ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ინციდენტი ტვირთის არასწორი დასაწყობების გამო მოხდა. პირველადი დასკვნით ქიმმზიდ ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა, რის შედეგადაც ჯამში 3 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი ქართველი. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. სააგენტოში ამბობენ, რომ ახალგაზრდას გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით მუშაობს როგორც საქართველოს საელჩო, ასევე პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

მეტი...

“35 წელია, მფრინავი ვარ, ასეთი შემთხვევა არ მქონია” – პილოტი თემურ თოლომაშვილი

35 წელია, რაც მფრინავი ვარ, ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია, – ამის შესახებ თბილისი-ვენის ავიარეისის პილოტმა, თემურ თოლომაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „ახალი დღე“ განაცხადა. უფროსმა პილოტმა გუშინდელი დღე გაიხსენა, რა დროსაც მან „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი ბოინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დასვა. თოლომაშვილის თქმით, ეს არ ყოფილა ავარიული დაშვება, ეს იყო არასტანდარტული სიტუაცია. „აფრენის შემდეგ უნდა აიკეცოს თვლები. მე თავად თვლებს ვერ ვხედავ, არის სიგნალიზაცია, რომელიც მანიშნებს, აიკეცება თუ არა. როცა ავკეცე, იქ მაჩვენა, რომ მარჯვენა თვალი არ აიკეცა. ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, სადაც წერია ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ და დავიწყეთ ამის შესრულება. ამას ვაკეთებდით სადღაც 10-15 წუთის განმავლობაში. ამ მომენტისთვის…

მეტი...

კახა კალაძე დღეს ნარკოტესტს ჩააბარებს

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დღეს ნარკოტესტს ჩააბარებს. კახა კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გათვალისწინებით იგივე მოუწოდა კონკურენტებსაც. კამპანიის ფარგლებში – “არა ნარკოტიკი – ნარკოტიკი კლავს” ნარკოლოგიური შემოწმების გავლა მერობის სხვა კანდიდატებს ნებაყოფლობით შეუძლიათ, თუმცა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტი ჯერ მხოლოდ კახა კალაძემ დაგეგმა.

მეტი...

როგორია ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფოს ამოტრიალების შედეგად დაშავდა

კოვიდპაციენტი და სასწრაფო დამხარების ეკიპაჟის თანამშრომლები, რომლებიც გვიან ღამით ავარიაში მოჰყვნენ, ინგოროყვას კლნიკაში არიან გადაყვანილები.   “ემერჯენსი”-ს ხელმძღვანელის,  ანი დალაქიშვილის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო დანარჩენი პაციენტების დამაკმაყოფილებელი. “პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება, კვლევით პროცესშია. აღენიშნება გულმკერდის ტრავმა და მიმდინარეობს კვლევები. რაც შეეხება სასწრაფოს თანამშრომლებს, მძღოლს, ექიმს და ექთანს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია,” – აღნიშნა ინგოროყვას კლინიკის “ემერჯენსი”-ს ხელმძღვანელმა ანი დალაქიშვილმა. ცნობისთვის, თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც კოვიდპაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.  გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ამოყირავდა, მას ჰონდას მარკის ჯიპი შეეჯახა. 

მეტი...

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში გრძელდება. აღნიშნულ ინიციატივაზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მათთვის კვლავ მიუღებელია. ნონა მამულაშვილის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობის განახლებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნიკა მელიას პოლიტიკური ზიანი მიაყენოს. „ეს კანონი იყო და რჩება ჩვენთვის მიუღებელი, რადგან ის იყო გამიზნული მხოლოდ ერთადერთი ადამიანის წინააღმდეგ. ეს იყო ნიკა მელიას წინააღმდეგ შექმნილი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ცდილობს, ნიკა მელიას პოლიტიკური ზიანი მიაყენოს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულ აგონიაში, რადგან წინასაარჩევნოდ…

მეტი...

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტშიც. ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს. შეხვედრების დროს მთავარი განსახილველი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას შეეხება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). „ამერიკელი კონგრესმენების…

მეტი...