“სასწრაფოდ გაუქმდეს საქალაქო ტრანსპორტზე მოძრაობის აკრძალვა” – შალვა ნათელაშვილი

“რეჟიმის მიერ, პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაიზარდა სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში” – საგანგებო განცხადება “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა და საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდა, გააუქმოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა. როგორც ნათელაშვილი ამბობს, ტაქსებსა და “პატარა ავტომობილებში გაცილებით დიდია დაინფიცირების რისკი, ვიდრე ავტობუსებსა და მეტროში. გარდა ამისა, შალვა ნათელაშვილის თქმით, უტრანსპორტობის გამო, მოსახლეობას ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლა უჭირთ.  შალვა ნათელაშვილი კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, გახდნენ თანამოსარჩლეები იმ სარჩელისა, რომელითაც “ლეიბორისტებმა” საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს.

მეტი...

“გამოაქვეყნონ ზუსტი ინფორმაცია, ვინ სად მკურნალობს, ვის აქვს სიცხე” – გოგო წულაია პატიმრების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციიის გამოქვეყნებას ითხოვს

პარტია “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი ციხეებში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. გოგი წულაიამ განცხადება ქუთაისის ციხესთან გააკეთა. წულაია ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს, რათა მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრები გათავისუფლდნენ და ციხეებში მდგომარეობა შემსუბუქდეს. “ყველა მშობელს მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, ვინ სად არის, ვინ სად მკურნალობს, ვის აქვს სიცხე, ვინ არის მძიმე მდგომარეობაში და ვინ არა, ვინ სადაა გადაყვანილი და გამოაქვეყნონ ზუსტი ინფორმაცია. მეორე რიგში, დაიწყონ უდოს (ვადამდელი გათავისუფლების) შეხება ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ეხება და ვისზეც ალბათობა დიდია, რომ ციხის დატოვების შემდეგ არ ჩაიდენს განმეორებით დანაშაულს,”- განაცხადა გოგი წულაიამ. 

მეტი...

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს ბავშთა ფონდი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და საჭირო ზომების მიღებით შექმნან უსაფრთხო გარემო. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვასა და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამას გარდა,  უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის „კოვიდ-19“-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ, ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის,…

მეტი...

“აშშ-ის მიერ ქაბულში დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ოჯახის 9 წევრი დაიღუპა”- CNN

აშშ-ის მიერ ქაბულში დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ოჯახის ცხრა წევრი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის 6 ბავშვია. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა გუშინ თავდაცვითი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რომლის სამიზნე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითთმკვლელი ტერორისტის ავტომობილი იყო, რომელიც ქაბულის აეროპორტს საფრთხეს უქმნიდა. ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რის გამოც თავდასხმას ძლიერი აფეთქებები და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

მეტი...

“ხატია დეკანოიძის შვილმა პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა” – ირაკლი ლატარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია “ნაციონალური მოძრაობიდან“ დიდი თანხის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ პარტიის კუთვნილი თანხები ხატია დეკანოიძის შვილმა მოიპარა. “დიდი არეულობაა ნაციონალურ მოძრაობაში. ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციის თანახმად, ხატია დეკანოიძის შვილმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკების საქმეზე, პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა.” – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია. მისივე ინფორმაციით, “ახლა ნაცმძრაობის ლიდერები დეკანოიძეს, ხოლო დეკანოიძე თავის შვილს კატეგორიულად სთხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, რაც თავადაც ხვდებით, როგორი საქმეა ახლა ნაცებისთვის და განსაკუთრებით მელიასთვის ყველა კაპიკს აქვს მნიშვნელობა, რადგან სააკაშვილმა მას ფინანსური წყაროები გადაუკეტა, ამიტომ…

მეტი...

“დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში სამი ათას ლარს გადავუხდით” – ირაკლი ღარიბაშვილი

დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში – ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში სამი ათას ლარს გადავუხდით, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი რესურსით აღადგენს ვენახს თუ ხეხილის ბაღს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში, 5 000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა და დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახე, ხეხილის ბაღები. ჩემი დავალებით, ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი იყო ადგილზე ჩასული, ასევე რეგიონების ხელმძღვანელი ბატონი ლერი, გუბერნატორებთან ერთად შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს ჩვენს მოსახლეობას, მოუგვარეს პრობლემა. კერძოდ, დაზიანებულ…

მეტი...

“ეპიდსიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან მშვიდი პერიოდი იქნება” – პრემიერი

ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა და თითქოს დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის აქტიურობისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად, მობილიზებულად მუშაობს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც გმირულად ემსახურება ჩვენს მოსახლეობას. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ჩვენ არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. ამ სიტუაციაში მთავარი …

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 329-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 915 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი. გუშინ, 29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა გამოვლინდა, 6 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, „პისიარ“ ტესტით – 9 106. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 8,94 %, ბოლო 14 დღის –  10,44 %, ბოლო შვიდი დღის – 10,04 %. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 545 033 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  488 661 გამოჯანმრთელდა 7 329 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 1 164 402 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670. კარანტინის რეჟიმშია 103, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 660 ადამიანი გადის,…

მეტი...

რომელი ვაქცინით არის რეკომენდებული ორსულების აცრა – ამირან გამყრელიძის განმარტება

“ამ დროისთვის ორსულებისთვის რეკომენდებულია და დაშვებულია Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები. რადგან AstraZeneca ჩვენთან დაშვებულია 45 წლის ზემოთ, ამიტომ ეს ორსულებისთვის ნაკლებად მისაღებია’,- ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. „ჩვენთან ადგმინისიტრირებადი ვაქცინებიდან, ორსულები უნდა აიცრან Pfizer-ით, რომლის მარაგიც ქვეყანაში საკმარისია და რეკომენდებულია, რომ ყველა ორსული აიცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

„მა რა, სახლში უნდა წაეღო, აბა ხინჩეგაანთ ლადოს ხო არ დაუტოვებდა“ – ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერზე

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მერმა კოტე თავაზარაშვილმა ქალაქისთვის განკუთვნილი ფილები სახლში წაიღო. პოლიტიკოსები კოტე თავზარაშვილს სოციალურ ქსელში პასუხობენ: „მა რა, სახლში უნდა წაეღო, აბა ხინჩეგაანთ ლადოს ხო არ დაუტოვებდა. ფილაა, მატყლის ლეიბი კი არა საჭიდაოდ რო გამოდგეს,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში 1-ელ სექტემბერს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ ზელენსკის ოთხშაბათს თეთრ სახლში შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. “ეს ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის ფონზე”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს და თეთრი სახლის მხარდაჭერას კორუფციის დაძლევასა და რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებაში პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილზე ორი დღით გვიან იმართება, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ ჯო ბაიდენი დაკავებულია აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგების გამკლავებისა და ავღანეთიდან აშშ -ის ძალების…

მეტი...

„ბახმაროში წამოკოტრიალებამდე მათი კოვიდ- გენოციდური პოლიტიკის შედეგად დაღუპულ თუნდაც ერთი ადამიანის ოჯახს მაინც თუ მიუსამძიმრა?“ – შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტზე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ბახმაროში ისვენებს: “ბახმაროს თავზე ! ბებიაჩემი აგრაფინას მრავალჯერ ნაქები ბახმარო, პირველად ამოვედი“ – ამ წარწერით სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა. „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვლი, ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს: „ბახმაროში წამოკოტრიალებამდე მათი კოვიდ-გენოციდური პოლიტიკის შედეგად დაღუპულ თუნდაც ერთი ადამიანის ოჯახს მაინც თუ მიუსამძიმრა? მეტი არაა ჩემი მტერი,“ – წერს ნათელაშვილი.

მეტი...

