„2 ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართულ ოცნება“ 33%-საც ვერ აიღებს“ – კახა ოქრიაშვილი

„დარწმუნებული ვარ, „Edison Research“-ის კვლევა ახლაც დაემთხვევა რეალობას და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართულ ოცნება“ 33%-საც ვერ აიღებს“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.   მისი შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის მრავალი კვლევა ქვეყნდება და არც 2 ოქტომბრის  რეფერენდუმია გამონაკლისი. „კვლევების დამკვეთები აქვეყნებენ რადიკალურად განსხვავებულ, საკუთარ სურვილებზე მორგებულ შედეგებს. შედეგების ფალსიფიკაციით  განსაკუთრებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“ – მე მათ კვლევებს არ ვენდობი, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში, მათ მიერ გამოცხადებული შედეგები არ ემთხვევა რეალობას. საზოგადოებას შევახსენებ თუნდაც ნიკა მელიას მაჟორიტარულ არჩევნებს გლდანში, როცა „ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით მას 36 % დაუწერეს, მის კონკურენტ ლევან…

მეტი...

ქარელში, შუახევში და ლაგოდეხში პარტია „საქართველოსთვის“ რიგები დატოვეს

სხვადასხვა ოლქებში გიორგი გახარიას პარტიიდან წევრების გადინება გრძელდება. ექსპრემიერის პარტია ამჯერად ქარელში, შუახევსა და ლაგოდეხში დატოვეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბანი-ცოდნისკარი-ჭიაურის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბესიკ ბებრიშვილმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა. რაც შეეხება შუახევს, აქ პარტია „საქართველოსთვის“ სამმა წევრმა დატოვა. პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ გუნდაძე – სიის მე-9 ნომერი, ხუსეინ ხიმშიაშვილი – სიის 11-ე ნომერი, მზევინარ დიასამიძე – სიის 21-ე ნომერი. ქარელში კი, პარტიაში საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა ბრეძის მაჟორიტარმა და პროპორციული სიის წევრმა ვლადიმერ ვართასაშვილმა.

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის, სპორტსმენი ბიჭი გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის კლინიკაში კოვიდსასტუმროდან რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.  ახალგაზრდა სპორტსმენი რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 12 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

მეტი...

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. პროკურორი ამტკიცებდა, რომ მურსაკულოვმა სცადა და გაანადგურა მტკიცებულებათა ნაწილი და დანაშაულის იარაღი მხოლოდ დანის ტარი ამოიღეს. პროკურორმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და მის მიმართ სხვადასხვა შეღავათი იყო გამოყენებული, თუმცა, მან ახალი დანაშაული  ჩაიდინა. ბრალდებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა…

მეტი...

„რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ჯარს, პოლიციას…“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს თავს იმიტომ ესხმიან, რომ კარგად იციან, მშვიდობიან სიტუაციაში გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. მისივე შეფასებით, გარყვნილი პროპაგანდისტური მანქანა ყველა ინსტიტუტს შეეხო. „ჩვენი ოპონენტები  პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით. თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი… არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება,…

მეტი...

„როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა მანდატი, ვმართოთ ქვეყანა 4 წლის განმავლობაში და არავის მივცემთ უფლებას, ეს არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული და გამოცხადებული რეფერენდუმი ფარსია. „უყურეთ, როგორი ცრუ პროპაგანდა აქვთ მოგონილი და როგორ მუშაობს მათი პროპაგანდისტული მანქანა; გამოაცხადეს რეფერენდუმი, წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია თვითონ ეს სიტყვა – როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა, ზოგს საერთოდ 1%-იც კი არ აქვს გადალახული“ – აცხადებს ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე მობილიზება გაუკეთონ 20 თუ 25%-ს. „თუნდაც მათი…

მეტი...

“ვლადიმირ ზელენსკი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს” – უკრაინული მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მიმაჩნია, რომ შესაძლებელია. ჩემი აზრით, 2014 წელს რუსეთმა ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადადგა. მადლობა ღმერთს, უკრაინელების დამსახურებით ისინი შევაჩერეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაცია ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უკრაინის სურვილზეა დამოკიდებული. მისი თქმით, 2014 წელს უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი დეკლარირებული არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთმა მაინც დაიწყო ომი. „ვფიქრობ, ეს იქნება რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა და ამის შემდეგ არასდროს იარსებებს რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მეზობლობა. რატომ…

მეტი...

