წინასწარი მონაცემებით, შანაე ბრუკის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია

შანაე ბრუკის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. ავსტრალიის მოქალაქეს, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ მოკლეს, სამშობლოში უახლოეს პერიოდში გადაასვენებენ. ამ დრომდე საქართველოში იმყოფება ბრუკის ძმაც. ის სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად უკვე გამოკითხეს. წინასწარი მონაცემებით, 31 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. ცნობისთვის, ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიელ ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ტურისტს საგანგებო…

მეტი...

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, შეაჩერონ ბუსტერ დოზები, ვიდრე ყველა ქვეყნის მოსახლეობის 10% არ აიცრება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლისთვის ორივე დოზით ვაქცინაციის წინაპირობის დაწესებას განიხილავენ. გარდა ამისა, შესაძლოა, შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მომდევნო თვიდან “ფაიზერის” ვაქცინის სრულად ავტორიზაცია დაიწყოს. საფრანგეთიდან და ესპანეთიდან დაბრუნებულ ბრიტანეთის მოქალაქეებს კი თავიანთ სამშობლოში კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი სახელმწიფოებს ბუსტერ დოზების შეჩერებისკენ მოუწოდა იქამდე, სანამ ყველა ქვეყნის მოსახლეობის 10% არ აიცრება.

მეტი...

ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ რიგით მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, წევრი ქვეყნები ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხში კარგ თანამშრომლობას. „ამ მხრივ, პანდემიის დროს განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა, კარგად დამკვიდრებული რეადმისიის საქმის მართვის სისტემა“, – აღნიშნულია დოკუმენტში. ასევე წევრი ქვეყნების ანგარიშში აღნიშნულია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოების სფეროში. „საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ევროპოლთან და ევროიუსტთან და ჩართულია ერთობლივ აქტივობებში რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან“, – ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში საქართველოში სასამართლო რეფორმის შესახებაც არის საუბარი, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც. „სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული შესწორებები ძალაში 2020 წელს შევიდა და მოიცავდა დისციპლინარულ დარღვევებს,…

მეტი...

გენო პეტრიაშვილი ნახევერფინალშია

გენო პეტრიაშვილი ნახევერფინალშია. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მერვედფინალში ეგვიპტელ სპორტსმენს მოუგო, მეოთხედფინალში ჩინელი მოჭიდავე ანგარიშით 5:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე იქნება. ამასობაში მთავარი სენსაციაც დაფიქსირდა: გენო პეტრიაშვილის მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკ-გული ამერიკელ სტევსონთან დამარცხდა და ოქროსთვის ბრძოლას ჩამოშორდა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა დაიწო ავთანდილ კენჭაძემაც, თუმცა სპორტსმენი ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. კენჭაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს. ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.

მეტი...

ომის ქრონიკები – (2008 წლის 1 – 5 აგვისტო)

2008 წლის, 1 აგვისტოს ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილთან დისტანციურად მართვადი 2 ნაღმი აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა ხუთი ქართველი პოლიციელი. ამავე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების მიმართულებით, რის შედეგადაც 6 სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიჭრა.  2 აგვისტოს, საპასუხო ცეცხლი გახსნა საქართველომაც, თუმცა მალევე შეწყვიტა მიღებული ბრძანების შედეგად. 2 აგვისტოსვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც 6 აგვისტომდე გაგრძელდა.  3 აგვისტოს, ოფიციალურმა მოსკოვმა დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ჯარები შეიყვანა. ამის პარალელურად კი ღამით, როკის გვირაბით საქართველოს…

მეტი...

“მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში მოსახლეობას კვლავ მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც არის უსაფრთხო და ეფექტური, მათ შეუძლიათ ადამიანები დაიცვას ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უსაფთხოება ეხლა პრიორიტეტია ანუ ჩვენ უმჯობესი იქნება ვაქცინების განაწილების პრიორიტეტიზაციის საწყის გეგმას დავუბრუნდეთ. 1 ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია! ერთადერთი გამონაკლისი უნდა იყოს არგუმენტირებული უარი ვაქცინაციაზე და ესაა მასში შემავალ კოპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის ეპიზოდის არსებობა ანამნეზში. აიცერი და ამით დაიცავი შენი და სხვისი სიცოცხლე“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390827, გარდაიცვალა 5948 პაციენტი.

მეტი...

“პუტინის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების დამტკიცება საქართველოს უკანონო ოკუპაციის გაგრძელებას წარმოადგენს” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის პრეზიდენტის მორიგი უკანონო განკარგულება, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტის დამტკიცება, ოკუპაციის გაგრძელებად შეაფასა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო პასპორტიზაციის პროცესს გმობს. “საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო…

მეტი...