ვაშინგტონი ოფიციალურ კიევს 60 მილიონი ევროთი დაეხმარება

თეთრ სახლში ბაიდენი-ზელენსკის პირველი შეხვედრა შედგა. მოლაპარაკება პროტოკოლით გათვალისწინებულ დროზე მეტ ხანს გაგრძელდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ ვაშინგტონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალურ კიევს 60 მილიონი ევროთი დაეხმარება და განაგრძობს ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას. დაანონსდა ბაიდენის ვიზიტი კიევშიც. შეხვედრის შედეგები ასეთია : უკრაინა უსაფრთხოების სფეროში 60 მილიონ დოლარს მიიღებს, ტანკსაწინააღმდეგო “ჯაველინებთან” ერთად. ასევე თავდასაცავად საჭირო სხვა ლეტალურ თუ არალეტალურ საშუალებებს – ეს ყველაფერი რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად და ნატოსთან დასაახლოებლად. თუმცა რა ფორმებითაა მზად აშშ აღმოსავლელ პარტნიორს ჩრდილოატლანტიკურ გზაზე დაუჭიროს მხარი – ეს დახურულ კარს მიღმა დარჩა. ისევე როგორც ის შენიშვნები, რომელიც ვაშინგტონს კიევთან კორუფციისა და ოლიგარქიის მიმართულებით აუცილებლად…

მეტი...

მცენარეულ ზეთზე ფასები ისევ გაიზარდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის – რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქარის, ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – აგვისტოში 3.1%-ით გაიზარდა და 127.4 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, 2020 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 32.9%-ით აღემატება. 9.6%-ითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, შაქრის კულტურების დაზიანებამ. შაქრის ფასის მომატების ნაწილობრივი კომპენსაცია ინდოეთში და ევროპაში კარგი მოსავლის მოლოდინის, ნავთობისა და ბრაზილიური ვალუტის, რეალის, გაიაფების ხარჯზე მოხერხდა. აგვისტოში, მცენარეულ…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა. კლინიკა “ბომონდის” ახალშობილთა  რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ბარათაშვილის თქმით, 15 დღის ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან,  ორივე ახალშობილი კოვიდინფიცირებულია და მათ პნევმონია აქვთ. მისივე თქმით, მდგომარეობას ახალშობილთა დღენაკლულობაც ართულებს. “ახალშობილები დედისგან დაინფიცირდნენ 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ.   შვიდთვიანებიც არ არიან. დაბადებისთანავე  აპარატზე გადავიდნენ.  ორივე კოვიდ დადებითია და რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ.  კოვიდური პნევმონია აქვთ.  15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან.  კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, პარამეტრების შემცირებასაც ვერ ვახერხებთ, დღენაკლულობა ამძიმებს.  მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნევმონიით. ყველა ზომა მიღებულია და ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. დედიდან დაინფიცირდნენ, ახალი შტამი ბავშვებზეც  გადადის. რადგან დედის მდგომარეობა მძიმე იყო,  საკეისრო ჩარევა ამიტომ დაჭირდა” – განაცხადა…

მეტი...

“გახარია დებატებში იწვევს მელიას და კალაძეს, ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ?”– ანა დოლიძე

თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას გამოწვევას ეხმაურება, რომელმაც დებატებში ნიკა მელია და კახა კალაძე გამოიწვია. „გახარია დებატებში იწვევს მელიას და კალაძეს. და ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ? ქართულ ჯიგრულ პონტში. რა სამარცხვინოა. ალბათ რამე საჭმელი უნდა გავუკეთო“, – დაწერა დოლიძემ სოციალურ ქსელში.

მეტი...

“რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს და უკრაინის ევროატლანტიკურ განწყობებზე ვაშინგტონში საკმარისად კარგად რეაგირებენ. „ეს ჩვენთვის პოტენციურად ძალიან სახიფათოა, რადგან ნატო ამგვარად გააგრძელებს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის შემოყვანას ჩვენს საზღვრებთან. ეს არის საკითხი, რომელიც გამოიწვევს გარკვეული სახის კონტრზომების გატარებას, რათა მოხდეს სიტუაციის ბალანსირება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების 100 პროცენტით უზრუნველყოფა”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. დიმიტრი პესკოვის თქმით, ზელენსკის ანტირუსული რიტორიკა ამტკიცებს, რომ უკრაინა-აშშ-ის…

მეტი...

განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარს გაუგებარ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს.  “ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები. სიძულვილის ენის, ძალადობის, შეურაცხყოფის გარეშე, დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში. ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები. აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სირთულე. რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ…

მეტი...

შს მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში მოხდება ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა. გარდა ამისა, მემორანდუმი ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება. მემორანდუმის მიზანი არის კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების უსაფრთხოების მაქსიმალური…

მეტი...

გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კონკურენტებს – კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, მზადაა კალაძესა და მელიასთან ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის. „დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!“ – აცხადებს გიორგი გახარია.

მეტი...

“დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევზე ხელმოწერა არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან” – კარლ ჰარცელი

დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევზე ხელმოწერა არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით განაცხადა. ჰარცელის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. „მოგეხსენებათ, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის მედიაციით შედგა. მან დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად, პარლამენტის 150 არჩეული…

მეტი...

კორონავირუსით 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა

თბილისში, ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა. 47 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა. „ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს , ის ქუთაისიდან გადმოიყვანეს ბოკერიას კლინიკაში. მართვით სუნთქვაზე იყო. გუშინ ღამით გარდაიცვალა“,- აღნიშნავენ კლინიკაში.

მეტი...

თქვა თუ არა საქართველომ AstraZeneka-ს ნაჩუქარ ვაქცინებზე უარი – ღარიბაშვილი ბრალდებას პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ არის საინტერესო და პრობლემური საკითხი საქართველოს მხრიდან AstraZeneka-ს ნაჩუქარ ვაქცინებზე უარის თქმა. ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც “ევროპული საქართველოს” დეპუტატის, გიორგი კანდელაკის გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა. “რატომ არის ეგ საინტერესო და რატომ არის ეგ პრობლემური. საქართველომ და ჩვენ შემოვიტანეთ საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინები გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით “პფაიზერი” მილიონი დოზა გვაქვს კიდევ, “სინოვაკი”, რომელიც “სინოფარმის” – სინოფარმი 1 მლნ მაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ, 2 მლნ “პფაიზერზე”. “ასტრაზენეკა” შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც მეუბნებიან ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები, ნაკლებად პრიორიტეტული იყო… ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები…

მეტი...

გამორიცხულია, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდება – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდეს, განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.  პრემიერმა “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ, ფარსი და ტყუილი უწოდა.  “გამორიცხულია, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდება. ეს ხელმოწერა “ნაცმოძრაობის” მხრიდან არის ფარსი და ტყუილი. ეს შეურაცხყოფაა ჩვენი პარტნიორების. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდიოდა, იყო ვაჭრობა, ბაზარში რომ არის ხოლმე ისეთი. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთეთ. ხელშეკრულება ვალიდური მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუკი ორივე მხარე მოაწერდა მას ხელს, თუმცა…

მეტი...

“არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე – ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ!” – ბათუმელი ექიმი ჯანდაცვის სამინისტროს

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი სოფო ბერიძე, ჯანდაცვის სამინისტოს, ქუდზე ექიმის გამოძახებას თხოვს. სოფო კოლეგებსაც მიმართავს. აი, რას წერს ის თავის ფეისბუქპოსტში. სოფო ბერიძე: – დღეს გადამწყვეტია – დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, პრეჰოსპიტალური მართვა!დამძიმების და კრიტიკულ განყოფილებაში მოხვედრის შემდეგ, რა სტატისტიკაც გვაქვს, ყველა ვხედავთ…. ჯერ საყოველთაო მობილიზებისკენ არ მოუწოდებიათ – ეს ნიშნავს, რომ გვაკმაყოფილებს კადრების რაოდენობაც და მართვის სქემაც… გვაკმაყოფილებს? არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე – ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ! – ქუდზე ექიმი გამოიძახეთ… – ექიმი და არა დიპლომი. ძვირფასო ოჯახის, ონლაინ, კოვიდექიმებო – რაც არ უნდა…

მეტი...

“მიგვაჩნდა, რომ მიშელის დოკუმენტი ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანდა, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იგივე რჩება” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია იგივეა, რაც იყო. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ეს დოკუმენტი ვერ გამოიყვანდა ქვეყანას კრიზისიდან. „ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტია, როდის, რომელ დოკუმენტს შეუერთდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგის ეშინია. „ჩემი აზრით, შეცდომაა, როცა ყურადღების გადატანა ხდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა თუ არა ხელი ან რომელიმე პარტიამ. ამდენი თვის შემდეგ ფოკუსი უნდა იყოს არჩევნებზე მშვიდობიანი ძალის დემონსტრირებაზე. ანულირება ნიშნავს, შემდეგს –  მათ სურთ დემონსტრირება, რომ არ აპირებენ ძალაუფლების დათმობას. ეს სჭირდებათ, რადგან ეშინიათ რეფერენდუმის შედეგის, რომელიც არსებობს იმის მიუხედავად, ვინ რას მოაწერა ხელი, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე…

მეტი...

“ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე, აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიიდან გამეგო, დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე” – კახა კალაძე გახარიასთან შეხვედრაზე​

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ თავად დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. კალაძის თქმით, გახარიასთან შეხვედრა ერთხელ, გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მერიაში შედგა. “რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ადამიანურად თავს მივეცი უფლება, ამდენი ხანია ერთად ვიყავით. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, რომ მერიაში ვიყავი და მოვიდა მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ის იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიიდან გამეგო. თავად გადაწყვიტა,…

მეტი...

“თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, ეს არ არის მართალი” – კახა კალაძე

თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, ეს არ არის მართალი, – ამის შესახებ თბილისის მერმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარების მეორე ტრანშზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სესხსა და დახმარებას შორის მნიშნველოვანი განსხვავება არსებობს. შესაბამისად საუბარი, რომ ხელისუფლებამ დახმარებაზე უარი თქვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ,,ეს არ არის დახმარება, საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ეს არის სესხი. რა სხვაობაა დახმარებასა და სესხს შორის? გაქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაშ., თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი. საუბარია სესხზე და განსხვავებაა სესხსა და დახმარებას…

მეტი...

„სირტაკის“ მუსიკის ავტორი, ცნობილი ბერძენი კომპოზიტორი გარდაიცვალა

ბერძენი კომპოზიტორი, მიკის თეოდორაკისი გარდაიცვალა. ის 96 წლის იყო. ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს. თეოდორაკისს შეუქმნია სიმფონიები, ოპერები და საბალეტო მუსიკა, ასევე ვოკალური ნაშარმოებები. მან მსოფლიო აღიარება ფილმის „ბერძენი ზორბას“ გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. ის იყო ცეკვა „სირტაკის“ მუსიკის ავტორი.

მეტი...

ბათუმში სკოლის ეზოში მარიხუანა დარგეს

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში რამდენიმე ძირი მარიხუანაა დარგული. ნარგავის ძირში სპეციალურად, ხის პატარა ჯოხებიც არის ჩამაგრებული და მიწა დამუშავებულია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია საგამოებო მოქმედებები, სკოლაში უკვე იმყოფებიან სამართალდამცველები, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია როგორ აღმოჩნდა მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება სკოლის ეზოში. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

მეტი...

“მე მოვალ და მოგიყვებით ადამიანებზე და მათ შურზე ბოღმიან და დამპალ თვალებზე” – თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე

ახალგაზრდა, რომელმაც სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა, 18 წლის თორნიკე ჭილაშვილია. ჭილაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე, მრავალპროფილური კოლეჯის სტუდენტია. გარდაცვალებამდე ,ცოტა ხნით ადრე, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „ზუსტად გამთენიისას მზის პირველი სხივი რომ გამოანათებს მოვალ, მე მოვალ და მოგიყვებით ადამიანებზე და მათ შურზე ბოღმიან და დამპალ თვალებზე. გულის ტკივილზე მოგიყვებით, ეს ამბავი გრძელი იქნება, როგორც უკიდეგანო ზღვა, ლამაზი იქნება, როგორც ალიონი, როგორც თეთრი აიზბერგი მტკიცე და გაყინული. მოგიყვებით იმ უგულო ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ ზიანის მოყენებას, მოგიყვებით სულის ტკივილზე რომელიც გაუსაძლისი იყო, როგორიც კუპრგადასხმული მდგმოიარე კაცი სიცხეში. მოგიყვებით მათზეც ვისაც ეგონა, რომ ყოველთვის მართალი იყო და შეეძლო ყველანაირად…

მეტი...

თბილისში ვაქცინაციის მოძრავი 6 პუნქტი დაემატა

თბილისში დღეიდან ვაქცინაციის მოძრავი 9 პუნქტი იქნება. ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის მოედნის გარდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იქნება: საბურთალო – სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ); გლდანი – სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს); სამგორი – ისთ ფოინთი – (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი); სამგორი – (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); ავჭალა – (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან); მუხიანი – (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5).

