„უმადურობის გარდა მავნებლობა და უსინდისობაა“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გარდაცვალებულთა მაჩვენებლის გამო კრიტიკას უმადურობად და უსინდისობად აფასებს. როგორც ინფექციონისტი აცხადებს, ჯანდაცვის სისტემამ უმკაცრეს გამოწვევას გაუძლო. „გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია.  აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი ახალი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ ისე ვიმუშაოთ? გადავიტვირთეთ და გავუძელით. კრიტიკა გარდაცვალების მაჩვენებელთან დაკავშირებით უმადურობის გარდა მავნებლობა და უსინდისობაა. როგორც ცერცვაძე განმარტავს, არც ერთი ადამიანი სამედიცინო დახმარების გარეშე არ დარჩენილა. „ყველა ინფიცირებულის 2.07%-ია მსოფლიოში გარდაცვლილი მაშინ, როდესაც ჩვენთან ასეთია 1.38%. თითოეული ადამიანის დაკარგვა ჩვენთვის ტრაგედიაა, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედია ხდება უმეტეს ქვეყნებში და ნიშნის მოგებით,…

მეტი...

ვირუსის მეხუთე ტალღა იქნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა იქნება, თუმცა, ეს არ იქნება იმ სიმძიმის, როგორც სხვა ტალღები. „მეხუთე ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში იქნება. არ მგონია, ის იყოს მძიმე. მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ. სანამ მეხუთე ტალღა იქნება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. ​ინფექციონისტის შეფასებით, საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო მეოთხე ტალღისას. „სიცოცხლის ძალიან დიდი დანაკარგი გვქონდა და მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს. მედიცინა მუდმივ პროგრესშია, ჩნდება ახალ-ახალი მედიკამენტები, მთავრდება ზოგიერთი მედიკამენტის კლინიკური კვლევაც. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს,…

მეტი...

თენგიზ ცერცვაძე მთავრობას ადანაშაულებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მთავრობას სირბილეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის ჰუმანურია ადამიანების მიმართ. „ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ, არ არის შესაბამისად მკაცრი კონტროლი ამ რეგულაციების აღსრულებაზე და მთავრობა იჩენს სირბილეს, ჰუმანურობას ადამიანების მიმართ, თითქოს ისევ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ, სინამდვილეში ეს არ არის სწორი, უნდა იყოს მკაცრი აღსრულება, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან. ინფექციონისტის შეფასებით, თუ კონტროლი შესაბამისი იქნება, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდება. „უნდა იყოს მკაცრი აღსრულება და თუ ეს ასე იქნება, ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის შემთხვევების კლება იქნება შეუქცევადი. ვმუშაობთ, რომ საქართველოში უახლოეს დღეებში, შემოვიტანოთ ახალი მედიკამენტები, რომელიც…

მეტი...

„სისხლისგან იცლება და ხალხისგან იცლება საქართველო“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა

„ყველაფერი საქართველოში ნადგურდება, მასობრივად გაედინება ხალხი ყოველდღიურად, სისხლისგან იცლება და ხალხისგან იცლება საქართველო“ – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.     მისივე განცხადებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება ბოლო ზღვარია. ამის იქით მოთმენა შეუძლებელია. „ნადგურდება ჩვენი ისტორიული ფასეულობები, ჩვენი საეკლესიო ცხოვრების წესი, ჩვენი ბავშვების მომავალი და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და აუცილებლად ახლა, ეს არის ბოლო ზღვარი, როდესაც ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, ყველა უნდა ჩავერთოთ პროცესში. ამიტომ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე „ტრიუკი“, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერით, საქართველოდან…

მეტი...

“ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს, ყველამ შვებულება აიღოს და მასთან ერთად საქართველოსკენ დაირაზმონ. „პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში“ – ასეთია სააკაშვილის გზავნილი. მისი თქმით, საქართველოს გადასარჩენად პატრიოტული ვალი აქვს მოსახდელი. „ბევრი მეკითხება, თუ როგორია ჩემი გეგმები იმ ისტორიულ არჩევნებთან, რეფერნედუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს იმართება საქართველოში. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ გამოვიდა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან, მაგრამ ქართველი ხალხი,…

მეტი...

