საქართველოში, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებულს ადვოკატი ერთი-ერთზე ვერ შეხვდა

რაფაელ მურსაკულოვი – ეს არის ადამიანი, რომელიც სამართალდამცველებმა საქართველოში მცხოვრები ავსტრალიის მოქალაქის, მასწავლებელ  შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებისთვის დააკავეს. საუბარია გახმაურებულ მკვლელობაზე, რომელიც მთაწმინდის ტყეში მოხდა.   დაკავებული მურსაკულოვი ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ დიღმის პოლიციის  მთავარ სამმართველოში მოინახულა. დამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ითხოვს.    „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. არ მომეცა საშუალება, რომ ერთი-ერთზე შევხვედროდი. მინდოდა, ჩვენს შორის  კონფიდენციალური საუბარი შემდგარიყო. მოვითხოვე, ის გადაყვანილი იქნეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, გადაიყვანენ და მას შევხვდები და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები დეტალებზე. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ. დაკავების ოქმი გადმომცეს, მას…

მეტი...

„ორსულების აცრა სავალდებულო უნდა იყოს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტის,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის დევი ტაბიძის განცხადებით, ორსულების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.       „ყველაზე მთავარი არის ის, რომ ორსულების აცრა უნდა იყოს არც მეტი, არც ნაკლები, სავალდებულო. ყველა გინეკოლოგმა უნდა გაითვალისწინოს ეს. ყველა ორსული უნდა იყოს აცრილი, რადგან, 2 ადამიანის სიცოცხლეს დავიცავთ – ორსულის და მუცლად მყოფი ნაყოფის“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. ექსპერტი ე.წ. ანტივაქსერებსაც მიმართავს და მოუწოდებს, ფეხმძიმეების მიმართ მაინც ნუ იქნებიან ასეთი სასტიკები. „ახლა ახალი ანტივაქსერული განცხადებაა, რომ ეს ვაქცინა ნაყოფზე გადადის, თუმცა, პლაცენტარული ბარიერი…

მეტი...

გიორგი გახარია „იმედს“ მიმართავს და პირდაპირ ეთერს ითხოვს

პარტია  „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „იმედს“ ტყუილების ტირაჟირებაში ადანაშაულებს და მოითხოვს, პირდაპირი ეთერის დათმობას.   „მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი! ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი, პასუხის საშუალებასაც არ გვაძლევთ! ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არათუ მზად ვარ, არამედ, მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!“ – აცხადებს გახარია.

მეტი...

“ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას მოვახსენებ სომეხი ტყვეების დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრს სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ნიკოლ ფაშინიანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს.  “უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა მოგახსენოთ თბილი მიღებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხებს ერთმანეთთან აკავშირებს საუკუნოვანი მეგობრობა. დღევანდელი ჩვენი განხილვების მნიშვნელოვანი აზრი ის იყო, რომ ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების, ერის გახსნის დღის წესრიგს.   ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ…

მეტი...

“ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ახალი ხედვა უკავშირდება სომხეთის სტაბილურ განვითარებას და სომეხი ხალხის კეთილდღეობას. „მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ მოიპოვა. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწოს ახალი ერა სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის. მე გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ…

მეტი...

“შანაის უყვარდა საქართველო, მისი ბუნების, კულტურისა და ხალხის გამო” – შანაი ბრუკის ძმა

ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია. დაკავებულია 35 წლის მამაკაცი რ.მ. მოკლული ქალის ძმა უცხოურ გამოცემასთან საუბრისას შანაის საქართველოში ცხოვრების შესახებ საუბრობს და ყვება, რომ მის დას საქართველო უყვარდა. “შანაის უყვარდა საქართველო. მისი ბუნების, კულტურისა და ხალხის გამო. ჩვენ უშუალოდ ვნახეთ მწუხარება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც განიცდის ქართველი ხალხი და ჩვენს ოჯახს არ აქვს ცუდი განცდა მათ მიმართ. შანე ბედნიერი იყო, ” – ამბობს მოკლული ქალის ძმა, ტისონ ედვარდსი. მან ასევე მადლიერება გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქტიურად იყო ჩართული შანაი ბრუკის ცხედრის მოძიებაში. “ესენი არიან შანაის ერთგული მეგობრები…

მეტი...

დაკავებულია ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგი შსს- ში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაკავებულია 1988 წელს დაბადებული პირი, დეტალები და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე არ ხმაურდება: „საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა სხვასხვა სახის ღონისიძიება, გამოიკითხა მისი მეგობარი, რომელთანაც ჰქონდა შანაი ბრუკს კომუნიკაცია, კვლევის შედეგები გადაგზავნილი იქნა რამდენიმე სახელმწიფოში. მოხდა მოწმეების გამოკითხვა. გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული რ. მ. მომხდარი 7 – დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს,“ – განაცხადეს შსს- ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მეტი...

