კახა კალაძემ თბილისში საარჩევნო შტაბი გახსნა

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის ძალა, რომელსაც ის ეყრდნობა. „დღეს, წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა – იხსნება ჩემი საარჩევნო შტაბი, თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ დღეიდან თბილისელებისთვის იქნება ადგილი, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, სადაც მათ ელოდებიან, უსმენენ და მათთან ერთად გეგმავენ თბილისის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქალაქის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ყველა პროექტი, რომელიც…

მეტი...

„სამართლიანად და კანონიერად დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება“ – მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებისთვის დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება კანონიერად და სამართლიანად მოხდა. როგორც გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სასამართლომ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ყოფაქცევაც გაითვალისწინა. „დიახ, ამაში უცნაური და უკანონო არაფერია. მარიანა ჩოლოიანმა სამართლიანად და კანონიერად დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა.  ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე სამართლებრივად უნდა შევაფასოთ. კანონმდებელი ნებისმიერ მსჯავრდებულს  აძლევს შესაძლებლობას, კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდეს ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენებით და ეს შესაძლებლობები ჩვენ ეფექტურად გამოვიყენეთ“ – განმარტავს გაგი მოსიაშვილი ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ მუდმივმოქმედმა…

მეტი...

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დაიკეტება

ხვალ, 6 აგვისტოს, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეიზღუდება, აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება. ასევე, გაცნობებთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმამრთულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით” – აცხადებენ შსს-ში.

მეტი...

„ეს სიბინძურის და ამორალურობის მაჩვენებელია“ – გიორგი გახარია

„თუ გულისხმობთ იმ ჩანაწერებს, რომელიღაც ტელევიზიაზე რაც გაუშვეს, ამაზე თუ გინდათ სერიოზულად ვისაუბროთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ამაში პირველი ვინც უნდა ჩაერთონ – საგამოძიებო ორგანოებია, რომლებმაც უნდა გვითხრან საერთოდ რა არის ეს“ – აცხადებს გიორგი გახარია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით.  გიორგი გახარია პირადი ცხოვრებით შანტაჟს ამორალურს და მიუღებელს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ 2012 წელს თავად ქართული ოცნება სწორედ მსგავს პრაქტიკას ებრძოდა.  „კატეგორიულად მიუღებელია, ჩვეულებრივი სიბინძურის და ამორალურობის მაჩვენებელია ჩემთვის, როდესაც მითხრეს, რომ ეს ჩანაწერები პირადი ცხოვრების რაღაც მომენტებით იყო გაჯერებული. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი! რომელსაც ასევე…

მეტი...

შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციის დეპარტამენტში დანიშნული პირი ნასამართლევი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დეპარტამენტში ნასამართლევი პირის დანიშვნასთან დაკავშირებოთ გავრცელებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. უწყების განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.  „გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი. ბაღდათის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – გოგა კბილაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. კბილაშვილი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი ან მსჯავრდებული. აღნიშნული ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება წარმოადგენს “ფეიკ ნიუსის” კლასიკურ მაგალითს. არც ერთი მედია საშუალების წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ინფორმაცია არ…

მეტი...

“პრეზიდენტის ბოლო განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური იყო” – გახარია

სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება იყო აბსოლუტურად ადეკვატური. პოლიტიკური შეფასებები და მოწოდებები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ კი არის სწორედ ის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოელიან. აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ოზურგეთში, რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები და ტენდენციები, რომელსაც მმართველი ხელისუფლება მიმართავს, აჩენს ეჭვებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა უკან თუ არ იხევს, ერთ ადგილზე დგას. „პრეზიდენტის ბოლო განცხადება იყო აბსოლუტურად ადეკვატური ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკური შეფასებები, ასევე სამომავლოდ მისი მოწოდება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. ეს არის ის,…

მეტი...