საქართველოს პარლამენტი მუშაობას ხვალ განაახლებს

საკანონმდებლო ორგანო, 7 სექტემბერს,  საშემოდგომო სესიის ფორმატში  გაიხსნება. დეპუტატები, სესიის ფარგლებში ისეთ სასწრაფო და აუცილებელ საკითხებს განიხილავენ, როგორიციაა საკონსტიტუციო ცვლილებები. საარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ დეპუტატები მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადადიან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, საკანონმდებლო ორგანო აქტიურ რეჟიმში არ იმუშავებს.  

მეტი...

“ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს და მის ბოტ პრემიერს” – მამუკა ხაზარაძე

​​ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო დღეს განახლდა.  მამუკა ხაზარაძის შეფასებით, სასამართლო პროცესების ჩანიშვნა ემსახურება წინა საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას. როგორც ხაზარაძე განმარტავს, პროცესებს მიზანმიმართულად ამთხვევენ ამ პერიოდს, მაგრამ მათი მცდელობა ფუჭია და მიზანს ვერ მიაღწევენ.  „პროკურატურა საკმაოდ დიდი ხანია სერიოზულ ჩიხშია შესული, არა მარტო ამ საქმეში, არამედ ზოგადად მთლიანად, იმიტომ რომ, ისინი არ ემსახურებიან კანონს, ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს და მის ბოტ პრემიერს. 2 წელია, რაც ჩვენ ვართ მონაწილე პოლიტიზირებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში, რომლის აფსურდულობა დაამტკიცა პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ექსპერტმა და ორგანიზაციამ.  იცით, რომ ყველა ჩვენი წინა საარჩევნო კამპანიის დროს იგეგმება…

მეტი...

“სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს” – ჯანდაცვის მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის უწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარს უჭერს. “ჩვენ სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს, რათა ეფექტურად შეძლონ მოქალაქეებმა გადაადგილება სწავლის დაწყების პროცესში. ხვალ ჩვენ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან ეფექტურ ღინისძიებებს, რაც შეიძლება გატარდეს ტრანსპორტში, რათა არ მოხდეს იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით,”- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატის თვალწინ თვითმკვლელობა სცადა

გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატთან პაემნის დროს თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას პენიტენციალური სამსახური ადასტურებს. “მსჯავრდებული ტ.დ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ს.ს.კ-ის 223-ე პრიმა მუხლის ( ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილება) საფუძველზე მოთავსდა.მიმდინარე წლის 6 სექტემბერს მსჯავრდებული ტ.დ. უფლებადამცველთან შეხვედრის მიზნით ხანმოკლე პაემნისთვის განკუთნვილ ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც მსჯავრდებულმა მუცლის არეში დაზიანება პლასტმასის საგნით მიიყენა. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი ამ დროს აღელვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტული მიზეზი მას არ დაუსახელებია. მსჯავრდებულს დაწესებულების მედპერსონალის მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე საჭიროდ ჩაითვალა თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.მომხდარს იუსტიციის სამინისტროს…

მეტი...

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, ინფორმაციას “ინტერპესნიუსი” ავრცელებს.  დაშავებულს ჭრილობა ქვედა კიდურში აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მეტი...

“კალაძემ ნარკოტესტი „ქართულ ოცნებაში“ ჩაატაროს – თავის თანაგუნდელებში ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს” – მამუკა ხაზარაძე

კალაძეს ვურჩევდი ეს ინიციატივა „ქართულ ოცნებაში“ ჩაეტარებინა, თავის თანაგუნდელებში, ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით, – ასე აფასებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მერობის კანდიდატებისთვის ნარკოტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კალაძის თანაგუნდელებში ნარკოტესტის გაკეთების გარდა სხვა ინიციატივის აზრს ვერ ხედავს და ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითის მიცემა მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს. „სხვა ინიციატივის აზრს ვერ ვხედავ, მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ ეს მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს, კარგია რომ მის თანაგუნდელებშიც მსგავსი ტესტი ჩატარდეს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის…

მეტი...

