ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ინტერესების დამცველებმა „მატროსოვის ციხე“ დატოვეს. ისინი საკუთარი დავის ქვეშ მყოფს დაახლოებით  2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ზვიადაურთან დაცვის სტრატეგია შეათანხმეს, ასევე აღნიშნეს, რომ მოწმეთა ბაზა უნდა გაფართოვდეს. ადვოკატებს ზურაბ ზვიადაურმა წერილიც გადასცა, სადაც ის გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის ოჯახს უსამძიმრებს. “მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და ისევ იგივე…

მეტი...

სად არის შესაძლებელი ვაქცინაცია რეგისტრაცის გარეშე – კლინიკების ჩამონათვალი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმ კინიკების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც მცურველებს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან. კლინიკების ჩამონათვალი კი შემდეგია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00 საათამდე; ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00 საათამდე შესვენების გარეშე; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების…

მეტი...

„ზვიადი საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, მანქანაში ხელი გაეჭედა, ზურა ყვიროდა ხელი არ მოტეხოთო, ამ დროს, გარდაცვლილი იყო…“

„აფექტში იყო, სამივე დაჭრილი ზურამ  მიიყვანა საავადმყოფოში. მის ძმას, ზვიადს  მანქანაში ხელი გაეჭედა, ზურა ყვიროდა ხელი არ მოტეხოთო. არადა, ამ დროს, ზვიადი გარდაცვლილი იყო“ – განაცხადა ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ და აღნიშნა, რომ მთლიანად სპორტული სამყარო ოლიმპიურ ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ბოლომდე გვერდში დაუდგება.   „ზურა ისეთი ადამიანია, რომ ვერც წარმომედგინა, ვინმეს რამეს ავნებდა. 41 წლის არის და დღემდე ასეთი რამ არასდროს შემთხვევია. ან ქუჩაში იდგეს, ან რაღაცაზე პრეტენზია ჰქონდეს, ან ვინმეს ჩაგრავდეს, ან რამეში დანაშაული მიუძღოდეს, ასეთი რამ არც მსმენია და მინახავს. ის არის სამართლიანი ადამიანი, რომელიც ყოველთვის…

მეტი...

47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა – მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ამის შესახებ კლინიკა “ბომონდი” წერს. მათივე ინფორმაციით, ქალი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.  “ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას “კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა. აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა. დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის,” – წერია კლინიკის Facebook გვერდზე.

მეტი...

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სოციაური ქსელში პრემიერ-მინისტრი ეხმაურება

“საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდებიან. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან!” – წერს პრემიერი. საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს ბრუნდება. ისინი უკვე ბორტზე იმყოფებიან და საართველოსკენ მოემართებიან. როგორც საგერო უწყება აცხადებს, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც მათ ოფიციალურად მიმართა, ავღანეთიდან უკვე გამოყვანილია.   

მეტი...

საქართველოში „დეტლა პლუსის“ ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტა პლუსის“ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. „დიახ, სეკვენირების დროს დადასტურდა ორი შემთხვევა. არ ვიცი მოემატა კიდევ თუ არა, ბოლო ორი კვირაა არ მომიკითხავს. ორი შემთხვევა გვქონდა „დელტა პლუსის“, თავისი ამ გენეტიკური შენებით. განსაკუთრებული არაფერი. მოგეხსენებათ ეს ვირუსი, ძალიან ბევრ მუტაციას განიცდის. რაც გაჩნდა ეს ვირუსი, მას შემდეგ რამდენიმე ასეული თუ მეტი არა მუტაცია აღირიცხა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა რამოდენიმე მუტირებულ შტამს. როგორიც იყო ბრიტანული შტამი, სამხრეთ აფრიკული შტამი, ინდური შტამი, ბრაზიულიური და ა.შ. სპეციალური, გლობალური პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა აღმოჩენილი შტამები იტვირთება, მათ შორის ჩვენც…

მეტი...

