ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მერობის კანდიდატი – ნინო ლაცაბიძე წარადგინა

„ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავის და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.                                                                        როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნინო ლაცაბიძე არის დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავს და რუსთაველებს. „ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქში და მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ…

მეტი...

„რთული ვითარება გვაქვს, საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების მხრივ, ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი შეიქმნა. „საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს.  როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, ეს ჰოსპიტალურ სექტორზეც უკვე ნათლად აისახება. საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი შეიქმნა.  ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს“ – აცხადებს ტიკარაძე. მინისტრის შეფასებით, მიუხედავად დეფიციტისა, ამ ეტაპამდე, არც ერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.  „აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება. დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ, სადაც წარდგენილი გვქონდა მრავალი სახის რეგულაციის რეკომენდაცია. საბჭომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, დღეის მდგომარეობით გამკაცრებულიყო და დაწესებულიყო რეგულაციების ის ჩამონათვალი, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. გასათვალისწინებელია,რომ თითოეული…

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ბრძოლების მონაწილე მედიკოსებს და ომში დაღუპული ექიმების ოჯახის წევრებს უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, 12: 00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, სამსახური უმასპინძლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე მედიკოსებს და ომში დაღუპული ექიმების ოჯახის წევრებს. შეხვედრის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გარდაცვლილი ექიმების ოჯახის წევრებს სამახსოვრო მედლებს ხოლო, სამხედრო ექიმებს სამადლობელ სიგელებს გადასცემს. 1992 წლის 11 აგვისტოს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალი, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადმოეცა და ეს დღე საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ იქცა.

მეტი...

“ჩვენც „ოცნებიდან“ მოვდივართ, მათ რაც უნდა იკადრონ, ჩვენ არ უნდა ვიკადროთ, რომ წარსული ვლანძღოთ და ვაძაგოთ” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე გიორგი გახარია დღეს ქარელში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის მიზნებსა და სამოქმედო პრინციპებზე ესაუბრა, რომელთა დაცვითაც პარტია ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და საარჩევნო პროცესში შესვლას აპირებს. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც „ოცნებიდან“ მოვდივართ. მეც „ოცნებიდან მოვდივარ“. ჩვენ ეს არც გაგვიკეთებია და არ უნდა ვიკადროთ, ჩვენი წარსულi არ უნდა ვლანძღოთ და ვაძაგოთ, იმისდა მიუხედავად, იმათმა რაც არ უნდა იკადრონ. იქ ჩვენი ბევრი ღირსეული მეგობარი დარჩა. „ოცნებაში“ მთავარი პრობლემა იყო, რომ რაღაც მომენტში პარტიამ უბრალოდ გადაწყვიტა, პარტიის იმ ვიღაც ახალმა გამოჩეკილმა ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ პარტიის ინტერესები დაეყენებინათ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებზე უფრო მაღლა.…

მეტი...

კუნძული, რომელიც 7 დღეა იწვის – ფოტო საბერძნეთიდან

სულისშემძვრელი ფოტო ვრცელდება საბერძნეთიდან. „ხანდაზმული წყვილი კუნძულ ევიადან“ – ასე დაასათაურა გამოცემამ კადრი, რომელიც სამაშველო გემზეა გადაღებული. 89 წლის კაცი და მისი 87 წლის მეუღლე, ოთხფეხა მეგობართან ერთად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. როგორც ბერძნული მედია წერს, მათ ალმოდებულ სახლს თავი ძლივს დააღწიეს. სრულიად ხელცარიელებმა დატოვეს საკუთარი კერა და თან წაიყვანეს ერთადერთი არსება, თავიანთი პატარა ძაღლი, ბელა. შეგახსენებთ, საბერძნეთი უკვე 7 დღეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის.

მეტი...

საფრანგეთში კათოლიკე მღვდელი მოკლეს

საფრანგეთში კათოლიკე მღვდელი მოკლეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიმა, ჟერალდ დარმანენმა სოციალურ ქსელში დაწერა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ვანდეის დეპარტამენტში მოხდა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე პასუხისმგებლობა რუანდელი წარმოშობის პირმა აიღო. იგივე პირმა წაუკიდა ცეცხლი გასულ წელს ნანტში ტაძარსაც.

მეტი...