“საბჭოზე ექიმები უმცირესობაში ვართ, პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა!” – ამირან გამყრელიძე

“საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ, ვართ უმცირესობაში… გეთანხმებით, ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით, იმიტომ, რომ შარშან გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა”, – ასეთი განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, “პალიტანიუსის” ეთერში. “დღეს სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საჯილდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემით, იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. შარშან გაზაფხულზე ეს არ ყოფილა, იყო მეტი სოლიდარობა”, – ამბობს გამყრელიძე.

მეტი...

ოპოზიცია ამნისტიის შესახებ ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს

პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობა დასრულდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონმდებლები 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტს განიხილავდნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება, ვინაიდან მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეს პროექტი არ პასუხობს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პირველივე დღეებში მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, ისინიც კი ადასტურებდნენ, რომ ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამებოდა იმ მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც საფუძვლად დაედო შარლ მიშელის დოკუმენტს. ამიტომ, ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი მხარის არდაჭერა ამ პროექტის მიმართ აბსოლუტურად შესაბამისობაში არის შარლ მიშელის დოკუმენტთან,” – განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან…

მეტი...

111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. ექიმ ბაჩო ბჟალავას განცხადებით, პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, იყო საშუალო სიმძიმის, ჟანგბადდამოკიდებული. „ქალბატონმა დაამარცხა „კოვიდ-19“. შემოსვლისას მდგომარეობა იყო საყურადღებო, თუმცა პირნათლად შეასრულა ჩვენი ყველა მითითებული რეკომენდაცია. ჰქონდა რამდენიმე რთული დღე, რომელიც მშვიდობიანად გადალახა. ამ პერიოდში ქალბატონთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ყველა მითითება და რეკომენდაცია პირნათლად შეასრულა და ადეკვატური შედეგიც დაიდო. დარწმუნებული ვარ, იგივენაირად გააგრძელებს და ამბულატორიულ რეჟიმში ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციას სწორად შეასრულებს. ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ლეონილა გვაჯავას მკურნალმა ექიმმა.

მეტი...

“ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება” – კახა კალაძე

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „არჩევნები მაშინ გაიმართება, როდესაც ეს კონსტიტუციით და კანონით არის განსაზღვრული. ეს არის 2024 წელი. ახლა გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები და 2024 წელს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ

საქართველოში მყოფი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა და სამსახურის წამრმომადგენლებმა კონგრესმენებს ოკუპაციასთან დაკავშირებული არსებული ვითარება გააცნეს. „ამერიკელ კონგრესმენებს გავაცანით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოძისის საოკპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემო. აღნიშული ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საუბარი, ასევე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებს შეეხო. „ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის,…

მეტი...

დავით ნარმანიამ სტუ-ს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის პროგრამის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა. სიგელები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გასული სასწავლო წლის განმავლობაში მაქსიმალური ქულები დააგროვეს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამებში.  ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი ლენა შატაკიშვილი, სემეკის წევრები და აპარატის თანამშრომლები. „ენერგეტიკის სექტორისათვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა თაობის აღზრდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი არის სწორად ის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ცოდნა ენერგეტიკის შესახებ. სემეკსა და…

მეტი...

“კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არამხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს” – თამარ გაბუნია

კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არამხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას და რეგულაციების უგულებელყოფას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბრისას განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ახალი ტალღის ისეთი სისწრაფით გავრცელება როგორიც გასული მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა. “ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება და ამის ალტერნატივა არ არის. მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მცირე დარჩეს არავაქცინირებული ჯგუფი. ამასთანავე, მზაობა მიმდინარეობს…

მეტი...

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სასიცოცხლო რისკების შემცირებისთანავე აღდგება” – თამარ გაბუნია

სასიცოცხლო რისკების შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით შემოიღო. „ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომელიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად გავრცელებას. როცა ასეთი სასიცოცხლო რისკების წინაშე ვდგავართ, ეს არის უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნესსაჭიროებებთან შედარებით. როგორც კი რისკები შემცირდება და ამის მოლოდინი გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირება, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასვლისთვის სჭირდებათ სატრანსპორტო…

მეტი...

