შსს ბანკზე თავდასხმის და მძევლების აყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებული 1972 წელს დაბადებული პირია. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარელში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი – 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს…

მეტი...

ბანკზე თავდამსხმელი თელაველია და ბანკის ვალი ჰქონდა დასაფარი

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი პირი იდენთიფიცირებულია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა მძევლების გათავისუფლება და თავდამსხმელის დაკავება ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მოხდა.   ბანკზე თავდამსხმელი შალვა მელიქიშვილი თელავში ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი ბანკში სესხი ჰქონდა აღებული და საცხოვრებელი სახლი იპოთეკით დატვირთული. როგორც ყვარელში მყოფმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მძარცველი სხვადასხვა ოდენობის თანხას ითხოვდა.   „დავაკავეთ, იდეტიფიცირებულია. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, როგორც მძევლები ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა… ხან ნახევარ მილიონს ითხოვდა, ხან ერთ მილიონს……

მეტი...

შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია

საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს და ბანკის შენობიდან გაიყვანეს. ამით ყვარელში სპეცოპერაცია დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყვარელში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. თავდამსხმელის დაკავებით 4 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. შეგახსნებთ, რომ მძარცველს მძევლები ჰყავდა აყვანილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა. ის თანხას ითხოვდა, თუმცა, მისი დაკავება თანხის გარეშე მოხერხდა.

მეტი...

შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბანკში შეჭრილი პირი შეიარაღებულია და თანხას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყვარელში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოკლე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბანკის შენობაში მძევლები არ იმყოფებიან, მძარცველი კი შეიარაღებულია. „ყველა მძევალი თავისუფალია. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდაცველებმა დაიწყეს აქტიური მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. ყველა დეტალზე არ შემიძლია საუბარი. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მუხლით. ეს პირი არის შეიარაღებული. თანხასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა. დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია“ – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა მედიასთან სპეცოპერაციის ადგილიდან. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 3 საათზე მეტია, ყვარელში, საქართველოს ბანკის შენობასთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს ბანკში შეჭრილია მძარცველი, რომელსაც მძევლებიც ჰყავდა აყვანილი.

მეტი...

თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა

ყვარელში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა შეიარაღებულმა მძარცველმა მძევლები გაათავისუფლა. ამ წუთებში არსებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალში მძარცვaლი მარტო იმყოფება და მასთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ. როგორც გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ადასტურებს, ბანკში შეჭრილი პირი შენობაში მარტო იმყოფება. ამ ეტაპისთვის უცნობია, რა პირობით გაათავისუფლა მძარცველმა მძევლები და რას ითხოვს ის. ადგილზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე, რომელიც მედიისთვის განცხადების გაკეთებას გეგმავს.~ ცნობილია ისიც, რომ მძარცველი შეიარაღებულია. მას გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. დახლოებით 3 საათია, ყვარელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მეტი...

თვითმხილველის ინფორმაციით, ბანკში შეჭრილი პირი შეიარაღებულია ხელყუმბარით

ყვარელში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავსუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს. ის ასევე ამბობს, რომ ბანკში შეჭრილ მძარცველს ხელყუმბარა უჭირავს და აფეთქებით იმუქრება.   თვითმხილველი, რომელიც ბანკის დასუფთავებს სამსახურის თანამშრომელია, ამბობს, რომ ის ბანკში დასალაგებლად შედიოდა, როცა ხელყუმბარიანი მძარცველი ნახა და მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიც. „ხელში „ლიმონკა“ ეკავა. იყვირა „გადით ახლავე გარეთო“ და გამოვვარდი. შიგნით დარჩენილია მძევლები. როგორც ვიცი ადამიანების ნაწილი დარჩა, ასევე, თანამშრომლებიც. რომ იყვირა გარეთ გადითო, თავიდან მეგონა ხუმრობდა. შემეშინდა და გამოვიქეცი. შეფუთული იყო, სათვალე ეკეთა“, – აცხადებს ბანკის თანამშრომელი. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მძევალმა დაახლოებით 15…

მეტი...