“გეგუთის ციხეში 31 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა” – პენიტენციური სამსახური

N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური PCR-ტესტირების ფარგლებში, „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულებაში 31 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე N14 დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში 14 მსჯავრდებული რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების განცალკევება ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება. ასევე, პატიმრები PCR-ტესტის საშუალებით თვეში ორჯერ იტესტებიან. ინფორმაციისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული…

მეტი...

ვის ეზღუდება გაფიცვის უფლება? – მთავრობამ საქმიანობები განსაზღვრა

მთავრობამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობების ჩამონათვალი დაამტკიცა. ჯანდაცვის მინისტრის 7 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავე დასაქმებულებს აქვთ გაფიცვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას იმგვარად, რომ დაკმაყოფილებულია მომხმარებელთა საბაზისო მოთხოვნები და ამგვარი მომსახურება ხორციელდება უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე. „მინიმალური მომსახურების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის მომსახურების მიმწოდებელი დასაქმებულთა მინიმალური რაოდენობა) განისაზღვრება კოლექტიური შრომითი დავის მონაწილე სუბიექტებს შორის მოლაპარაკების და შეთანხმების შედეგად, რომელიც უნდა შედგეს გაფიცვის შესახებ მინისტრისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნამდე. აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლოს მიერ,“- ნათქვამია ბრძანებაში. მთავრობის მიერ განსაზღვრული სასიცოცხლოდ…

მეტი...

დავით ნარმანიამ ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს, სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა. ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენერგეტიკოსებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა, სემეკის წევრებმა. სსე-სა და ესკოს ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს მიულოცეს ეკონომისტის დღე. სემეკის თავმჯდომარემ მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და სემეკის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, წელს პირველად, დავით ნარმანიამ დააჯილდოვა წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლებიც. მადლობის სიგელები გადაეცათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების…

მეტი...

“გაოგნებული ვარ ნარკოტესტთან დაკავშირებით ისეთი განცხადებები მოვისმინე, არ ვიცი, ამ ყველაფერს რა დავარქვა” – კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, გაოგნებულია დედაქალაქის მერობის სხვა კანდიდატების იმ განცხადებებით, რომელიც ნარკოტესტის ჩაბარებას ეხება. ამასთან, კალაძისთვის გაუგებარია, რა კავშირშია ერთმანეთთან ნარკოტესტის ჩაბარება და დებატები. “დებატებზე ღიად განვაცხადე, რომ ყველასთან მზად ვარ დავჯდე დებატებზე, ვერანაირ პრობლემას ვხედავ. რაც შეეხება ტესტს, გაოგნებული ვარ ისეთი განცხადებები მოვისმინე. არ ვიცი, უბრალოდ, რა დავარქვა ამ ყველაფერს. საზოგადოება თვითონ გააკეთებს სწორ ანალიზს,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

რა გამოიწვევს ქვეყანაში პანდემიის მეხუთე ტალღას – დევი ტაბიძის პროგნოზი

რა შემთხვევაში დაიწყება ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა – ამასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე საუბრობს. მისი თქმით, თუ პედაგოგები აცრილები არ იქნებიან, რეალურად, ეს გამოიწვევს მეხუთე ტალღის გაჩენას. „მეხუთე ტალღა გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ სიტუაციას უნდა დავხვდეთ ვაქცინირებული. სასწავლო პროცესში ჩართული პირები, როგორც მოსწავლეები, სტუდენტები, ასევე პედაგოგები, უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. თუ პედაგოგები აცრილები არ იქნებიან, ეს გამოიწვევს ზუსტად მეხუთე ტალღის რეალურ გაჩენას“, – განაცხადა დევი ტაბიძემ „იმედის“ ეთერში. დევი ტაბიძე ასევე განმარტავს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ამ ეტაპისთვის შედარებით სტაბილურდება.

მეტი...

“ვატარებ საარჩევნო კამპანიას, სააკაშვილი არ მაინტერესებს” – კახა კალაძე

საერთოდ არ მაინტერესებს სააკაშვილი და არ არის საინტერესო, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა შეეხებოდა „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის. „არ ვიცი, საერთოდ არ მაინტერესებს სააკაშვილი და არ არის საინტერესო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვარ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვატარებ საარჩევნო კამპანიას. ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ კითხვები, შემიძლია, გიპასუხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„11 სექტემბერი“ – ხვალ ტრაგედიიდან 20 წელი სრულდება

“მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო” – 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგეგ ნათქვამი ყველაზე ხშირი ფრაზა. ხვალ ტრაგედიიდან 20 წელი გადის. ყველაფერი სამშაბათს დილას, ჩვეულებრივი სამუშაო დღის დასაწყისში მოხდა. ადგილობრივი დროით რვა საათსა და 45 წუთზე გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგ 757” ნიუ-იორკის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა და შენობის ზედა ნაწილი ხანძრის ალში გაახვია. სწორედ ამ “ბოინგში”, ოთხ თანამზრახველთან ერთად, იმყოფებოდა ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი მოჰამედ ატა. მათს გარდა თვითმფრინავში იყო 94 ადამიანი – მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. იმ დღეს მანჰეტენის ერთ-ერთ ქუჩაზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ. “ბოინგის” ძრავების ხმაური…

მეტი...