„თალიბანი“ ყველა ავღანელის და უცხოელის ქვეყნიდან გასვლას დათანხმდა

ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ყველა ავღანელის და უცხოელის ქვეყნიდან გასვლას დათანხმდა. მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთში დარჩენილ ყველა ადამიანს, ვისაც მოგზაურობის ნებართვა ექნება, თალიბები დაუბრკოლებლად გაუშვებენ. ავღანეთის მოქალაქეებს და უცხოელებს გამგზავრება აშშ-ის გარდა შეეძლებათ ავსტრალიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თალიბანმა“ გამგზავრების პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობა დადო. აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ავღანეთში აშშ-ის 300-მდე მოქალაქეა დარჩენილი, რომელსაც ქვეყნიდან გამგზავრება სურთ. ავღანეთის საკითხის განსახილველად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოებში ვიზიტი დაიწყო.

მეტი...

ბელიაშვილის „ქეიფ თაუნ“ ქუჩის რიგითი რესტორნის დონის მომღერალი – თამარ ივერი იურმალას ქართველ მონაწილეზე

ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში კონკურს „ახალი ტალღის“ ქართველ კონკურსანტის გამოსვლას ეხმაურება. სოპრანო სვამს კითხვას: მაშინ როცა ქვეყანაში ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რატომ მიიღო მონაწილეობა კონკურსში, მისი თქმით, რიგითი რესტორნის დონის, ნიჭთან, ემოციებთან, ინტონაციასთან და ტემბრის მრავალწახნაგოვან ჟღერადობასთან მწყრალად მყოფმა მომღერლმა. „რა ხდება? ამდენი უნიჭიერესი ახალგაზრდა ჰყავს ქვეყანას და „იურმალას“ კალიბრის კონკურსზე ძვრება ბელიაშვილის „ქეიფ თაუნ“ ქუჩის რიგითი რესტორნის დონის, ნიჭთან, ემოციებთან, ინტონაციასთან და ტემბრის მრავალწახნაგოვან ჟღერადობასთან მწყრალად მყოფი მომღერალი. ყველაფერი პირად „გაჩალიჩებაზეა“? რაღაც შიდა შესარჩევი კონკურსი არ უნდა არსებობდეს როცა ქვეყანას ვიღაც წარმოადგენს? მაშინ რაღა აზრი აქვს პროფესიონალიზმის ხვეწას??? კითხვის ნიშანი უამრავია!!!…

მეტი...

ამირან გამყრელიძე ყოველ 1000 ინფირებულზე გარდაცვალებულთა სავარაუდო რიცხვს ასახელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ყოველ 1 000 ახალ შემთხვევაზე საშუალოდ იქნება 10-15-17 გარდაცვალების ფაქტი იქნება. გამყრელიძის თქმით, ეს მედიცინის კანონია და ამ შემთხვევაში ამ დაავადების მიმდინარეობის კანონზომიერებაა. „სამწუხაროდ, ყოველ 1 000 ახალ შემთხვევაზე საშუალოდ იქნება 10-15-17 გარდაცვალების ფაქტი. ეს მედიცინის კანონია და ამ შემთხვევაში ამ დაავადების მიმდინარეობის კანონზომიერება. სამწუხაროდ, გარდაცვალების ციფრები გვაქვს მაღალი ბოლო კვირების განმავლობაში, რაც დაკავშირებულია ძირითადად შემთხვევების მომატებულ რაოდენობასთან. შემთხვევების რაოდენობა სტაბილიზირდება, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი სამწუხაროდ ჯერ დარჩება, რადგან საკმაოდ ბევრი მძიმე ავადმყოფია კლინიკებში, მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში. ეს ასეა ყოველთვის, გარდაცვალების…

მეტი...

“კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას და შემდგომ გავცემთ რეკომენდაციებს, როგორი რეგულაციები გვექნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის განმავლობაში განხორციელდება დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე და შემდგომ გახდება ცნობილი, თუ რა რეგულაციებია საჭირო. გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ რეკომენდაციას დაკვირვების შემდეგ გასცემს. „რეგულაციების გარეშე ცხოვრება ვერ იქნება. გააჩნია, რა ზომის და როგორი რეგულაციები გვექნება. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის რეკომენდაციებს შემდგომ გააჟღერებს“, – განუცხადა საქართველოს პირველს არხს გამყრელიძემ.

მეტი...

მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები თბილისის 3 რაიონში წარმატებით ფუნქციონირებს

ხალხმრავლობა იყო დღეს ვარკეთილში და სადგურის მოედანზეც. მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, “ფაიზერის” და “სინოვაკის” ვაქცინით იცრებიან. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აკვირდებიან. ავტობუსში განთავსებულია ყველა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, რაც აცრილებისთვის, პირველადი დახმარებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო.  მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები თბილისის 3 რაიონში წარმატებით ფუნქციონირებს. ამაზე სპეციალისტების განცხადებით, აცრის მსურველთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდა მეტყველებს. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მობილური ვაქცინაციის ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება და დედაქალაქთან ერთად, რეგიონებში, ყველა დიდ ქალაქში განთავსდება.

მეტი...

“ამ ხუთი ათასიდან, სავარაუდოდ ათი პროცენტი უნდა იყოს ბავშვი” – ივანე ჩხაიძე შემთხვევების სტატისტიკაზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ბავშვების ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და ის 400-500-ს შეადგენს. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს ამდენივე ბავშვის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას, კერძოდ კი, სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებიდან გამომდინარე, ინფიცირებული ბავშვების 95-97 პროცენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მიუხედავად ამისა, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყოველდღიურად 400-500 ინფიცირებული ბავშვი მაღალი მაჩვენებელია. „ჩვენ ახლა ჯამური მაჩვენებელი საშუალოდ, ბოლო კვირეების განმავლობაში გვიფიქსირდება 5 000 ათასი ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში. ამ ხუთი ათასიდან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკა გვიჩვენებს,  სავარაუდოდ ათი პროცენტი უნდა…

მეტი...

15 წელი მიესაჯა, კაცს, რომელმაც ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო მოკლა

15 წელი მიესაჯა, კაცს, რომელმაც ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო მოკლა. გადაწყვეტილება სასამართლომ უკვე გამოაცხადა: “მე გავბრაზდი ჩემს მეუღლეზე და დავუყვირე მას, სახლში მოტანილის გაკეთებაც არ გინდა-თქო. ავიღე მაგიდიდან ზემოაღნიშნული მუქტარიანი დანა, რომელიც დავიჭირე შეშინების მიზნით, დანიანი მარჯვენა ხელი მოვიქნიე ჩემი მეუღლის მიმართულებით, თუმცა ჩემ მიერ მოქნეული ხელი, ჩემს მეუღლეს მოხვდა მარცხენა მხარეს, კისრის არეში, საიდანაც წამოვიდა სისხლი,”- წერია მსჯავრდებულის ჩენებაში. მკვლელობა სამტრედიაში 2020 წლის დეკემბერში მოხდა, 32 წლის მამაკაცმა ცოლს დანით ჭრილობა ყელის არეში მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

სამტრედიაში ქმარმა ცოლი სუფრის გასაწყობად ღამე გააღვიძა, საჭმელმა არ დააკმაყოფილა და ქალი დანით მოკლა – რა წერია ჩვენებაში

ქუთაისის სასამართლოში დასრულდა მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის საქმის განხილვა. მოსამართლემ მალხაზ მხეიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობა გასული წლის დეკემბერში სამტრედიაში მოხდა… გასაჯაროვდა მსჯავრდებულის ჩვენება, სადაც მან დანაშაული აღიარა. „ჩემს მეუღლეს ეძინა საძინებელში, მამაჩემს მისაღებ ოთახში. მე ჩავრთე ტელევიზორი და ვუყურებდი სხვადასხვა გადაცემებს ძალიან დაბალ ხმაზე, ვინაიდან პატარა სახლია და სხვებიც, რომ არ შემეწუხებინა. იქნებოდა დაახლოებით 05:00 საათი როდესაც მომინდა საჭმელი, რის გამოც გავაღვიძე ჩემი მეუღლე და მოვთხოვე ჩემთვის გაემზადებინა საჭმელი და გაეწყო სუფრა. ჩემი მეუღლე ადგა ჩაიცვა და გამოვიდა სამზარეულო ოთახში, რა დროსაც იქვე მაგიდაზე არსებული მუქტარიანი…

მეტი...