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. “გარკვეულ მედიასაშულებებში ვრცელდება თითქოსდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა და შესაბამისმა პერსონალმა ვაზიანში ერთ-ერთი კორპუსი დაცალეს. 31 აგვისტოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალ-მაიორი ტრეისი კინგი. ცხადია, ავღანეთში საერთაშორისო მისიის დასრულებას ავტომატურად…

მეტი...

28 აგვისტოდან დღემდე, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 14 მსჯავრდებულს დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან დღემდე გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 14 მსჯავრდებულს დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც ერთს მათგანს სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროება. „მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან დღემდე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდ-19 14 მსჯავრდებულს დაუდასტურდა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე არც ერთს მათგანს სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროება, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში არიან მოთავსებული და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. თოთხმეტივე მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად ჩაუტარდება ტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია მარნეულში მორიგმა წევრმა დატოვა. პროპორციული სიის მეხუთე ნომერმა და ამავე დროს, ქუთლიარი-ყულარის თემის მაჟორიტარმა, საფარ პირიევმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას მისი კანდიდატურის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. გასული ორი დღის განმავლობაში გახარიას პარტია ათეულობით წევრმა დატოვა.

მეტი...

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირების საკითხზე შეთანხმება შედგა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში  ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრისას შეთანხმება შედგა ორ საკითხზე, საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირების საკითხზე, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია.„ჩვენ უცვლელად მხარს დავუჭერთ პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას  მომდევნო ორი არჩევნებისთვის, ფრაქციის ფორმირება შვიდი წევრის ნაცვლად ოთხ დეპუტატს შეეხება. ამ ორ საკითხზე პოზიციები შეჯერებულია და მას ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს. გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე დისკუსია გაგრძელდება დღეს და ხვალ. დისკუსიის შედეგების მიხედვით პროექტში დარჩება პუნქტი ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი. ყველა პარტია თანხმდება,…

მეტი...

“სამწუხაროდ, აცრებზე ჯავშნების კლების ტენდენცია გაჩნდა” – ამირან გამყრელიძე

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების – თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. „ქვეყანაში „ფაიზერის“ 700 ათასი თავისუფალი დოზაა, ყოველდღე მოსახლეობას ვეუბნები – დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების. დღეში 24 ათასი აცრა გვაქვს საშუალოდ და ეს კარგია, მაგრამ მინდა, რომ სექტემბერში იყოს 30 ათასი აცრა დღეში იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერი ჩვენთვის არის კრიტიკული. თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს

სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის გაშუქების დროს, რადიკალურმა ჯგუფებმა მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. “5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ორი თვე გავიდა, თუმცა საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ…

მეტი...

“აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად” – კახა კალაძემ ნარკოტესტზე ანალიზები ჩააბარა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. კალაძეს თქმით, მან ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის გააკეთა. კალაძემ მოუწოდა მერობის ყველა კანდიდატს, რომ ნარკოტესტი ჩააბარონ. „ანალიზები ჩავაბარე. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, გააკეთოს ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინონ შედეგები. მინდა, მივმართო ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, მათ აქვთ უფლება, მონაცემები გაასაჯაროონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ. კალაძის მოთხოვნით, მას სტანდარტული, ხუთკომპონენტიანი…

მეტი...

„ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია – გაგასაუბროთ მათ ოჯახებთან? ვინ მოუკლა მათ შვილები?“ – დავით ქაცარავა ირაკლი ღარიბაშვილს

„ირაკლი ღარიბაშვილი: დიახაც, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არც ომი მომხდარა, არც კონფლიქტი და არც დაპირისპირება,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა წერს. „ირაკლი ღარიბაშვილი: დიახაც, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არც ომი მომხდარა, არც კონფლიქტი და არც დაპირისპირება ე.ი. არც ომი მომხდარა, არც კონფლიქტი და არც დაპირისპირება? მე არ მეზარება, ისედაც ყოველდღე ოკუპაციის ხაზთან ვართ, გაგიძღვებით კონფლიქტურ ზონაში და გაჩვენებთ, რამდენი ტერიტორია დაიკარგა თქვენი მთავრობის “არგაღიზიანების” პოლიტიკის შედეგად, ისე ჩუმად და შეუმჩნევლად გადაეცით რუსებს ათასობით ჰექტარი მიწა-წყალი, ის ტერიტორია, რომელიც 2008 წლის ომის…

მეტი...