“თითზე ჩამოსათვლელია ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება” – ამირან გამყრელიძე

ასეთი შემთხვევები ერთეულია, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მედია ვებინარზე დასმულ შეკითხვას, თუ რატომ გახდა კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აცრილი ადამიანების რეანიმაციაში განთავსება აუცილებელი. გამყრელიძის თქმით, როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია, ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გადადების შანსი არსებობს. „ჩემი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ერთეულია, რა თქმა უნდა, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო. ის, რომ ორჯერ აცრილი იყო, ბევრს ეგონა და ჰგონია, რომ არ დაემართება კოვიდი და უფრო თავისუფლად არიან, არადა როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ…

მეტი...

“ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსულების აცრა აუცილებელია” – ამირან გამყრელიძე

შარშან საქართველოში „კოვიდ-19“-ით ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს რვა ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების მე-9 ფაქტი კი შესწავლის ეტაპზეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. ამირან გამყრელიძემ კითხვის საპასუხოდ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ქვეყანაში ორსულთა ვაქცინაცია შედარებით გვიან დაიწყო. გამყრელიძის განცხადებით, ორსულებისთვის დაშვებულია „ფაიზერის,“ „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების გამოყენება და ამ ვაქცინების შემთხვევაშიც არის გაფრთხილება, რომ აცრის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის. რაც შეეხება ინაქტივირებულ ვაქცინებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ასეთი ტიპის ვაქცინები ორსულებში…

მეტი...

დავით ნარმანია ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ქ. ტყიბულში წყალმომარაგების სისტემის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ქ. ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, სალიცენზიო პირობების მონიტორინგის ფარგლებში, სემეკის დავალებით ახორციელებს. დავით ნარმანიასთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილემ აკაკი მშვიდობაძემ და სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა გივი ნადირაძემ.წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სისტემით მოსარგებლეთა არსებულ სტანდარტს. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბერში.

მეტი...

“ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, მაგრამ ეპიდვითარების მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. მისივე თქმით, დღეს აუცილებელია, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები მაქსიმალურად იყოს აღსრულებული. თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ გარკვეულწილად, ქვეყანაში ეპდვითარების მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება. „ჯერჯერობით, მთავარია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ახალი შემთხვევების ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ამ ციფრების საფუძველზე გარკვეულწილად იკვეთება მცირედი სტაბილიზაციის სურათი. ამდენად,…

მეტი...

ორსულებისთვის ონლაინ კლინიკა შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ორსულებისთვის სპეციალური ონლაინ კლინიკა შეიქმნება, რომელიც მეან-გინეკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული. „ვმუშაობთ ცალკე იმაზე, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მენა-გინეკოლოგებით, რომელიც გაუწევენ კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე. დღევანდელი ონლაინ კლინიკები ძირითადად ოჯახის ექიმებით არიან დაკომპლექტებული. ბუნებრივია ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულების კონსულტირება თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ კიდევ უფრო სპეციალიზირებული გავხადოთ ეს საკითხი“, – თქვა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პედაგოგების 40%-მდე და სამედიცინო პერსონალის 67% ვაქცინირებულია

სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ სამიზნე ჯგუფში 30-დან 40%-მდე უკვე ვაქცინირებულია. „რაც შეეხება სკოლებს, სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. პროპორციულად ეს რაოდენობა იზრდება, დაახლოებით 30-დან 40%-მდე სამიზნე ჯგუფის უკვე ვაქცინირებულია. რაც რა თქმა უნდა, სასურველი მაჩვენებელი არ არის და ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიურებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა გაბუნიამ. თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯამურად 67%-ია. ეს უფრო მეტად…

მეტი...

