„თვითიზოლაციაში მყოფები დადიან სტუმრად, ქუჩებში, მგზავრობენ ტრანსპორტით“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები არ იცავენ წესებს და ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებიან. მისივე თქმით, ასეთი ადამიანები სტუმრადაც კი დადიან. „დიახ, მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი  არ იცავს თვითიზოლაციის წესებს. ისინი დადიან ქუჩაში და მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

„ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. როგორც ინფექციონისტი განმარტავს, ქვეყანაში დარჩენილი მინიმალური რეგულაციების მიუხედავად, ის მაინც არ სრულდება. “ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში.  დღეს იყო 5600 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვალება. ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ, საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. ამის მიზეზი არის ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და ამ პირობებში დარჩენილი რეგულაციები, მინიმალური რეგულაციებიც არ სრულდება. მხედველობაში მაქვს, რომ არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა გაბრძანდით და პრაქტიკულად არ ატარებენ პირბადეს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე შეფასებით, ჯარიმების მოხსნამაც უარყოფითად იმოქმედა მოსახლეობაზე. „ძალიან ლიბერალიზაცია მოხდა…

მეტი...

„ასეთი რადიკალიზმი პოლიტიკაში საერთოდ კატეგორიულად მიუღებელია“- გიორგი გახარია

„პოლარიზაციის ასეთი დონე რომელიც ქვეყანაშია, ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ხდება. მთავრობა, ოპოზიცია, პარტნიორები, მედიატორები, მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი – ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად“ – აცხადებს გიორგი გახარია. გიორგი გახარიამ დღეს მედიასთან პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლარიზაციის ასეთი ხარისხი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.  „ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ – დღეს ქვეყანა, საქართველო, ჩვენი სახელმწიფო, ისეთი გამოწვევების წინაშე დგას – მაგალითად კოვიდი, მაგალითად რეგიონალური პროცესები… სულ რამოდენიმე თვის წინ, ჩვენს რეგიონში ცხელი ომი იყო. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლარიზაციის ასეთი დონე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია და რომელიც…

მეტი...

კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა თბილისსა და ქუთაისში გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 16 და 17 აგვისტოს გაიმართება. კომისიის წევრები, საზოგადოებას, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს 16 აგვისტოს, 13.00 საათზე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 17 აგვისტოს, 12.00 საათზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გააცნობენ. კონსტიტუციური კანონპროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით, 29 ივნისს დაინიცირდა. ორპუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი „ქართული ოცნების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „მოქალაქეების“ და „გირჩის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს. ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი  და  მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე,  საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები…

მეტი...

სოფელ სამებასთან მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის დროით 16:34 საათზე მოხდა და სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში ახალი კორონავირუსული ინფექციით ორსული გარდაიცვალა. 28 წლის ორსულის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ორსულს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

მეტი...

მესი პსჟ-ს ფეხბურთელი გახდა

ლიონელ მესიმ და „პარი სენ-ჟერმენმა“ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ფორვარდი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს (ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით). როგორც ფრანგული მედია იუწყება, ლიონელ მესი პარიზში რამდენიმე საათში ჩაფრინდება. მესი კატალონიური „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა, 2004 წლიდან კი „ბარსელონას“ პირველ გუნდში გამოდიოდა. „ბარსელონასთან“ მესის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა, 5 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ის „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

მეტი...

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 აგვისტოს პატრიარქი საჯაროდ აიცრება

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 აგვისტოს აიცრება. საპატრიარქოს პრესმდივანი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

მეტი...

“ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი მიხეილ სააკაშვილი გუშინ საუბრობდა ომზე… ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, ომებზე” – პრემიერი

მარნეულში კანდიდატის წარდგენისას, პრემიერმა ოპონენტების რევოლუციურ განწყობებსა და დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა მაგალითად მოიყვანა სააკაშვილის ბოლო განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტი ისევ აგვისტოს მოვლენებსა და ომზე საუბრობდა.  აქვე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში  ხანგრძლივი სტაბილურობისა შემოტანა შეძლო :  “”ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8-წლიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას, საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი. ანუ ჩვენ, მოქალაქეებს, გაგვიხდა სანატრელი და საოცნებო მშვიდობა და სტაბილურობა. ყველაფრის საწყისი, საფუძველი, საძირკველი არის მშვიდობა და სტაბილურობა.…

მეტი...