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქაბულის აეროპორტთან სავარაუდო თვთითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბა

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქაბულის აეროპორტთან „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო თვთითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი მამაკაცი ქაბულის აეროპორტში აფეთქებას გეგმავდა. სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაიერიშის შემდეგ მომხდარი კიდევ ერთი აფეთქება ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალებების არსებობას ადასტურებს. „თალიბანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო იერიშის სამიზნე სავარაუდო თვთითმკვლელი გახდა, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, წარმატებულმა ავიაიერიშმა გარდაუვალი საფრთხე აღმოფხვრა.

მეტი...

“სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი” უნდა ეწეროს ჩვენს გერბზე“ – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ოქრუაშვილი იმ მოქალაქეების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს, ვინც მრავალრიცხოვან ქორწილებს იხდიან: “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი” უნდა ეწეროს ჩვენს გერბზე და არა “ძალა ერთობაშია”. გარდენიაში (და არამარტო “გარდენიაში”) გადახდილ ქორწილს უხდება ყველაზე მეტად დღევანდელი ცხოვრების ეს წესი,“ – წერს ოქრუაშვილი.

მეტი...

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან. “სტრატეგია აღმაშენებელში” ადასტურებენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერი და დღეს უკვე დამოუკიდებელი კანდიდატი, გიორგი ვაშაძის გუნდს უერთდება. “არსებული ინფორმაციით, ხვალ გაიმართება ახალი პლატფორმის პრეზენტაცია. “მესამე ძალა” გააერთიანებს როგორც სტრატეგია აღმაშენებელს, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ცალკეულ ინდივიდებს, მათ შორის იქნება გრიგოლ ვაშაძე. კანდიდატების წარდგენა პირველ სექტემბერს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი ნომრით წარდგება. 

მეტი...

მარიამობასთან დაკავშირებით, პატიმრებს საჩუქრად 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის მხარდაჭერით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დღეიდან უკვე საშუალება აქვს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო კომუნიკაციით ისარგებლოს. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსებით, ნაწილობრივ მოხდება მსჯავრდებულებისთვის გარესამყაროსთან იმ კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება, რაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ხანგრძლივი პაემნების აკრძალვამ შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს.

მეტი...

სამების ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს. ინფორმაციას თავად ტელევიზია ავრცელებს. როგორც საზმაუში აცხადებენ, მოძრავ სატელიტურ მანქანას სხვადასხვა დაზიანება აქვს. ჩამსხვრეულია ფარები და სარკე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ტელეკომპანიის ცნობით, ფაქტი, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. 

მეტი...

“მადლობა საქართველო ქაბულიდან ევაკუაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. “მადლობა საქართველო ქაბულიდან ევაკუაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის, რამაც საშუალება მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სწრაფად და უსაფრთხოდ განეხორციელებინათ ტრანზიტი და გადაყვანა,” – წერს კარლ ჰარცელი.

მეტი...

„ძალიან ბევრ კანონდამრღვევს ჰყავს „კრიშა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცნეტრ მთავარში“ (ვიდეო)

„წარმოუდგენელია ამდენი დალუქვის შემდეგ, ადამიანები ისევ ბედავდნენ კანონის დარღვევას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, “რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც რეგულაციებს არღვევენ გარკვეული მფარველები ჰყავთ: „ძალიან ბევრ კანონდამრღვევს ჰყავს ე. წ – „კრიშა“, წინააღმდეგ შემთხვევში, ესენი ვერ გაბედავდნენ ამდენი დალუქვის შემდეგ ბიზნესის ისე წარმართვას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების უსაფრთხოებას, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ერთ საათიან შეზღუდვას არ ვეთანხმები, ჩვენ შეგვიძლია, სხვა შეთავაზებები გავუკეთოთ რესტორნებს, ასევე ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რათა სწორად ვმართოთ ბიზნესი,“ -განაცხადა ბურჯანაძემ „მედიცენტრ მთავარში.“

მეტი...

