„ფერისცვალება – წინა სახე მეორედ მოსვლისა“ – პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ფერისცვალებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. პატრიარქი სასულიერო პირებს  კურთხევას აძლევ, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადონ. „ყველას გულითადად გილოცავთ საუფლო ბრწყინვალე დღესასწაულს, – ფერისცვალებას, რომელიც არის წინა სახე მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფეველში მართალთა გაბრწყინვებისა. ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ. ამასთან, ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ…

მეტი...

“თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც” –  გელა დაიაური

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ჩემპიონს, ზურა ზვადაურს მხარდაჭერას გელა დაიაურიც უცხადებს და ამბობს, რომ მისი ციხისთვის გამეტება არ შეიძლება.   „კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელებს ოლიმპიადის მოგებით, კაცს რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც. და თქვენ, კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე  ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!!!” – აცხადებს  გელა დაიაური. შეგახსენებთ, რომ ზურა ზვიადაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონებიც უდგებიან, მათ შორისაა ლაშა ტალახაძე და და ლაშა ბექაური.

მეტი...

17 წლიანი ლოდინის შემდეგ, ზურა ზვიადაური პირველ შვილს ელოდება

„უამრავმა ხალხმა არც კი იცის, რომ ზურა ზვიადაური და მისი მეუღლე აი, უკვე 17 წელია შვილის მოლოდინში იყვნენ და უფლის წყალობით, ეს მათი უდიდესი ოცნება ასრულდა“ – წერს დავით ავალიშვილი და ზურა ზვიადაურის შესახებ  სოციალურ გვერდზე წერილს აქვეყნებს. „წარმოიდგინეთ და უბრალოდ დაფიქრდით, მარტში შვილს ელოდება და ჯერ ხომ იყო ისედაც უსაყვარლესი და ჯიგრიანი ბიჭი, ამის შემდეგ, როცა შვილის მოლოდინში იყო, უფრო საყვარელი და უფრო თბილი გახდა თანაც ისეთი, რომ არა თუ საქართველოს, არამედ, მსოფლიოს ჩახუტება უნდოდა გულში ზურას ძაან ფრთხილი იყო და დამიჯერეთ, რომ საერთოდ წვეთს არ სვამდა სიტყა თქვა,…

მეტი...

“როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ავცრით ორჯერადად, მაშინ მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი” – ამირან გამყრელიძე

„როდესაც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ავცრით ორჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ ლაივში, ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გვიან შემოდგომაზე გახდება ცნობილი. „მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გააჟღერა „ბუსტერის“ ინიციატივა და დაიწყო. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ისრაელმა, ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ახლა გადაწყვეტილებას, რომ მეორე აცრიდან 8 თვის შემდეგ „ბუსტერი“ გააკეთონ. ამ ქვეყნებს, რომელიც მე დავასახელე, ორჯერადად აცრილი ჰყავთ მოსახლეობის 60%. ჩვენ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ავცრით ორჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა,…

მეტი...

“სირცხვილია, რომ ზურაბ ზვიადაური პატიმარია” – ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატების თქმით, ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა

ზურაბ ზვიადაურს ბრალს ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატების თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი სროლის დროს აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა. როგორც ირკვევა, ზურაბ ზვიადაურმა შეიარაღებული ნიკა კენჭოშვილი საკუთარი იარაღით მოკლა – მანამდე კი კენჭოშვილმა ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა. “გამომძიებელმა დამირეკა, რომ ბრალის წარდგენას აპირებს. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან კანონის ფარგლებში მოქმედებდა ბატონი ზურა, რომელიც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო. როდესაც მივიდა თავისი ძმის წამოსაყვანად, ხალხი შეკრებილი და სროლები დაიწყო. როდესაც ნახა, რომ 4 ადამიანი იყო დაჭრილი, ზურას მიმართულებითაც ისროდა, მისი ძმისაც და ცდილობდა გადაერჩინა თავისი, ძმის და ახლობლების სიცოცხლე,”- აცხადებს ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველი ტარიელ მურმანიშვილი. “სირცხვილია, რომ ზურაბ ზვიადაური…

მეტი...

ზურაბ ზვიადაურს ბრალი, განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯ.ჯ-ს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. „ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის…

მეტი...

საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. როგორც გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციისა და ევროპის წამლის სააგანტოს რეკომენდაციას ელოდება. „ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს. ცრიან ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია…

მეტი...