დაუზუსტებელი ინფორმაციით ბანკში შეჭრილი პირი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს

ცოტა ხნის წინ ყვარელში, „საქართველოს ბანის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც მძევლები ჰყავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკში ამ დროისათვის 15 პირი იმყოფება, ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს, როგორც ბანკთან მყოფები ამბობენ, თავდამსხმელმა ერთი პირი გამოუშვა. ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით 112- ზე დარეკვა ბანკის თანამშრომელმა მოახერხა.

მეტი...

“ჩემი საბოლოო პასუხი ამნისტიაზე არის არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი” – ნიკა მელია

ჩემი საბოლო პასუხი ამნისტიაზე არის არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი სასამართლო პროცესი იმართება. „პროცესი, რომელსაც აქ მყოფი ადამიანები სასამართლო პროცესს ეძახიან, გაიხსნა, გახსნისთანავე ჩემს მეგობარ ადვოკატ დიტო საძაგლიშვილს პირველი რაც ჰკითხა მოსამართლემ არის შემდეგი – თანახმა ხართ, ცნობილი ამნისტია, რომელიც მიიღეს და კანონიერ ძალაში დღეს შევიდა, გავრცელდეს თუ არა ნიკა მელიაზე. ეს ადამიანი ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს, ეს სპეკულაციები განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პროცესში ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს, სპეციალურად მოვედი. მოვედი, საბოლოო პასუხი ვთქვა, არანაირი თანხმობა…

მეტი...

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში, რომელშიც შეიარაღებული პირი შეიჭრა, ყველა საჭირო გადაუდებელი ღონისძიება მიმდინარეობს” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან. უწყება ადასტურებს, რომ პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. „თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – აცხადებენ შსს- ში.

მეტი...

ყვარელში შეიარაღებულმა პირმა “საქართველოს ბანკში” მძევლები აიყვანა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე. ჩვენი ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ბანკში, სავარაუდოდ მძევლები აიყვანა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

მეტი...

“მაინცდამაინც ავტობანი უნდა გადავკეტოთ, რამე რომ მოიმოქმედოთ?” – ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი კვლავ საპატიმროებში რჩებიან

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი დავით ქაცარავა, ამბოსბ, რომ ქართული ხელისუფლება არაფერს აკეთებს ცხინვალის ციხეში დატყვევბული გენადი ბესტაევის და აფხაზეთის ციხეში მყოფი, ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად: “2019 წლის 26 ნოემბერს ოკუპანტებმა სოფელ ზარდიანთკარიდან, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2020 წლის 27 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ.”აფხაზური დროშის” დაწვის გამო ირაკლი ბებუა დააპატიმრეს და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რას აკეთებს ამასობაში ხელისუფლება? არაფერს. მაინცდამაინც ავტობანი უნდა გადავკეტოთ, რამე რომ მოიმოქმედოთ?მაინცდამაინც ქუჩაში უნდა გამოვიდეთ და მიტინგები მოვაწყოთ?ამასაც გავაკეთებთ, მერწმუნეთ. მოიძიეთ ვინმე და გაუცვალეთ რუსებს ჩვენს მოქალაქეებში.სასწრაფოდ იმოქმედეთ, თუ…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, თუმცა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უნდა ჰკითხოს დაცვის მხარეს, ეთანხმება თუ არა, მსჯავრდებული ამნისტიის კანონპროექტს. ცნობილია ნიკა მელიას პოზიცია, – ის უარს აცხადებს ამნისტიის კანონპროექტზე.  ნიკა მელიას გამოძინება 20 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას რა ხელმძღვანელობას ედავება. პროცესს თავად ნიკა მელია არ ესწრება.

მეტი...

რაფაელ მურსაკუროვს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად, ცოტა ხანში უნდა წარუდგინონ. დაკავებულის ადვოკატს რამდენიმეტომიანი საქმის მასალები უკვე გადასცეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.  რაფაელ მურსაკუროვს თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

“ამათ მაიმუნობას და ვაჭრობას ვერ ავყვები, დამღალა…” – იაგო ხვიჩია საარჩევნო ბარიერზე

საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის 2%-იანი ბარიერის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესაძლო შეცვლა, პოლიტიკური განხილვების თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს “ქართული ოცნების” მორიგი სიურპრიზია და მასზე დათანხმებას არ აპირებენ.  მაგალითად, იაგი ხვიჩია აცხადებს, რომ ვაჭრობით დაიღალა და ახლა მისი მთავარი მიზანი მხოლოდ ამომრჩევლებზე ზრუნვაა.  “მე მხარს არ დავუჭერ იმ ბარიერს, რამდენი ხმა და პროცენტიც მე არ ამიღია. ამის არანაირი მორალური უფლება არ მაქვს. “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში ეს ცვლილებები ჩავარდება. ჩემი საზრუნავია ის, რომ 5%-იანი ბარიერიც რომ დააყენონ “ქოცებმა” ისიც გადავლახო შემდეგი არჩევნების დროს. ამათ მაიმუნობას და ვაჭრობას უბრალოდ ვერ ავყვები, ძალიან დამღალა…

მეტი...

“რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული” – კახა კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე

კახა კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე – რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს „თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა, ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“ – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის თანახმად ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და მმართველი გუნდი მას მფარველობდა. მისივე განცხადებით, რაფაელ მურსაკულოვი „ქართულ ოცნებაში“ არ მუშაობდა და ფოტოები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან და გიორგი რურუასთანაც აქვს გადაღებული. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა…

მეტი...

იუსტიციის სამინისტრომ „ნამახვანჰესზე“ ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოავლინა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. „საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებგვერდზე განთავსებული საჯარო შეთავაზების პირობების შესაბამისად, მიეწოდათ ენერგეტიკის სფეროში გამოცდილ საერთაშორისო იურიდიული კომპანიებს (ინტერესთა გამოხატვა, ფასთა გამოკითხვა), დაინტერესების შემთხვეევაში წარმოედგინათ წინადადებები. პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების განხორციელების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზებები, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, არ განხორციელებულა. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიებმა სრულად დააკმაყოფილეს შეთავაზების პირობების შესაბამისად წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ამდენად,…

მეტი...

“ბინძური მეთოდებით ცდილობენ, გაურკვევლობა შემოიტანონ ქვეყანაში”- კახა კალაძე

დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ბინძური მეთოდებით ცდილობენ, დესტრუქცია, გაურკვევლობა შემოიტანონ ქვეყანაში. მისივე თქმით, მათ ამის საშუალებას არ მისცემენ და დიპლომატიურ კორპუსს საკითხზე სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდიან. აღნიშნულის შესახებ კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა. „გვახსოვს განვლილი არჩევნებიც. იგივე ხელწერაა და ბინძური მეთოდებით ცდილობენ, დესტრუქცია, გაურკვევლობა შემოიტანონ, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი, მიგვეწოდებინა ინფორმაცია. ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, რომ ყველამ იცოდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ქვეყანაში გარკვეული არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა. ბევრი გარემოებაა, რაც ეჭვებს…

მეტი...

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბორჯომში, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება აქვეყნებს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქმეზე 3 პირი დააკავეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ბორჯომში, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს: 1964 წელს დაბადებულ, ჯ.პ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება, ხოლო 1991 წელს დაბადებულ ზ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა…

მეტი...

“მომდევნო კვირაში ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროა მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო კვირაში ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროა მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საბჭო იმსჯელებს იმ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც, რომლებსაც აქვთ თანხმლები დაავადებები. “მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ. ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირაში და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით. არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 16 წლიდან მოგეხსენებათ, ჩვენც ვიწყებთ აცრებს, ხოლო მეორე არის ბრიტანული რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების…

მეტი...

22 სექტემბერს, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

პოლიტიკოსების მიმართ აღძრული საქმეები განახლდა, მორიგი შეტყობინება ირაკლი ოქრუაშვილს გაეგზავნა, ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში თავად წერს: „დავბრუნდი დასვენებულ, დაზაგრულ, ნადიეტარი და ეგრევე მახარეს 22 სექტემბერს სასამართლო ჩაგინიშნეთო. ერთი ორი დღე აკლიმატიზაციის გავლა მაინც გეცლიათ “თქვეჩემისებო” ეგრევე რომ მომახალეთ, ხომ შეიძლება მაგხელა სიხარულისგან რუჯი გადამივიდეს ან წონაში მოვიმატო,“ – წერს ორუაშვილი.

მეტი...