დიღმის საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები მოათავსეს

საველე ჰოსპიტალში პირველი პაცინეტები განათავსეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, რა ტიპის სიმძიმის პაციენტები არიან ამ დროისთვის მოთავსებულები საველე ჰოსპიტალში. “საველე ჰოსპიტალში პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. აქ არიან მოთავსებულები პაციენტები, რომლებსაც სჭირდებათ დამატებით ჟანგბადი, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავაც სტაბილურია და საველე ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობა შესაძლებელია. ეს ასეც იყო დაგეგმილი. მძიმე პაციენტების გადაყვანა ჰოსპიტლებში არც იგეგმებოდა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტია მოთავსებული.

მეტი...

“თავშესაფრებში ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. მისივე თქმით, უკვე დაახლოებით 100 პირია აცრილი. „თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. დაახლოებთ 250 არის სამიზნე ჯგუფი ბენეფიციარებისა და მომვლელი პერსონალის ჩათვლით, ვინც, რა თქმა უნდა, განაცხადა თანხმობა, რომ აიცრას. მობილური ბრიგადა გადის თავშესაფრებში რეანომობილის თანმხლებით, რათა აცრა ჩატარდეს უსაფრთხოდ. მოგეხსენებათ, ამას გარკვეული დრო სჭირდება, იმის გათვალისწინებითაც, თუ რამდენად დატვირთულია დღეს რეანომობილის სერვისი. ამ ჯგუფიდან დაახლოებით 50 პროცენტი, ასამდე პირია უკვე აცრილი. ხურვალეთში აცრები დაგეგმილია ხვალისთვის. პროგრამაში ჩართულ სხვა დანარჩენ თავშესაფარსა და ხანდაზმულთა სახლებში…

მეტი...

“პირველ რიგში, ჩვენთვის ხალხის ჯანმრთელობაა მთავარი და შემდეგ კონცერტი” – ნანი ბრეგვაძის კონცერტი მეორედ გადაიდო

შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბათუმის დრამატულ თეატრში დაგეგმილი ნანი ბრეგვაძის კონცერტი უკვე მეორედ გადაიდო. 25 აგვისტოს კონცერტი ორგანიზატორებმა ჯერ 5, შემდეგ კი 25 სექტემბრისთვის გადაწიეს. ქართული სცენის ლეგენდის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტების სერია, 21 ივლისს, წინანდლის მამულებში, კულტურის პალატის ორგანიზებით გაიხსნა და მას უცხოეთიდან ჩამოსული ბევრი სტუმარი დაესწრო.

მეტი...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს

ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესტონეთიდან პრესტურს მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ესტონური TV 3-ის რვაკაციანი გადამღები ჯგუფი ორი კვირის განმავლობაში თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში იმყოფებოდა. ესტონური მედიის წარმომადგენლებმა სიღნაღი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, უშგული და სხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერეს და გადაიღეს. „ჩვენ ვმასპინძლობთ ესტონეთის წამყვანი ტელეკომპანიის TV-3-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლს ამზადებს „იმოგზაურე საქართველოში“. გადაცემაში ნაჩვენები იქნება, როგორც კულტურული, ასევე სათავგადასავლო, ეკო და  ღვინის ტურისტული მიმართულებები. ტელევიზიის…

მეტი...

“ვფიქრობთ, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე დიდხანს არ უნდა მოგვიხდეს” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში უკვე განთავსდა ცხრა პაციენტი. მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. „გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საუბარია დიღომის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად დროებითი დაყოვნებისთვის არის, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ, სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადამისამართება. ვფიქრობთ, ორ-სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება შემდეგ მოხდება მისი…

მეტი...

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან, ისინი უსაფრთხოდ არიან და ელოდებიან გამოფრენას. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით,“- აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, ავღანეთში სულ 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 6-მა სამშობლოში დაბრუნება რამდენიმე დღის წინ მოახერხა.

მეტი...

“ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ამას რომ ვიძახი …” – რატომ ადანასაულებს წამყვან ექიმებს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება. კულუმბეგოვიექიმების დანაშაულს ხედავს იმაში, რომ ამ დრომდე მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აცრა არ უნდა და უარს ამბობს. „ხალხის დიდი ნაწილი თუ აცრილი არაა ექიმების (წამყვანი ექიმების) ბრალია! ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ამას რომ ვიძახი, მაგრამ მწარე რეალობაა“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

მეტი...