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში მკურნალობას 84 პაციენტი აგრძელებს

ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, სტაციონარში ამ ეტაპზე მკურნალობას 84 პაციენტი აგრძელებს. ჩიქოვანმა ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა. “დღეს დილით სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 84 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში გაეწერა 8 პაციენტი, დარეფერალდა ერთი. მეტწილად პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა გვყავს მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტებიც. მოიხმარენ მეტწილად ჟანგბადს და უჟანგბადო პაციენტებიც გვყავს,” – განაცხადა ჩიქოვანმა.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 6,94 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,19 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,19 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,94 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,15 პროცენტი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 120 პირს დაუდასტურდა, 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი, გარდაიცვალა. გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 210 შემთხვევა გამოვლინდა, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდი მკურნალობას ციციშვილის კლინიკაში გადიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

მეტი...

AstraZeneca-ს კოვიდვაქცინის ტექნოლოგიამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტულ ვაქცინაში

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის ავტორები ამავე ტექნოლოგიის გამოყენებით კიბოს სამკურნალო ვაქცინის შექმნას ცდილობენ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები იმედისმომცემია. ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტისა და ლუდვიგის კიბოს კვლევების ინსტიტუტის მკვლევრებმა, COVID-19-ის ვაქცინის ტექნოლოგიის გამოყენებით, კიბოს სამკურნალო ორდოზიანი ვაქცინა შექმნეს. ამის შესახებ მეცნიერები Journal for ImmunoTherapy of Cancer-ში გამოქვეყნებულ კვლევაში იუწყებიან. ამ ვაქცინის ადამიანებზე ცდების დაწყება წელსვე იგეგმება, რადგან თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა სიმსივნის ზომაში შემცირება და გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესება აჩვენა. ვაქცინების კვლევები პანდემიის გარიჟრაჟზე საკმაოდ დაწინაურდა, რადგან მეცნიერები და მთავრობები იმაზე სწრაფად მუშაობდნენ, ვიდრე ოდესმე; გარდა ამისა, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის კვლევებს ძალიან დიდი რესურსები…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 415, იმერეთში – 175, აჭარაში – 147

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 415, იმერეთში – 175, აჭარაში – 147, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 309 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 565 957-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.94%, ბოლო 14…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 867-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 120 პირს, 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 905 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 149 ტესტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 565 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 519 673 გამოჯანმრთელდა, 7 867 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია 1 326 033 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 298. გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 210 შემთხვევა გამოვლინდა, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“მობეზრებული სერიალის ახალი სერიასავით არის” – მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე

მობეზრებული სერიალის ახალი სერიასავით არის, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისათვის განცხადების გაკეთების დაანონსებას. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ყურადღებას არ იმსახურებს. “არ ვიცი, რამდენად ღირს ამის სერიოზული კომენტირება. ერთს ვიტყვი – მობეზრებული სერიალის ერთ- ერთი ახალი სერიასავით არის ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას, არ იმსახურებს”, – განაცხადა სარჯველაძემ. ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკვშირებით განცხადებას დღეს, 6 სექტემბერს გააკეთებს. ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა.

მეტი...

პარლამენტი საშემოდგომო სესიას ხვალ დაიწყებს

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიას 7 სექტემბერს დაიწყებს. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ძირითადი აქცენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ამნისტიის კანონპროექტზე და პანდემიის დროს დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისგან გათავისუფლებაზე გაკეთდება. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი მუშაობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს, ამიტომ 7 და 8 სექტემბერს პლენარული სხდომები გაიმართება, რის შემდეგაც საკანონმდებლო საქმიანობა დროებით შეჩერდება. სექტემბერში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსმენა იგეგმებოდა, რაც გადაიდება და საკანონმდებლო ორგანო მინისტრებს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოუსმენს.

მეტი...