„მთელი ჩვენი ცხოვრება, ეს არის ქარიშხლებით სავსე ზღვაში ცურვა“ – მეუფეს ქადაგება

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას“ –  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ყოველგვარ განსაცდელში, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და გვეუბნება – „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ!“. მეუფეს ქადაგებით, დღეს განსაცდელი მთელ მსოფლიოს უდგას. „დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი იმის შესახებ, თუ როგორ მიცურავენ ნავით მოციქულები გენისარეთის ზღვაზე. უფალი იესო ქრისტე მათ გაუშვებს, რომ მასზე ადრე გადაეცურათ ზღვა და გასულიყვნენ მეორე ნაპირზე, ხოლო თვითონ დარჩეს მთაზე, რათა განმარტოებით ელოცა. ამით უფალი ხშირად გვაძლევს მაგალითს,…

მეტი...

„უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს ჩვენს ქვეყნებში“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა. “მინდა აღვნიშნო, რომ COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები კიევში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში და მჯერა, რომ ბევრჯერ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე…

მეტი...

„ცხინვალსა და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს საერთო შეშფოთებას იწვევს“ – პრემიერი

„შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალსა და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს საერთო შეშფოთებას იწვევს“ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხვალ მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შექმნილ ყირიმის პლატფორმაში, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასებენ ყირიმის დროებით ოკუპაციას. “ხვალ მე მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც ახლა, ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენი…

მეტი...

“შეგვიძლია, ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და ვიმსახურებთ ევროკავშირის და ნატოს წევრობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ, სამ ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვას და საქართვლოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და ნატოს წევრობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან,  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.. როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან ინტენსიური უნდა გახადოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. „ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ, დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო „ტრიოს“ ფორმატის დაფუძნება. მაისში გაფორმდა მემორანდუმი ამის…

მეტი...

ამ ეტაპისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულია 59 659 ადამიანი

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659-ია.  აქედან, 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 218, აჭარაში – 955, იმერეთში – 1 095. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 149, იმერეთში – 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი,  მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 28, იმერეთში – 21. 3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 613 – თბილისში, 1 247 – აჭარაში. 48 820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.   საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 82 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 77, ხოლო…

მეტი...

ვირუსით 48 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა – 598, იმერეთი – 506, ქვემო ქართლი – 163, შიდა ქართლი – 168, გურია – 161, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 246, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

მეტი...

ვირუსით 3 803 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 159 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 332 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  514 744-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,21 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.80%.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთიდან გამოიყვანეს 

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოში დაბრუნდნენ. საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.   შესაბამისი უწყებების კოორდინაციით, ყველა ნაბიჯი ეტაპობრივად იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ავღანეთი უსაფრთხოდ  დაეტოვებინათ.  საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ. “პირველივე დღიდან, როცა გადაწყდა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია ჩავერთეთ საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც წარმატებით დასრულდა დღეს და ჩვენი 16 თანამოქალაქე დაუბრუნდა ოჯახებს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა…

მეტი...