წ. კოვიდრეგულაციები დაარღვია, საურავისგან გათავისუფლდა. „საკანონმდებლო მაცნეში“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი უკვე გამოაქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  კანონდამრღვევები ჯარიმას არ გადაიხდიან. როგორც ჯანდაცვის ექსპერტი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს. მოსახლეობის ამგვარი დიფერენციაცია ლოგიკას არ ექვემდებარება და მან, შესაძლოა, მორიგ ჯერზე, კანონდამრღვევთა წახალისება გამოიწვიოს „ვიყავი, ვარ და იქნები იმის წინააღმდეგი, რომ დაჯარიმებული ადამიანების ნაწილს მოუწია ჯარიმის გადახდა და მას ფულს არავინ უბრუნებს, ნაწილი კი გაათავისუფლეს ამ გადასახადიდან. ამაში არანაირი ლოგიკა არ არსებობს.…

მეტი...

„ავტობუსების რაოდენობა უნდა გაიზარდოს რომ კონტაქტი ნაკლები იყოს“ – დევი ტაბიძე

ჯანდაცვის ექსპერტის,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის – დევი ტაბიძის განცხადებით ორშაბათიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასთან ერთად ვირუსის გავრცელების რისკიც იზრდება. ამიტომ, ექსპერტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციების გამკაცრებისა და ავტობუსების დამატების რეკომენდაციას იძლევა.    „არსებული ტაქსის მომსახურება და ფასები სამარცხვინოა. ადამიანებს, ელემენტარული, გადაადგილება ესაჭიროება. ტრანსპორტში უნდა მოხდეს რეგულაციების გამკაცრება და მკაცრი კონტროლი, დისტანცია უნდა იყოს დაცული და ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს, რომ მგზავრები მინიმალური რაოდენობით ავიდნენ ერთ სამარშრუტო ტაქსში თუ ავტობუსში,  კონტაქტი ნაკლები უნდა იყოს. ეს მარტივი გასაკეთებელია და ქალაქის მერი ამით უნდა დაინტერესდეს და შეასრულოს ეს ნაწილი“ – განაცხადა დევი…

მეტი...

ბანკზე თავდასხმისა და მძევლების აყვანისთვის შალვა მელიქიშვილს ბრალი წაუყენეს

ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი ტერორისტულ აქტს და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას უკავშირდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, შ.მ.-მ, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა. შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადეობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა. თავდამსხმელი ცდილობდა…

მეტი...

მატლებითა და მწერებით დაბინძურებული ტკბილეული მარკეტებში იყიდებოდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  დიდი ოდენობით  ვადაგასული  პროდუქცია გამოავლინა. საუბარია ვადაგასულ ტკბილეულზე, რომელსაც მატლები და სხვა მწერები გაუჩნდა, თუმცა, მეპატრონე მას სხვადასხვა საშუალებებით ასუფთავებდა და რეალიზაციას სავაჭრო ცენტრებში უკეთებდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, საუბარია 36 დასახელების პროდუქციაზე.   სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი (ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი, სუნელები) გამოავლინეს. მიკვლევადობით დადგინდა, რომ შპს ,,ალიბაბას“ (ს/კ 448400169) საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი პროდუქციის რეალიზაციას  ახდენდა ქ. თბილისში, თვალჭრელიძის N2-ში („ისთ…

მეტი...

ციციშვილის კლინიკაში ჩვილის მდგომარეობა დამძიმდა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი ჩვილის მდგომარეობა დამძიმდა. კლინიკაში სულ 110 პაციენტი, ჩვილები და დედები მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ჩვილის მათ კლინიკაში გადაყვანა სხვა საავადმყოფოდან მოხდა. საუბარია 2 თვემდე ასაკის ჩვილზე, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

მეტი...

ვაქცინაცია 12 წლის ასაკისთვის

მსოფლიოს გარკვეული ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 12 წლის ასაკიდან იწყებენ. მართალია, მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს ჯერ არ მიუღია, თუმცა, აქტიურად განიხილება, რომ განსაკუთრებული საჭიროების და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებში ვაქცინაცია დაიწყოს. 12 წლის ასაკიდან აცრა უკვე დაამტკიცა სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ. საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომელიც ბავშვებს 12 წლიდან შეეხებათ. ადგილობრივი ჯანდაცვის პროდუქტების ორგანოს (SAPHRA) ინფორმაციით, ვაქცინა უსაფრთხოა და ის მოსახლეობის გადასარჩენად აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში,  მოსახლეობის 28 პროცენტს სწორედ 15 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენენ.