საქართველოში ჯამურად 907 665 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი

0 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 907 665 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს 23 986 პირი აიცრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 საათში კორონავირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

შესაძლოა, საველე ჰოსპიტალი ქუთაისშიც გაიხსნას

კორონავირუსის გავრცელების გამო დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე, ქვეყანაში საწოლფონდი იწურება. ქუთაისი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ამ კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა – კლინიკებში პაციენტების მისაღებად საწოლები საკმარისი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა, საველე ჰოსპიტალი ქუთაისშიც გაიხსნას.  ქუთაისის კლინიკა “ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი აცხადებს, რომ კლინიკის დღის წესრიგში საწოლების დამატება დგას.  “მომართვიანობა გაზრდილია, საწოლფონდი გვეწურება. პაციენტები ხვდებიან სტაციონარში როგორც თვითდინებით, ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ საწოლფონდი, პრაქტიკულად, გვეწურება, ჩვენთან დღის წესრიგში დგას, რომ დავამატოთ ჩვენი რესურსების გათვალისწინებით ახალი საწოლები, დაახლოებით 1 კვირაში დაგვემატება ახალშობილთა რეანიმაციული საწოლები,”- აცხადებს მამია ყიფიანი.  ექიმების ინფორმაციით,…

მეტი...

ზურაბ ზვიადაურს თავდებში სრულიად ოლიმპიური გუნდი უდგება – ავთანდილ ჭრიკიშვილი “მედიაცნტრ მთავარში”

“41 წლისაა და ვინმესთვის რამე ევნოს, ამ მახსოვს. მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს მეორე მხრიდან. ხდება ასეთი რაღაცეები, ყველას შეიძლება შეემთხვას,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში,” ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა. სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება ზურაბ ზვიადაურს – ოლიმპიელების სახელით განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა გააკეთა. “41 წლისაა და ვინმესთვის რამე ევნოს, ამ მახსოვს. მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს მეორე მხრიდან. ხდება ასეთი რაღაცეები, ყველას შეიძლება შეემთხვას. ვერ მოიქცეოდა ზვიადაური სხვაგვარად, ბუჩქებში გაქცეულიყი და დამალულიყო, ბიჭს ძმა მოუკლეს. 90 პროცენტი ეთანხმება ამას, რომ ასე მოიქცეოდა. მეც იგივენაირად მოვიქცეოდი. იქითა მხარეს არ ვიცნობ. ასეთი…

მეტი...

„თვითონაც ძალიან განიცდის ამ ფაქტს, ძლივს დადის ფეხზე ისეთ დღეშია, მინდა ადამიანურად მივუდგეთ“ – ავთანდილ ჭრიკიშვილი „მედიცენტრ მთავრში“

„ბუჩქებში, რომ დამალულიყო, ვეღარ ვიძმაკაცებდი,“ – ამის შესახებ „მედიაცენეტრ მთავარში“  ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა. მოჭიდავე ამბობს, რომ ზვიადაურს შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და „ვერ ამტყუნებს.“ „მეც მაგ სიტუაციაში იგივეს გავაკეთებდი, გაიქცე და ბუჩქებში დაიმალო ამ დროს წარმოუდგენელია, თვითონაც ძალიან განიცდის ამ ფაქტს, ძლივს დადის ფეხზე, მინდა ადამიანურად მივუდგეთ. მოსახლეობის 80% მის საქციელს ამართლებს, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ისეთ მდგომარეობაში იყო საავადმყოფოში, რომ მიიყვანა გარდაცვლილი ძმა ამბობდა ხელი არ მოტეხოთო,“ – ამბობს ჭრიკიშვილი. ჭრიკიშვილი ამბობს, რომ ზვიადაური „საშიში“ არ არის: „ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია და ცოდოა,…

მეტი...