ვის ეკუთვნის „ერი“ და წაართვეს თუ არა ლევან ვასაძეს პარტიის სახელი – ამ სახელწოდებით პარტია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა

ლევან ვასაძის პარტიის (ერთობა, რაობა, იმედი – ერი) მსგავსი სახელით, უზენაესი საბჭოს ყოფილმა წევრმა მირიან მირიანაშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიტიკური პარტია „ერი“ დაარეგისტრირა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს, როგორც მათ განუმარტეს ცესკოში, ვასაძეს ცესკოსთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე არ მიუმართავს. რაც შეეხება პარტიის სახელს, ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს. პარტია „ერთობა, რაობა, იმედი – ერის“ დამფუძნებელი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც სავარაუდოდ, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. შეგახსენებთ, ლევან ვასაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის აღნიშნულის გამო, რუსეთში მკურნალობს.

მეტი...

“გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ” – ამირან გამყრელიძე

გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის გაბრაზებული საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, ყველა ძირითადი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა. “სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მათ შორის მკაცრი ზომების მიღება ყველაზე დიდ „ბუსტერებთან“ დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ქორწილები, ქელეხები, ამ დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე. დარწმუნებული ვარ, აღსრულება მაქსიმალური იქნება, რომელიც სერიოზულ შედეგს მოიტანს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო…

მეტი...

საქართველოში ერთჯერადად აცრილი 13, მეორე დოზით აცრილი კი – 2 ადამიანია გარდაცვლილი

ერთჯერადად აცრილებში 13 ლეტალური შემთხვევაა, ორჯერადად აცრილებში კვლევა 2 შემთხვევაზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ერთჯერად აცრილებში გვქონდა 12 და თუ არ ვცდები დაემატა ლეტალური გამოსავლით შემთხვევა. ორჯერადადაცრილებში, კვლევაში, ე,წ ვერბალურ აუტოპსიაში გვყავს 2 ადამიანი რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში, აუცილებელია მანდატორულად პირბადის ტარება” – ამირან გაყრელიძე

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო ის, რომ გემუქრებით დალუქვით, ჯარიმით და ა.შ, არ უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციები თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას. „ჩვენ თვითონ უნდა გავითავისოთ, უარი უნდა ვთქვათ შეკრებებზე. თუ არადა, დალუქავენ ამ დარბაზებს და ეს იქნება. ყველანაირი პროგნოზით, თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს დაწესდა პირნათლად შევასრულებთ, მხედველობაში მაქვს პირბადის უნივერსალური ტარება. აუცილებელია მანდატორულად პირბადის ტარება. ჩვენ ამ კვირაში უნდა ავიდეთ დაახლოებით 25 000 აცრაზე. ახლა აგვისტოს საშუალო მაჩვენებელი გვაქვს ყოველდღიური 18 500, მაგრამ ეს არ…

მეტი...

“10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა” – ირაკლი ღარიბაშვილი

10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენ ახლა აგვისტოს კვირეულში ვიმყოფებით. კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მძიმე მოვლენებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა 13 წლის წინ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, მთლიანობაში, 10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა…

მეტი...

“2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი უნდა იყოს” – დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე, მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი უნდა იყოს. “სამწუხაროდ, 13 წლის შემდეგ მოუშუშებელ იარად რჩება ომით გამოწვეული პრობლემები. საქართველოს განუყოფელი ნაწილები კვლავინდებურად მოწყვეტილია ჩვენს ძირითად ტერიტორიებს, მაგრამ გაყოფილია არამხოლოდ ტერიტორიები, გაყოფილი არიან ოჯახები, ნათესავები, ახლობლები. ადამიანებს არ აქვთ წვდომა მიიღონ ნორმალური მომსახურება ჯანდაცვის მიმართულებით. მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე. ჰქონდეთ წვდომა საკუთარ სალოცავებზე. ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც წარმოუდგენელია XXI საუკუნეეში, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ კვლავიდნებურად ვხედავთ, რომ იგება მავთულხლართები, ბერლინის ტიპის კედლები და ეს არის…

მეტი...