“ჩემი მეუღლე 48 საათია დაკარგულია” – პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

უკვე მეორე დღეა პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს, შალვა ბაქრაძეს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის მეუღლე ავრცელებს და პოლონეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს. “ჩემი მეუღლე 48 საათია დაკარგულია პოლონეთში. ბოლოს ბარათით ტრანზაქცია შეასრულა კატოვიცეში. გუშინ პოლონეთის დროით 01:00 საათზე, შესაძლოა, ბარათი დაკარგული აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით იმყოფება კატოვიცეში. პოლიცია და საელჩო ჩართულია ძებნაში, თუმცა ჯერ ვერაფერს გვეუბნებიან. აცვია შავი შორტი, შავი ზედა, შავი “პლაშოვკა” ქურთუკი და ბოტასი,”-წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქის მომხმარებელი თეა ჟორჟოლიანი.

მეტი...

“როდესაც ექიმი ამბობს, რომ „არ აიცრან“ ის ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, როდესაც კონკრეტული ექიმი ამბობს, რომ „არ აიცრან“ ის ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს. „როცა შენ იცი, რომ აცრა შველის ადამიანს და შველის ძალიან მაღალი პროცენტით. როცა იცი, რომ აცრა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს არჩენს და გართულებებს პრევენციას უკეთებს და ამაზე უარს ამბობს… მაშინ, ეს არის ჩვენი ეთიკური კოდექსის დარღვევა. ამას ჩემი კოლეგები არ უნდა აკეთებდნენ. ყველას კარგად გვისწავლია სამედიცინო უნივერსიტეტში, რომ აცრა, ვაქცინა შედის მედიცინაში ყველაზე დიდ სამ აღმოჩენას შორის, “- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“ქვეყნის ღალატი ქართული მიწების ჩაბარებაა, რაც წინა რეჟიმმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა” – ირმა ინაშვილი

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მოითხოვა ინაშვილმაო. ყველა ამ სამარცხვინო ბრალმდებელს ვეუბნები: შარლ მიშელის და დანიელსონის ვიზიტები და თქვენი მონური მორჩილება რა იყო? ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხი რატომ უნდა გადაეწყვიტათ უცხო ქვეყნების დიპლომატებს?!, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსი“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ინაშვილის თქმით, ქვეყნის ღალატი ქართული მიწების ჩაბარებაა, რაც წინა რეჟიმმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა. „ბოლო ორი დღის მანძილზე არაერთ კომენტარს გავეცანი. ყველა მამაძაღლს ერთად ვპასუხობ: ქვეყნის ღალატი ქართული მიწების ჩაბარებაა, რაც წინა რეჟიმმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა. კოდორი და ახალგორი უომრად დათმეს; ქვეყნის ღალატია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის…

მეტი...

“იმედგაცრუებაა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიული ბოსების მართვის შედეგად დღეს იძულებულია, იგივე ინსტრუმენტები გამოიყენოს, რაც 2012 წელს მათ წინააღმდეგ იყო გამოყენებული” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნოდ, 2012 წელს, ხშირ შემთხვევაში ახლაც მეორდება. გახარიას თქმით, შეიქმნა იურისტების და ადვოკატების გუნდი, რომელიც მოქალაქეებს მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაეხმარებიან. „მე ბევრ ადამიანს ვხვდები, სხვათა შორის „ოცნების“ დამფუძნებლებს, წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, იგივეს იმეორებს პარტიული ბოსების მიერ მართული ხელისუფლება. რატომ? უბრალოდ, ეს შიშია. როგორ დონემდე მიდიან, იცით? რიგით საჯარო მოხელეებს სოფლის ექიმს, მეხანძრეს, უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო, რომ „ფეისბუქზე“ რაღაც სიმპატია გამოხატეს, მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით, მათი ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდებით, ამორალურია ეს…

მეტი...

ლეიბორისტულმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოში განაცხადი შეიტანა

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანეს. მიშა ქუმსიშვილის განმარტებით, პარტია დამოუკიდებლად მაინც აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

მეტი...

