“დელტა” შტამის გამო ქვეყნები რეგულაციებს ისევ ამკაცრებენ

მსოფლიოს მთავარ გამოწვევად კვლავ “დელტა” შტამი რჩება. ვირუსის შეკავებას მკაცრი რეგულაციებით ცდილობს შეერთებულ შტატები, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო რიცხვი წინა კვირებთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ფლორიდის, მისისიპის, ლუიზიანას, ტექსასისა და სამხრეთის სხვა შტატებში. ნიუ-იორკის ახალი გუბერნატორის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება ნებისმიერი პირისთვის ვისაც, სკოლებში შესვლა მოუწევს. მომდევნო თვიდან საბერძნეთში კაფე-ბარებში შესვლას ვეღარ შეძლებენ არავაქცინირებული პირები, გარდა ამისა, მათთვის 13 სექტემბრიდან უფასო აღარ იქნება კოვიდტესტის ჩატარება. მას შემდეგ კი, რაც ზოგიერთმა სახელმწიფომ მოსახლეობის “ბუსტერ” დოზით აცრაზე დაიწყო მსჯელობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, უარი თქვან მესამე დოზის გამოყენებაზე. “ბუსტერ” დოზა რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, სუსტი იმუნური სისტემის მქონე…

მეტი...

საქართველოში 12 წლიდან ბავშვების აცრა იწყება

12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება – ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის უწყებამ რთული ეპიდვითარების გამო მიიღო. ამ დროისთვის ქვეყანაში 4 ათასი ინფიცირებული ბავშვია, კლინიკებში მოთავსებული მოზარდების მშობლების უმრავლესობა კი აუცრელია. მხოლოდ “ციციშვილის კლინიკაში” დღეში კორონავირუსით ინფიცირებული 20 ბავშვი შეჰყავთ. ახლა ბავშვების ასაცრელად საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საბოლოო რეკომენდაციას ელოდება. მოზარდების აცრა და დამატებით Pfizer-ის 2 მილიონი დოზის შემოტანა ქვეყანაში შემოდგომაზე, კიდევ ერთი მიზეზია, რომ მთავრობა მკაცრი ლოკდაუნის შემოღებას არ აპირებს. კვლევებმა დაადასტურა, რომ Pfizer-ი და Moderna ბავშთა ასაკობრივ ჯგუფში 100 %-ით ეფექტურია. გვერდითი მოვლენების სპექტრი როგორც დიდებში ბავშვებშიც იდენტურია.

მეტი...

ქალისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინების გამო საგარეჯოში მამაკაცი დაჭრეს

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. პაციენტს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ ერთ-ერთ ქალს, სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც ქალის ახლობლებთან კონფლიქტი მოჰყვა. სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

მეტი...

კობა კობალაძე უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, უკრაინაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს.  კობა კობალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების უსაფრთხოებისა და საპროცედურო წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა, დოქტორმა პატრიკ ზენსბურგმა და ლიტველ მეომართა კავშირის წევრმა, უკრაინის დახმარების ჯგუფის კოორდინატორმა, ჰაროლდას დაუბლისმა. აღნიშნილ პირებთან შეხვედრა, უკრაინის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის, “უკრაინის ვეტერანთა მოძრაობის” ხელმძღვანელის, ვლადიმერ ლაგუტასა და ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, კირილ სერგეევის ორგანიზებით გაიმართა.  კობა კობალაძემ, შეხვედრის მონაწილეების თხოვნით, ისაუბრა საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურის, ადმინისტრაციული მოწყობის, უწყების ბენეფიციართათვის ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით სახელმწიფოსა და სამსახურის კოორდინირებული მუშაობით განხორციელებულ…

მეტი...