“აგვისტოს ბოლომდე ქვეყანაში დღიურად 30 ათასამდე აცრა უნდა ჩატარდეს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, აგვისტოს ბოლომდე ქვეყანაში დღიურად 30 ათასამდე აცრა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „​ფაიზერზე“ მეორე დოზით აცრები დაწყებულია. დაიწყება ვაქცინაცია უკვე დიდ ჯგუფზე, ანუ დაახლოებით 170 000 ადამიანზე, ვინც მიიღო პირველი დოზა და აგვისტოს განმავლობაში, სექტემბრის პირველ რიცხვებამდე მათ ეს მეორე დოზა ექნებათ მისაღები. პარალელურად, ჩვენ ვანგარიშობთ, რომ დამატებით, აგვისტოში „ფაიზერის“ პირველ დოზაზე უნდა აიცრას დაახლოებით 110-120 ათასი ადამიანი, რომლის რესურსი, მხედველობაში მაქვს როგორც ვაქცინის, ისე ადგილების რესურსი, ქვეყანაში იქნება. დღევანდელი გამტარუნარიანობით, რაც გვაქვს დათვლილი,…

მეტი...

“ბოლო რვა წლის განმავლობაში, წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვქონდა” – პრემიერი

ბოლო რვა წლის განმავლობაში, ჩვენი მთავრობის დროს, წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები და მე მინდა, რამდენიმე გამოვყო, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოყო ევროკავშირთა ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღწეული შეთანხემაბა. „მოგესალმებით პატივცემული სტუმრებო, მივესალმები ჩვენს სტუმრებს, მეგობრებს, პატივცემულ ელჩებს. მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს საამაყო დიპლომატებს, ელჩებს, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს და ჩვენს სახელმწიფოს აძლიერებენ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე მივესალმები ჩვენს ელჩებს, რომლებიც ონლაინ გვადევნებენ თვალყურს. ძალიან…

მეტი...

საქართველოში სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელსაც აცრის ორი დოზა აქვს გაკეთებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელსაც აცრის ორი დოზა აქვს გაკეთებული. მისი თქმით, პროტოკოლის თანახმად, კოვიდის გადატანის მიუხედავად, პროგრამა ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას. „ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული პერიოდის ფარგლებში უშვებს, რომ ერთი ვაქცინა საკმარისია, თუ პირმა გადაიტანა კოვიდინფექცია და ითვლება, რომ ეს ადამიანი სრულად ვაქცინირებულია. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ მსგავსი ტიპის პროტოკოლს, აღიარებულ იქნან ჩვენთანაც. ანუ თუ პირმა თავის ქვეყანაში მიიღო უკვე სრულად ვაქცინირებულის სტატუსი, ეს ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რადგან მათი პროტოკოლით ერთხელ ვაქცინირებული, თუ დაავადება აქვს გადატანილი ადამიანს, ითვლება, რომ არის…

მეტი...

კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან

კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან, – ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. „ვითარების ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება; შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების…

მეტი...

ღამის კლუბებთან და კვების ობიექტებთან მიმართებაში, რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბებთან და კვების ობიექტებთან მიმართებაში, რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოში თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები – 18 მეტყევე სოფელ რუხის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა. “მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი გზა ქვეყანა დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს და სრულად დავამარცხოთ პანდემია,” – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ალადაშვილმა.

მეტი...

პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება

პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპივითარების გაუარესება გახდა. საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.

მეტი...

“მინისტრთა კაბინეტში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს!” – ნათია თურნავა

“არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა. არაფერიც არ ხდება, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა – ებრძვის პანდემიას და ზრდის ეკონომიკას”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შორის არის, თუ არა დაპირისპირება.  „ჩვენ ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს. ახლაც საბჭო მიმდინარეობს, რომელიც პანდემიის მართვას ეხება, ყველაფერს კოლეგიალურად ვწყვეტთ. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა. იმისთვის, რომ თითქოს რაღაც ხდება. არაფერიც არ ხდება, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა – ებრძვის პანდემიას და ზრდის…

მეტი...