“თბილისსა და ბათუმში უკვე მთლიანად დელტა შტამი ტრიალებს” – პაატა იმნაძე

ქვეყანაში დელტა შტამი დომინანტური ხდება. ინდური ვარიანტი ბრიტანულ შტამს უკვე ფარავს, ვირუსის ძირითადი კერები კი თბილისი და ბათუმია. ასევე გამოჩნდა დელტა + ვარიანტიც, რომლის 10 შემთხვევა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “თბილისსა და ბათუმში უკვე მთლიანად დელტა შტამი ტრიალებს. დანარჩენ საქართველოში კი 80%-მდე. გარდა ამისა, დადასტურებული გვაქვს “დელტა +-ის” 10-მდე შემთხვევა,”- აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

მეტი...

“ექვსი თვის განმავლობაში 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, 1,2 მლრდ ლარით გაგვეზარდა წლევანდელი ბიუჯეტი” – ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, აპრილში გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში – 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას მისცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მომხდარიყო და 1,2 მლრდ ლარით გაიზარდა წლევანდელი ბიუჯეტი. „შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც და წელსვე დაიწყება საგარეო ვალის შემცირების პროცესიც“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო…

მეტი...

“ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ამ ფონზე აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა” – პრემიერი

როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა ეკონომიკას არ შეაჩერებს, რადგან ეს არის მცდარი გზა. „ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი საქართველოს 8 აგვისტოდან ე.წ. „წითელი ქვეყნების სიაში“ შეიყვანს

დიდი ბრიტანეთი საქართველოს 8 აგვისტოდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ე.წ. „წითელი ქვეყნების სიაში“ შეიყვანს. აღნიშნული რეგულაცია ნიშნავს, რომ საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ ნებისმიერ პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

მეტი...

“შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება” – ამირან გამყრელიძე

ერთი კვირა იქნება ჩვენთვის კიდევ ის პერიოდი, რომ რეკომენდაციების შესრულების საფუძველზე ვთარება გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს, დიდი თავყრილობები არ უნდა გაიმართოს, თუნდაც ოჯახურ გარემოში და შემდეგ ვნახოთ, მომდევნო საბჭო იქნება სამშაბათს და მეტად კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. „ის რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ესეც კარგად არის ცნობილი და რა სცენარით მივდივართ, გასაგებია ჩვენთვის. ჩვენ ამ რისკებს რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ…

მეტი...

“თუნდაც ხუთი ადამიანი თუ სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე, ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერ არ არის” – ამირან გამყრელიძე

ეპიდსიტუაცია გვაქვს სერიოზულად გაუარესებული, რისკები რა თქმა უნდა ძალიან მაღალია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, აქედან გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი – ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები მკაცრად, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაცია და პირბადე ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. „გეუბნებით, მაინც და მაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს?! გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ შენობებში. იქ, სადაც ღია სივრცეში ვიკრიბებით ხუთი ადამიანი ერთად, გვქონდეს ყველას პირბადე. კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როდესაც ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე წრეს…

მეტი...

„აუცრელებისთვის უნდა დაწესდეს შეზღუდვები, აცრილებისთვის არა“ – პაატა იმნაძის რეკომენდაცია

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ, იმ რეკომენდაციაზე ისაუბრა, რაც მან საკოორდინაციო საბოს წარუდგინა, იმნაძე თვლის, რომ საჭიროა აუცრელების და აცრილების დიფერენციაცია: „აუცრელებისთვის უნდა დაწესდეს შეზღუდვები, აცრილებისთვის არა, ეს ჩემი რეკომენდაციაა, რაც გავუზიარე საკორდინაციო საბჭოს, გადაწყველების შესახებ გაცნობებთ,“ – განაცხადა იმნაძემ.

მეტი...

“შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება, პირბადე უნდა გამოვიყენოთ” – ამირან გამყრელიძე

ეს ერთი კვირა იქნება ჩვენთვის კიდევ ის პერიოდი, რაც ვფიქრობთ, რომ რეკომენდაციების საფუძველზე გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს, დიდი თავყრილობები არ უნდა გაიმართოს, თუნდაც ოჯახურ გარემოში და შემდეგ ვნახოთ, მომდევნო საბჭო იქნება სამშაბათს და მეტად კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. „ის რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ესეც კარგად არის ცნობილი და რა სცენარით მივდივართ, გასაგებია ჩვენთვის. ჩვენ ამ რისკებს რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება,…

მეტი...

