კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 651, იმერეთში – 288, აჭარაში – 201

ორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 651, იმერეთში – 288, აჭარაში – 201, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 624 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 740 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 884 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 567 922-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 917-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 965 პირს, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი. გუშინ, 6 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 120 შემთხვევა გამოვლინდა, 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 624 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 740, „პისიარ“ ტესტით – 6 884. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,77%, ბოლო შვიდი დღის – 7,63%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 567 922 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 523 669 გამოჯანმრთელდა, 7 917 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 340 062 აცრა, დღიურად აცრილია 24 262. კარანტინის რეჟიმშია 97, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 766 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 152…

მეტი...

ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“. 2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს ითვლის. მონაწილეობა 80-ზე მეტ ფილმში აქვს მიღებული.

მეტი...

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დაკავებულია რამდენიმე პირი. სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

მეტი...

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით გავა. „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ნიკა მელიას წინააღმდეგ არის შემუშავებული. „ეს კანონი იყო გაკეთებული და შემუშავებული მხოლოდ ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა შარლ მიშელის შეთანხმებას, ახლა ცდილობენ, პოლიტიკური ოპონენტები ამ სახით დევნონ“, – განაცხადა ნინა მამულაშვილმა. საბოლოო რედაქციის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა ის ადამიანი, რომელსაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დანაშაული აქვს ჩადენილი, ან მცდელობა ჰქონდა და ამნისტიის გავრცელებაზე უარს…

მეტი...

1992 წლის 7 სექტემბერს, ზემო ეშერასთან ლევან აბაშიძე დაიღუპა

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბათუმში ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, როცა ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში წამოვიდა. რამდენიმე საათში მან თბილისიც დატოვა და ალბათ, შუადღე იქნებოდა გადასული, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე დღეს, პოზიციაზე დადგა სხვა მებრძოლებთან ერთად. მეორე დღეს ბრძოლის ველზე სულხან სულხანიშვილთან, გიორგი გაჩეჩილაძესთან და გია ნადირაშვილთან ერთად გავიდა. მათგან მხოლოდ გიორგი გადარჩა ცოცხალი.  თავისი ცხოვრების მანძილზე ლევანმა 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 დაუსრულებელი დარჩა. რეჟისორები აღნიშნავდნენ, რომ მისი თავისუფალი და ორიგინალური სტილის გამო, ის ყველაზე ნატურალური მსახიობი იყო.  ლევან აბაშიძე 29 წლის იყო.

მეტი...

პენსიის გამო ჩაქუჩით მოკლული 80 წლის მამაკაცი – რას ჰყვება მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის ქალი

80 წლის მოხუცის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, – ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. მარტოხელა მოხუცი საკუთარ სახლში, სიცოცხლეს 24 აგვისტოს გამოასალმეს. იმავე დღეს, სამართალდამცველებმა პენსიონერის მეზობლად მცხოვრები 23 წლის ქალი დააკავეს. დოდო ჯანგულაშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. ჩვენებაში, რომელიც “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა, ბრალდებული დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოკლა 80 წლის მეზობელი. “გრძელტარიანი მეტალის ჭურჭელი ე.წ. “კრუშკა” ავიღე მარცხენა ხელით და ჩავარტყი ამირან პაპუაშვილს თავში… ამირანი წამოიწია და სცადა წამოდგომა, რა დროსაც ის ინერციით წამოვიდა ჩემსკენ და ხელებით დამიწყო ტანზე და ფეხებზე მოჭიდება. ვინაიდან მე ვიყავი აღელვებული და მინდოდა მისი მოშორება, ავიღე იქვე იატაკზე…

მეტი...