დღეს თბილისი ნაგავს მიაქვს – პროტესტი ქალაქში

დღეს, დედაქალაქის ნაგვის ურნებთან ყველგან ერთნაირი სურათია  – გადავსებული ნავის ბუნკერები, გზაზე დაყრილი ნაგავი და ირგვლივ ცხოველების თავყრილობა. აღნიშნულის მიზეზი კი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა პროტესტი გახდა.    თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა კი გაფიცვა უკვე შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რო დედაქალაქის დასუფთავება დაიწყება.   „შპს „თბილსერვის ჯგუფის“  გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია…

მეტი...

გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის ცნობილი წარმომადგენელი – გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანიტივაქსერი კაცის შესახებ წერს, რომელიც დღეს გარდაიცვალა. „ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. დღეს გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის საკმაოდ ცნობილი წარმომადგენელი ბრიტანეთიდან. ეს პიროვნება საკმაოდ განათლებული იყო (კემბრიჯი დაამთავრა), არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, და, სხვათა შორის, 9 დღის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია და საერთოდ არ არის საშიში. დაუჯერეთ დარგის სპეციალისტებს! ოქსფორდის და კემბრიჯის განათლება და ამერიკაში თუ გერმანიაში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ “ყველაფერი იცი”. მე ვცდილობ, ყოველთვის გითხრათ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. ანტივაქსერების სექტა კი ცდილობს თქვენზე მანიპულაციას და გავლენის გაზრდას. ფაქტი ერთია – “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”, დედაჩემი ასე…

მეტი...

“აშშ წუხს, რომ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეუთო-ს მისიას დუმის არჩევნებზე დამოუკიდებლად დაკვირვების საშუალებას არ მისცემს საშუალებას” – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ წუხს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეუთო/ოდირის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიას არ მისცემს საშუალებას, დამოუკიდებლად დააკვირდნენ სექტემბერში დაგეგმილ დუმის არჩევნებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ოდირისა და საპარლამენტო ასამბლეის პრინციპულ პოზიციას, რომ ისინი ვერ დააკვირდებიან არჩევნებს ეფექტიანად ასეთი შეზღუდვების პირობებში. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები არ იქნებიან ადგილზე, საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება დუმის არჩევნების პროცესს, როგორც არჩევნების წინა პერიოდს, ისე თავად ხმის მიცემის დღეს იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „რუსეთი ვერ დაუსხლტება საერთაშორისო…

მეტი...

კასპში მომხდარ მკვლელობაზე პოლიციამ 26 წლის კაცი დააკავა

სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელკაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – 1971 წელს დაბადებული გ.გ., სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ქართულ დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა. ქართველი ფალავანი დაუპირისპირდა 21 წლის ამერიკელ გეიბლ დენ სტივენსონს, რომელმაც მეთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა, 1/2 ფინალში – მონღოლი მუნხტური. გენო პეტრიაშვილი 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია. თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები ნამდვილად არ აკლია – სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონია. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

მეტი...

შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს მომავალში დაბრუნდება – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ შეზღუდვებს ასახელებს, რომლებიც, კორონავირუსის გამო, საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება. „ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, პირველი რეკომენდაციაა პირბადეების გამოყენება, მათი სავალდებულოობა როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვასაც, მათ შორისაა ქორწილები და ქელეხებიც. საჭიროა, შეიზღუდოს დამსწრეთა რაოდენობა“, – აღნიშნავს ტიკარაძე.

მეტი...

“საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საბერძნეთში საქართველოს საელჩო ადგილზე მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტზეა” – საგარეო უწყება

საბერძნეთში არსებული მასშტაბური ხანძრების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საბერძნეთში საქართველოს საელჩო ადგილზე მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტზეა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მასშტაბური ხანძრების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო პროაქტიულ კონტაქტზეა საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას მათ მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ. „უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ათეულ დიასპორულ ორგანიზაციასთან, რომელიც თავის მხრივ ადგილზე მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. სამინისტროს და საელჩოს თანამშრომლებმა დიასპორის წარმომადგენელებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს სიფრთხილისკენ და საბერძნეთის მთავრობის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ. ასევე დაინტერესდნენ…

მეტი...

ორფოლოში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების, „მტკიცე სული 2021“-ის დახურვის ცერემონია გაიმართა

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ დღეს ოფიციალურად დასრულდა. დახურვის ცერემონია ორფოლოში გაიმართა. ღონისძიებაზე ქართველ და წვრთნებში მონაწილე უცხოელ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორმა, ტომას კარდენმა. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეო იყო, საქართველომ უკვე მეათედ უმასპინძლა. წვრთნები ოფიციალურად 26 ივლისს დაიწყო და დღემდე ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში…

მეტი...

