“ნიკა მელია ამნისტიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი” – ირაკლი კობახიძე

ნიკა მელია ამნისტრიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ეს მისი არჩევანია, თუ ის ამნისტიაზე უარს იტყვის, ამ შემთხვევაში მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. თუმცა შეგახსენებთ, ის თავის დროზე ამბობდა, რომ ხელს არ მოაწერდა მიშელის დოკუმენტს, თუმცა საბოლოო ჯამში სრულიად კომიკურად ანულირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ასევე მოუწევს საკუთარი სიტყვის გადათქმა, როცა საქმე-საქმეზე მიდგება ამნისტიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 7 სექტემბერს დაამტიკიცა. ამასთან, დღეს ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი საბოლოო…

მეტი...

“საპარლამენტო „ნაცებს“ შორის რომან გოცირიძე ყველაზე მხიარულია” – მამუკა მდინარაძე

გულწრფელად უნდა ვთქვა, საპარლამენტო „ნაცებს“ შორის ყველაზე მხიარული არის ბატონი რომანი და ხუმრობით „მხიარული რომანიც“ შეარქვეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეზე საუბრისას განაცხადა. „როცა ეკამათები, რომანი უფრო ადეკვატურია, პირად საუბრებში მოგყვება. რომანს იუმორი, ბევრისგან განსხვავებით, ნამდვილად აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

ერთი წელი ირაკლი ბებუას ტყვეობიდან – მან აფზახეთის ე.წ დამოუკიდებლობის დღეს ოკუპანტების დროშა დაწვა

ირაკლი ბებუას ტყვეობიდან ერთი წელი გადის, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ირაკ­ლი ბე­ბუ­ას 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მისჯილი. ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ამ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ირაკ­ლი ბე­ბუა აფხა­ზუ­რი დრო­შის დაწ­ვის­თვის და­ა­კა­ვა. მან დრო­შა 30 სექ­ტემ­ბერს დაწ­ვა. რო­გორც მა­შინ აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, ბე­ბუ­ამ ეს დღე, 30 სექ­ტემ­ბე­რი სა­გან­გე­ბოდ შე­არ­ჩია, რად­გან აფხა­ზეთ­ში “და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს” აღ­ნიშ­ნა­ვენ. ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის პატიმრობაში ყოფნა, დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა „ანტისაოკუპაცო მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

მეტი...

„ავარიაში მოყვა, თავზე ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული პრობლემები შეექმნა“ – რას ამბობს დაკავებულზე დამსაქმებელი

ყვარელში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შოთა დემინაშვილი, იმ სასტუმროს მფლობელი, სადაც დაკავებული, 49 წლის შალვა მელიქიშვილი წლების განმავლობაში მზარეულად მუშაობდა, ამბობს, რომ მელიქიშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. „ჩემთან მუშაობდა. სამუშაოდ ავიყვანე, რადგან კარგი მზარეული იყო და სამსახურთან ახლოს ცხოვრობდა. ორი წლის წინ გავუშვი სამსახურიდან. სასმელს როგორცვე დალევდა „ზაპოი“ ჰქონდა და მდგომარეობიდან ვეღარ გამოდიოდა. არ არის გამორიცხული, ბანკში შეჭრამდე სწორედ ამ მდგომარეობაში ყოფილიყო“, – განაცხადა დემინაშვილმა. მელიქიშვილი დღეს „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმისთვის დააკავეს. ის ფილიალში, ხელყუმბარით…

მეტი...

“ეს არის სააკაშვილისა და კეზერაშვილის ერთობლივი სიზმრები” – ირაკლი კობახიძე Edison Research-ის კვლევაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ Edison Research-ის კვლევების შედეგებს „სააკაშვილი-კეზერაშვილის სიზმრები“ უწოდა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი კვლევების მიზანია, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანა ერთობლივად არიონ. ” ეს არის სააკაშვილის და კეზერაშვილის ერთობლივი სიზმრები, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოგვიდგინეს და ჩვენ შეგვიძლია ინტერესით დავაკვირთდეთ ამ სიზმრებს. ამ სიზმრებში არის ერთი რამ ძალიან საინტერესო, პირდაპირ იკვეთება მათი ინტერესი. მათი ინტერესია, რაღაცნაირად „ნაცმოძრაობა“ და გახარიამ ერთობლივად მოახერხონ, ისეთი რაოდნეობის ხმების შეკრება, რომელიც მათ ქვეყნის არევის საშუალებას მისცემს. ეს სიზმრები არასდროს არ ამხდარა. კვლევები ყოველთვის არის ხოლმე მათი სიზმრები, სააკაშილი-კეზერაშვილის სიზმრები“, – განაცხადა ირაკლი…

მეტი...

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი თელაველი მზარეულია

ყვარელში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი პირის ვინაობა ცნობილია.  არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თელაველი მზარეული, 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილი.  ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები დღის 4 საათისთვის აიყვანა. ორ საათში ყველა მძევალი გაათავისუფლა, მოგვიანებით კი თავადაც დააკავეს. მანამდე თანამშრომელთა ნაწილმა შენობა ფანჯრიდან დატოვა, ბანკში დარჩენილი 15 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ კი, თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვდა.

მეტი...

მე მაგალითად მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი, მაგრამ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი – ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის თაობაზე დაანონსებულ განცხადებას ეხმაურება. თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს უნდა იყოს ძალიან მშვიდონიანი აქტი.  “რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლას, ჩემი პოზიცია ასეთია, რომ მართლაც გადამწყვეტი პერიოდია სახელმწიფოსთვის 2 ოქტომბერს, ჩემი ღრმა რწმენით განისაზღვრება მომდევნო 10 წლის ბედი ამ სახელმწიფოსი. როდესაც ხარ ამაში დარწმუნებული და ქვეყნის მიღმა, რა თქმა უნდა, გექნება სურვილი, რომ ჩამოხვიდე. მე მაგალითად მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი. მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი. დიახაც,…

მეტი...