ჩოხატაურში “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ჩოხატაურში “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა დღის 3 საათზე მოხდა. გამოძიებისთვის უცნობმა ორმა პირმა, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს, თანხის ჯიბიდან ამოღება აიძულა და მიიმალა. თავდამსხმელები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. თანხის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ რუხის კლინიკაში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის კლინიკაში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმამთავრობის მეთაური ამცრელ ბრიგადებს და მოქალაქეებს გაესაუბრა, ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვირუსთან გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა. როგორც რუხის კლინიკის მმართველმა, დავით შონიამ განაცხადა, კლინიკაში ყოველდღიურად 600 ადამიანი იცრება. კლინიკას ამ დროისთვის 20 000-ზე მეტი მოქალაქე ჰყავს აცრილი. „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი და პანდემიის დაწყებიდან დღემდე სრულად ჩართულია „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში, ასევე ადგილზე მიმდინარეობს ვაქცინაცია და ტესტირება. კლინიკა ემსახურება არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე…

მეტი...

პანკისის ხეობაში გუშინ დაკავებულ ხუთ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პანკისის ხეობაში გუშინ დაკავებულ ხუთ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულთაგან ერთს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების დახმარება, ხოლო დანარჩენ პირებს ბრალად ედებათ მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. როგორც ადვოკატმა ანა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარეს საქმის მასალების რამდენიმე ტომი გადაეცა. „სუს-ში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ბრალის წარდგენა დასრულდა. გადმოგვეცა რამდენიმე ტომი, დღის განმავლობაში გავეცნობით მასალებს და გვეცოდინება მტკიცებულებებზე. ბრალდება გახლავთ 328-ე მუხლი და 327-ეს პირველი ნაწილი, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება, წევრობა და დახმარება. ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობენ დამნაშავედ. ჯერ ფიზიკურად…

მეტი...

“დღეს გამოდიან, რომ ეკონომიკა ჩავკეტოთ, ეს არ არის გამოსავალი, ეს არის მავნებლური, ხალხის საწინააღმდეგო იდეა” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდპანდემიის დროს მოსახლეობამ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რასაც დამატებით კიდევ ეკონომიკის გაჩერება აღარ სჭირდება. პრემიერის თქმით, აუცილებელია ეტაპობრივად შემცირდეს საგარეო ვალი და გარდა აუცილებელი გადაუდებელი მდგომარეობისა, ქვეყანამ საგარეო ვალი აღარ უნდა დაიმატოს.  “6 თვის წინ, მე რომ დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანა იყო ჩაკეტილი. ეკონომიკა არ მუშაობდა, ვაქცინები არ იყო! ჩვენ კარგად ვიცით, რომ მკაცრი ლოკდაუნის პირობებში მოსახლეობამ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.  ეტაპობრივად დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა და ეკონომიკის გახსნა. ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა. აპრილში ჩვენ გვქონდა უპრეცენდენტო ეკონომიკური, 45%-იანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო 6 თვეში 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს,…

მეტი...

ოჩამჩირეში V-VI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

ოჩამჩირეში, ანტიკურ ნაქალაქევ გიენოსში უკვე სამი წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.  გუშინ ამ ადგილას ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელიც V-VI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტების განცხადებით, სარკოფაგი სავარაუდოდ მაღალი რანგის სასულიერო პირს, ან დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელს მიეკუთვნება. იმ პერიოდში მსგავსი სარკოფაგები მხოლოდ ამ კატეგორიის პირებისთვის კეთდებოდა.  სარკოფაგში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთები და სავარაუდოდ, მამრობითი სქესის ადამიანის ცხედარი.  არქეოლოგიური გათხრები სალოცავის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.   მანამდე იგივე ადგილას აღმოჩენილ იქნა ქვის სარკოფაგი და მცირე ზომის ოქროს სამკაული.

მეტი...

“კლინიკაში ბლუთუზმა უცხო კოდები ამოაგდო, გამახსენდა – აცრილების კოდებია” – დეკანოზი ევდემოზი

სხალთის ეპარქიის მღვდელმსახური დეკანოზი ევდემოზი, ვაქცინაციაზე საუბრისას, ანტივაქსერულ და ანტისამეცნიურო განცხადებებს აკეთებს.  „გუშინ ბავშვი მყავდა ჩაყვანილი პოლიკლინიკაში ექიმთან, რიგი იყო და სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, ჩავრთე ტელეფონი და ჩავრთე ბლუთუზი და ვნახე, რომ ამომიგდო რაღაც უცხო კოდები, გამიკვირდა, რა კოდები უნდა იყოს-მეთქი და მერე გამახსენდა, ინტერნეტში იდო, რომ ეს კოდი არის ის, რომ აიცრება ადამიანი და იჩიპებაო. შევხედე, მე თვითონ არ ვიცოდი ჯერ, მერე მივედი სახლში, არ ვიცი ვინ იყო პოლიკლინიკაში აცრილი, ვინ არ იყო, სახლში ერთი ოჯახის წევრია აცრილი და ჩავრთე ბლუთუზი და ამოაგდო ორი კოდი – ჩემი ოჯახის…

მეტი...

