“ტრანსპორტი გაჩერებულია და კინოთეატრები ღიაა, ღმერთო დაეხმარე ამ ხალხს და ამ ქვეყანას!” – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის მიერ გამოქვეყნებულმა მორიგმა პოსტმა სოციალურ ქსელში კვლავ არაერთი გამოხმაურება გამოიწვია. “ქვეყანა სადაც საველე ჰოსპიტალს შლიან, საქალაქო ტრანსპორტი გაჩერებულია და კინოთეატრები ღიაა, ღმერთო დაეხმარე ამ ხალხს და ამ ქვეყანას!”,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი. ინტერნეტმომხმარებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი მათთვისაც გაუგებარია. ცნობისთვის, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს. დიღმის ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის საველე ჰოსპიტალი ეწყობა.

მეტი...

“ღამის განმავლობაში მიყოლებით მოხდა რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა, იყო პატარა ბიძგებიც” – თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ საქართველოში ღამის განმავლობაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც გოდოლაძემ განაცხადა, დაფიქსირდა მცირე ბიძგებიც. „ღამის განმავლობაში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან. ეს არ იყო ერთი ბიძგი. ბიძგს მომყოლი მიწისძვრებიც ჰქონდა. აქედან ყველაზე ძლიერი, რა თქმა უნდა, არის მთავარი ბიძგი, 5.1 მაგნიტუდის, რომელიც 05:44 საათზე დაფიქსირდა. ამას მოჰყვა მიწისძვრა 05:51 საათზეც, რომლის მაგნიტუდა შედარებით პატარაა, მაგრამ ლოკალური მოსახლეობისთვის შეიძლება, საგრძნობი ყოფილიყო 3.2-იანიც. ასევე, სამებასთან 03:19 საათზე მოხდა 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა. ანუ მთელი ღამის განმავლობაში მიყოლებით მოხდა რამდენიმე ძლიერი…

მეტი...

“დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო გადადგომისკენ მოუწოდებს. „დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს, იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა, კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის, ასევე სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურების და დახეიბრებულ ეკონომიკასთან ერთად,“ – აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში. მისი თქმით, ბაიდენის გადადგომა დიდი ამბავი არ უნდა იყოს, რადგან ის ლეგიტიმურად არასდროს აურჩევიათ. „ის, რაც ბაიდენმა ავღანეთში გააკეთა ლეგენდარულია – ეს შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი ამერიკის ისტორიაში,“- აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...

საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი სოფელ სამებასთან, ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში იყო. 05:44 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა, ხოლო 05:51 საათზე 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. რამდენიმე საათით ადრე საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა ეპიცენტრი ასევე სოფელ სამებასთან იყო. 23:42 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიძლიერე 3.7 მაგნიტუდა, ხოლო 03:19 საათზე 4.1 მაგნიტუდა იყო.

მეტი...