“ნიკა მელიასა და სააკაშვილს შორის გარკვეული უთანხმოებაა და თუ მელია მას გაემიჯნება, არჩევნებში 2-3%-ით მეტს აიღებს” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის უთანხმოებაა.მან შეაფასა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ის თავისი წარსულის მძიმე ცოდვებიდან გამომდინარე არაადეკვატურია. „ყოველდღიურად ყველა წინადადებაში ხან ტყუილს და ხან ისეთ ბოროტებას ამბობს, რომელიც წარმოუდგენელია შეფასებისთვის. ტყუილი და ბოროტება ამ კაცის საფირმო ნიშანია და თუ რომელიმე პარტია მოახერხებს და გაემიჯნება, შედარებით ადეკვატურები გამოჩნდებიან ქართულ პოლიტიკაში. გუშინ იყო სიუჟეტი რომელიღაც არხზე და ნიკა მელიამ, პრაქტიკულად, თავის ქმედებით, თავის საარჩევნო ბანერზე, ოფისზე რომელიც გამოაკრა, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ახსენა და ყველამ ვიცით, რომ მათ შორის გარკვეული უთანხმოებებია და თუ ნიკა მელია მას გაემიჯნება, 2-3 პროცენტით მეტს…

მეტი...

საქართველოში სრულად ვაქცინირებული 106 084 პირთაგან დაინფიცირდა მხოლოდ 0.19% – მათთან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა

ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით – კვლევის შედეგებს პორტალი covax.ge აქვეყნებს.  ამასთან, ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა. 207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ამასთან, ქვეყანაში COVID-19-ის დაავადებით გარდაცვლილ 5373 პირთაგან მხოლოდ ერთი დოზით აცრილი 12 (0.22%) ადამიანი იყო და არც ერთი სრულად აცრილი. სრულად აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა. როგორც პორტალზეა აღნიშნული, საქართველოში ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს.

მეტი...

“ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები” – პოსტი რეანიმაციიდან

სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია “ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის” პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე მას უკვე მე­ო­რედ შეხ­ვდა ვირუ­სი. თანდაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კლინიკაში არსებული სიტუაციის შესახებ “ფეისბუქზე” წერს   : “20 დღეა კორონას ვებრძვი. მეორე შტამს, უფრო ვერაგსა და საშიშს, ვიდრე პირველი იყო. ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები. სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა, 37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი – მამაო, ერთად ვცდილობთ გადარჩენას. ვინ რა იცის ვინ ვისზე კეთილი, ლაღი, მკაცრი თუ თავისებური ადამიანები ვართ, რა…

მეტი...

“მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ, მსოფლიოში საუკეთესო, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გვაქვს” – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ, მსოფლიოში საუკეთესო, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გვაქვს, ბევრმა, ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ შეძლო საუკეთესო ვაქცინების შეტანა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი აცრილია და არავითარი საფრთხე და საშიშროება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. „პანდემიიდან გამომდინარე კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ. პირადად მე ჩავიტარე აცრა. ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახის ყველა წევრი არის აცრილი. არავითარი საფრთხე და საშიშროება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.…

მეტი...

დაკავებულია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი

საქართველოს  პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, აღნიშნული სსიპ-ის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, სსიპ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი ი. დ. დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს შპს „მედერსა“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების…

მეტი...

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, ასევე, განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს. “”პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

“ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ, პირველ რიგში, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, განვითარება” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, რომელიც არის გადამწყვეტი ჩვენი ძლიერი გუნდის გამარჯვებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა, პირველ რიგში, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. „ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, რომელიც არის გადამწყვეტი ჩვენი ძლიერი გუნდის გამარჯვებაში. 2012 წლიდან მოყოლებული, 7 არჩევნებში, ყველამ ერთად გავიმარჯვეთ დამაჯერებლად და ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ამით, არა მხოლოდ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა, არამედ გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, იმიტომ, რომ ქვეყანაში, როგორც იქნა, დასადგურდა მშვიდობა…

მეტი...

სატყეო სააგენტოს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს – 20 მეტყევეს „COVID-19“-ის საწინააღმდეგო აცრა ახალციხის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდათ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, არჩილ ნიკოლეიშვილის განცხადებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. „ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის პანდემიის მართვა და მისი სწრაფი დასრულება აუცილებელია. ვაქცინაცია სწორედ ამაში გვეხმარება. ჩვენს მეტყევეებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც გარემო პირობების გამო, ტყის ხანძრების რისკი ძალიან დიდია. უწყების თანამშრომელთა ვაქციანაცია მნიშვნელოვანია როგორც მათი ჯანმრთელობის დაცვის, ასევე სააგენტოს მაქსიმალურად შეუფერხებლად საქმიანობისთვის”, – განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა. ვაქცინაციის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი დაესწრო – “დღეს,…

მეტი...

“ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, შევაფასო ოპონენტები ან მათი საარჩევნო კამპანია, ეს არ არის ჩემი საქმე” – კახა კალაძე

ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, შევაფასო ოპონენტები ან მათი საარჩევნო კამპანია, მე მაქვს ჩემი გეგმები და კონცეფცია, როგორ უნდა გალამაზდეს ქალაქი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ისაუბრებს ქალაქის მოწესრიგებაზე და არა ოპოზიციის შეფასებაზე. „გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, ოპონენტების შეფასება დავიწყო ან მათი საარჩევნო კამპანიის. მე მაქვს ჩემი გზა, ხედვა, გეგმები, მაქვს ჩემი კონცეფცია, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის გალამაზება, განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მთელი ჩემი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვისაუბრებ…

მეტი...

“პრემიერის განცხადება ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით სწორი და მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისა და მერებისთვის ხელფასების გაზრდაზე მნიშვნელოვნად აფასებს. კალაძის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ხელფასების ზრდის საკითხზე განცხადებას ხვალ გააკეთებს. „პრემიერის გადაწყვეტილებას რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სწორი. ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნის წინ არის მიღებული. რაც შეეხება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ხელფასების მატებას სხვადასხვა სამსახურებში, ამასთან დაკავშირებით ხვალ გავაკეთებ განცხადებას“, – განაცხადა კალაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება მერების ანაზღაურების გაორმაგებაც.

მეტი...

ვაქცინირებულები რესტორნებში შეღავათებით ისარგებლებენ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ინიციატივა გააჟღერა, რომელიც სარესტორნო ბიზნესის მოსარგებლე აცრილ ადამიანებსა და თანამშრომლებს შეეხებათ. „ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და ჩემი რესტორნით სარგებლობენ, მომსახურებაზე მიიღებენ ფასდაკლებას, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც არიან ვაქცინირებულები ხელფასის სახით დანამატს მიიღებენ. ეს არის ბიზნესის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი რომელსაც სხვა ბიზნეს ოპერატორების მხარდაჭერაც მოჰყვება. ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული ბენეფიტი უნდა მიენიჭოთ“ – განმარტა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“    როგორც ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, ამ წამოწყებაში მის გვერდითა ძალიან ბევრი რესტორანია და დარწმუნებულია, ბევრი ბიზნესოპერატორი შეუერთდება.  

მეტი...

“დელტას გამო ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა 85%-ით, ლეტალობა კი 137 %-ით არის გაზრდილი” – ივანე ჩხაიძე

საქართველოში ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის სწრაფი ზრდა კორონავირუსის დელტა ვარიანტის შედეგია. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ლეტალობის რისკი აღნიშნული მუტაციის შედეგად ბევრად მაღალია.  “დელტა ვარიანტი 85%-ით უფრო მეტად იწვევს საავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას, ვიდრე კორონავირუსის ალფა, იგივე ე.წ. ბრიტანული მუტაცია. ლეტალობის მიხედვით, კორონავირუსის დელტა მუტაცია 137%-ით უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი.  ეს ორი მახასიათებელი უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობა და მეტი ლეტალობა არის ის, რაც აისახა საქართველოს რეალობაშიც.  სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ვაქცინაცია რის ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში შეაჩეროს ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელება,” – აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მეტი...

“ექიმის პროფესია, განსაკუთრებით დღეს, იმდენად წმინდა პროფესიაა, რომ არ შეიძლება, ვინმემ ჩვენს ექიმებს შეურაცხყოფა მიაყენოს” – ეკატერინე ტიკარაძე

ექიმის პროფესია, განსაკუთრებით დღეს, არის იმდენად წმინდა პროფესია, რომ არ შეიძლება, ვინმემ ჩვენს ექიმებს მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს, – ასე შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ „სამთავრობო ექიმები ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ“. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საზოგადოების ვალია, დაიცვან იმ ადამიანების ღირსება და სახელი, რომლებიც უკვე მეორე წელია, სიცოცხლეს სწირავენ და ემსახურებიან მოქალაქეებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად. „მგონი, ეს უბრალოდ ძალიან უხერხულია და ნამდვილად სცდება ყველა ზღვარს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი ხარ, რა მრწამსი გაქვს, რა რელიგიური შეხედულება…

მეტი...

“ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8-წლიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენს ქვეყანაში ჩვენი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფრის საფუძველი მშვიდობა და სტაბილურობაა, რის გარეშეც არ განვითარდება ქვეყანა და მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი იქნება. „მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენი ერთგული მხარდაჭერისთვის, ჩვენი გუნდისადმი, პარტიისადმი. სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ ბოლო 7 არჩევნებში გაიმარჯვა დამაჯერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის…

მეტი...

“სავალდებულო ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე არ ვმსჯელობთ” – ეკატერინე ტიკარაძე

სავალდებულო ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, დადგეს ისეთი ვითარება, როდესაც გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება, ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

„ვაქცინირებულ სტუმრებს და პერსონალს, ჩემს რესტორანში პრივილეგიები მიენიჭება“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ნებისმიერ დადებით თუ უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო,“ – ამის შესახებ “მედიცანტრ მთავარში” “რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით სიტუაციის გაუარესება რეგულაციების უგულვებელყოფამ გამოიწვია: „ქვეყანაში გვაქვს პრი უკიდურესობა, ან სულ ვიკეტებით, ან ვიხსნებით, ოქროს შუალედი ვერ ვიპოვეთ, ამ ვითარებიდან გამოსავალი არის, ადმინისტრირება და მრავალრიცხოვანი ღონისძიებების გაუქმება, მეორე კი არის ვაქცინირება. ვაქცინირება არის ერთადერთი გადარჩენა და მე აქ არ ვარ ორიგინალური, სამწუხაროდ გახდა საჭირო, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ ვაქცინირებისკენ, მე პირადად ადამიანები,რომლებიც ვაქცინირებულები არიან მიიღებენ ჩემს რესტორანში მომსახურების ფასდაკლებას და ვაქცინირებული თანამშრომლები ხელფასზე დანამატს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიცანეტრ მთავარში.“ მისივე…

მეტი...

„ფაიზერის“ ვაქცინით მეორე დოზაზე აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო

„ფაიზერის“ ვაქცინით მეორე დოზაზე აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო. აცრაზე დარეგისტრირება https://booking.moh.gov.ge/-ზეა შესაძლებელი. „ფაიზერის“ მეორე დოზაზე აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით დაემატება, როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4719 ერთეული კოლოფი MAC-ის, MANCHESTER-ის, „2005“-ის, OSCAR-ის და MARLBORO-ს, დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 763 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 182-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 697  პირს დაუდასტურდა, 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, გუშინ 9 აგვისტოს საქართველოში 2 236  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი, გარდაიცვალა 44 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 713 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ​5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 44 536 ტესტი. 9 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა  გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი, გარდაიცვალა 44 ადამიანი.

მეტი...

თოიძის ქუჩაზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა

თბილისში, თოიძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც, 112-ის ინფორმაციით, უკვე ლიკვიდირებულია.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე. არსებობდა ცეცხლის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თოიძის ქუჩაზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო…

მეტი...

უცხოეთიდან შემოსული კოვიდგადატანილი და ერთჯერადად აცრილი პირები სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უცხოეთიდან შემოსული კოვიდგადატანილი და ერთჯერადად აცრილი პირები სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან. როგორც გაბუნიამ განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის იგივე პრინციპი არ მოქმედებს და კოვიდგატანილი პირისთვისაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ორჯერ ვაქცინაცია. ,,ჩვენი პროტოკოლის თანახმად, კოვიდის გადატანის მიუხედავად პროგრამა ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული პერიოდის ფარგლებში უშვებს, რომ ერთი ვაქცინა არის საკმარისი თუ პირმა გადაიტანა კოვიდინფექცია. ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ მსგავსი ტიპის პროტოკოლს, აღიარებული იქნება ჩვენთანაც, თუ პირმა თავის ქვეყანაში მიიღო სრულად ვაქცინირებულის სტატუსი, ეს ჩვენც უნდა ვაღიაროთ. ჩვენთან არ მოქმედებს იგივე პრინციპი და ყველა შემთხვევაში აუცილებელია ორჯერ ვაქცინაცია“,…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. „თბილისის ზღვის პლაზაში“ გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მეორე დოზით ვაქცინაცია ჩაუტარდათ. „სიტუაციების მართვის სამსახურის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების 90% ვაქცინირებულია. სამინისტროს თანამშრომლების “კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით აცრის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურის და უწყებაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ. იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს…

მეტი...

ნაძალადევში ახალგაზრდა გოგო დაჭრეს – პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ნაძალადევის რაიონში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა გოგონას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაშავებული საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გაიგონეს ხმაური, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მეტი...