სასწრაფოს მანქანა, რომელსაც კოვიდინფიცირებული პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა, ამოტრიალდა

ქეთევან წამებულის გამზირზე, „300 არაგველის“ მეტროსთან ავარია მოხდა. სასწრაფო დამხარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ამოტრიალდა. სავარაუდოდ, დაშავებულია 2 ადამიანი, მათ შორის, პაციენტი. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მეტი...

თბილისი-ვენის რეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური შეფერხება შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა

საქართველოს ავიახაზების თბილისი-ვენის რეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა. არსებული ინფორმაციით, არ დაიხურა თვითმფრინავის შასი. უსაფრთხოდ დასაჯდომად, გარკვეული ხნის განმავლობა თვითმფრინავი აეროპორტის თავზე დაფრინავდა. ტექნიკური შეფერხების მიუხედავად, ბორტზე მჯდარ არც ერთ მგზავრს პრობლემა არ შექმნია. მომხდარის შესახებ ოფიციალურ კომენტარს ავიაკომპანია ცოტა ხანში გააკეთებს.

მეტი...

“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს სააკაშვილი, გავერთობი ძალიან კარგად” – ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობი ძალიან კარგად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს, რომ „ორშაბათს გააკეთებს განცხადებას საკუთარ გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“. „მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ ციხეში, სხვათა შორის, გარემონტებულ ციხეში. აი, ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ. კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს. ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა…

მეტი...

“ხაზარაძე არის სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორი” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში მერობის კანდიდატი წარადგინა.  პრემიერის განცხადებით, “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორია და ბიზნეს დატერორების დავალებების უბადლო შემსრულებელი. “ხაზარაძე მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ არის სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორი. კაცი, რომელიც წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის ბიზნეს დატერორების დავალებების უბადლო, ხარისხიანი შემსრულებელი. ახლა შედარებისთვის, მოსახლეობას რომ ავუხსნათ ვინ არის ხაზარაძე კიდევ ერთხელ. მევახშე კაცი, რომელმაც მიიღო 3%. მას რომ 3%-ად გაეცა სესხები და კრედიტები, დიდი ალბათობით ჰქონდა შანსი, რომ 3-ჯერ 3% აეღო, ანუ 9%, ან მინიმუმ 3-ჯერ 10%, შეიძლება მაქსიმუმ 30% აეღო. მეორე, შედარებისთვის მოსახლეობას…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები საქართველოში ჩამოიტანა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ამ სიუჟეტებით ცდილობთ, მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში. ამ დროს მოსახლეობა ძალიან კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, თეთრს და შავს. ყველაფერი ფაბრიკაცია და სიცრუეა, რაღაც აბსურდული ვერსია გაქვთ შემუშავებული. ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები, სამი მილიარდი დოლარი ჩამოიტანა საქართველოში და 20 წელის ეს კაცი ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ხარჯავს, ეხმარება, აძლიერებს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა რუსეთის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში 2008 წელს. „ომის შემდეგ გამყიდველმა და მოძალადე სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს. ეს არის რეალური განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალასა და თქვენს…

მეტი...

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები შემცირებულია, ქვეყანაში ეპიდვითარება ჯერ კიდევ რთული რჩება. დღეს მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ, 1500-ზე მეტია, ხოლო ხელოვნური ვენტილაცია 400-ზე მეტ პაციენტს ესაჭიროება. თუმცა, ამ ფონზე ამირან გამყრელიძის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პირბადის ტარების ნიშნული ქვეყანაში არის შემცირებული და 43%-მდეა ჩამოსული. “ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება – პირბადე, რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს – პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. იმიტომ, რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად…

მეტი...

„3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქვეყანაში არის მილიონი დოზა „ფაიზერი“, დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმის“ და 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ“ – აცხადებს პრმიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა პანდემიაა, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. „კარგად გვესმის, რომ გამოწვევები სახეზეა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ეპიდემია. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენ ლოკალური შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ, დავამშვიდოთ და ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ტენდენციას, რომელიც გამოიკვეთა და ნიშნები უკვე ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ. რა…

მეტი...

74 გარდაცვლილი და 2 210 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 210 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 74 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 5 587 პაციენტი. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 42 237-ია. გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 22 733 ადამიანი აიცრა.

მეტი...

კარლ ჰარცელი დე ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთს მოუწოდებს, „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტი გაიხსნას

ელჩი კარლ ჰარცელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „დღეს გავიდა ორი წელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან. ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ხდებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი…

მეტი...

ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა, დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ცესკოს ცნობით, ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს. ეთიკის კოდექსს ხელს ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მოაწერენ.

მეტი...

“პარტიული ტელევიზიები აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას, საქმე ეხება 2011 წლამდე პერიოდს” – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “TV იმედის” გადაცემა “ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა, რომ პარტიული ტელევიზიები აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას – საქმე ეხება 2011 წლამდე პერიოდს. “როგორც ჩანს აქვთ განზრახვა, რომ როდესაც შეუტევენ ყოფილ თავმჯდომარეს, ამით “ქართული ოცნების” დისკრედიტაციას მოახდენენ. ანონსი ვნახე, აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას და სინამდვილეში აქ საქმე ეხება მაქსიმუმ 2011 წლამდე ჩანაწერებს, რადგან ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის გიგა ჩრდილელი, ეს არის ის ადამიანი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა პირველი წერილში მან გაშიფრა გიგა ჩრდილელი როგორც ვანო მერაბიშვილის აგენტი, ის იყო შეგზავნილი “ქართუში” და ასეთი ადამიანის აუდიო ჩანაწერები აქვთ ახლა გამოტანილი.…

მეტი...

კერძო კლინიკებში განთავსებული სატელეფონო ჯიხურების საშუალებით პატიმრები ოჯახის წევრებს შეუფერხებლად დაუკავშირდებიან

დღეიდან თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკასა და ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ყველა მსჯავრდებულს უკვე პირადად შეუძლია, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი ოჯახის წევრებს მიაწოდოს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივა უკვე შეუფერხებლად ხორციელდება და მსჯავრდებულებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეუძლიათ, ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნონ. ამ ეტაპზე თბილისის სამოქალაქო კლინიკაში ხუთი სატელეფონო ჯიხური ფუნქციონირებს, ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინო სივრცეში კი – ოთხი. პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.

მეტი...