„საველე ჰოსპიტალი განკუთვნილია საომარი მოქმედებებისთვის და არა კოვიდიანი პაციენტებისთვის“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„საველე ჰოსპიტალი სამხედრო დანიშნულებისაა და ის უნდა მართოს სამხედრო ექიმებმა. ეს ასე ხელწამოსაკრავი არ არის. ცალკე მეცნიერებაა, ცალკე მიმართულებაა და კეთილი ვინებოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“ –  აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“ და მიზეზებსაც განმარტავს. დევი ტაბიძე: საველე ჰოსპიტალი არის ბოლო ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას და რომელიც იძულებული გავხდებით, რომ გადავდგათ. მაგრამ, ამ ეტაპზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ დადგეს საველე ჰოსპიტლების რეალობა და  მოცემულობა. „მედიაცენტრი მთავარი“: რატომ, რა რისკებსა და პრობლემებს ხედავთ საველე ჰოსპიტლების გახსნით? დევი ტაბიძე: საველე ჰოსპიტალი…

მეტი...

„გუშინ 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გუშინ იყო რეკორდული მაჩვენებელი – 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ეს არის პირდაპირ გადარჩენა“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად და პანდემიის დასამარცხებლად შემოეტანა ვაქცინები და ჩვენ ეს ვაქცინები შემოვიტანეთ. დაახლებით სამი მილიონი ვაქცინა დღეს საქართველოშია. ამისთვის საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გუშინ იყო რეკორდული მაჩვენებელი – 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს არ…

მეტი...

აქტიურ ინფიცირებულთა რაოდენობა 53 854 ადამიანია

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 854 საიდანაც. აქედამ  6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 106, აჭარაში – 913, იმერეთში – 968. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 398 პირი, მათ შორის, თბილისში – 597, აჭარაში – 139, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი,  მათგან თბილისში – 192, აჭარაში – 19, იმერეთში – 17. 3 457 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 609 – თბილისში, 1 298- აჭარაში.  43 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 5. სულ  6 ოქტომბრიდან – 13 აგვისტოს…

მეტი...

კორონავირუსით 50 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 371 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა, აჭარა – 746, იმერეთი – 667, ქვემო ქართლი – 281, შიდა ქართლი – 345, გურია – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 364, კახეთი – 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი – 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.

მეტი...

კორონავირუსით 5 579 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 580 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 579  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა1 867 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.61%  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  477 264-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.93%.

მეტი...

შრომის ინსპექციას შეეძლება, ქორწილები და ქელეხები არ გაამართინოს და ყველაფერი დალუქოს

​კორონავირუსის შემთხვევების კატასტროფულად მატების,  ქორწილების, ქელეხების და სხვა ღონისძიებების გამართვის შემთხვევების გახშირების გამო, შრომის ინსპექციის ფუნქციები იზრდება. მას  ხალხმრავალი ღონისძიების გამართვის პრევენციის უფლება ეძლევა. თუ არსებული რეგულაციით, ინსპექციას ჯარიმის გამოწერის უფლება ჰქონდა, ამჯერად,  ქელეხის, ქორწილის, იუბილისა და სხვა სახის შეკრების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში,  მას შეუძლია, რეაგირება  ღონისძიების გამართვამდე მოახდინოს, ის არ ჩაატარებინოს და ინვენტარი დალუქოს. 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით: „შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება,…

მეტი...

აცრის მსურველებს, ვაქცინაციის ცენტრებამდე ავტობუსებით მიიყვანენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო, იმ ადამიანებს, ვინც დარეგისტრირებულები არიან აცრაზე, დიდ ცენტრებამდე ავტობუსი მოემსახურება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციულმა შტაბმა შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით 14 აგვისტოდან იმოძრავებს: 1.სამედიცინო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას №33) 2.შპს „Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“) 3.შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) 4.სს „ევექსი ჰოსპიტალები“ – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი(ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) 5.შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) 6.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე (კოსტავას 77) 7.შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ.…

მეტი...

„სამედიცინო პერსონალის პრობლემაა, ფიზიკურად შეუძლებელია ამდენი პაციენტის მართვა“ – დევი ტაბიძე

​პანდემიიდან გამომდინარე, პაციენტების რაოდენობის კატასტროფულად ზრდის გამო, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის პრობლემა უკვე გაჩნდა. როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ ჯანდაცვის ექსპერტი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე აცხადებს, მედპერსონალის პრობლემა კიდევ უფრო გაიზრდება. „მიუხედვად არსებული სირთულეებისა, არანორმალურ, კოლოსარულ შრომას ეწევიან ჩვენი კოლეგები. მაგრამ, ყველაფერს აქვს საზღვარი. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ძალიან მაღალია სამედიცინო პერსონალის დასნებოვნების მაჩვენებელი და ყველაზე რთული მომენტი არის ის, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ  პერსონალის რაოდენობის პრობლემა გაგვიჩნდება. ეს პრობლემა დღესაც დგას, თუმცა, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგანაც ფიზიკურად, უკვე ისინი ვეღარ შეძლებენ ამდენი პაციენტის მართვას“ –…

მეტი...

„თავისუფალ საწოლი არ არსებობს, გადასული ვართ სამხედრო რეჟიმზე“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„ჯანდაცვის ექსპერტის,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა მთლიანად ე.წ. სამხედრო საჯარო რეჟიმზე გადავიდა. როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, თავისუფალი საწოლები არ არსებობს. „საწოლ ფონდი პრაქტიკულად  გადატვირთულია, მისი შევსება ხდება მხოლოდ  დინამიკური ცვალებადობის შედეგად. გაეწერა – მივიღეთ; გაეწერა – მივიღეთ ამ პრინციპით ვმუშაობთ. სხვა თავისუფალი საწოლი არ არსებობს“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“   მან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ფოტოზეც, სადაც ჩანს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საწოლები დერეფანშია განთავსებული. „დერეფანში არც ერთი პაციენტი არ გვიწევს. ის კადრები, რომელიც გავრცელდა, არის სამუშაო პროცესის. ჩვენ დერეფანი არ გვჭირდება, ფართი…

მეტი...

ფოთში და გორში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაგრძობს

ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი დადგენილი გრაფიკით განაგრძობს მუშაობას. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქს არ შეეხება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. “მუნიციპალურ ტრანსპორტში სისტემატურად ტარდება დეზინფიცირების ღონისძიებები. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. უახლოეს დღეებში კი, ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში სამგზავრო ბარათებით გადახდის სისტემა ამოქმედდება”, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტრანსპორტი, ასევე მუშაობას განაგრძობს გორში.

მეტი...