“არჩევნები გაიმართება ოქტომბერში, როგორც დაგეგმილი იყო, ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ” – კელი დეგნანი

არჩევნები გაიმართება ოქტომბერში, როგორც ეს დაგეგმილი იყო და ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი უარს შეეხებოდა. ელჩმა 19 აპრილის შეთანხებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისთვის, რომელთა ჩატარებაც საქართველოს სჭირდება უახლოეს თვეებში. „ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ექვსი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა ამას ექვსი თვე, იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ის ყოფილიყო…

მეტი...

ბორჯომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში თავის ფეხით მივიდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

 ბორჯომში 40 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. დანით დაჭრილი მამაკაცი ადგილობრივ კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

მეტი...

„შესანიშნავი ქირურგი გავკოჭეთ, რომ ანალიზისთვის სისხლი აგვეღო ვენიდან“ – დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მათ მიმართავს, ვისაც აცრის ეშინია. როგორც  პროფესორი აცხადებს, შიშის დაძლევა რთულია, თუმცა, ეს მას არ ნიშნავს, რომ ვაქცინის უსარგებლობაზე უნდა იქადაგონ.   „არ ვამბობ, რომ ექიმების დაწერილი ყველაფერი, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა! მედიცინა ძალიან რთული დარგია, აუარებელი ნიუანსით! როცა სტატუსს ვწერ, სადაც რეკომენდაციები და პროცესების ახსნაა, აუცილებლად ვაკითხებ წინასწარ ჩვენი კლინიკის სპეციალისტს, რომელიმე პროფესორს- ვნერვიულობ, რამე უზუსტობა არ დავწერო, შეცდომაში არ შევიყვანო მკითხველი. …ჰოდა, თქვენ რა ისწავლეთ ასეთი კალენდრის მოხეული ფურცლის უკანა გვერდზე (ჩემი ახალგაზრდობის ტერმინია, ახლა ეს ფურცელი წარმატებით ჩაანაცვლა ინტერნეტის საეჭვო…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ბოლნისთან

12:55 საათზე, თბილისში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 24 კილომეტრში, ქალაქ ბოლნისთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.4 მაგნიტუდა შეადგინა

მეტი...

მეხანძრე-მაშველებმა აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება გაიარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება გაიარეს. მდინარე მტკვარში ჩატარებულ სწავლებაში 30 მეხანძრე-მაშველი, ორ ჯგუფად მონაწილეობდა. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ორი კვირის განმავლობაში, წყალზე სამაშველო ჯგუფის წევრებს სპეციალური პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს, რომლის მიზანი სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების და წყლიდან მოქალაქის დროულად და უვნებლად გამოყვანის კუთხით ჯგუფის შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო. წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და გენერალ-მაიორმა ტომას კარდენმა სწავლების მონაწილეებს მიღებული ცოდნის დასადასტურებლად სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს.

მეტი...

“კორონავირუსის ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებური ზრდა” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3780 ადამიანს დაუდასტურდა; გარდაიცვალა 30 ადამიანი. ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის სიაში და წითელი ზონის სტატუსი საქართველოს – ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საერთაშორისო სტატუსზეც აისახა. საქართველო ვირუსს ვაქცინაციით ებრძვის. ბოლო 24 საათში 19 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო იმუნიზაციის პროცესში. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის პროცესი დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც შეაფასა. “დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე ყოველდღიურად გვყავს 4000-მდე ინფიცირებული. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კორონავირუსის ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებური ზრდა. დღესდღეობით, ინფიცირების ჯამური რაოდენობით მივაღწიეთ 39 000-მდე, საიდანაც 6500-მდე დღეს მკურნალობს სტაციონარში. მოსახლეობის დამყოლობა ვაქცინაციის პროცესში საკმაოდ მაღალია. ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლით 19 000-ს…

მეტი...

კასპში ლუდის ჯიხურთან დაწყებული კამათი მკვლელობით დასრულდა

მკვლელობა მოხდა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში. “არსებული” ინფორმაციით, ლუდის ჯიხურთან დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება 50 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. ჩვენი ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.  მკვლელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.

მეტი...

ახალქალაქის ტბაში თევზები დაიხოცა

ახალქალაქში, სოფელ ტურცხის ტბაში თევზები დაიხოცნენ. ადგილობრივების თქმით, ტბას წყალსაცავად იყენებენ და ის თითქმის დამშრალია. ფაქტის ამსახველ ფოტოებს „ფეისბუქზე“ მომხმარებელი არსენ კარაპეტიანი ავრცელებს.

მეტი...

ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ საქართველოში ნახევარ მილიონს გადააჭარბა

საქართველოში სულ მცირე 1 აცრა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ქვეყანაში 583 647 აცრა ჩატარდა, სრულად, ორი დოზით აცრილია 182915 პირი.  გუშინ, 1 დღის განმავლობაში ვაქცინირებულთა რაოდენობას კიდევ 19067 ადამიანი დაემატა. 

მეტი...

ნადირობის სეზონი 28 აგვისტოს გაიხსნება

ნადირობის სეზონი 28 აგვისტოს გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველი ვალდებულია: „ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი); გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით; ნადირობისას, თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 640 თბილისში გამოვლინდა, 628 აჭარაში, 395 იმერეთში

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა – 628, იმერეთი – 395, ქვემო ქართლი – 170, შიდა ქართლი – 172, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 052, აჭარაში – 802, იმერეთში – 926. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 პირი, მათ შორის, თბილისში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 016-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 780 პირს დაუდასტურდა,  2 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 5 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 626 პაციენტი, გარდაიცვალა 38 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 052 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 907 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 167, „პისიარ“ ტესტით – 16 740. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –  9,02%, ბოლო 14 დღის – 8,05%, ბოლო შვიდი დღის – 8,98%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 440 353 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 395 505 გამოჯანმრთელდა, 6 016 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია –…

მეტი...

“მსოფლიო რეალური საფრთხის პერიოდშია, ბევრი მიღწევა, რომელიც მოვიპოვეთ, თანდათან იშლება” – ჯანმოს ხელმძღვანელი

მსოფლიო რეალური საფრთხის პერიოდშია, ბევრი მიღწევა, რომელიც მოვიპოვეთ, თანდათან იშლება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მალე 200 მილიონს გადააჭარბებს. „ვიცით, რომ რეალური რიცხვები გაცილებით დიდია. უფრო მეტად გადამდები „დელტა“ ვარიანტი სულ მცირე 132 ქვეყანაშია აღმოჩენილი. შემთხვევების ზრდა არ არის მხოლოდ ბუნებრივი პროცესი. ის იკვებება გაზრდილი სოციალური კონტაქტებით, არათანმიმდევრული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომებით და არათანაბარი ვაქცინაციით,“ – აღნიშნა ჯანმო-ს ხელძღვანელმა. მისივე თქმით, ორგანიზაციის მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს, სექტემბრის ბოლომდე თავიანთი მოსახლეობის 10% აცრან. „ჯანმო -ს მიზანია, დაეხმაროს ყველა ქვეყანას,…

მეტი...

აბიტურიენტებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება დღეიდან შეეძლებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება. აბიტურიენტებს შეუძლიათ ცენტრს 10 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ. სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდებზე – www.naec.ge და online.naec.ge მიიღება. აპელაციის დროს ნაშრომები დამოუკიდებელი კომისიის მიერთავიდან სწორდება. გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაასაჩივრონ, როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება.

მეტი...

“2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება” – ირაკლი კობახიძე

2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და აღარასოდეს ასეთი ტიპის შეთანხმება აღარ გაფორმდება. „შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების “ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის” სტატუსი მიანიჭა

საქართველოს ნიდერლანდები ინფიცირების “ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის” სტატუსს ანიჭებს. საელჩოს ინფორმაციით, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება “ნარინჯისფერი კოდი” და არ მიენიჭება “წითელი სტატუსი”, ამიტომ, 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით წასულმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა და Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ასევე, მათ მოუწევთ 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლაც. წითელი ზონის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ბაჰრეინი, რაც ნიშნავს იმას რომ, 12 აგვისტოდან საქართველოდან ბაჰრეინში შესვლა ყველა პირისთვის აიკრძალება, მოქალაქეებისა და ბინადრობის უფლების მქონე პირების გარდა.

მეტი...

ოფიციალურად – „ბარსელონამ“ მესის წასვლის შესახებ გამოაცხადა

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონური კლუბი დატოვა. „ბარსამ“ ვერ შეძლო ახალი კონტრაქტის გაფორმება 34 წლის არგენტინელთან ესპანეთის ჩემპიონატის ფინანსური წესების გამო. „მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ლეო მესიმ მიაღწიეს შეთანხმებას და გეგმავდნენ ახალი კონტრაქტის გაფორმებას, ფინანსური და სტრუქტურული წინაღობების გამო, რომელიც ლა ლიგას წესებს უკავშირდება, ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელი გახდა. ამასთან დაკავშირებით, ლიონელ მესი აღარ ითამაშებს „ბარსელონაში“. მხარეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კლუბისა და ფეხბურთელის სურვილის ასრულება არ მოხერხდება“, – წერია კლუბის განცხადებაში. ლიონელ მესი პირველ ივლისს გახდა თავისუფალი აგენთი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

მეტი...