“დღიურად საშუალოდ 25 000 აცრა არაა საკმარისი ეპიდემიის გარდატეხისთვის, ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 25 000, რაც ეპიდემიის გარდატეხისთვის საკმარისი ტემპი არაა: “ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000  აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა შესრულდეს დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად. დღეს უკვე ძალიან ბევრია აქტიური შემთხვევა, ნაწილი იმართება ბინაზე, ოჯახის ექიმების აქტიურობა მაღალია და კიდევ უფრო დეცენტრალიზაციას ვფიქრობთ, რომ ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან მიმაგრებული პაციენტების ბინაზე მართვაში, რათა თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაცია და პაციენტის მდგომარეობის დამძიმება ბინაზე,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

“მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა, ხოლო საარჩევნო კამპანია წარმართოს კანონმდებლობის სრული დაცვით, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაცია ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გივი მიქანაძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ოზურგეთის საოლქო კომისიაში წარდგენილ საჩივარს ეხება. „ვეხმიანებით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს, რომელიც ეხებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივარს. საჩივარი ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას ეხება. საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით იკრძალება საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა…

მეტი...

ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს

ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კახეთში განაცხადა. „საკოორდინაციო საბჭოზე ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება, რომ დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას“, – განაცხადა იმნაძემ. იმნაძე კახეთში რთველის პერიოდში ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ინფიცირების აღმავალ პროგნოზზე საუბრობს. მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვა და ჰოსპიტალური სექტორი მოსალოდნელი დავტვირთვისთვის მომზადებული უნდა იყოს. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კახეთში აცრების დაბალი მაჩვენებელია და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას მიიჩნევს საჭიროდ. მისივე განმარტებით ეპიდემიოლოგური მაჩვენებელი ბათუმსა და თბილისში კლების ტენდენციისკენ წავიდა, თუმცა…

მეტი...

სემეკს, ენერგოომბუდსმენსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, (სემეკ) ენერგოომბუდსმენის სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა. მემორანდუმის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა. მხარეთა შეთანხმებით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოქალაქეების სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებას. მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახური განახორციელებს სამართლებრივ კონსულტაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებისათვის, იურიდიულ ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში გამოყოფს შეხვედრების სივრცეს ენერგოომბუდსმენისა და სემეკის მიერ მომხმარებლებისათვის…

მეტი...

ზურაბ ზვიადაურის საქმის თავდები პირების სია გაიზარდა

სააპელაციო სასამართლოს დამატებითი შუამდგომლობით მიმართა ზურაბ ზვიადაურის დაცვის მხარემ. ინტერესების დამცველები განმარტავენ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს არგუმენტი, რომ თავდები პირების რაოდენობა არ იყო საკმარისი და ვერ უზრუნველყოფდა თავდებს, არის უსაფუძვლო. ადვოკატების თქმით, გაზრდილია სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ზვიადაურს თავდებში უდგება. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის 72 საათი აქვს.

მეტი...

“ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება” – პაატა იმნაძე

ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი კვლავ მაღალია. მხოლოდ გასულ 24 საათში COVID-19-ს 60 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა 2354 ახალი ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 5200 პირი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 17 670 ადამიანი აიცრა. ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები წინანდალში საგანგებო ბრიფინგს მართავენ, ეკატერინე ტიკარაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს ხვდება.  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რეგიონებში კოვიდვითარების შესაძლო დამძიმებაზე საუბრობს და ვაქცინაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს: “კახეთში შეიძლება იყოს არასასიამოვნო პროგნოზი, იმიტომ რომ მობილობა საკმაოდ დიდია, მოგეხსენებათ რთველი იწყება. დიდი იმედი მაქვს კახელების სიბრძნის და ისინი, ვიცი, რომ კარგად ჩაებმებიან აცრების კამპანიაში. ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები,…

მეტი...

“უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა განაგრძობენ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა განაგრძობენ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია. „ჩვენ განზრახული გვაქვს უფრო ფართო, პროაქტიული ხედვა შევიმუშაოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენი ხალხის წინაშე და ამ გზას მყარად ვადგავართ. პარალელურად, დემოკრატიული რეფორმების ცალსახა კონსოლიდაციისკენ მივდივართ, მდგრადი ეკონომიკური განვითარებით, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით. რაც არ უნდა ეცადონ ოპონენტები ჩვენი განვითარების შეფერხებას, ჩვენ უფრო მეტად შევუტევთ. ისტორიას მრავალი…

მეტი...

“გვსურს, დავადასტუროთ, რომ უკრაინა არასდროს იქნება მარტო, ყირიმი უკრაინაა” – შარლ მიშელი

ყირიმი უკრაინაა და მე მოხარული ვარ, ვიყო აქ, თქვენთან, ყირიმის პლატფორმის პირველ სამიტზე უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის წინა დღეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას. „დამოუკიდებლობა ნიშნავს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მე აქ ვარ, რათა დავადასტურო ევროკავშირის ურყევი პოზიცია – ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას. ჩვენ გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის გატარებას და მტკიცედ დავდგებით საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ. ამგვარი არალეგალური…

მეტი...

სემეკის თავმჯდომარემ ყვარლის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეები გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია ქ. ყვარელის მოსახლეობას შეხვდა და მოისმინა მათი შეფასებები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით. დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა კომისიის წევრი და ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი. სემეკის თავმჯდომარემ მოქალაქეებს გააცნო კომპანიების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე კომისიის რეაგირების მექანიზმები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესები, სხვადასხვა სიახლეები და მომსახურების მიღების გამარტივებული პროცედურები. „მომხმარებელთა უფლებების დაცვა სემეკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  ჩვენ, საჯარო სხდომებზე ხშირად განვიხილავთ მოქალაქეთა საჩივრებს კომპანიების წინააღმდეგ. კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევებზე სემეკი მკაცრად რეაგირებს. ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უფლებების…

მეტი...

სწავლა იმ სკოლებში იქნება უსაფრთხო, სადაც პედაგოგების სულ მცირე 80 პროცენტი აიცრება

სწავლის დაწყებისთვის მნიშვნელოვანი არის პედაგოგების ვაქცინაცია, დღეს ჩვენ შევხვდებით პედაგოგებს, რათა მოტივაცია იყოს გაზრდილი და პასუხი იყოს გაცემული ყველა იმ კითხვაზე, რომელიც არსებობს პედაგოგებში ვაქცინის საჭიროებასთან, უსაფრთხოებაზე და ასევე, რა დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. კითხვაზე, დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ამისთვის მთავარი არის ვაქცინაცია. „ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასობრივი ვაქცინაცია. ამირან გამყრელძემ როგორც განაცხადა, ჩვენც ვეთანხმებით, სულ მცირე 80 პროცენტი პედაგოგების უნდა იყოს აცრილი, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, სკოლა არის უსაფრთხო. ასევე მნიშვნელოვანი არის, ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე, ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება, რათა ჩვენმა…

მეტი...

“ბოლოკას” როლის შემსრულებელი გოჩა ლომია 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი და იურისტი გოჩა ლომია 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამძიმრის წერილს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს. გოჩა ლომიამ მაყურებელს თავი ქართულ მხატვრულ ფილმში “ღიმილის ბიჭები” შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით დაამახსოვრა და ხალხმა მას სიყვარულით “ბოლოკა” შეარქვა. იგი ასევე მონაწილეობდა რეზო ჩხეიძის ფილმში “ნერგები” და თემურ ფალავანდიშვილის ფილმში “მოხეტიალე რაინდები”. “როგორც თავად იხსენებდა, 15 წლის იყო, როდესაც “ღიმილის ბიჭებს” შორის, შემთხვევით აღმოჩნდა. “მიმიყვანეს პიონერთა სახლში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. კინოში გადაღება გინდაო? – მკითხეს. ეგ…

მეტი...

ახალციხეში ავარიას ბიძაშვილები ემსხვერპლნენ

ახალციხეში ავარია მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ანდრიაწმინდაში მანქანა, სადაც 6 ადამიანი იმყოფებოდა ხევში გადავარდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი. „მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით გარდაცვილილები ბიძაშვილები არიან.