მეტი...

„შიშით ფეხები მიკანკალებს“ – კალაძე ოპონენტებთან დებატებზე

თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მერობის კანდიდატებთან შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მისი თქმით, გახარია ანა დოლიძისგან ან ნებისმიერი სხვა კანდიდატისგან არაფრით განსხვავდება და მასთან ცალკე დებატს გამორიცხავს. უფრო მეტის, როგორც კალაძე ამბობს, ცალ-ცალკე არც ერთს არანაირი ძალა არ აქვს. „შიშით ფეხები მიკანკალებს” – ასე გამოეხმაურა კალაძე ოპონენტებთან დებატზე დასმულ კითხვას. “მზად ვარ დებატებისთვის, თვრამეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს, ნეიტრალურ ტელევიზიაში, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ იყვნენ წარმოდგენილები. ესენი არავისგან განსხვავდებიან, არც ანა დოლიძისგან, არც რიჩარდისგან, არც რეიტინგებით, არაფრით განსხვავდებიან, არც თავიანთი წარსულით, არც აწმყოთი ან მომავლით“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„დედაქალაქში საცხოვრებელი  კორპუსები  არასოდეს აშენდება რეკრეაციული სივრცის ხარჯზე“ – კახა კალაძე  

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კრწანისის რაიონის მოსახლეობას ხვდება.  თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, რეკრეაციული ზონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენების  მავნე პრაქტიკა სწორედ მისმა გუნდმა დაასრულა. „ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის ურბანული განვითარების სწორ ვექტორს, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც  ურბანული დაგეგმარება საერთოდ არ ხდებოდა, ქაოტური განაშენიანება მიმდინარეობდა. სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები დატაცებული ჰქონდათ იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ. ეს ადგილი არის ნათელი მაგალითი. ტერიტორია გამზადებული იყო იმისთვის, რომ აეშენებინათ კორპუსი. 10 წელი იბრძოდით იმისთვის, რომ ეს დაგებრუნებინათ.  აქ იქნება ძალიან მაგარი სივრცე,  სადაც ყველა…

მეტი...

ყველაზე დიდი ძარცვა ერაყში ქართველების მონაწილეობით – მოპარულია 3 მილიონამდე დოლარი და კილოობით ოქრო

ერაყში ბიზნესმენი გაძარცვეს. საუბარია მასშტაბურ და ყველაზე დიდ ძარცვაზე, რომელშიც ქართველი მონაწილეობდა. კერძოდ, ერაყელი ბიზნესმენის სახლიდან 2 მილიონ 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო გაიტანეს. როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ძარცვაში 4 ადამიანი მონაწილეობდა. ორმა ძარცვა დაგეგმა, დანარჩენი ორი კი უშუალოდ ქმედების მონაწილე იყო. ჯგუფი კი ერაყში 31 აგვისტოს ჩავიდა. ერთ-ერთი მძარცველი ქალია, რომელიც ბიზნესმენის ოჯახში დამლაგებლად  მუშაობდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ ქართველმა დამლაგებელმა გაუღო კარი დანარჩენებს და სახლში შეიყვანა. მძარცველებმა ძარცვის შემდეგ ერაყი დატოვეს, თუმცა, მანამდე, ნაქურდალი ერთ-ერთ საიმედო ადგილას დააბინავეს. მათ ფულისა და ოქროს წაღება ვერ რ…

მეტი...

უკრაინაში დაკავებული მეგიზ ქარდავას ექსტრადირება იგეგმება – დაკავებულის წერილი

მეგიზ ქარდავას მეუღლე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც წერია რომ მისი მეუღლის საქართველოში ექსრადირება იგეგმება და დახმარებისთვის სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს. მისი წერილი სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ გაავრცელა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.   „უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება “ქართული ოცნების” მიერ ტრადიციული რუსული…

მეტი...

ვირუით 57 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 762 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 536 321. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 146 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 177, იმერეთი – 422, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 150, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 244, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

მეტი...

კორონავირუსით 2 533 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 383 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 762 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.37%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  579 031-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.50%.

მეტი...