“ოდესღაც კეთილმოწყობილი სუფთა ბოლნისი ნაომარ ქაბულს დაამსგავსეს” – ოპოზიცია “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატზე

ოპოზიცია “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატს კორუფციაში ადანაშაულებს: “გაკულაკებული ქართველი ხალხის ბიუჯეტის ქურდებს ქოც ჯოგს, ბოლნისში თვითმართველობის არჩევნებზე ისევე “დიდი საქმოსანი იგივე სიზიფე” დავით შერაზადიშვილი წარუდგენიათ ბოლნისის მერის კანდიდატად, ბატონმა დავით შერაზადიშვილმა გამცეს პასუხი სად ჯანდაბაში ფლანგავს ბოლნისის კოლოსალურ ფინანსურ ბიუჯეტს წლების მანძილზე, როცა ბოლნისის შიდა საგზაო თუ საკანალიზაციო სისტემა მოშლილი და გაუბედურებულია. შეხვალ ქალაქის შიდა ქუჩებში და აგეტირება კაცს ნიაღვრისაგან წაღებულ ქუჩებსა და აუარება იამას რომ ნახავ. ოდესღაც კეთილმოწყობილი სუფთა ბოლნისი ნაომარ ქაბულს დაამსგავსეს!!! ,” – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი, მიხეილ ჩომახაშვილი.

მეტი...

2 არასრულწლოვანს ლეღვის ნახარშისგან სხეულის 20 და 40%-იანი დამწვრობები აქვთ მიღებული

ორი არასრულწლოვანი ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. 12 და 15 წლის დები – თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, მოზარდებს საკმაოდ მძიმე, 20 და 40%-იანი დამწვრობები აქვთ მიღებული. ქაშიბაძე კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ რუჯის მისაღებად სხეულზე ლეღვის ნახარშის წასმა დაუშვებელია. “გუშინ გამთენიისას ქალაქ ზუგდიდიდან გადმოყვანილი იქნა 2 გოგონა 15 და 12 წლის, დედმამიშვილები. ორივე მათგანს აღენიშნება ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული ქიმიური დამწვრობა. ერთთან არის 20%, მეორესთან არის 40%. ამ წუთისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს ორივეს. ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება და…

მეტი...

“ამოიწურა მოთმინების ფიალა, იმდენად შეურაცხადები და სამშობლოს მტრები არიან” – ზურაბ ნადირაძე ხელისუფლებაზე

პრემიერის განცხადებას, სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პასუხობენ, აგვისტოს ომის „პროვოკაციად“ შეფასებას, ისინი ქვეყნის საზიანო განცხადებად თვლიან: „ორი დღეა თავს ვიკავებ, აგვისტოს გასახსენებლად მძიმე დღეებიდან გამომდინარე, „ქოცხელისუფალთა“ უთავმოყვარეო განცხადებებზე არ შემეგინებინა, მაგრამ ვინ დაგაცდის, ამოიწურა მოთმინების ფიალა, იმდენად შეურაცხადები და სამშობლოს მტრები არიან! წარმოგიდგენიათ, ეს ნ*******ი  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჩვენი გმირების საფლავებთან დგანან, მათ ოჯახის წევრებს თვალებში უყურებენ და ჩვენს საამაყო გმირებზე და დაღუპულ ძმებზე ამბობენ,- ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციას შეეწირნენო(!) დაღუპულთა ოჯახებს ეუბნებიან ამას, თქვან, რომელი მათგანი იბრძოდა აგვისტოს ომში ამ ხელისუფლებიდან ან „ქოცდეპუტაციიდან,“ ან სად ეყარნენ საერთოდ ომის დღეებში?! ვინც მიცნობს,…

მეტი...

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ა.მ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც. სამართალდამცველებმა ა.კ. და ა.მ. ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„როცა, პრემიერ – მინისტრი დაეთრევა აქეთ – იქით სუფრებზე ღვინის ჭიქებით ხელში, სირაქლემას პოზაში ხართ“ – მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას

„არჩევნების მოახლოებისთანავე ეს ვაჟბატონი თავისი საქმეს განახლებას გაგრძელებას შეუდგა პირდაპირ სასწაულად მოგევლინათ ეს კოვიდი რა რა მაგრად “აბოლებთ”ამ მთელს საზოგადოებას,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს. მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყნის პირველი ინფექციონისტები ხელისუფლებასთან ერთად პანდემიის ფონზე, „ფულს შოულობენ.“ „უამრავი მახინაციებით ღრმად დარწმუნებული ვარ ყველაფერს აკეთებთ რომ მეტი ხალხი დაინფიცირდეს იმიტომ არ შეზღუდეთ თავისი დროზე და გაუხსენით ყველაზე კოვიდით ინფიცირებულ რუსეთს საზღვრები! 3 ოპოზიციონერის აქტივისტის გამოსვლას მასშტაბურად აშუქებთ და ბრალს დებთ ვირუსის გავრცელებაში, მაშინ,  როცა ქართული ოცნების ხროვა, დიდ კონცერტებს მართავს და ზღვა ხალხმრავლობას ხედავთ, ენა გაქვთ ჩაგდებული, როცა…

მეტი...