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრიფინგი 16:00 საათზეა დაგეგმილი. უცხო ქვეყნის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

მეტი...

“ალბათ კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ” – კახა კალაძე ნარკოტესტზე არ მისულ კონკურენტ კანდიდატებზე

კახა კალაძის გარდა, მათ ვისაც თბილისის მერობა სურს ამ დრომდე ნარკოტესტი არ ჩაუბარებია. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, თუმცა ისინი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ და არა კახა კალაძის. “ჩვენი გუნდი მზად ვართ ჩავაბაროთ ნებისმიერი ტესტი, ადამიანების და ქალაქის წინაშე, ხოლო რაც შეეხება კალაძის და გახარიას ამ ურთიერთ გადალაპარაკების პოლიტიკას, ჯობია დაასრულონ, რადგან გახარიამ ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი – პანდემიის პირობებში ვერ მართა ვერცერთი პროცესი, ხოლო კალაძემ ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი – თბილისის წინაში,”- აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ანა ბიბილაშვილი. თბილისის მერობის კანდიდატი…

მეტი...

“ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს” – დავით ზალკალიანი

დაახლოებით ერთი საათის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემირ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა. მეზობელი ქვეყნის პირველ პირს საქართველოს პრემიერ მინსტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე- პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. ნიკოლ ფაშინიანის ჩამოსვლას უკვე მოჰყვა გამოხმაურება მთავრობის რიგებში. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული ვიზიტი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს. “სომხეთი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მოვლენა ორმხრივ ურთიერთობებში. ეს გახლავთ მისი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ბუნებრივია, ჩვენი საუბრის ძირითადი თემატიკა, ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი…

მეტი...

გიორგი გახარიას გუნდის წევრები რეგიონებში პარტიულ თანამდებობას და საარჩევნო სიას ტოვებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები რეგიონებში პარტიულ თანამდებობას და საარჩევნო სიას ტოვებენ. დღეს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ყაზბეგში გიორგი ხუხელიძემ. მან საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. პარტიიდან წასულები უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება. 

მეტი...

“შესაძლებელია “მიუ” შტამი საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი, “მიუ” შტამის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული ვარიანტის ერთეული შემთხვევა უკვე მსოფლიოს 39 ქვეყანაშია დაფიქსირებული.  სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ b1.621 საქართველოში იყოს გამოვლენილი. “დღეისათვის მსოფლიოს 39 ქვეყანაში დაფიქსირდა მისი ერთეული შემთხვევები, მათ შორის თურქეთში, რაც გახდა ის გარკვეული კითხვების საფუძველი. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, ეს მუტაცია არ მიეკუთვნება იმავე ტიპის მუტაციების კატეგორიას, როგორიც არის ყველაზე საშიში “დელტა” ვარიანტი. შესაძლებელია, ის საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი, ვინაიდან ჩვენი ლუგარის ლაბორატორია სავსებით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც შეუძლია ასეთი მუტაციების აღმოჩენა. დიდი იმედი გვაქვს, რომ…

მეტი...

„ის დღეს ჭაობში ჩაფლულ საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას ეხმაურება. მაჩალიკაშვილი თვლის, რომ სააკაშვილის დაბრუნება ქვეყანაში დროული და აუცილებელია: „მე არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს მიშას დაბრუნებაზე, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ის დღეს ჭაობში ჩაფლული საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება. ერთი, რამ ცხადია და ნათელია, რომ ქართული „ოცნების” ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ საზოგადოება ნაკლებად გამოვიდეს ქუჩაში, იქნება ყველანაირი ზეწოლა, დაჭერები, დაშინება მუქარა, მოსყიდვები. ჩვენ, საზოგადოებამ, მაინც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად დავიცვათ თანამედროვე რეფორმატორის და თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი, ამ ქვეყნის მე – 3 პრეზიდენტი, რომელიც დღემდე დევნილია, დევნილია იმისთვის, რომ…

მეტი...

„ტვ-პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მანქანის დაჯახების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ტელეკომპანია „პირველის“ გადამღების ჯგუფზე მანქანის დაჯახების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს – ში ადასტურებენ. შემთხვევა გუშინ, ფონიჭალაში მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ადგილზე მიმდინარე სპეცოპერაციას აშუქებდა. შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე 21 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა ადგილზე მისული გადამღები ჯგუფის მიმართ გაღიზიანება გამოხატა და მას მანქანით დაზიანება მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა) და 187-ე (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ან განადგურება).

მეტი...