მეტი...

“თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა” – გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ კვლევაზე

თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ კვლევა, რომლის მიხედვით, ქუთაისში მმართველი ძალა 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო „ქართული ოცნების“ გუნდის მერობის კანდიდატი 50.3%-ით. როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია“. „ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადება, რომ რეფერენდუმი გააუქმეს და აღარ არის, ასევე ყველა ეს კვლევა, უბრალოდ, საკუთარი ადმინისტრაციული ვერტიკალისთვის გულის გამაგრების ნაწილია იმიტომ, რომ მათი კამპანია ეყრდნობა დაშინებას, მოსყიდვას და ამისთვის სჭირდებათ, მათი აზრით ძალის დემონსტრირება, რომ ჩვენ ყველა ვარიანტში ვრჩებით,…

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხვალიდან ვაქცინაციის პროცესი განახლდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები მუშაობს ხუთ იმუნიზაციის ცენტრში. აქედან ოთხი ცენტრი თავისუფალ რეჟიმში მუშაობს და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მოქალაქეებს შეუძლიათ, აიცრან. მიმართვიანობა მაღალია. თუმცა, ვფიქრობთ რომ კიდევ უფრო გასაზრდელია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სტატისტიკის მიხედვით, დიდი რაოდენობით მოქალაქეები მიდიან აცრისთვის სამედიცინო უნივერსიტეტში. „დღიურად ჩვენ ცენტრებში აცრილი მოქალაქეების რაოდენობა იყო 3 000-ზე მეტი, თუმცა რესურსი გაორმაგებული აქვს ყველა ამ ცენტრს. სტატისტიკის მიხედვით, დიდი რაოდენობით მოქალაქეები მოდიან სამედიცინო უნივერსიტეტში. ხვალიდან, რესპუბლიკური საავადმყოფო ჯავშნის რვა კაბინეტით უბრუნდება ვაქცინაციას. იცით, აქ მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაცია,…

მეტი...

ვლადიმირ ზელენსკი რუსულ კომპანიებს სანქციებს უწესებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც Ростелеком-თან, Московский комсомолец-სა და სხვა რუსულ ვებ-რესურსებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. მედიის ინფორმაციით, ზელენსკის განკარგულება გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქციები ეხება 12 რუსულ კომპანიას, მათ შორის Бизнес ньюс медиа-სა და მის კუთვნილ საიტს Ведомости-ს, ასევე Новинфо-ს, საინფორმაციო სააგენტო “Онли ньюс”-ს, საქველმოქმედო დახმარების ასოციაცია Взаимопомощь და სხვ. ამავე განკარგულების თანახმად, იბლოკება წვდომა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც.

მეტი...

„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან როგორც ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული კანდიდატები, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრები. მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები არიან: 1. ხონი – ზურაბ ჯიბუხაია; 2. თერჯოლა – ზურაბ ბუცხრიკიძე; „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატები იქნებიან: 1. ამბროლაური – მაია კაციტაძე; 2. ახალქალაქი – არსენ კარაპეტიანი; 3. მარნეული – აჰმედ იმამკულიევი; 4. ახალციხე – ზურაბ სადათიერაშვილი; 5. გორი – ეთერ ჯალაღანია; 6. ხობი – მარიამ შონია; 7. სამტრედია – ჟუკიანა ფოფხაძე; 8. თეთრიწყარო – ნინო დავითაშვილი; 9. კასპი – აკაკი (კახა) გეჯაძე.…

მეტი...

რუხის კოვიდკლინიკაში 22 წლის გოგო გარდაიცვალა

რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან რუხში 26 ივლისს გადმოიყვანეს და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

მეტი...