“ჩვენ უნდა ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები” – ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა

ჩვენ უნდა ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ახლოვდება არჩევნები, მაღალი სტანდარტი უნდა ვაჩვენოთ. ერთი მხრივ, ჩავატაროთ გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, უნდა იყოს კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები. რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, ასევე ჩვენი და სხვა პარტიის კანდიდატები. მე მინდა ასევე ვთხოვო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან უსაფრთხოდ ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი...

2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი გაიზრდება, იგეგმება მერების ანაზღაურების გაორმაგებაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება მერების ანაზღაურების გაორმაგებაც. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასების მომატებით გაეზრდებათ მოტივაცია. „ვუახლოვდებით არჩევნებს. მერების ხელფასები შეადგენს დაახლოებით 1 800 – 2 000 ლარს. ეს აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებებს სამინისტროების დონეზე. ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარმოუდგენია. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების…

მეტი...

“Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს” – ირაკლი ღარიბაშვილი

6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნდა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს. „რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, ბოლო ექვსი თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია. ამას გარდა, Fitch-ის ეკონომიკური ზრდის…

მეტი...

გარდაბანში​, მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს

გარდაბანში​, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და გაუჩინარდა წყალში. შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ. ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა. „საძიებო-სამაშველო…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 946, აჭარაში – 499, იმერეთში – 177

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 946, აჭარაში – 499, იმერეთში – 177, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 524 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 915 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%, ბოლო 14…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 128-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 236 პირს დაუდასტურდა, 3 146 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, გუშინ 8 აგვისტოს საქართველოში 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 376 პაციენტი, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ​2236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3146 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 439 ტესტი. სულ აცრილია – 641 242 ადამიანი, სრულად აცრილია  – 197 118. ამასთან, 8 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 376 პაციენტი.

მეტი...

“წინ უნდა დავაყენოთ სახელმწიფო და ქვეყანა, მერე ჩვენი თავი და პარტია, ეს იქნება ჩვენი მიზანი და ფასეულობა” – გიორგი გახარია

წინ უნდა დავაყენოთ სახელმწიფო და ქვეყანა, მერე ჩვენი თავი და პარტია, ეს იქნება ჩვენი მიზანი და ფასეულობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სურამში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „ახლა ამ ქვეყანაში, სურამშიც დასაპირებელი თუ რამე იყო, ყველა დაპირება უკვე გაცემულია. ახალს ვერავინ ვერაფერს მოიფიქრებს. ფუჭი სიტყვებისა და ტყუილების თქმას არ ვარ მიჩვეული. ღირსეული ადამიანები, კეთილსინდისიერი პროფესიონალები სურამსაც მიხედავენ და მერე ნელ-ნელა ქვეყანასაც მიხედავენ. ეს არის ჩვენი მიზანი. აბსოლუტურად გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ ხაშურში რომ აი ასეთი კარგი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი ხალხი შევაგროვეთ, ეგეთი ბევრგან არ გამოგვივიდა. გორშიც ძალიან კარგი ბიჭები…

მეტი...

რეგულაციები, რომლებიც საქართველოში დაწესდება – საკითხზე საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს

რა რეგულაციები დაწესდება საქართველოში, ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს. სწორედ, დღეს გახდება ცნობილი, კორონავირუსის გამო, დაუბრუნდება თუ არა ქვეყანა ე.წ. ლოკდაუნის რეჟიმს. შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 447 913 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 400 616, გარდაიცვალა 6 084 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში დღეს დილით 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს დილით 2 მიწისძვრა მოხდა. პირველ ჯერზე 07:24 საათზე 3.5 მაგნიტუდის, ხოლო 08:03 საათზე 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ეპიცენტრი  დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ სამებასთან იყო.

მეტი...

2008 წლის 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს

2008 წლის 9 აგვისტოს, რუსებმა მეორე ფრონტი გახსნეს, კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად. ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა…

მეტი...