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით დღეს გაასაჩივრებენ

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით დღეს გაასაჩივრებენ. ადვოკატების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. „გავასაჩივრებთ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იყო, ფაქტობრივად მოსამართლე პროკურორს დაეხმარა დასაბუთებაში. პროკურორს არ უხსენებია ისეთი ფაქტები, რაც მოსამართლემ შემდეგ განჩინებაში ჩაგვიწერა. მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს, შეცვლის და ჩაგვინაცვლებს ჩვენ მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებით ან საერთოდ მის გარეშე დატოვებს. პროკურატურას არ უხსენებია, რომ კონფლიქტი არ იყო დასრულებული, შესაძლოა, გაგრძელებულიყო და მოსამართლემ განჩინებაში…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,98 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,98 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,22 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,86 პროცენტი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 393 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 19 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 921 შემთხვევა გამოვლინდა, 4 471 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 393 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 59 პაციენტი. ამასთან, 19 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი, გარდაიცვალა 58 ადამიანი.

მეტი...

ეს ციფრები რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს – ივანე ჩხაიძე ეპიდვითარებაზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდება. ჩხაიძე მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს. „ციფრები, რომელიც დღეს გვაქვს ძალიან მაღალია და რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს. თუ გავითვალისწინებთ ძალიან მაღალ მიმართვიანობას ვაქცინაციის ცენტრებში, შესაძლებელია, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. ეს სავსებით დასაშვები სცენარია. ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი, ვინაიდან სკოლა არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მეტი...

Facebook-ი ავღანეთში მყოფი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების დამატებით ზომებს იღებს – არსებობს ეჭვი, რომ თალიბანი ოპონენტებს სოციალური ქსელებით უთვალთვალებს

Facebook-ი ავღანეთში მყოფი მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ახალ ზომებს იღებს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ავღანეთში მყოფი მომხმარებლების ანგარიშიდან დროებით ამოიღეს “მეგობრების“ სიის ნახვისა და მათში კონკრეტული პიროვნებების ძებნის ფუნქცია.  ამასთან, Facebook-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ნათანიელ გლეიხერმა განაცხადა, რომ ავღანეთში მყოფი მომხმარებლებისთვის შემოიღეს “ერთი დაწკაპუნების ფუნქცია” პროფილის სწრაფად ჩასაკეტად. თუ მომხმარებელი გამოიყენებს ამ ინსტრუმენტს, ადამიანები, რომლებიც მისი მეგობრების სიაში არ არიან, ვერ შეძლებენ მისი პროფილის ფოტოს ჩამოტვირთვას ან გაზიარებას, ასევე, ვერ შეძლებენ ნახონ პოსტები მომხმარებლის თაიმლაინზე.  Facebook-მა მსგავსი ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ თალიბანი სოციალურ ქსელებს ოპონენტების თვალთვალისთვის იყენებს.  იქამდე,Facebook-მა დაადასტურა, რომ აგრძელებს თალიბანის…

მეტი...

“კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დღეიდან იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან

“კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. ახალი სერვისის დანერგვის პროცესს თბილისის იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დილიდან აკვირდებიან. ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405. სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ. სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას კი, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე…

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყალის კალაპოტში, უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოიპოვა 95 228.10 მ3 სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში). აღნიშნული უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ქვიშა-ხრეში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა…

მეტი...

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

განზრახ მკვლელობა თუ აუცილებელი მოგერიება – ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატები ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მიღებულ პატიმრობის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და მის გასაჩივრებას გეგმავენ. უფლებადამცველები სააპელაციო სასამართლოს დღეს მიმართავენ. ადვოკატების თქმით, სისხლის სამართლის ამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ზვიადაურის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა არ დასტურდება და აუცილებელია საქმის გადაკვალიფიცირება. ზვიადაურის ერთ-ერთი ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, საბოლოოდ, შესაძლებელია, სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შეიტანონ. 

მეტი...