“ოპოზიციაში იციან, რომ სასტიკად მარცხდებიან და დაიწყეს აჟიოტაჟი „ხომ არ გადავდოთ არჩევნები“ – არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

გუშინ ოპოზიციაში დაიწყეს აჟიოტაჟი. მათ იციან, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში სასტიკად მარცხდებიან. მათ დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთო არჩევნები. ამისთვის მათ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს და ქალბატონი ნინო დღეს გამოვიდა ინიციატივით, რომ იქნებ საგანგებო მდგომარეობა შემოვიღოთ, რათა მოხდეს არჩევნების გადადება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების გადადება არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული გეგმა. როგორც მან განაცხადა, ამ პროვოკაციას მმართველი გუნდი არ წამოეგება. „არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ. პანდემიის დროს, მაშინაც, როცა ვაქცინა ჯერ არ იყო…

მეტი...

12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. გაბუნიას თქმით, ბავშვების აცრა პანდემიის დასრულებას შეუწყობს ხელს.  “ბავშვების აცრა 12 წლის ზემოთ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. იმსჯელებს ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი და გადაწყვეტილება 2-3 კვირაში იქნება მიღებული. მთელი რიგი ევროპის ქვეყნები აკეთებენ ამას და გავითვალისწინებთ მათ გამოცდილებას, ბუნებრივია მშობლის გადაწყვეტილებით და სურვილით. ძალიან მცირე პროცენტია ორი დოზით აცრილების ინფიცირებული. გარდაცვალების 1 შემთხვევა იყო, ამასაც ღრმა კვლევა ჭირდება, მეორე დოზიდან 2 კვირა უნდა იყოს გასული, რომ დადგეს შედეგი,”- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

“მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია, ნაკლებად საშიშია, რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარება მაღალ რისკებს არ უკავშირდება” – თამარ გაბუნია

არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება. ერთი, რომ არჩევნები ბუნებრივად უკავშირდება მეტ მობილობას და ამას რა თქმა უნდა, რისკების ზრდაც მოჰყვება, მეორე, ჩვენ ზედმიწევნით, ზუსტად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც სპეციალურად არჩევნების უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული., – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობენ, რათა არჩევნებში მონაწილე პირებისთვის ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ უსაფრთხო არჩევნებისთვის რეკომენდაციები შემუშავებული იყო გასულ წელსაც, რასაც კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია დაემატა. „ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა არჩევნებში მონაწილე პირებისთვის ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური, ასევე რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს. ჯერჯერობით, ამის იქით…

მეტი...

გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა – გარდაიცვალა 1 პირი

გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. “TV25″– ის ინფორმაციით, მანქანაში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გარდაცვლილია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

“მივმართავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ეპიდემიოლოგებს, გაგვაცნონ პროგნოზები, რამდენად ელოდებიან ინფიცირებულთა ზრდას” – ნინო ლომჯარია

ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერ- მინისტრი, რადგან მას აქვს უფლება, გამოაცხდოს საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობა არის ერთადერთი საფუძველი არჩევნების გადადებისა. ამის საფუძველი კი თავის მხრივ, არის ეპიდემიოლოგიური ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ასევე მიმართავს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ეპიდემიოლოგებს, აცნობონ საზოგადოებას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, როგორი ვირუსის ახალი შემთხვევების გავრცელების კუთხით როგორი პროგნოზი აქვთ. „ეს არ არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, უფრო მეტად ეს წმინდა ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებრივი საკითხია. მოგეხსენებათ შარშან არჩევნების შემდეგ როგორ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და ეპიდემიოლოგებიც აღიარებენ, რომ ზოგადად, არჩევნები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც…

მეტი...