“მენეჯერის ოთახიდან, ფანჯრიდანვე გადმოვხტი“- ყოფილი მძევლები „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმას იხსენებენ

გუშინდელი თავდასმის შემდეგ მუშაობა არ განუახლებია „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალს. ბანკის კარი დაკეტილია. ადგილზე არ იმყოფებიან არც თანამშრომლები და სამართალდამცავები. ინტერვიუს რადიო თავისუფლება ავრცელებს. ხათუნა მათიკაშვილი, მენეჯერის კაბინეტში იყო, როდესაც ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა. “მენეჯერის ოთახიდან, ფანჯრიდანვე გადმოვხტი. მანამდე ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა და იყვირა, რომ ძარცვააო. კიდევ კარგი იმ კაბინეტის ფანჯარას გისოსები არ ჰქონდა. სულ სამმა მოვასწარით გადმოხტომა. ძალიან დიდ სტრესში ვართ ახლაც“ – ამბობს ხათუნა მათიკაშვილი. „საქართველოს ბანკის“ კიდევ ერთი თანამშრომელი მოლარე-ოპერატორი, ლია სტეფანიშვილი, ამბობს, რომ “ბანკზე თავდამსხმელს ჰქონდა ხელყუმბარა და მოითხოვდა 1 მილიონ ლარს და ნახევარ მილიონ დოლარს“. მისი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს

ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, დანგრეული, ჩაბნელებული საქართველოდან შექმნა სახელმწიფო და დააყენა ფეხზე, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ძალიან ცუდი დრო დადგა. „პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია. მაქვს ამის თქმის უფლება, როდესაც 3-მილიონიან საქართველოს დღეში 86 ადამიანი უკვდება, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა, არ არსებობს ჯანდაცვა, გაწვალებული არიან ექიმები. ეს პრაქტიკულად უდრის გენოციდს. ჩვენ სახელწიფო გვქონდა, სახელმწიფო არ გვაქვს მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში. გამომდინარე აქედან, ჩავუდექი…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ ყაზბეგში სიის წევრმა და მაჟორიტარმა დატოვა

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ყაზბეგში ერთმა წევრმა დატოვა. ენმ-ს პროპორციული სიის მეშვიდე ნომერმა, ამავე დროს სიონის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კობა ღუდუშაურმა პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მანვე ცესკოში არჩევნებიდან რეგისტრაციის გაუქმების განაცხადი შეიტანა.

მეტი...

ქვეშეთი-კობის ახალი, ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

ქვეშეთი-კობის ახალი, ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაობის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და მოსახლეობისთვის, ასევე – მთლიანად რეგიონისთვის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ამიერკავკასიაში უნიკალური ცხრა კმ-იანი გვირაბი არის საუკუნის პროექტი და ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი. ღარიბაშვილის თქმით, დღის განმავლობაში გზაზე დაახლოებით 3-4 ათასი ავტომანქანა გადაადგილდება, საიდანაც 70% მსუბუქი, ხოლო დანარჩენი მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანებია. ​„ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად განტვირთავს ამ მონაკვეთს და ჩვენ შეგვეძლება, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვიდეთ თბილისიდან ყაზბეგში, მას…

მეტი...

ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, 48.6% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 27.1% კი “ნაციონალურ მოძრაობას” – “ქართული ოცნების” კვლევა

“ქართულმა ოცნებამ” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%. კვლევის შედეგები, მამუკა მდინარაძემ წარადგინა: კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას? – ხმები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” – 48.6%. “ნაციონალური მოძრაობა” – 27.1%. პარტია “საქართველოსთვის” – 5.8%. “გირჩი-მეტი თავისუფლება” – 3.4%. “მოქალაქეები” – 2.6%. “პატრიოტთა ალიანსი” – 2.4%. “მესამე ძალა” – 2.3%. “ლელო” – 2.3%. “ლეიბორისტული პარტია” – 1.2%. “გირჩი”- 1.1%. “ევროპული საქართველო” – 1.1% სხვა –…

მეტი...