მეტი...

დელტა შტამით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

დელტა შტამმა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვლილთა ასაკი გააახალგაზრდავა.  35 წლის ქალი გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე ფორმით შეიყვანეს, პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, ამ მძიმე ფონზე კი გულის ინფარქტი განუვითარდა.  ექიმების ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მეტი...

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ ერთობლივ მიმართვას, რომლის ადრესატებიც არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. პარტიების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის ძალიან დიდი განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის წინდაუხედავი უარის თქმა იმ მაკროდაფინანსებაზე, რომელიც ქვეყანაში სასამართლოს რეფორმის იმპლემენტაციას უნდა მოხმარებოდა. „მიგვაჩნია, რომ მომხდარი საქართველოს მომავლისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს სრულიად წინააღმდეგობრივი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთერთია იმ მოვლენათა კასკადიდან, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროატლანტიკური სვლისთვის ხელის შეშლას…

მეტი...

“ვინ სად დააყენებს კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება – არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა” – ირაკლი ღარიბაშვილი გახარიაზე

მე გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტებები შეხვედრის თაობაზე, ისაუბრეს კახა კალაძემ და პარტიის ხელმძღვანელებმა. „კითხვა, ვფიქრობ, აღარ არსებობს, არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა, ყველას საქციელს გაეცემა პასუხი 2 ოქტომბერს. შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში გარდაცვლილ 20 წლის ქალს თანდაყოლილი დაავადეება ჰქონდა. ის კლინიკა “მედცენტრში” სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ 31 აგვისტოს, საცხოვრებელი სახლიდან მიიყვანა. კლინიკის ინფორმაციით 20 წლის ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა უფიქსირდებოდა. ანამნეზში აღენიშნებოდა: ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. აჭარის ა/რ ჯანადაცვის სამინისტროში რადიო თვაისულებას განუმარტეს, რომ პაციენტს სხვა თანდაყოლილი დაავადებებიც ჰქონდა და პერიოდულად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობდა, ჰქონდა ანემია და წონის დეფიციტი. კლინიკაში შესვლისთანავე პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. კლინიკის ცნობითვე, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. 20 წლის ქალი 1 სექტემბერს დილით გარდაიცვალა. გასული დღე- ღამის განმავლობაში აჭარაში 12…

მეტი...

“არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო” – ნიკა მელია მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ

შარლ მიშელის შეთანხმებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ცოტა ხნის წინ დატოვეს. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სახელმწიფო რისკების შეფასების შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება – თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ მათთვის დოკუმენტში კვლავ მიუღებელია გარკვეული დებულებები.  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საგარეო კურსი იცვლება. “ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დღეს მეასე და მეორასე ხარისხოვანია. არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, არის მომენტი,…

მეტი...

“ვარექ სი მართალ კოჩი, გახარია” – ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუას შეფასებით, გიორგი გახარიას ერთადერთი ამოცანა და დაკვეთაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელი შეუწყოს, რათა კახა კალაძემ ქულები დაკარგოს. “ეს არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დედაქალაქში არანაირი თეორიული შანსიც არ გააჩნია, რომ გაიმარჯვოს და უფრო მეტიც, მეორე ტურში გადავიდეს. მისი ერთადერთი ამოცანა და დაკვეთაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელი შეუწყოს იმაში, რომ კახა კალაძემ ქულები დაკარგოს. ეს არ გამოუვა. ვარექ სი მართალ კოჩი, გახარია! ეს არაფერში წერია. მას მეგრული არ ესმის, მაგრამ უთარგმნიან და ყველა ეტყვის, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი…

მეტი...

“ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა შეიცვლებიან? – ეს იგივეა ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი” – ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა – ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალია შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები? ეს იგივეა ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ პირველი იყო, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, ვალდებულებების შესრულება დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კი არანაირი პროგრესი არ ყოფილა. „საარჩევნო კამპანიისას მე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ყოფილ ხელისუფლებაზე საუბარს, რადგან კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს თავს…

მეტი...

“მათი სიტყვები მეტად სანდო იქნება თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანენ” – კელი დეგნანი ლავროვის განცხადებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრემლის ასეთი გზავნილები ქართულ მხარეს ადრეც ბევრჯერ მოუსმენია. დეგნანის შეფასებით, ლავროვის სიტყვები უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ ამ განცხადებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლა და ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების შეწყვეტა მოჰყვებოდა. “კრემლის ასეთი გზავნილები ქართველებს არაერთხელ მოუსმენიათ. მათი სიტყვები მეტად სანდო იქნება თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანენ, უარს იტყვიან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე. ასევე შეასრულებენ 2008 წელს ნაკისრ ვალდებულებებს. მე მათ მიერ წინ გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ მინახავს,”…

მეტი...

