წინანდალში ჩაცხრილული სამივე მამაკაცის ვინაობა ცნობილია

ზურაბ ზვიადაური, ვასკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი დღეს საღამოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ დაჭრილია ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.      შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მეტი...

20-წლიანი შუალედის შემდეგ, ქაბული თალიბანის კონტროლის ქვეშაა

თალიბანმა 20-წლიანი ოცნება აისრულა – ქაბულს აკონტროლებს. რადიკალური დაჯგუფება გამარჯვებას ზეიმობს, სასოწარკვეთილი ავღანელი ხალხი კი გარბის. გარბიან საკუთარი ქალაქიდან, ტოვებენ საცხოვრებელ სახლებს, იმიტომ, რომ სიტყვა “თალიბანის” ხსენებაზეც კი, ერთადერთი განცდა, რაც ადგილობრივებს ეუფლებათ – შიშია. ქაბულის ქუჩები და აეროპორტი ქაოსმა და პანიკამ მოიცვა. გაქცევის სურვილი იმდენად დიდია, რომ ადგილობრივები დაძრულ თვითმფრინავებს ახტებიან. ამერიკული სამხედრო ძალების ბორტი, რომელიც ავღანელების ნაწილს ხსნა ეგონა, რამდენიმე ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 5 ადამიანი ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ჭყლეტაში დაშავდა დაახლოებით 40 ადამიანი. მშვიდობიან თანაცხოვრებას, საკუთრების და ყველა უფლებაში დაცვას ჰპირდება ავღანელ ხალხს რადიკალური დაჯგუფება.

მეტი...

ზურა ზვიადაურის ძმა და მისი ორი მეგობარი ჩაცხრილეს

წინანდალში საშინელი ტრაგედია მოხდა. ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა და მისი ორი მეგობარი ჩაცხრილეს. სამივე ადგილზე, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.  ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გამოყენებულია როგორც ცივი, ისე ცეცხლსასროლი იარაღი. დაპირისპირების შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან მდებარეობს. ბიძგი 19:56 საათზე დაფიქსირდა და სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.  გუშინ ღამით საქართველოში მიწისძვრა 4-ჯერ დაფიქსირდა. პირველი 23:42 საათზე, შემდეგ 3:19 საათზე და მესამე 5:44 საათზე, რომლის სიმძლავრემაც 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

მკვლელობა თელავში – ერთ – ერთი გარდაცვლილი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. მასთან ერთად ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სამივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც სამი პირი ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოში იმყოფება.

მეტი...

ვაქცინაციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ერთვება – პრემიერმა განკარგულება გამოსცა

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება. “ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება” – შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა. “საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საგანგებო მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები,” – ნათქვამია პრემიერმინისტრის ბრძანებაში.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების ცნობადობა არ ნიშნავს, რომ არჩეული იქნებიან თვითმმართველობაში” – ირაკლი ქადაგიშვილი

ყველა კანდიდატი, ვინც წარმოადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არიან ცნობადები. მაგრამ, ცნობადობა და ის მოთხოვნა, რასაც მოქალაქეები ამ არჩევნებზე ითხოვენ მომავალი მერებისგან და კანდიდატებისგან, არის აბსოლუტურად განსხვავებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატებს ამომრჩეველი სხვა ამოცანებს უსახავს. „განა, იმაშია პრობლემა, რომ ვიღაც შეიძლება დეპუტატი იყოს და გახდეს შემდეგ მერობის კანდიდატი. ჩვენც გვყავს ასე ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერობის კანდიდატი. ეს ერთი შემთხვევა ჩვენთანაც ჩაითვალა, რომ კარგია, ქალბატონი არის, ენერგიულია, თვითმმართველობის პრობლემების მცოდნეა და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ამას აქვს ნათესაური და კამპანიური ხასიათი, რადგან…

მეტი...