“კორონავირუსის შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის, ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოუჯობესდება 60 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაციის მაჩვენებელი, შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება მათთვის. „ძალიან საყურადღებოა, რომ დღეს ჩვენს შემთხვევაში ჰოისპიტალიზაციაც და სიკვდილობაც უფრო მეტი არის ისევ 60 წლის ზემოთ პირებში. ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელი გვაქვს ამ ასაკის ადამიანებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს საპირისპირო მიმართულებით, რომ თანაფარდობა ვაქცინირებულებში, ყველაზე მაღალი უნდა გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ ჩვენ რეალურად შემსუბუქება ვიგრძნოთ ჰოსპიტალური დატვირთვისა და ლეტალური გამოსავლების კუთხით. შემდეგი…

მეტი...

“თუ დადასტურდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულზე საჩივარი არსებობდა და პოლიციამ მისი იგნორირება მოახდინა, შემზარავი დანაშაული პირდაპირ კავშირში იქნება ივანიშვილის რეჟიმთან” – გიგა ბოკერია

“თუ დადასტურდა, რომ ამ პირთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით და ამ საჩივრის იგნორირება მოახდინა პოლიციამ ან იძულებული იყო იგნორირება მოეხდინა იმიტომ, რომ მას კავშირი ჰქონდა მმართველ გუნდთან, მაშინ ეს შემზარავი დანაშაული პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკასთან”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ აღნიშნულ პირს პოლიციამ ხელი დააფარა, ეს შემზარავი მაგალითი იქნება იმ შედეგების დემონსტრირება, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა. „პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს უტყუარი მტკიცებულებებით ამ პირის ბრალეულობა, ამის მერეც რა…

მეტი...

წალენჯიხაში ენმ-ს და „საქართველოსთვის” მაჟორიტარებმა კანდიდატურები მოხსნეს – თამარ ბელქანია

წალენჯიხაში ორი ოპოზიციური პარტიის, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”საქართველოსთვის”, ჭალე-მუჟავას მაჟორიტარობის კანდიდატმა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ლელოს” წევრი, თამარ ბელქანია ავრცელებს და წერს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მასწავლებლებზე ისევ ზეწოლას ახდენს. “პარტია “საქართველოსთვის” ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. საგულისხმო კი ისაა, რომ ეს ქალბატონიც პედაგოგია. გუშინ კანდიდატურა ენმ ჭალე-მუჟავას მაჟორიტარმა-პროფესიით პედაგოგმა მოხსნა და მას მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს. მეტიც კავშირზე საკუთარ პარტიასთანაც არ გამოდის. ამიტომ ჩემი ღია სოლიდარობა პროფესია…

მეტი...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით “არმი ჰოლში” საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უწყების თანამშრომლებს, თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღე თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 25 ან მეტი წლის მსახურების მქონე თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. დღესვე, სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა.

მეტი...

გახარიას პარტია ყაზბეგში ორმა წევრმა დატოვა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყაზბეგის რაიონული ორგანიზაციის ორმა წევრმა დატოვა. კერძოდ, პარტიული სიის მეორე ნომერმა, მზია ჩქარეულმა და მეცამეტე ნომერმა თინა გუჯარიძემ .გახარიას პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ორივე მათგანმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება. აქვე აღსანიშნავია, რომ მზია ჩქარეული იყო მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა კერესელიძის ყაზბეგის ბიუროს წევრი.

მეტი...

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 და 15 დღის ჩვილები მოათავსეს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკაში კორონავირუსული ინფექციით 14 და 15 დღის ჩვილები მოათავსეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. “მომართვიანობა შემცირდა შედარებით, პრაქტიკულად განახევრებულია. თუ 20 შემოდიოდა, საშუალოდ 10-12 შემოდის. ამჟამად ადგილები კლინიკაში არის თავისუფალი. რეანიმაციაში 15 დღის ბავშვი გუშინწინ შემოვიდა შემოვიდა ჩვენთან. ოჯახური კონტაქტის შედეგად არის დაავადებული კორონავირუსული ინფექციით დედასთან ერთად. დედასაც აქვს კორონავირუსული ინფექცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გარდა ამისა 14 დღის ბავშვიც შემოვიდა გუშინ, ისიც ოჯახური კონტაქტით არის დაავადებული. იმის მდგომარეობაც მსუბუქია,” – აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი მაია ჩხაიძე.

მეტი...