კახა კალაძე – 56.1%, ნიკა მელია 28.3% – “ქართული ოცნების” სოციოლოგიური კვლევის შედეგები

“ქართულმა ოცნების” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? –  “ქართული ოცნება” – კახა კალაძე – 56.1%. “ნაციონალური მოძრაობა” – ნიკანორ მელია 28.3%. პარტია “საქართველოსთვის” – გიორგი გახარია – 6.2%. “ხალხისთვის” – ანა დოლიძე – 2.2%. “ლელო” – ანა ბიბილაშვილი – 1.9% “პატრიოტთა ალიანსი” – გიორგი ლომია – 1.3%. “მესამე ძალა” – თამარ კეკენაძე – 0.9%. “ლეიბორისტული პარტია” – მიხეილ ქუმსიშვილი – 0.7%. სხვა კანდიდატები – 2.4%. საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი…

მეტი...

„მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, მისი მოკვლა გადაწყვიტა” – პროკურატურა

სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. „მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი – დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

პროკურატურამ შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. „მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის…

მეტი...

“დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ჩვენი ხელწერით, ჩვენი პასუხისმგებლიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყაზბეგის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა და მოქმედ მერს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს, ყაზბეგელებს წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ღირსეულ კანდიდატს, კაცს, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურა ყაზბეგს, თითოეულ ყაზბეგელს, თქვენს უსაფრთხოებას და მჯერა, იგი გააგრძელებს თავისი მშობლიური ყაზბეგის და ყაზბეგელების ღირსეულ მსახურებას. ბაკურ ავსაჯანიშვილი – ღირსეული, წესიერი, მზრუნველი კაცი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ყაზბეგს,…

მეტი...

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებსა და ეკონომისტებს პროფესიულ დღეებს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ენერგეტიკოსებსა და ეკონომისტებს პროფესიული დღეები Facebook პოსტით მიულოცა. „დღეს, ენერგეტიკოსის დღეა. ვულოცავ ამ დღეს ყველა ენერგეტიკოსს, ვუსურვებ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მდგრადობასა და სტაბილურობას, ნაკლებ იმპორტდამოკიდებულობას, მეტ მწვანე ენერგიას, გაზრდილ ადგილობრივ გენერაციას, ენერგო-რეფორმების წარმატებულ განხორციელებასა და ბევრ სხვა სიკეთეს. მინდა მივულოცო ეს დღე სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან ენერგეტიკოსის სპეციალობას, აბიტურიენტებს, რომლებიც გეგმავენ სწავლის გაგრძელებას ენერგეტიკის მიმართულებით, ჩვენს უხუცეს ენერგეტიკოსებს, რომლებიც მომავალ თაობას უზიარებენ გამოცდილებას. მინდა ეს დღე მივულოცო ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ისინი ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის საქმიანობენ. ისტორიულად მნიშვნელოვანი…

მეტი...

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,  დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირების დახმარებით, იტალიის მოქალაქეზე რიცხული ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს იტალიის მოქალაქის პასპორტი და მესაკუთრის მსგავსი ვიზუალის მქონე დაუდგენელი პირის დახმარებითა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, 2021 წლის აგვისტოში ერთ-ერთის სახელზე დაარეგისტრიდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 900 მ2 მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულების მიერ მოძიებულ იქნა მიწის ნაკვეთის ახალი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 827, აჭარაში – 211, იმერეთში – 335

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა – 211, იმერეთი – 335, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 139, გურია – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 216, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც: 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 674, აჭარაში – 699, იმერეთში – 1 106. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 089-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 795 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 455 შემთხვევა გამოვლინდა, 4 427 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 225 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 047, „პისიარ“ ტესტით – 15 178. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 8,27%, ბოლო შვიდი დღის – 7,42%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 575 210  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 534 559 გამოჯანმრთელდა, 8 089 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 433 296 აცრა, დღიურად აცრილია 24 325. კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 327 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 918 პირი.…

მეტი...

„ფეისბუქის“ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე”- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე. შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2 სექტემბერს გამოიტანა. ამრიგად, ის დაეთანხმა სხვა ინსტანციების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელების მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მის გვერდზე სხვა ადამიანების მიერ დატოვებულ კომენტარებზე. კონკრეტულად აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საქმეს „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ“. კერძოდ კი 2011 წელს ჟიულიენ სანჩესმა, რომელიც ფრანგულ ქალაქ ბოკერის მერი გახლდათ და კენჭს იყრიდა ულტრამემარჯვენე პარის „ეროვნული ფრონტის“ სახელით, „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტს ეხებოდა. ამ ჩანაწერზე კომენტარი სანჩესის არაერთმა გულშემატკივარმა დაწერა. ზოგიერთი კომენტარი…

მეტი...