„თალიბანი“ ამნისტიას აცხადებს ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსნის მიმართ და ირწმუნება, რომ მათ შეუძლიათ ავღანეთში დაბრუნება

ორგანიზაცია „თალიბანი“ ამნისტიას აცხადებს ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსნის მიმართ, მათ შორის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და ირწმუნება, რომ მათ შეუძლიათ ავღანეთში დაბრუნება და ცხოვრება. აღნიშნულის შესახებ პაკისტანურ ტელევიზია Geo TV-სთან ინტერვიუში „თალიბანის“ წარმომადგენელმა ხალილ ურ-რაჰმან ჰაქანიმ განაცხადა. ჰაქანის თქმით, „თალიბანსა“ და ყოფილ პრეზიდენტ აშრაფ ღანის შორის „მტრობა“ არ არსებობს და ზოგადად, ავღანეთში მცხოვრებ ყველა ეროვნებას შეუძლია ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება.

მეტი...

“პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ სასკოლო სივრცეში სწავლება უსაფრთხო იყოს” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლების გახსნასთან მიმართებაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაციაა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ სასკოლო სივრცეში სწავლება უსაფრთხო იყოს. „სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასობრივი ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ“,-განაცხადა ტიკარაძემ. მისი თქმით, არასრულწლოვანებში კორონავირუსით ინფიცირების მატება აღინიშნება, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ეს…

მეტი...

საქართველოში გარკვეული ჯგუფი ვაქცინის მესამე დოზით აიცრება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება. „მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

“რეგიონებში ველოდებით აღმავალ ტალღას” – ჯანდაცვის მინისტრი კახეთში საველე ჰოსპიტლის გახსნას არ გამორიცხავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის მინისტრი, ამ წუთებში, წინანდალში კლინიკურ სექტორს ხვდებიან. ეკატერინე ტიკარაძე თავად ეცნობა მდგომარეობას, თუ რამდენად არის გადატვირთული კლინიკები რეგიონში და იქნება თუ არა საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კახეთში. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების გარკვეული სტაბილიზაციაა, თუმცა სხვა რეგიონებში ეკატერინე ტიკარაძე შემთხვევების აღმავალი ტალღის სახით მატებას ვარაუდობს. “დღესდღეობით, ჩვენ ვაკვირდებით თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჩვენ ველოდებით აღმავალ ტალღას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი და ასეთი გახლავთ კახეთი.…

მეტი...

“მას ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, ასეთი შემთხვევები არის 0.001%” – მინისტრი ორჯერ ვაქცინირებული პირის გარდაცვალებაზე

ორჯერ ვაქცინირებული 80 წლის მამაკაცის კორონავირუსით გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა – ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით. “ეს არის 0,001%, ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო”, – აღნიშნა ტიკარაძემ. ცნობილია რომ მამაკაცი კლინიკა “გორმედში” გარდაიცვალა. 

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 942 თბილისში, 368 აჭარაში, 316 კი იმერეთში დადასტურდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, აჭარა – 368, იმერეთი – 316, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი – 108, გურია – 64, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 156, კახეთი – 166, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი -75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 753 საიდანაც: 7 400 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 204, აჭარაში – 970, იმერეთში – 1 133. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 557 პირი, მათ შორის,…

მეტი...

მაშველებმა მდინარეში, სადაც გაუჩინარებულ ბავშვს ეძებენ, გვამი იპოვეს

მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდის საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ერთი პირის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს : “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვნის შესახებ. შეტყობინების ინიციტორის გადმოცემით, მოზარდი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინდარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება. სოფელ კეთილარის მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ პირველი მორეაგირე სამაშველო ჯგუფები სპეციალური მცურავი საშუალებებით და დაიწყო საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპიროებზე. სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე მოხდა დამატებითი სპეციალური ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. სამდღიანი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი 50.3%-ით

„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით. სოციოლოგიური კვლევის შედეგები ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გააცნო. რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ 32.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1%; პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.6%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ – 2.5%; „ლელო“- 2.3%; „ევროპული საქართველოსთვის“- 2.2%; „მოქალაქეები“ 1.5%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%; „გირჩი“ – 0.4%; „ერთიანი საქართველო“ -0.4%; სხვა პარტიები- 3.3%. მიქანაძის თქმით, ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, მხოლოდ სამი…

მეტი...

“კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, ასეთი მძიმე ვითარება საქართველოს არ ჰქონია” – ივანე ჩხაიძე

“ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარება რჩება. ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება საქართველოს არ ჰქონია კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. „როდესაც ვსაუბრობთ დელტა ვარიანტზე, ორი განსაკუთრებული თვისება უნდა აღვნიშნოთ, უფრო მეტი გადამდებობა და მძიმე მიმდინარეობა. ეს განაპირობებს სხვა მუტაციებთან შედარებით სტაციონარებში მიმართვიანობის მეტ სიხშირეს. დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა, თავყრილობების კატეგორიული აკრძალვა. თუ ბევრი ადამიანი მივა ვაქცინაციის კაბინეტებში სექტემბერი გაცილებით ნაკლებად მძიმე იქნება. აგვისტოს ზეგავლენა მართლაც კატასტროფულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,94 პროცენტი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 200 პაციენტი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 60 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 979 813​ აცრაა ჩატარებული, 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979 813​ აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი. რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 200 პაციენტი, გარდაიცვალა 60 ინფიცირებული.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 200 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 22 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 3 803 შემთხვევა გამოვლინდა, 5 332 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 200 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 517 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 453 488 გამოჯანმრთელდა, 6 831 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 979 813 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670. ამასთან, 21 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 332 პაციენტი, გარდაიცვალა 48 ადამიანი.

მეტი...

რეგიონული სატყეო სამსახურების 501 თანამშრომლიდან – 410 უკვე ვაქცინირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, როგორც ცენტრალური აპარატის, ასევე რეგიონული სატყეო სამსახურების 501 თანამშრომლიდან – 410 უკვე ვაქცინირებულია. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის არჩილ ნიკოლეიშვილის განცხადებით, თანამშრომელთა COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი თავიდანვე აქტიურად მიმდინარეობდა. “რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებს, სხვადასხვა მომსახურებისთვის და სააგენტოს სერვისების შეთავაზებისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხება. იმთავითვე მაღალი იყო მათი სოციალური თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, თითოეუელმა ჩვენგანმა გაითავისოს პროცესის სიმძიმე და შეუერთდეს ვაქცინაციის პროცესს, მხოლოდ ამ გზით შევძლებთ პანდემიის საბოლოოდ დამარცხებას” – განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ – მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში  ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.

მეტი...

რუსეთში ქართველი “კანონიერი ქურდი” გარდაცვლილი იპოვეს

კრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გასულ კვირას კუბლაშვილზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ის რუს სამართალდამცველებს ნაქირავებ ბინაში ემალებოდა. სწორედ ამ ბინაში იპოვეს მისი ცხედარი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ცნობილია, რომ ოთარ კუბლაშვილი კრასნოდარის მხარეში ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომლის ანგარიშზეც ათეულობით ოჯახის სასტიკი წამება და ყაჩაღობაა. “ჯერ კიდევ 2008 წელს კრასნოდარის რეგიონში დრამა დაიწყო, რომელიც ხალხს კვლავაც საშინელებად ახსოვს. ოთარ კუბლაშვილის და არმენ ვარდანიანის ბანდამ გაძარცვა ადგილობრივი მოსახლეობის სახლები ერთი წლის განმავლობაში. დამნაშავეები დაზარალებულებს იარაღით ემუქრებოდნენ, აწამებდნენ მათ და დასცინოდნენ. ბანდის მიერ ადგილობრივებისთვის მიყენებულმა ზარალმა ექვსი მილიონ რუბლზე მეტი…

მეტი...

21 წლის ტურისტი გოგო ამბობს, რომ თბილისში, ბარში მასზე სექსუალურად იძალადეს

ტურისტზე ძალადობის მორიგი ფაქტი თბილისში. დანიის მოქალაქე, 21 წლის გოგონა ამბობს, რომ ერთ-ერთ ბარში გაცნობილმა უცხო მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. მომხდარის შესახებ ახალგაზრდა ქალმა მეგობარს შეატყობინა, რომელმაც 112-ში დარეკა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის პოლიციამ უკვე გამოკითხა. მოხდა თუ არა დანაშაული – ექსპერტიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

მეტი...