საქართველოში 15%-ს მიუახლოვდა სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 1 სექტემბერს აიცრა 23 916 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 235 386 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 813 601 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 28.5%. სრულად ვაქცინირებულია 421 785 – მოზრდილი მოსახლეობის 14.8%. ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს “ფაიზერის”, “სინოფარმის”, “სინოვაკისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებით. ამასთან, 27 აგვისტოდან, ახალი პარტიის მიღებამდე შეჩერდა “სინოფარმის” პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. მეორე დოზით ვაქცინაცია გრძელდება.

მეტი...

ჯანმო განმარტავს, ვის შეიძლება დასჭირდეს კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერი

„ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებულ, ჯანმრთელ ადამიანებში ბუსტერი დოზების ფართო გამოყენებას არ განვიხილავთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერი დოზა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო, როდესაც მძიმე დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ იმუნიტეტის შემცირების მტკიცებულება არსებობს. მაგალითად, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელთა რეაქცია საწყის დოზებზე საკმარისი არ იყო, ან უკვე აღარ წარმოექმნებათ ანტისხეულები. თუმცა, ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებულ, ჯანმრთელ ადამიანებში ბუსტერი დოზების ფართო გამოყენებას არ განვიხილავთ“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 206, იმერეთში – 453, აჭარაში – 295

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 206, იმერეთში – 453, აჭარაში – 295, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 556 909-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 502 534. ბოლო 24 საათში…

მეტი...

“მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ღონისძიებას დავსწრებოდი და გამეხსნა ოფიციალურად” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში „ამერიკული კულტურის ცენტრის“ გახსნა ამერიკელი და ქართველი ხალხის დაახლოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ცენტრის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე სასტუმრო „რედისონში“ კელი დეგნანმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა არის ახალი შესაძლებლობა, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პარტნიორობა მეტად გამყარდეს. „მართლაც ფანტასტიკური ღონისძიება და ფანტასტიკური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული კულტურული ცენტრის გახსნას, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკელ და ქართველ ხალხს უფრო დააახლოებს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, რაც ძალიან კარგია. ეს არის ახალი შესაძლებლობა, უფრო გავამყაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში არსებობს. ჩვენ, აშშ-ის საელჩო, მხარს…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 563-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 212 პირს დაუდასტურდა, 5 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 017 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 81 პაციენტი. გუშინ, პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“აშშ მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი აგრესიისთვის პასუხი აგოს” – ერთობლივი განცხადება

ჩვენ ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, კვლავ აიღოს ვალდებულება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ჭეშმარიტად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ ნათქვამია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-სა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. „რუსეთის აგრესიამ, მათ შორის ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის დაპყრობამ, 14 000-ზე მეტი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა გლობალურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო ძალისხმევისთვის,…

მეტი...

შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წევრები გიორგი ხოჯევანიშვილს ტყუილში ამხელენ

შიდა ქართლის ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრები სიცრუეს უწეოდებენ პარტია ,,საქართველოსთვის’’ ლიდერის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომ ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება მის სახელს უკავშირდება. ხოჯევანიშვილი ერთ-ერთ ეთერში პროექტების ჩამოთვლის დროს ახსენებს ატენის გზის, სამეფო ქუჩისა და ახალ ბაღის რეაბილიტაციას, ცხოველთა თავშესაფრისა და მონიტორინგის პროგრამას და სპორტის სასახლის აშენებას. კახა სამხარაძე ვინც ხოჯევანისშვილამდე იკავებდა შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს, ტყულებს ფაქტებს უპირისპირებს, მისი განმარტებით – ატენისა და ახალ ბაღის განვითარების იდეა, ჯერ კიდევ 2018 წლამდე არსებობდა, რომლის წინა საპროექტო კვლევის განხორციელება იმავე წელს დაიწყო. ამ პერიოდში, გიორგი ხოჯევანიშვილი გორის გუბერნატორი არ ყოფილა. კახა სამხარაძისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს ხოჯევანიშვილი ასე ურცხვად საზოგადოების მოტყუებას. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულურის…

მეტი...