“კოვიდის „მიუ” შტამი ვირუსის ყველაზე მსუბუქი მუტაციაა” – ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძის განმარტებით, კოვიდის ახალ „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით ვირუსის ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე ზემოქმედება არ შეუძლია. „თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალური (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება საქართველოში მოხდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება.თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რამდენად გახდება ის გავრცელებდი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მეტი...

“ვინ ვინ არის” – უმრავლესობა ოპოზიციას 15 სადამკვირვებლო ორგანიზაციის შექმნაში ამხელს, რომლებიც საარჩევნოდ ფარულად, მათ სასარგებლოდ იმუშავებენ

“ქართული ოცნება” ოპოზიციას პროვოკაციის მცდელობასა და დესტრუქციულ ქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. მართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერმა, გივი მიქანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე სახელწოდებით – “ვინ ვინ არის”, სქემა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ შექმნა 15 სადამკვირებლო ორგანიზაცია, რომელებიც არჩევნების პერიოდში, ფარულად მათ სასარგებლოდ იმუშავებენ. გივი მიქანაძის განმარტებით, უმერავლესობის არგუმენტებს ისიც ამყარებს, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს. “ოპოზიციური პარტიები, განსაკუთებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან. ამ მხრივ, სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მიზანშეწონილად მივიჩნევთ,…

მეტი...

„ახლოდან შევხედე, თურმე მოფსმაში შეჯიბრი ყოფილა“ – ირაკლი ოქრუაშვილი საარჩევნო კამპანიაზე

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში საარჩევნო კამპანიას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს: „ევროპიდან რომ აკვირდები საარჩევნო კამპანიას ჰგავს რაც აქ ხდება. რომ დავბრუნდი და ახლოდან შევხედე თურმე მოფსმაში შეჯიბრი ყოფილა,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 405 877 აცრაა ჩატარებული

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 405 877 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მათივე ცნობით, 8 სექტემბერს აიცრა 24 670 ადამიანი. ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 427, გარდაიცვალა 58 პაციენტი.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 890, აჭარაში – 249, იმერეთში – 342

დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 890 შემთხვევა, აჭარაში – 249, იმერეთში – 342, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 151 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 458 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 572 948-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 სექტემბრის მდგომარეობით,…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 6,79 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,69 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,69 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,79 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,48 პროცენტი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“  დაუდასტრუდა 2 455 პირს, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი, გარდაიცვალა 58 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 035-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 455 პირს, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი. გუშინ, 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 571 შემთხვევა გამოვლინდა, 3 668 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 60 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 8.48 %, ბოლო შვიდი დღის – 7.69%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 572 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 531 764 გამოჯანმრთელდა, 8 035 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 405 877 აცრა, დღიურად აცრილია 24 670. 8 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი.

მეტი...

სვანეთში დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს

სვანეთში დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. ინფორმაცია “მედიცანტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში ოფიციალურად დაუდასტურეს. მოლდოვის მოქალაქეებს უშბაზე 11 დღე ეძებდნენ. მწვერვალზე ლაშქრობისთვის წასული მოლდოველი ალპინისტები 28 აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილან. ტურისტების ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მაშველები, ვერტმფრენის გამოყენება კი ცუდი ხილვადობის გამო ვერ ხერხდებოდა.

მეტი...

მსოფლიოში COVID-19-ის ახალი ვარიანტი გამოჩნდა – “მიუ” შტამი უკვე 40-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა

კორონავირუსის “მიუ” შტამი უკვე საქართველოს საზღვრებთან არის. COVID-19-ის ახალი მუტაცია, სულ მცირე 40 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის თურქეთშიც. თუმცა, თურქეთში მოსახლეობის 80% ერთი დოზით მაინც არის აცრილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “მიუს” ინტერესის შტამს უწოდებს, მაშინ, როდესაც დელტა, ალფა ან ბეტა შტამები საზოგადოებისთვის სახიფათოდ არის შეფასებული. მიუხედავდ იმისა, რომ “მიუ” შტამი კოლუმბიაში ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში აღმოაჩინეს, ის გავრცელების თვალსაზრისით არც კი შეედრება დელტას, რომელიც ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში დომინირებს. თანაფარდობა ჯერჯერობით ასეთია: ყოველ ათას ინფიცირებულში “მიუ” შტამის მატარებელია ორი. თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია, არის თუ არა მორიგი ახალი შტამი უფრო…

მეტი...