“ლხინის სუფრა ჭირის სუფრად არ აქციოთ” – შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

„რესტორანი დღეს, არ არის ქეიფის, დროსტარების და ლხინის ადგილი, დღეს რესტორანი არის სადილის ადგილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე ამბობს, რომ  ემიჯნება 100 – 200 კაციანი წვეულებების გადახდას, მისივე თქმით რეგულაციების დაცვით რესტორნები უნდა იყოს მწვანე ზონა: „წარმოუდგენელია იმ ხალხის ქმედება, რომლებიც უკვეთავენ მრავალკაციან ქორწილებს, ეს მიუღებელია და ამას ჩვენ ვემიჯნებით, დღეს პრობლემაა ისა, რომ ზოგი ვერ აცნობიერებს, რომ საქორწინო კაბის გარეშეც შეიძლება ქორწინება, ასევე მიუღებელია ღამის კლუბების მუშაობა, ეს არის ამ ეტაპზე კრიმინალი. რეგულაციებით, „რესტორატორთა ასოციაცია“ ცდილობდა, რომ ემუშავა, ისე, რომ ეს…

მეტი...

საფრანგეთმა საქართველო „გააწითლა“

საფრანგეთმა საქართველო „წითელი ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. განცხადების მიხედვით,  საფრანგეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მიიღო. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი. წითელი ზონიდან (საქართველო მიეკუთვნება წითელ ზონას) ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შედიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით  შეწყალების აქტი გამოსცა. პრეზიდენტმა სამი მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, შეწყალებულები საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებენ.  

მეტი...

პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების გადატანა-გადმოტანა ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, სადაც არჩევნების ჩატარების საკითხსაც ეხება. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა. „მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული, თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა. ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ…

მეტი...

“ვულოცავ ყველა მარიამს, ჩემს პატარა მარიამს და სრულიად საქართველოს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. პრეზიდენტის თქმით, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოსა და ქართველებისთვის. მილოცვაში პრეზიდენტი სხვა აქტუალურ თემებსაც ეხმაურება. საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და არჩევნების გადადება-არ გადადების საკითხზე საკუთრ პოზიციას აფიქსირებს. “მინდა ყველას მოგილოცოთ დღეს მარიამობა, ვულოცავ ყველა მარიამს, ჩემს პატარა მარიამს და სრულიად საქართველოს! ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოსა და ქართველებისთვის! როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ,…

მეტი...

„როცა ახალი შემთხვევების პიკი გვაქვს, გარდაცვალების პიკს 2-3 კვირაში უნდა ველოდოთ“ – თენგიზ ცერცვაძე

„თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს მდგომარეობა და ამის შენარჩუნების გზა ჩვენს ხელშია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლების ტენდენცია იქნება სტაბილური“, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი შეფასებით, სახეზეა ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაცია. „70 და უფრო მეტი გარდაცვლილი საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ბევრია.  უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს გამოწვევასთან – პანდემიასთან, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დააზიანა. 4.5 მილიონზე მეტი გარდაცვლილია მსოფლიოში. ეს ნაკლები შეღავათია ჩვენთვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, გვაქვს ახალი შემთხვევების პიკი. „გარდაცვალების პიკი ახალი შემთხვევების მატების…

მეტი...

„ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოღალატეებს უწოდებს ყველას, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ უნდა აიცრას. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ამტივაქსერები ექიმებშიც არიან, რაც ყველას აზარალებს. „ექიმები პანდემიის პერიოდში მაგალითი უნდა ვიყოთ ყველაფერში. ქვეყანაში მომუშავე ექიმების 66%-ია აცრილი. ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო. ზოგიერთი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს. მათ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და მოვუწოდო, თითოეული ადამიანი თავის შეხედულებებში თავისუფალია, მაგრამ, როცა ქვეყანაში პანდემია და ეპიდემიაა, როცა იცი, რომ ეს ვირუსი ნამდვილად კლავს ადამიანებს, სამწუხაროდ, ვიცით, რომ 1000 ინფიცირებულიდან 10-15, ხანდახან…

მეტი...