“7 თვის ორსული ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, აცრილი არ იყო” – ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორის, ალექსი ვაჩაძის განცხადებით, 7 თვის ორსული ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, აცრილი არ იყო. მისივე ინფორმაციით, მდგომარეობა თავიდან სტაბილური იყო, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 13 აგვისტოს მოათავსეს. ეს საქართველოში ორსული ქალის კორონავირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა. არსებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი აცრილი არ ყოფილა.  “ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იყო 18 კვირის ფეხმძიმე, 27 ივლისს შემოიყვანეს ჩვენთან, კლინიკაში, დადასტურებული კოვიდინფექციით. სამწუხაროდ, პაციენტი არ იყო აცრილი. თავიდან მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, დასაწყისისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა – ყელის ტკივილი, ხველება, ასეთი მსუბუქი სიმპტომატიკა. რეანიმაციაში გადავიდა 13 აგვისტოს, სადაც ყველაფერი კეთდებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის შენარჩუნება და 16 აგვისტოს ის გადავიდა სრულ…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის რაიონის აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის რაიონის აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. აქტივისტებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ასევე არ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო პროცესებში. ისინი აცხადებენ, რომ პარტიაში პატივს არ სცემენ. საარჩევნო სიაში არც ერთი ის ადამიანი არ მოხვდა, რომლებიც ერთგულია პარტიის და წინა არჩევნებზე აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესებში. მათი მტკიცებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით დააკომპლექტა. საარჩევნო პროცესში 20 სოფლის 30-მდე კოორდინატორი აღარ ჩაერთვება.

მეტი...

ავარიას ავტობანზე ახალგაზრდა ავტომრბოლელი ემსხვერპლა

ავარიას ავტობანზე ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი, 30 წლის ავტომბროლელი დემეტრე თაქთაქიშვილია.

მეტი...

“სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია გვაქვს” – ღარიბაშვილი სააკაშვილს

სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით. „ხალხმა ნახა ყველაფერი, ნახა 90-იანი წლები, მაშინ, როცა ძმათა შორის მკვლელობა მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ომი აფხაზეთში, ომი ოსეთში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, დაპირისპირება, ქაოსი, უწესრიგობა. შემდეგ ვნახეთ ახალი ომი რუსეთის ფედერაციასთან, რომელმაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და ჩვენი გმირების გმირული დაღუპვა ომში. 100-ზე…

მეტი...

დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის – მინისტრი

„საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად დღეიდან მზად არის“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დიღმის ოლიმპიურ ქალაქში, სპორტულ დარბაზში მოწყობილი საველე ჰოსპიტლის მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალში ყველა ის პირობაა უზრუნველყოფილი, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობას სჭირდება, თუმცა საველე ჰოსპიტალში პაციენტების გადაყვანა უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. „მაქსიმალურად ვეცდებით დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და არ გადმოვინაცვლოთ საველე პირობებში და ყველა პაციენტმა მიიღოს ოპტიმალური მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში. ზუსტად ვიაზრებთ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს გაშლილა, იმ საომარ პირობებშიც კი რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“, – განაცხადა მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მოთავსებულია…

მეტი...

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, შარშან შესაბამის პერიოდში 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 980 აივ ინფიცირებული პირი. 6 709 – მამაკაცია, 2 271 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა, 1 862 გარდაიცვალა. 16 აგვისტოს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5629 (4 998 + 631 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 45 (35 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით…

მეტი...

“ვნახე, როგორ ესროდნენ ჩემს ძმას… ვმოქმედებდი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” – ზურაბ ზვიადაური დუმილს არღვევს

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარზე წარუდგენენ. ზვიადაურმა დუმილი ადვოკატთან დაარღვია. ოლიმპიური ჩემპიონისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. „ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს. იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მართლზომიერად მოქმედებდა და თავდამსხმელი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა, რათა გადაერჩინა თავისი სიცოცხლე და თავისი ძმის სიცოცხლე. თვითონ საერთოდ არ იცნობდა თავდამსხმელს, ის იყო მისული იმიტომ, რომ თავისი ძმა გამოეყვანა იქედან, შარს აერიდებინა, მაგრამ ვერ მიუსწრო და ვერ შეძლო, მისვლა დაუგვიანდა, იმიტომ, რომ თავდამსხმელი უკვე ავტომატურ იარაღს ისროდა“,…

მეტი...

