მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ბერი ანტონია

ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, მკვლელობაში ბრალდებულმა ბერმა მონასტერი დატოვა.   „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ. ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა რთი ადამიანი დააკავეა.  შსს-ს ინფორმაციით, 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს…

მეტი...

„ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?!“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.  როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დღეს კომპანიის ყველა თანამშრომელი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. „გუშინ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. გაკვირვებული ვიყავი მათი მოთხოვნებით, პროტესტის შინაარსით. თან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, მიდიოდა მათი ბულინგი, შეურაცხყოფა, რამდენიმეს ფიზიკურადაც შეეხნენ, რაც ძალიან ცუდია. ამის მერე, ვიხილეთ პარალიზებული თბილისის ხილვით გახარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან და ცოტა მოგვიანებით, უკვე დასუფთავებაზე გასულებს, როგორ გვიშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას.  მართლა რა გჭირთ და რა დაგემართათ?!…

მეტი...

“საქართველო არის ჩვენი და იქნება ძლიერი და თავისუფალი” – კობა კობალაძე საოკუპაციო ხაზიდან

„ეს ქვეყანა არის ჩვენი და იქნება ძლიერი და თავისუფალი, მთავარია,  მოვიცალოთ მისთვის და დავასრულოთ ერთმანეთთან  დაპირისპირება“, – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან და დეპუტატებთან ერთად სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.  კობა კობალაძის თქმით, საჭიროა ქვეყანაზე ზრუნვა და არა ერთმანეთთან დაპირისპირება.  „ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, ვნახეთ, რა მძიმე პერიოდში უწევს ამ ღირსეულ და გმირ მოქალაქეებს ცხოვრება და ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება. მინდა, მადლიერება გამოვხატო დეპუტატების მიმართ, რომელთაც პოზიცია დააფიქსირეს, მოქალაქეების პრობლემებს გაეცნენ და  ბევრი საკითხი ჩაინიშნეს. საკმაოდ საინტერესო იქნება განვითარების დინამიკა. ეს ქვეყანა არის ჩვენი და იქნება ძლიერი და თავისუფალი,…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების აქტიური მაჩვენებელი 41 249 ადამიანია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  4 216 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა – 620, იმერეთი – 464, ქვემო ქართლი – 217, შიდა ქართლი – 195, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 265, კახეთი – 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249 საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 047, აჭარაში – 837, იმერეთში – 930. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, მათ შორის, თბილისში – 579, აჭარაში – 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი,  მათგან თბილი სში – 191, აჭარაში – 17, იმერეთში – 20. 2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ…

მეტი...

ვირუსით 38 ინფიცირებული გარდაიცვალა

კორონავირუსით დაინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, 6 აგვისტოს მდგომარეობით არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.25%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 735 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 397 240-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 054 პირი ემსხვერპლა.

მეტი...

კორონავირუსით 4216 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 45 351  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 216  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 735   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.3%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  444 569-ს.

მეტი...

“პროვოკატორები აბუნტებდნენ ადამიანებს, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დანაგვიანებული თბილისის ნაგვის გაწმენდის სამუშაოებში თავად მიიღო მონაწილეობა და დასუფთავების სამსახურის კეთილსინდისიერ თანამშრომლებს მადლობაც გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის გაფიცვა სამწუხარო ფაქტია, რადგან მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობდა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა, კონკრეტულად მემანქანეებმა გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ნამდვილად არ იყო ის ვითარება, რომ ჩვენ არ გვქონოდა იმის შესაძლებლობა, ერთმანეთს დავლაპარაკებოდით.  უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, იყო გაფიცვის მცდელობა. ადამიანების ნაწილზე, რომლებიც დაუბრუნდნენ სამუშაოს, მიმდინარეობდა ბულინგი, დაშინება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს,…

მეტი...