“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება

“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და საუბნო საარჩევნო კომისიებს საკუთარი პარტიული აქტივით აკომპლექტებს. ისინი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებენ შეისწავლონ ეს საკითხი. “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” წარმომადგენლები ცესკოსაც მოუწოდებენ განმარტონ, თუ რატომ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიებში მსგავსი შეთანხმებები. თემაზე”სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” წევრებმა დღეს სპეციალური ბრიფინგიც გამართეს, სადაც მედიასაშუალებებს მტკიცებულების სახით ვიდეოები წარუდგინეს.

მეტი...

„რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ კორონავირუსის მხრივ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში საშინელება ხდება. „ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დავდებთ ყველა კადრს და სურათს ნებისმიერი კლინიკიდან. აქედან გამომდინარე, მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაითავისოს, ვირუსი არსად წასულა, ის კიდევ მძვინვარებს და ძალიან ბევრ უარყოფით შედეგს გამოიწვევს“, – განაცხადა ტაბიძემ. ექსპერტის შეფასებით, ვირუსით ინფიცირების დღევანდელი სტატისტიკა დამამშვიდებელი არ არის და რეალურ სურათს ე.წ. აგარაკების კლასტერის სახით უნდა ველოდოთ. „აღნიშნული ციფრები პირადად,…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა სოფელ ბეტისჩრდილთან მოხდა და მისი სიმძლავრე 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს  თბილისის დროით 13:32 საათზე დაფიქსირდა. 

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი თბილისშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მისი თვითმფრინავი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ამ წუთებში ნიკოლ ფაშიანი მთავრობის კანცელარიაში იმყოფება, სადაც მას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.  ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები.

მეტი...

“თურქეთში კორონავირუსის “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ვერ ვხედავ” – ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსის “მიუ” შტამთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ გვაქვს, თანაც არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს. ყველა ვაკვირდებით, თუ როგორი იქნება ახალი შტამის ქცევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი შტამის შესახებ უცხოელი კოლეგებისგან მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, ყველა დეტალს საზოგადოება გაიგებს. „თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ თუ რა ქცევით ხასიათდება კონკრეტული შტამი, როგორი ინტენსივობით ვრცელდება. რაც შეეხება მკურნალობის…

მეტი...

“ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში” – ეკატერინე ტიკარაძე

ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. „ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი, როგორია ავადობა მოსახლეობაში ასაკობრივ ჭრილში. ასევე, როგორია ვაქცინაცია ასაკობრივ ჭრილში. გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი. ჩვენ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 80-70 წლის ზემოთ მოქალაქეებში. ასევე, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში. როდესაც ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას და ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზემოთ. მნიშვნელოვანია, იმუნიზაციის საბჭომ…

მეტი...

ვაქცინის პირველად დოზებზე რეგისტრაცია იკლებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემსუბუქება გამოიწვია, თუმცა მისივე თქმით, შემცირებულია ვაქცინის პირველად დოზებზე რეგისტრაციის მაჩვენებელიც ვრაც საყურადღებოა.  მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “დღეს გვაქვს 2 571 შემთხვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე გამოჯანმთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცირებულების რაოდენობას და ჯამური რაოდენობა დღეს ინფიცირებულების გვაქვს 35 000. მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს და გააქტიურებული არის ვაქცინაციის პროცესი. არაერთხელ აღნიშნა ბატონმა ამირანმა, რომ პირველად დოზებზე იკლებს რეგისტრაცია და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ვაქცინა გვიცავს და მნიშვნელოვანია მის პროცესში მეტად უფრო ჩართვა მოხდეს,” – განაცხადა…

მეტი...

„კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ ჩვენთანაც შემოვა“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

თურქეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი. ე.წ მიუ შტამი როგორც სხვა ქვეყნებისთვის, საქართველოსთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, როგორც სხვა შტამები, ის საქართველოშიც შემოვა, თუმცა, უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება.   „ერთადერთი, ვიცით ის, რომ ისიც განეკუთვნება კორონავირუსს და „მიუ“ შტამი კორონავირუსის მუტაციური ვარიანტია. მას ჯაჭვური გავრცელება, გადაცემის დიდი ინტენსივობა ახასიათებს, მაგრამ დღეს ისეთი რაოდენობა არ არის, რომ საშიშროება გამოიწვიოს. რაც შეეხება საქართველოში გავრცელებას, თუ მთელ დედამიწაზე გავრცელდა, ჩვენც არ ჩამოვრჩებით ამ ამბავს, ქართველები როგორ ვიკადრებთ, რომ რამეს ჩამოვრჩეთ, ესეც…

მეტი...

