ნიკა მელია და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლები შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად 10:45 საათზე მივლენ. ცნობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ, საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს. მისი განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, „არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ“, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

მეტი...

შსს-მ განმუხურში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1966 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს – 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის…

მეტი...

კახი კალაძე გიორგი გახარიასთან დღეს გამართულ შეხვედრას ადასტურებს

თბილისის მერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ დღეს ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. კალაძის თქმით, შეხვედრა გახარიას ინიციატივით შედგა. “შეხვედრა იყო, რამოდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. თბილისის მერიაში შედგა ეს შეხვედრა. ისეთი არაფერი მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელეეთერით არ გამეგო,” – განაცხადა კახი კალაძემ. მისივე თქმით, ორ ოქტომბერს ამომრჩეველი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. კალაძე დარწმუნებულია, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

მეტი...