თუ დამიჯერებთ კარგია, არ დამიჯერებთ, გზა დიდია… – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ერთი კონკრეტული მოქალაქე მისმა რჩევებმა ვირუსისგან დაიცვა. როგორც ფხაკაძე ამბობს, ექიმისთვის მსგავსი ფაქტები ყველაზე დიდი ჯილდოა. „როცა შენმა რჩევამკონკრეტული ადამიანი გადაარჩინა, ექიმისათვის და საზოგადოებრივი სპეციალისტისათვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო… არავის არაფერს არ გაძალებთ, დამიჯერებთ – კარგია არ დამიჯერებ გზა დიდია.. ეს არის ჩემი პირადი ფეისბუკ გვერდი, ჩემი ვირტუალური პირადი სივრცე, ჩემი “ბიბლიოთეკის” ოთახი სადაც ჩემს აზრებს, ანალიზს და უბრალოდ ჩემთვის საინტერესო სტატიებს ვაზიარებ და ყველასთვის კარები ღიაა, მაგრამ ზოგიერთებს ნამეტანი მოსდით. ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ სხვის პირად სივრცეში არიან, სხვის სახლში სტუმრად არიან.…

მეტი...

საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგი 13:41 საათზე დაფიქსირდა, სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან მდებარეობს.

მეტი...

“მზად ვარ, ვიყო მოხალისე და ვიმუშაო თუნდაც ფერშლად, სანიტრად” – ლაშა ჩხარტიშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლაშა ჩხარტიშვილმა დიღმის საველე ჰოსპიტალში მოხალისეობის სურვილი გამოთქვა. მან შესაბამისი თხოვნით განცხადება დღეს ამავე დაწესებულებაში დატოვა. ჩხარტიშვილმა არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს მოხალისედ მუშაობისკენ, ხოლო ხელისუფლებას მოხალისეობის მსურველების დროულად გადამზადებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვცხოვრობთ კორონაარმაგედონის პირობებში, რომელზეც პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც ათასობით ადამიანს სწირავს საკუთარი ძალაუფლების სურვილს, მაგრამ ახლა პირველ რიგში ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს. მე პირადად, ლაშა ჩხარტიშვილი, როგორც მომიჯნავე სპეციალობის წარმომადგენელი, მზად ვარ, ვიყო მოხალისე და მიუხედავად საარჩევნო კამპანიისა, ამ ჰოსპიტალში ან სხვაგან ვიმუშაო, თუნდაც ფერშლად, თუნდაც სანიტრად და…

მეტი...

ავღანეთიდან უცხოელებისა და ადგილობრივების ევაკუაცია გრძელდება

ავღანეთში უცხოელებისა და ადგილობრივების ევაკუაცია გრძელდება. მიგრაცია, ევაკუაცია და ადამიანის უფლებები – ეს არის ის საკითხები, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება ახლა განსაკუთრებულ კონცენტრირებას ახდენს. დასავლეთის მთავარი გზავნილი ავღანეთის მმართველების მისამართით ისაა, რომ მათ დაიცვან ადამიანის უფლებები და ხელი არ შეუშალონ ევაკუაციის უსაფრთხოებას. ცოტა ხნის წინ, პენტაგონმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ყოველდღიურად ავღანეთიდან 9 000 ადამიანის გაყვანა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა რომ თალიბანს გაცხადებული აქვს, რომ  ადამიანის უფლებები იქნება დაცული, ადგილობრივებს ამ განცხადებების არ სჯერათ და ისინი ქვეყნიდან გარბიან. “ჩვენი გეგმაა იმ ადამიანების უსაფრთხოდ ევაკუაცია, რომლებიც მუშაობდნენ შეერთებულ შტატებთან, რომლებსაც აქვთ სპეციალური საიმიგრაციო ვიზები.…

მეტი...

„საერთოდ, რატომ ჰყავთ დაკავებული, საკუთარ და სხვების სიცოცხლეს იცავდა“ – ადვოკატი ზურა ზვიადაურზე

ოლიმპიური ჩემპიონის,  ზურაბ ზვიადაურის ინტერესების დამცველი ტარიელ მურმანიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ ზურაბ ზვიადაურის დაკავების მოტივი არ არსებობს, რადგანაც ის საკუთარ და სხვების სიცოცხლეს იცავდა. ადვოკატი ბრალის წაყენების მოტივს და მიზეზსაც ვერ ხედავს.    „საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ სამართლებრივი კუთხით.  გაკვირვებული ვარ, რატომ ჰყავთ დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მის ქმედებაში არანაირი კანონის დარღვევა არ ყოფილა. მას მართლსაწინააღდეგოდ არ უმოქმედია.  მისი ქმედება იყო ლეგიტიმური, კანონიერი, იცავდა საკუთარ სიცოცხლეს და ასევე, ცდილობდა დაეცვა თავისი ძმისა და იქ მყოფი მეგობრების სიცოცხლე. ველოდები, რომ  პროკურატურამ მას ბრალდება ვერ უნდა წარუდგინოს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების…

მეტი...

სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდახმარების ექიმები 500 – ლარიან დანამატს მიიღებენ. „მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ექიმებს, რომელიც ამ პროცესში პირველივე დღიდან არიან ჩართულნი. მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ეს შეეხება ექიმების ანაზღაურებას თუ მათ მიმართ მადლობის გადახდას. ინდა ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის…

მეტი...

“გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა, რათა თავისი გმირობით ეჩვენებინა, რომ ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო” – კახა კალაძე

გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. „გიორგი ანწუხელიძე დღეს 37 წლის გახდებოდა. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით სამუდამო კვალს ტოვებს ისტორიაში და მომავალ თაობებს უტოვებს ნათელ მაგალითს, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება. ასეთია გიორგი ანწუხელიძე – ჩვენი უახლესი ისტორიის გმირი. ადამიანი, რომლის სახელი გაიგივებულია სამშობლოს ერთგულებასთან, ვაჟკაცობასთან, სიმტკიცესთან. გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი…

მეტი...

სხვისი სახელით “ფეისბუქზე” ყალბი ანგარიშის შექმნის და ფულის გამოძალვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი დააკავა

თაღლითობის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით ფეისბუქზე ყალბი პროფილი შექმნა, დაიმატა მეგობრები და ანგარიშზე 300 დოლარის ჩარიცხვა თხოვა – მიზეზად კი შვილის ფინანსური პრობლემები დაასახელა. თაღლითობისთვის დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ

აცრაში მოქალაქეებს სამხედრო ექიმები ეხმარებიან. სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული ჯგუფები შიდა ქართლის სოფლებში უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას. აცრამდე ისინი მოქალაქეებს პირადად გაესაუბრნენ და ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს. თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, მოქალაქეებს, რომლებიც ამცრელ ცენტრში მისვლას ვერ ახერხებს, ადგილზე აცრიან.

მეტი...

“საქართველო გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაა და არა მოღალატეებისა და ლაჩარი სააკაშვილის” – ირაკლი ღარიბაშვილი

დიდება ჩვენს გმირებს და დიდება ჩვენს გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, რომელმაც, მართლაც, თავდადებისა და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გიორგი ანწუხელიძემ თავდადებისა და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა. „მივესალმები ქედასა და ქედელებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, თქვენი ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის. სწორედ თქვენი გვერდში დგომით, ჩვენმა დიდმა ოჯახმა, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შვიდ გამარჯვებას მიაღწია ბოლო შვიდ…

მეტი...

კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა – მინისტრის თქმით, ექიმების კვალიფიკაციის საკითხი არ დგას

საქართველოში კორონავირუსით 7 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ორსული გოგოს გარდაცვალების გამო ექიმებისა თუ კლინიკის კვალიფიკაციის საკითხი არ დგას. მისი განმარტებით, COVID-19 მაღალ რისკს წარმოადგენს სრულიად ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც და, სამწუხაროდ, ყველა მათგანის გადარჩენა ვერ ხერხდება.  “COVID-19 გახლავთ საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არამარტო ორსულებისთვის წარმოადგენს მაღალ რისკს, არამედ სხვა საკმაოდ ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც ძალიან მაღალ რისკს. ეს კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ ექიმებს, რადგან ისინი მართავენ პაციენტებს და გართულების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი, როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებებს და, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება,…

მეტი...