“რისკჯგუფში შემავალ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ” – თეიმურაზ მიქელაძე

იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის საკითხი განიხილეს – პედიატრი, თეიმურაზ მიქელაძე განსაკუთრებული რისკჯგუფში შემავალი ბავშვების მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ ან კატეგორიაში შემავალი მოზარდების აცრა აუცილებელია.  პედიატრის თქმით, იმ ბავშვების აცრა რომლებიც რისკჯგუფს არ მიეკუთვნებიან არ არის აუცილებელი.  “განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ჯანმრთელ ბავშვებს, რომელთაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, როგორც მოგეხსენებათ, მე რამდენიმე ათასი პაციენტი გავატარე, აქედან თითზე ჩამოსათვლელი იყო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, მათ რაიმე განსაკუთრებული მძიმედ მიმდინარეობა კორონავირუსული ინფექციის პერიოდშიო არ ჰქონიათ და ამიტომ, რისკჯგუფის არ მქონე ბავშვებთან არ არის აუცილებელი. მაქსიმალურად ჯობია ის ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ…

მეტი...

პენსიონერების ვაქცინაციის წასახალისებლად ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს

ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებებზე, რომელიც შეიძლება, გახდეს აცრის მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პენსიონერებში აცრის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, რის გამოცა ამ მხრივ საინფორმაციო ღონისძიებების გაქტიურება იგეგმება. „ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მეთოდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა ამ პროცესში. 60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის შესაძლოა, რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ინფორმციაზე ხელმისაწვდომობა. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმების მხრივ. მათ დაევალებათ, რომ თავიანთ უბნებზე  საინფორმაციო ღონისიძებები ჩაატარონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების…

მეტი...

„ადამიანები რეანიმაციაში იხოცებიან, მოწამეობრივი სიკვდილით იხრჩობიან“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„20–25 რიცხვისთვის გამოჩნდება ის მონაცემი, რომელიც გვექნება „აგარაკის სინდრომის“ შემდეგ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ჯანდაცვის ექსპერტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა,  დევი ტაბიძემ განაცხადა. დევი ტაბიძე ვარაუდობს, რომ რეალურ სურათს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით საზაფხულო სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ. დევი ტაბიძე პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციაზეც საუბრობ: ის ასევე აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის აღდგენასთან ერთად, რისკი იზრდება. ამიტომ, მოსახლეობას რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ დრამატულ სურათს, რაც რეანიმაციებში ვითარდება: „სწავლის თემა ეს არის დღეს ჩვენი აქილევსის ქუსლი, რადგან პედაგოგები, ჩემი პირადი განწყობაა ასეთი, ყველა უნდა იყოს აცრილი. ეს არ ეხება მხოლოდ…

მეტი...

სემეკში ევროკავშირის დაფინანსებით „თვინინგის“ მე-4 პროექტი დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტი – „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დაიწყო. პროექტის გახსნის ცერემონია დისტანციურად გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სემეკის, საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე მთავარი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ასევე ავსტრიისა და გერმანიის მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა, რომელიც პროექტს უხელმძღვანელებს…

მეტი...

მამუკა ხაზარაძის პარტია ახალციხეში ოთხმა წევრმა დატოვა

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაცია ოთხმა წევრმა დატოვა. ამასთანავე, მათ მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს საარჩევნო რეგისტრაციიდან მათი კანდიდატურის გაუქმება. “ლელო საქართველოსთვის” დატოვეს – გიორგი მაისურაძემ, გივი ივანიძემ, ზაურ მელიქიძემ და ხათუნა ნარიმანიშვილმა. ყველა მათგანი “ლელოს” მხრიდან საკრებულოს პროპორციული სიის წევრები იყვნენ.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 918 თბილისში გამოვლინდა, 414 იმერეთში, 242 კახეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 449 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 236 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 571 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 570 493-ს. რაც შეეხება დადებითობის…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 8,73 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,69 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,69 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,73 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,69 პროცენტი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 571 პირს, გამოჯანმრთელდა 3 668, ხოლო გარდაიცვალა 60ადამიანი. გუშინ, 7 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 965 შემთხვევა გამოვლინდა, 3 996 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 449 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 313, „პისიარ“ ტესტით – 8 236. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,73%, ბოლო 14 დღის – 8,69%, ბოლო შვიდი დღის – 7,69%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 570 493 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 527 337 გამოჯანმრთელდა, 7 977 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 366 678 აცრა, დღიურად აცრილია 27 011. კარანტინის რეჟიმშია 86, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 520 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 072 პირი.…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 977-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 571 პირს, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი. 7 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი, გარდაიცვალა 50 ადამიანი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ, სერვერებზე შეფერხებების გამო, 7 სექტემბრის კოვიდსტატისტიკაში ყველა შემთხვევა ვერ მოხვდა.

მეტი...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

მეტი...