კოვიდ სასტუმროს ეზოში კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა, გუშინ 9 სექტემბერს მოხდა. მათვე ცნობით, პაციენტს კოვიდ სასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. მას ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

ჯო ბაიდენის განკარგულებით, მილიონობით დასაქმებულისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლის თანახმადაც მილიონობით დასაქმებულისთვის, მათ შორის ფედერალური მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, ვაქცინაცია სავალდებულოს ხდება. პრეზიდენტმა მიმართა შრომის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ყველა მუშაკი აცრან ან კვირაში ერთხელ ჩაუტარონ კოვიდტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ათასობით აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ. „ვაქცინაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩემი გეგმა, საერთო ჯამში, შეეხება 100 მილიონ ამერიკელს, დასაქმებულების ორ მესამედს. ვაპირებთ დავიცვათ ვაქცინირებული დასაქმებულები არავაქცინირებული თანამშრომლებისგან. ვაპირებთ შევამციროთ კოვიდ-19– ის გავრცელება სამუშაო ძალის იმ ნაწილის გაზრდით, რომელიც აცრილია,” – აღნიშნა პრეზიდენტმა. ამასთან, სავალდებულო ვაქცინაცია გავრცელდება ჯანდაცვის…

მეტი...

შანაე ბრუკის გადასვენების ხარჯებს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით სახელმწიფო დაფარავს

თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. შანაე ბრუკ ედვარდსი თბილისში, 31 ივლისს მოკლული იპოვეს. შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

მეტი...

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ამყვებოდა, რაღაც გაურკვეველ განცხადებებს ვისმენთ” – კახა კალაძე ნარკოტესტის შესახებ

კახა კალაძის მიერ “ღამის კურიერში” გაჟღერებულმა ინიციატივამ – მერობის კანდიდატების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თავად თბილისის მოქმედი მერი აცხადებს, რომ ეს იყო ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა და დარწმუნებული იყო, ამ კამპანიაში ყველა აყვებოდა. “ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას. მე დარწმუნებული ვიყავი ამაში, რომ ყველა ამყვებოდა. რაღაც გაურკვეველ განცხადებებს ვისმენთ, რაღაცებს მიედ-მოედებიან, დებატში დაჯდომა არ უნდაო, რა შუაშია საერთოდ დებატი, როდის მითქვია უარი დებატზე. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს,“ – აცხადებს კახა კალაძე. 

მეტი...

ცხინვალში გაცემულ მართვის მოწმობებს ჩრდილოეთ ოსეთში არ აღიარებენ

ჩრდილოეთ ოსეთში პრობლემები ექმნებათ ავტომობილების მფლობელებს, რომლებსაც ოკუპირებულ ცხინვალში გაცემული მართვის მოწმობები აქვთ. მათგან საგზაო პოლიცია მოითხოვს რუსეთში გაცემულ მართვის მოწმობების წარდგენას. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლებს 15 ათასი რუბლამდე თანხით აჯარიმებენ ან ათი დღით პატიმრობა ემუქრებათ. ოსური მედიის ცნობით, ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე, ერთ-ერთმა ე.წ დეპუტატმა არსენ კვეზეროვმა ილაპარაკა და კითხვები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ფუხაევს დაუსვა. ფუხაევისგან განმარტებები სხვა ე.წ დეპუტატებმაც მოითხოვეს. „ეს პრობლემა დაახლოებით სამი თვის წინ გაჩნდა. ჩვენ მაშინვე ჩავერთეთ მის მოგვარებაში და ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას კითხვები…

მეტი...

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ პირს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ პირს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება. რაფაელ მურსაკულოვი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილთან არანაირი კავშირი არ ქონია. “ბრალის წარდგენამდე შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ჩამოვყალიბდებით კიდევ პოზიციებზე და ამის შემდეგ მივიღებთ დროის დადგენის წარდგენაში ოფიციალურად მონაწილეობას. რისთვისაც არის იგი დაკავებული, ამ ფაქტებს იგი არ აღიარებს, იგი დუმილის უფლებას იყენებს, მას არანაირი შეხება გარდაცვლილ ქალბატონთან არ ჰქონია. ნახვითაც კი არასდროს ჰყავს ნანახი,“ – აცხადებს ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე.

მეტი...

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...