“ვფიქრობ, მომდევნო კვირა მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, თუ რა შედეგი გამოიღო შეზღუდვამ” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ დაწესებული შეზღუდვების შედეგი გამოჩნდეს, მინიმუმ, ორი კვირა უნდა გავიდეს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან გამოჩნდება ეს შედეგი, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ეს შედეგი “ნელი იქნება”, რადგან შეზღუდვები მასობრივი არ არის.  “შეზღუდვებს დრო სჭირდება – დაახლოებით, ორი კვირაა ის პერიოდი, როდესაც ჩვენ, გარკვეულწილად, შეგვეძლება ვისაუბროთ შეზღუდვების დაწესების თუ შემსუბუქების შედეგებზე. ამდენად, ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი. ვფიქრობ, კვირის ბოლომდე პერიოდი და მომდევნო კვირა მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, თუ რა შედეგი გამოიღო შეზღუდვამ. ნელი იქნება ეს შედეგი, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ მასობრივ შეზღუდვებზე და საუბარია…

მეტი...

“ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის” – თამარ გაბუნია

ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან, ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრევენციული ზომები ზედმიწევნით, მკაცრად უნდა იყოს დაცული. “გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 6000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ, 49 გარდაცვალება. შემთხვევების გავრცელების ტემპი, კვლავაც მაღალია. როგორც იკვეთება, სტაბილიზაციის ნიშნები არ არის არც ერთ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე. გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავაც სავალდებულოა პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც მოქმედებდა. განსაკუთრებით სოციალური ღონისძიებების შეზღუდვა”, -აღნიშნავს გაბუნია…

მეტი...

ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ

პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც არიან ჩართული. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამ დროისთვის ვაქცინირებულია ოთხი არასრულწლოვანი მსჯავრდებული. „სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ️მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება 9 300-მდე პატიმარი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია 6 002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ კონტინგენტის – 64 პროცენტი, მათ შორის…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,09 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,09 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,4 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,71 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 5 914 პირს დაუდასტურდა, 3 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

მეტი...

სწავლის განახლების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორი კვირის შემდეგ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სწავლის დაწყების საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ორი კვირის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო მას არსებული ვითარებისა და რისკების შესახებ წარუდგენს ინფორმაციას. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რა ვითარება და შედეგები იქნება ქვეყანაში ორი კვირის შემდეგ​ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. „რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს…

მეტი...

“კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი” – ტიკარაძე

კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, აჭარასა და იმერეთში ყოფნის დროს რამდენჯერმე შეხვდა კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და დაავალა, რომ დროულად მოახდინონ არსებული რესურსის უზრუნველყოფა, რათა პაციენტები მაქსიმალურად განთავსდნენ ჰოსპიტალურ სექტორში. „ამ ეტაპისთვის გვაქვს მოცემული პირობა მათი მხრიდან, რომ კვირის ბოლომდე აჭარაში მოხდება 120 საწოლამდე დამატება და ასევე 150 საწოლამდე დამატება უნდა მოხდეს იმერეთის რეგიონში. ხვალიდან უნდა დაიწყონ კლინიკებმა საწოლების მოწოდება და ეს არის საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი, რათა პაციენტების მიყვანა გაგრძელდეს…

მეტი...

49 გარდაცვლილი, 5914 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5914 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსმა კიდევ 49 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 3316 პაციენტი. ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 57 312 აქტიური შემთხვევაა.

მეტი...

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს წარუდგენენ

სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. ამ დროისთვის ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. როგორც ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა, როგორც ზვიადაური, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ. მისივე თქმით, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე საჯარო სივრცეში ღიად საუბარი სწორ პოზიციად არ მიაჩნია. „ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, მაშინ როდესაც მოწმეები სრულად არ არიან…

მეტი...

პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ

პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში

მეტი...

საქართველოს ექვსი მოქალაქე უნგრული ბორტით ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. სპეცრეისი უნგრეთიდან თბილისის  საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ შესრულდა. სამშობლოში დაბრუნებულ ექვს მოქალაქეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში, საქართველოში უნგრული ბორტით გამოემგზავრა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარი პრობლემა საქართველოს მოქალაქეების ქაბულში გადაადგილება და მათი აეროპორტის ტერიტორიამდე მიყვანაა, ავღანეთში შექმნილი არასტაბილური და ქაოტური ვითარებიდან გამომდინარე. ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით,…

მეტი...

დღეიდან აცრას რეგისტრაციის გარეშე უკვე ავლაბარში შეძლებთ

კიდევ ერთი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი თბილისში – დღეიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება. ცენტრი წინანდლის 9 ნომერში მდებარეობს. “ფაიზერით“, “სინოვაკითა“ და “სინოფარმით“ აცრა აქ ყოველ დღე, დილის ათიდან საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში. მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები ქალაქის რამდენიმე წერტილიდან მოემსახურება.

მეტი...