“არჩევნების საკითხი ეპიდემიოლოგებზეა დამოკიდებული, თორემ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია გამარჯვებაში” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცების“ წარმომადგენლების განცხადებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს. მისივე განმარტებით, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უთქვამს, რომ სურს არჩევნების გადადება, არამედ მიაჩნიათ, რომ მთავარმა ეპიდემიოლოგებმა, პროფესიონალმა ექიმებმა უნდა დააფიქსირონ პოზიცია, რა პროგნოზს აკეთებენ, როგორ ხედავენ სულ მცირე მომდევნო ერთ თვეში მოვლენების განვითარებას. ნიკა მელია ამბობს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ქართული ოცნების“ გზავნილებს მე პირადად ყურადღებას არ ვაქცევ, მგონი, დიდი უმრავლესობა უკვე ყურადღებას არც აქცევს, რადგან ენას ძვალი არ აქვს, რასაც უნდათ, იმას საუბრობენ. სხვა რა აქვთ…

მეტი...

“ხელისუფლება არჩევნებს გადადებს თუ არა, ეს არ იქნება გამომდინარე იქიდან, როგორი ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, როგორც აწყობთ პოლიტიკურად, ისე გააკეთებენ” – ზურაბ ჯაფარიძე

არჩევნების გადადება-არგადადება და ზოგადად, ეპიდსიტუაციის მართვა ამ ქვეყანაში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, წლევანდელი არჩევნები არ არის ჩვეულებრივი, ადგილობრივი არჩევნები. „ეს არის რეფერენდუმი, ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი ამ ხელისუფლებისთვის. ეს ხელისუფლება ვერ აიღებს ამ არჩევნებზე პარტიულ ნაწილში 40 პროცენტსაც კი, დამარცხდება, მოუწევს ხელახალი არჩევნების ჩატარება და ამ არჩევნებზე გავა დამარცხებული. შემდეგ იქაც დამარცხდება და ამ ქვეყანას საბოლოო ჯამში ეშველება. რაც შეეხება გადადებას, მე არც ერთხელ არ მომითხოვია გადადება. მესმის, რომ გადადება, როგორც ვერსია არსებობს. საბოლოო ჯამში, არჩევნების გადადება-არგადადება და…

მეტი...

პანკისის ხეობაში დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წარუდგენენ

პანკისის ხეობაში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ბრალის დადგენილების წარდგენას დაესწრებიან ასევე მათი ინტერესების დამცველებიც. ადვოკატები აცხადებენ, რომ მასალების გაცნობის შემდეგ ექნებათ კონკრეტული ინფორმაცია ბრალის შესახებ. დაკავებულების ოჯახის წევრები კი ბრალდებებს არ ეთანხმებიან და იმედი აქვთ, რომ დაკავებულებს გამოუშვებენ.  გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით არის დაწყებული. ცნობილია, რომ საქმეში დევს სატელეფონო ჩანაწერები, ფოტო და აუდიო-ვიდეო მასალები.

მეტი...

დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას, სადაც სოფელ დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. „ხეობაში რა პრობლემებია და როგორ არის მთელი ძალოვანი სისტემის მიერ დათრეული ხეობა და მოსახლეობა, ეს ყველაზე კარგად ვიცი. უნდა ვიზრუნო, რა თქმა უნდა, რთული მხარეა, მაგრამ სადაც მე ვიქნები, იქ გამორიცხულია გარიგება, კორუფცია, უსამართლობა. მე არც სიმდიდრის მაძიებელი ვარ, ეს არ მჭრიდება,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მეტი...

“უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ ახალისებს დანაშაულს” – ვახო სანაია საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს

ჟურნალისტი ვახო სანაია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს. დაზარალებულის თქმით, ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება დანაშაულს ახალისებს. “სასამართლომ, ჩემი აზრით, მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ შენობაში და ნებისმიერ ისტანციაში. ხელოვნურად გადადო სასამართლო პროცესი რამდენჯერმე და შემდეგ მიუსაჯა 6 თვე, რომელიც უკვე გასულია და გაათავისუფლა ბრალდებულები. ეს არის ვითარება, როდესაც უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ ახალისებს დანაშაულს – ეს ხომ გადამდებია, გადამდებია სხვებისთვის, რამაც საბოლოო ჯამში მოგვიტანა ჩვენ 5 ივლისი ქვეყანაში,”-აცხადებს ვახო სანაია. შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი კერატიშშვილმა ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნული ვადა დღეს ამოიწურა და…

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ზურაბ ზვიადაურსა და მის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა. ზვიადაურის ადვოკატების ინფორმაციით, ისინი ასაჩივრებდნენ 18 აგვისტოს სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას და ასევე საჩივართან ერთად, ადვოკატების ცნობით, მათ წარადგინეს თავდებობის სია. ადვოკატი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურთან შეხვედრას აპირებს. ისინი ისაუბრებენ, გაასაჩივრებს თუ არა მხარე გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. „სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა საჩივრის განხილვაზე. განიხილა სხვა საკითხები, რომლებიც შემხებლობაში არ იყო ჩვენს დავასთან, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ის მოქმედი კანონმდებლობით აღარ საჩივრდება.…

მეტი...

“არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ყველა ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაწყებული აქვს არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ, რადგან არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. პაპუაშვილის თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას. ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას იჩენდა. „ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ. დღეს ყველა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 030, აჭარაში – 599, იმერეთში – 598

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარაში – 599, იმერეთში – 598, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 435 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 949-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 021 პირს დაუდასტურდა, 5 041 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

სექტემბერში საქართველოში Johnson & Johnson-ის 50 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა

ცნობილი ხდება, რომ სექტემბერში საქართველოში Johnson & Johnson-ის 50 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა, რომელიც გერმანიის მთავრობის საჩუქარია. სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, ეს პრეპარატი მხოლოდ ერთხელ კეთდება. ბოლო 24 საათში აიცრა 28 ათასზე მეტი პირი. საერთო ჯამში ქვეყანაში მილიონ 34 ათასი ვაქცინაა გაკეთებული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 041 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 747 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 312, „პისიარ“ ტესტით – 20 435. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,52%, ბოლო 14 დღის – 10,84%, ბოლო შვიდი დღის – 10,57%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 528 043 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 463 306 გამოჯანმრთელდა, 6 949 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 1 038 292 ადამიანი, დღიურად აცრილია 28 196. კარანტინის რეჟიმშია 95,…

მეტი...

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც მათ დაკავების პერიოდში უკვე მოხდილი აქვთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების – ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის პროცესი დასრულდა. მოსამართლემ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, რომლებიც ბრალდებულებმა უკვე მოიხადეს. სწორედ დღეს გავიდა მათი დაკავებიდან ექვსი თვე. ბრალდებულების ოჯახის წევრები, რომლებიც სასამართლოს ეზოში იყვნენ შეკრებილები, გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ.

მეტი...

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით სავარაუდოდ 7 სექტემბერს განიხილავს

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით სავარაუდოდ 7 სექტემბერს განიხილავს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 7-8 სექტემბერს პლენარული სხდომები გაიმართება და სწორედ ამ სხდომებზე იგეგმება კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის 84 დეპუტატი ჰყავს. შესაბამისად, კონსტიტუციური პროექტის მიღებას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც სჭირდება, რომელთა ნაწილს საპარლამენტო ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, თუმცა ბოიკოტის გამოცხადებისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ამ მიზნით ერთჯერადად ბოიკოტს შეწყვეტს და კენჭისყრას დაესწრება. საუბარია უკვე ინიცირებულ კონსტიტუციურ პროექტზე, რომლის გათვალისწინებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული…

მეტი...

პოლიციამ ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ მ. მ.-ს და მის ძმას – 1996 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ა.მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 09:31 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა, მისი სიდიდე 3.4 (ML)  მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

დღეიდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე იმუშავებენ

დღეიდან კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. „25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა ღიბრაძემ.

მეტი...

რუსთავში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 80 წლმდე მამაკაცი მოკლეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...