ქაბულში, აფრენილი თვითმფრინავიდან ადამიანები ჩამოვარდნენ

შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება ინტერნეტში, ქაბულში, აფრენილი თვიმფრინავიდან ადამიანები ჩამოვარდნენ. ეს ადამიანები, სავარაუდოდ, თვითმფრინავზე გარედან სხედან. „თალიბანმა“ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დედაქალაქი ქაბული აიღო და ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ქაბულის ქუჩებში თალიბები პატრულირებენ. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი დიპლომატების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი ავღანელი თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. ქაბულის აეროპორტში ასობით ავღანელია თავშეყრილი და ქვეყნის დატოვებას ცდილობს, რის გამოც აეროპორტში ქაოტური მდგომარეობაა შექმნილი.

მეტი...

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას დღეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ უსაუბრია, თუმცა დაასახელა მუნიციპალიტეტები, სადაც საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარდგებიან. მათ შორის, როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, 12 მუნიციპალიტეტში “ევროპულ საქართველოს” საკუთარი კანდიდატი ეყოლება, ხოლო 2 მუნიციპალიტეტში: ხონსა და თერჯოლაში პარტიას ეყოლება კანდიდატი, რომელსაც სხვა პარტიები კონკურენტებს არ დაუყენებენ. “ხონში – ზურა ჯიბუხაია, თერჯოლაში – ზურაბ ბუცხრიკიძე, “ევროპული საქართველოს” წარდგენილი კანდიდატები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებული საერთო კანდიდატები,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ. ენმ-ს წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, საქართველოში 5-6 მუნიციპალიტეტში “ნაციონალური მოძრაობა” მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს ან…

მეტი...

“ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის ეპიდვითარების 80%-ით გაუმჯობესება” – ტიკარაძე

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს საკმაოდ დადებით დინამიკას. ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის ეპიდვითარების 80%-ით გაუმჯობესება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე თუ რა ეფექტის მომტანი არის სატრანსპორტო შეზღუდვები. ჩვენი მოლოდინი არის, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს საკმაოდ დადებით დინამიკას ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაში. ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის 80%-ით გაუმჯობესება ეპიდვითარების. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო. რაც შეეხება საქალაქთაშორისოს, განხილულიც კი არ ყოფილა საბჭოზე, აქედან გამომდინარე საჭიროების…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დეპუტატი კანდიდატების ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენა უცნაური ამბავია, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, უცნაურია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებად პარლამენტის მოქმედი წევრები წარადგინა. მეგრელიშვილის თქმით, ზუსტად არ იცის, რას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია ადგილობრივ არჩევნებზე დეპუტატი კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ეჭვობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისინი საუკეთესო კანდიდატები არიან და ამ გზით ფიქრობენ დიდი რაოდენობით ხმების მოგროვებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავისი დეპუტატი კანდიდატების ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენა რაღაც უცნაური ამბავია. თუ ამ ხალხმა გაიმარჯვა, ვიცით, რომ პრობლემაა, ჩახსნილია სიები, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია ფაქტობრივად ნაკლული შემადგენლობით დარჩება. მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს, რომ თუ არ გაიმარჯვებენ, არაფერიც არ…

მეტი...

აზერბაიჯანელი სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, სომეხი სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანელი სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია სომხეთმა საპასუხო ზომებს მიმართა. სომხეთის თავდაცვის უწყება იტყობინება, დანაკარგი აქვს მეორე მხარესაც.

მეტი...

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. 101 წლის ცოლ-ქმარი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა. ისინი სახლში მარტო იმყოფებოდნენ. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

პენსიების მომსახურებაზე სატენდერო კომისია შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით სატენდერო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას შეუდგა. როგორც ზარქუა აღნიშნავს, მთავარია იყოს მოქნილი პირობები და პენსიონერებისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთი. „იცით, პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა სატენდერო კომისია პენსიების მომსახურებაზე. პარლამენტიდან, ჩვენი მხრიდან იყო დაინტერესება, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ შევთანხმდით „ლიბერთი“ ბანკთან, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2022 წლის დეკემბრამდე იყო, დროზე ადრე შეწყდებოდა, რადგან გამოცხადებულიყო უფრო ახალი პირობებით, ახალი მოქნილი ტარიფებით, დაბალი პროცენტი და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციიდან ესწრებოდნენ ელისაშვილი და მანჯგალაძე, თუმცა, ოპოზიციიდან ყველა იყო მოწვეული და შესაბამისად, საქმის კურსში. კომისია შეუდგა…

მეტი...

საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, უწყება ამ ეტაპზე ახლა ნებართვებთან დაკავშირებულ სამუშაოებს აწარმოებს. “მიღებულია გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით,” – თქვა მან.

მეტი...

“უნდა გარისკოს ოპოზიციამ საკუთარი პრივილეგიებით, დატოვონ მანდატები, როგორც ჩვენ გავაკეთეთ და რეჟიმი არჩევნების გარეშეც დამხობილია” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პრტია“ არასოდეს არავისთან ბლოკში არ ყოფილა და 30 წელია, ასე ვმოძრაობთ როგორც სიტყვის, იდეის და მამულის უსაზღვრო სიყვარულის მატარაბელნი, რომლებიც არ ყიდიან კონიუქტურის მიხედვით საკუთარ მანდატებს და სხვა პრეფერენციებს არაფერზე, მათ შორის არც ბლოკებზე,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ლეიბორისტულ პარტიას“ არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები ჰყავს. შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ყველა პარტიამ ცალკე უნდა იყაროს კენჭი და ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციის ხმები გაერთიანდეს. „ჩვენ ჩვენი კანდიდატები გვყავს, პარტიების კონკურენტები ვართ, „ოცნების“ – მტრები პოლიტიკური, დანარჩენი პარტიების კონკურენტები ვართ. თქვენ თუ გინდათ, რომ თხამ და მგელმა ერთად ძოვოს,…

მეტი...

ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე სუს-ი განმარტებას აკეთებს

ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება 2016 წელსაა გაფორმებული და მიმდინარე წლის აგვისტოში მოხდა ბელორუსის მხრიდან მისი ძალაში შესვლა. ამასთან სუს-ი მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული: “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის  შესაბამის უწყებას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ…

მეტი...

500 საწოლი დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალში უკვე განათავსეს

500 საწოლი დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალში უკვე განათავსეს. მობილიზებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საავადმყოფოებში პაციენტების ადგილები აღარ არის. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საველე ჰოსპიტლები სხვა რეგიონებშიც მოეწყოს. 

მეტი...

“ასე უპატრონოდ ჩაკვდა კოვიდის განყოფილებაში, ასე უპატრონოდ დაიმარხა” – ექიმი ანა შიმშილაშვილი გარდაცვლილ ემიგრანტზე

ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანა კოლი (შიმშილაშვილი) სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და რთულ ეპიდსიტუაციასა და საქართველოში ნარკომანიის საგანგაშო სტატისტიკაზე პოსტს აქვეყნებს, პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ვისაც ნარკომანი შვილის გამო სახლ-კარი არ გაუყიდია! ვისთვისაც ნარკომან ქმარს სამკაულები არ მოუპარავს! ვინც ნარკომან ქმართან საწოლში არ წოლილა! ვისაც ნარკოტიკების ზედმეტი დოზით კომაში მყოფ ქმრისთვის, შვილისთვის ღამეები არ უთენებია! ვინც ნარკომანი შვილის დარდს არ გადაჰყოლია! ვისაც ამ მიცვალებულის საფლავზე ვენებში გაჩხერილი და გათიშული ჭირისუფალი არ უნახავს! ვისაც ნარკომანი ქმარი თუ შვილი ქუჩა-ქუჩა არ უძებნია წყვდიადში! ვისაც ნარკომანი შვილი, ქმარი, ცოლი არ გაუსვენებია! კი , ვისაც და ვისაც და ვისაც… ის ვერადროს ვერ გაიგებს რა…

მეტი...

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა.  შრომის ინსპექციის ცნობით საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000 ხოლო 12 ფიზიკურ პირს – 2 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.  გრძელდება აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირ სიტყვიერი გაფრთხილება. ქვეყნის მასშტაბით, კოვიდრეგულაციების დაცვაზე მონიტორინგის პროცესში, შრომის ინსპექციასთან…

მეტი...

საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, რამაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 218.3 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2021 წლის ივნისში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 214.5 ლარი იყო, ივლისში კი, ეს მაჩვენებელი სამი ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 218.3 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივნისთან შედარებით, ივლისში 3.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 193.4 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

მეტი...

“არის შემთხვევები, როცა ვაქცინაციაზე მისულ პირს ექიმი უარს ეუბნება აცრაზე, მოსახლეობას მივმართავთ, უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვონ” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვონ და აღნიშნული დოკუმენტი, გადააგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში. აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი და ყოველდღიურად მზარდია ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. ამავე დროს, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ…

მეტი...

“პრემიერის დავალებით, საგარეო უწყება მუშაობს ავღანეთიდან ქართველების უსაფრთხოდ გამოყვანასთან დაკავშირებით” – ხვთისიაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, პრემიერის დავალებით აქტიურად მუშაობს სამშობლოში ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მათ ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა მიმდინარეობს მუშაობა უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად, რის შემდეგაც ისინი სამშობლოში გამოემგზავრებიან. „მოგაწოდებთ ინფორმაციას ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, პრემიერის დავალებით აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გუშინ დილით გვთხოვეს დახმარება. დაგვირეკეს და…

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ იმერეთში „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

“კრიტიკულ ზღვარზე ვართ, საველე ჰოსპიტალი დღესვე უნდა შეიქმნას, მერე გვიან იქნება” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი საველე ჰოსპიტლის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, ქვეყანა ახლა კრიტიკულ ზღვარზეა. “საველე ჰოსპიტალი არ მინდა ისე იყოს წარმოდგენილი, თითქოს ის არის კარავი და კარავში გაშლილი სტაციონარი. ეს არის არასამედიცინო სივრცე, გამოყოფილი არასამედიცინო სამსახურისთვის. ასეთი ტიპის ჰოსპიტლების არსებობა დამატებითი რეზერვია ქვეყანაში, რომელიც აუცილებლდ დღესვე უნდა იყოს შექმნილი. როდესაც უკვე მართლა მივაღწევთ იმ ზღვარს, არა 500 საწოლი იქნება ქვეყანაში თავისუფალი, არამედ 100, მერე გვიან იქნება ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, ასე რომ ვფიქრობ, დიახ ახლა ჩვენ კრიტიკულ ზღვარზე ვართ,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მეტი...

“ვეცდებით, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში, საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო მზად არის” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. როგორც  ტიკარაძემ იმერეთში „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება. „საველე ჰოსპიტალში გაიშლება 500-მდე საწოლი. საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით უკვე გამართულია ყველა ინვენტარი და მოწყობილობა, გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რათა მოხდეს მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს და რაც კოვიდმართვის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ექიმებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ…

მეტი...

საველე ჰოსპიტალში საწოლები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები შეიტანეს

მძიმე პაციენტების მისაღებად ემზადება პირველი საველე ჰოსპიტალი. სპორტულ დარბაზში, უკვე შეიტანეს საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, სამედიცინო აღჭურვილობა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველი საველე ჰოსპიტლის მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის. “ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმრავლესობა იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღიესთვის უკვე გამართულია ყველა მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს იმისთვის, რომ მომარაგდეს ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჯანგბადით მოამარაგებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდის მართვის პერიოდში.  რაც შეეხება ექიმებს, არაერთი ვერსია მოვისმინე, სამხედრო ექიმების ჩართვაზე და არასრულფასოვნად ამ პროცესისთვის მზადყოფნაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში არ ხდება ექიმების მომზადება, სამხედრო-საველე პირობებისთვის, თუმცა ექიმების ის მეტი წილი,…

მეტი...

შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჯუღელი კორონავირუსით გარდაიცვალა

სამართალდამცავი ვოვა ჯუღელი წუხელ გარდაიცვალა, ინფორმაცია გივი თარგამაძემ გაავრცელა. „მძიმე ამბავი შევიტყვე. ერთი საათის წინ კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა მრავალ ბრძოლა გამოვლილი ვოვა ჯუღელი. ნაღდი პოლიციელი. შერიფს ვეძახდი, ზუსტად ამ შემართებით მუშაობდა უმძიმეს პერიოდში გორის სამხარეო პოლიციის უფროსად. ეხლაც მახსოვს – მუდმივად კუთვნილ პიკაპში, მუდმივად მოძრაობაში. ოკუპაციის და შემდგომ უმძიმეს დღეებში ნამდვილ გმირობებს სჩადიოდა. არაერთი ადამიანი გამოსტაცა რუსებს და მარიონეტებს ხელიდან საოკუპაციო ხაზს იქიდანაც კი, სიცოცხლეები გადაარჩინა, თავად ვარ ამ ყველაფრის მომსწრე. ვაჟკაცი, პატრიოტი, შეუპოვარი ადამიანი. ძალზედ, ძალზედ დამწუხრებული ვარ. განისვენე მშვიდად, მეგობარო“, – წერს თარგამაძე სოციალურ ქსელში. ვლადიმერ ჯუღელი შინაგან…

მეტი...

„მოკლედ აცრის ცნობით მე მე აღარ ვარ, მგონი მართლა დამჩიპეს“ – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ოქრუაშვილი კოვიდ აცრაზე გაცემული ცნობის შინაარსზე საუბრობს. „უკვე მესამე რესტორანში შევედი სადაც მხოლოდ მკითხეს “პას სანიტერ” ანუ კოვიდ პასპორტი გაქვს თუ არაო. კი, მაქვსმეთი. სიტყვაზე მენდნენ არა მარტო იმის გამო, რომ დიდი ხანია მიცნობენ, არამედ ამ თემაზე ფრანგები ვერ დაიჯერებენ რომ ვინმემ მოიტყუოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ორივე აცრა გაკეთებული მაქვს. წასვლის წინ მაგის ცნობებიც გავაკეთე, აპოსტილითაც დავამოწმე, ბარკოდებიც ჩამოვტვირთე. დღეს მორიგ რესტორანში ისევ სიტყვაზე მენდნენ, მაგრამ მე თვითონ დამაინტერესა ჩვენი ცნობების ბარკოდები რას აჩვენებსმეთქი და რესტორნის პატრონს…

მეტი...

“საშიში და სამწუხარო უპასუხისმგებლობაა” – ბუწაშვილი თენგიზ ცერცვაძეს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ტყუილში ამხელს. როგორც ბუწაშვილი წერს, მაშინ როდესაც ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მართვა ევროპის ბევრ ქვეყანაზე და აშშ-ზე უკეთ ხდება, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. „ამონარიდი კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანლის ა.წ. 12 აგვისტოს მორიგი შედევრიდან: “საქართველოში კოვიდ ავადმყოფების კლინიკური მართვა ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი იყო ადრეც (მთელი პანდემიის მანძილზე) და უკეთესია ახლაც”. აბა, ამაზე რაღა კომენტარის გაკეთება შეიძლება?”, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში. ბუწაშვილის სტატუსს ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული განცხადება საშიში და სამწუხარო უპასუხისმგებლობაა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 958 თბილისში, 538 აჭარაში, 319 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 958 თბილისში, 538 აჭარაში, 319 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 637 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 093 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 484 254-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.47%…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,09 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,09 პროცენტს შეადგენს, –  ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 10,4 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,47 პროცენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 676 შემთხვევა გამოვლინდა, 4 119 პირი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 436-ს შეადგენს. გუშინ, 15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 314 შემთხვევა გამოვლინდა, 4 519 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 730 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 637, „პისიარ“ ტესტით – 12 093. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,4%, ბოლო 14 დღის – 10,47%, ბოლო 7 დღის – 11,09%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 484 254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 425 651 გამოჯანმრთელდა, 6 436 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია…

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისა და შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავა. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ამოღებულია 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მეტი...

“გადავარჩინოთ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახი, ჩვენი ქვეყანა” – გიორგი ფხაკაძის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს კორონავირუსთანდაკავშირებით, ვაქცინებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე. პროფესორი მორიგ მიმართვას ავრცელებს და გაურესებული პანდემიის ფონზე საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ სამედიცინო პირბადე და დაიცვან ერთმანეთის სიცოცხლე.

მეტი...