ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა, მობილიზებულია ტექნიკა

საბურთლოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქ. N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, რომლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა, არავინ დაშავებულა. თილისის მერიის ინფირმაციით, ლორთქიფანიძის ქუჩაზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვითარების შესწავლის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ასევე, იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც. დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც, საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მეტი...

მცხეთის სპორტილი ცენტრი ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა

მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში ვაქცინაციის სივრცე გაიხსნა. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში, ამ ეტაპზე ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე.

მეტი...

კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 8 ობიექტი დახურეს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 72 საათის განმავლობაში, 23 ობიექტი დაჯარიმდა, 8 კი დაილუქა. „შრომის ინსპექციის მიერ, სხვადასხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად, შემოწმებულია რამდენიმე ასეული ობიექტი, რომელთაგან დაჯარიმდა 23 ობიექტი, მათ შორის 11 არის იურიდიული და 12 ფიზიკური პირი. განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის ისევე, როგორც კრიტიკული შეუსაბამობის დადგენისთვის, დაილუქა 8 ობიექტი“ – განუცხადა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მონიტორინგი მკაცრდება და ვინც არსებულ რეგულაციებს დაარღვევს, მკაცრად გაკონტროლდება.   „პრევენციულად შევხვდით სხვადასხვა ღამის კლუბებს. გვქონდა აქტიური კომუნიკაცია, მოწოდება, გაფრთხილება, რის შემდგომაც, ბევრმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ის მასობრივი ღონისძიებები, რომელიც…

მეტი...

„ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რადგანაც კლინიკებში დატვირთვა მაქსიმალურია, საველე ჰოსპიტლებთან დაკავშირებით ყველა ვერსია განიხილება – კარგიც, ცუდიც და უარესიც. „როდესაც ყოველდღიურად გვაქვს 5000 შემთხვევა, აქედან საავადმყოფო დახმარება სჭირდება 5-10 და შეიძლება 12%-ს. მართალია, ე.წ. გაწერის ინტენსიურობა მეტია, მაგრამ დატვირთვა სერიოზულია. დეტალებს ვერ გეტყვით, განიხილება ყველა ვარიანტი. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლებიდან ან  საველე ჰოსპიტლები დიდ სივრცეებში, სადაც ნაკლები პერსონალით შეიძლება დიდი რაოდენობა მოქალაქეების მომსახურება. კოვიდინფიცირებული არ უნდა დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა, ამიტომ ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება”, – განაცხადა გამყრელიძემ…

მეტი...

საველე ჰოსპოტლები კარვის ტიპის არ იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საველე ჰოსპიტლები, რომლის გახსნაც იგეგმება ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარვის ტიპის საველე ჰოსპიტალების მოწყობა არ იგეგმება. „საველე ჰოსპიტალები არ იქნება კარვის ტიპის, რადგან მნიშვნელოვანია, როგორც ექიმების, ასევე პაციენტებისთვის შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და მაქსიმალური უსაფრთხოება. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს გარკვეული ლოკაციები, რომლებიც მეტად უფრო შეესაბამებიან ჰოსპიტალური სექტორის მოწყობას და რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ ზუსტად ვიცით, თავიანთი მაღალი კვალიფიკაციით რომელი ექიმთა ჯგუფები  შეძლებენ უფრო დიდი რაოდენობის პაციენტების მართვას“, – განაცხადა მინისტრმა ტიკარაძემ.

მეტი...

აცრის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან

„ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. „ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას; ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

სოციალურ ღონისძიებებზე კონტროლი მკაცრდება

„მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა, აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას. „მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი დელტა შტამის ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის…

მეტი...

უწყებები დისტანციურ მუშაობაზე გადადიან

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს. „უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

ახალი რეგულაციები კვების ობიექტებსაც შეეხება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტოებით, კვების ობიექტების მუშაობის ხანგრძლივობა მცირდება. კერძოდ, რესტორნები 00:00 საათის ნაცვლად,  23:00 საათამდე იმუშავებს.

მეტი...

ამირან გამყრეძილე აუცრელებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვს

საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაციებით მიმართა, აუცრელებისთვის შეზღუდვები დაწესდეს. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დააყენა რეკომენდაცია, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, დაშვება მოხდეს ერთი აცრის ან სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები დააწესა

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: • შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; • სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; • კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე; • საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს; • ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო…

მეტი...

სემეკმა „თელმიკო“ 75 000 ლარით, ხოლო „თელასი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 12 აგვისტოს საჯარო სხდომაზე განიხილა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ დაჯარიმების საკითხი. გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო  შპს „თბილისის  ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ – 50 000 ლარით დაჯარიმდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დაჯარიმების მიზეზია ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები. სემეკმა კომპანიებს განუსაზღვრა ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება.     სემეკს საჩივრით მიმართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს…

მეტი...

ხუთ ქალაქში ნარკორეალიზატორები დააკავეს, ამოღებულია 2 კილომდე ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარკორეალიზატორები დააკავეს. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, დაკავებულია 20 ადამიანი. „განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ჭ., 1976 წელს დაბადებული ჯ.ხ., 1988 წელს დაბადებულ გ.გ., 1981 წელს დაბადებული ს.ს., 1996 წელს დაბადებული გ. კ., 1957 წელს დაბადებული ბ.ა., 1965 წელს დაბადებული…

მეტი...

სემეკმა „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 75 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა, რაც წარმოადგენს წესების დარღვევას.  სემეკში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამოდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის ან წლის გადასახადის გადახდა. ამასთანავე, მომხმარებლები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ  2021 წელს კომპანიის მიერ აღებულ რეალურ ჩვენებებში შესული იყო 2020…

მეტი...

NDI-ს კვლევით, 47% აცრას არ გაიკეთებდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) ვაქცინაციასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა.  კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 47%  აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა; 35% ფიქრობს, რომ აიცრებოდა; 7% ამბობს, რომ ვაქცინირებულია; 11% კი კითხვაზე პასუხს თავს არიდებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები კი უარის მიზეზებს შემდეგნაირად ხსნიან: 47% –  ენდობა ვაქცინის ხარისხს; 20% – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ამბობს უარს; 7% – ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს; 2% – ზოგადად,  ვაქცინების წინააღმდეგია; 5% –  ხუთი პროცენტი სხვა მიზეზს ასახელებს; 5% – ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა ხუთმა პროცენტმა.

მეტი...

კარანტინის წესების დარღვევისთვის ბათუმში ორი დარბაზი დალუქეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი – „ერა“ და „დავითი“ დალუქეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ხსენებული სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის…

მეტი...

ახალი პორტალი კოვიდინფიცირებულებისთვის

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი er.moh.gov.ge ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს. აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.  ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.

მეტი...

ვირუსით 49 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 412 420-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 279 პირი ემსხვერპლა.

მეტი...

კორონავირუსით 5 128 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 189 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 128  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 310   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.43% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  466 326-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.52%.

მეტი...

მეტეხის გვირაბი დაკეტილია

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მეტეხის გვირაბში მასშტაბური გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო.   თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა, გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეცვალეს. გვირაბში მოეწყო ელექტროენერგიის ქსელი და დამონტაჟდა 350 ერთეული LED სანათი. ასევე, 810 კვ.მ ფართობზე დაიხაზა გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები.

მეტი...