გენო პეტრიაშვილმა ირანელთან ურთულესი ბრძოლა შემოატრიალა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ასპარეზობდნენ. გენო პეტრიაშვილმა წინასწარი შეხვედრები კარგად ჩაატარა, ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ ამილ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:3 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.გენო პირველ შეხვედრაში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად ანგარიშით 11:0 დაამარცხა. პეტრიაშვილის მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგული კი ბადის სხვა მხარეს ასპარეზობდა,პირველი შეხვედრა ტაჰამაც მოიგო, თუმცა 1/4 ფინალში 21 წლის ამერიკელ სტივენსონთან 0:8 დამარცხდა. ეს თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის მთავარი სენსაციაა. დღეს მოჭიდავეთა ტურნირზე ავთანდილ კენჭაძე პირველი წრეში…

მეტი...

“ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი მიუთითებს, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენების 95 პროცენტს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი მიუთითებს, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენებას 95 პროცენტის შემთხვევაში. ამდენად, ყველაზე ქმედითი და ეფექტური საშუალება, რაც პრევენციის მიზნით შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნას, ეს არის პირბადის გამოყენება როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებმა პირბადის გამოყენების წესი მკაცრად უნდა დაიცვან. ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, ვინმე ამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემს თუ არა, დააჯარიმებს თუ არა და ა.შ. მთავარია აღსრულდეს…

მეტი...

„ბავშვებში მდგომარეობა, შედარებით დადებითია“ – თამარ გაბუნია

„ბავშვებში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ პანიკამ ბავშვეთან მიმართებაში გადაიარა: „ბავშვებში შედარებით სტაბილური მდგომარეობა გვაქვს, იმ პირველმა ღელვამ და პანიკამ გადაიარა, ბავშვების უმეტესობა მკურნალობას გადის სახლში და ის საწოლ – ფონდიც, რაც მობილიზებული გვქონდა პედიატრიული ასაკისთვის საკმარისია, მთავრია პანიკამ გადაიარა,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

გაგრძელდება თუ არა სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში? – თამარ გაბუნიას განმარტება

„სექტემბრამდე, ჯერ აგვისტოს სამი კვირა გვაქვს და ამ სამი კვირის მანძილზე იმედი გვაქვს განათლების სექტორი აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროგრამაში,“ – ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნია ვერ აკონკრეტებს თუ როდის განახლდება სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში, მისივე თქმით დაიწყო განათლების სეგმენტის აქტიური ვაქცინაცია: „დღეს დილით დაიწყო სივრცეების გამოყოფა ვაქცინაციისთვის, ეს მოხდება ქვეყნის ყველა რეგიონში, რათა პედაგოგებს ნაკლები ბარიერი ჰქონდეთ ასაცრელად,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. საკოორდინაციო საბჭოში, ბრიფინგი ამ წუთებში მიმდინრეობს.

მეტი...

“ეს არც ლორეა და არც ტაო-კლარჯეთი, ეს აქვე, სამცხეში, შორეთის ტაძარია!” – ფოტო სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში მცხეთაში, თითქმის ნანგრევებად ქცეული ტაძრის ფოტოს აქვეყნებენ შემდეგი წარწერით: „ეს არც ლორეა და არც ტაო-კლარჯეთი, ეს აქვე, სამცხეში, შორეთის ტაძარია!..რომელიც საჭიროებს სასწრაფოდ აღდგენას.გთხოვთ გულისხმიერება გამოიჩინეთ და ყველამ გააზიარეთ.ჩვენზეა ამ ტაძრის გადარჩენა,“ – წერს სოციალურ ქსელში ეკა კონტრიძე.

მეტი...

საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 845-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 564 691 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

მეტი...

“მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება მისი მფარველების მეშვეობით მოხდებოდა” – ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის გარეთ სხვებს არ უშვებენ

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახი საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას „გავლენიანი ნაცნობების“ ჩარევას უკავშირებს. როგორც გარდაცვლილის ძმამ, ბექა სირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება უსამართლობაა და ის მხოლოდ კარგი ყოფაქცევის გამო ვერ გათავისუფლდებოდა. „მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის განცხადება მოვისმინე, სადაც ის ამბობს, რომ ჩოლოიანი კარგი ყოფაქცევის გამო გაათავისუფლეს. გავარკვევთ, რა სამართლებრივი პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არც მე მაქვს და არც ადვოკატს. უდო-ს კომისია როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, არ აქვთ ვალდებულება საქმის კურსში ჩაგვაყენოს დაზარალებული მხარე. ეს გადაწყვეტილება ალბათ, მიიღეს…

მეტი...

ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების შემოღება აუცილებელია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და შემთხვევების მატებას სამედიცინო სექტორი ვეღარ გაუძლებს.  “ვაქცინაციის პროცესი რადგანაც სრული იმუნიზაციის დასრულებამდე მოითხოვს თვენახევარს, თითქმის თვეზე მეტ პერიოდს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება. რაციონალური შეზღუდვები აუცილებლად შემოსაღებია. ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოკდაუნის გამოცხადებას და ყველაფრის დაკეტვას, როგორც იყო 2020 წლის გაზაფხულზე. თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადავარჩენთ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომ სახლში დაიღუპონ ადამიანები, სამედიცინო სერვისი მათ ვერ მიიღონ – ამის ზღვარზეა ქვეყანა. შეიძლება 10 დღე 2 კვირა თუ შემთხვევები გაიზარდა გაუძლოს, მაგრამ მეტს ვერ…

მეტი...

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გაათავისუფლეს

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების („უდო“) კომისიამ იმსჯელა. დაკავებული გამომძიებელი გუშინ გათავისუფლდა. ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 7 სექტემბერს, დაკავებულ გამომძიებელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

მეტი...

“მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის” – მარინა ეზუგბაია

მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, აუცილებელია, ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს. „მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს და ვაქცინაცია უშიშრად ჩაიტარონ, რადგან არ არსებობს ისეთი გართულებები, რომელიც საშიშია მოქალაქისთვის. სხვადახხვა ქვეყნებში კვლევებია ჩატარებული, რომ დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდებია და მძიმე დაავადებას იწვევს, აღმოჩნდა, რომ ინფიცირების 95 პროცენტზე მეტი არის არავაქცინირებულებში და ლეტალობა 99,8 პროცენტი არის არავაქცინირებულ პირებში. ვაქცინირებულ ადამიანებში დაავადება მიდის მსუბუქად და მათთან ლეტალობა არ დაფიქისრებულა. ეს არის ამოსავალი წერტილი და მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის“, –…

მეტი...

“საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის 80 პროცენტზე მეტი დელტა შტამია” – პაატა იმნაძე

საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის 80 პროცენტზე მეტი დელტა შტამია, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, დელტა შტამი თითქმის წამყვანი გახდა თბილისსა და ბათუმში. „საქართველოს მასშტაბით, სადღაც 80 პროცენტზე მეტი უკვე დელტა შტამია“, – განაცხადა იმნაძემ.

მეტი...

“ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში დარღვევა დაფიქსირდა” – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში, ქათმის ხორცის შემცველობა გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  “მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სხვადასხვა პარამეტრზე სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას განაგრძობს.  სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ივლისში, ხორცის სახეობრივი კვლევისთვის 26 ნიმუში აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევა ჩატარდა ცხენის, ვირისა და ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში (სოსისი „სპეც ივერია ვაკე“, სოსისი „ივერია სპეცი“, „მოხარშული ძეხვი მონადირული“, ძეხვი „ჩორიზო ნ/შ“, სოსისი „ფრანკფურტერი ექსტრა“, სოსისი „პეპერონი…

მეტი...

ოთხ პირს, რომელმაც მცხეთაში გოგო მოიტაცა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მცხეთაში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე თ.ნ.-ს, ზ.ს.-ს, შ.შ.-ს და გ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, თ.ნ.-მ ცოლად შერთვის მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ზ.ს.-სთან, შ.შ.-სთან და გ.თ.-სთან ერთად ა.რ.კ.-ს აღუკვეთა თავისუფლება. ბრალდებულებმა ა.რ.კ. მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და ქალაქ კასპში, ზ.ს.-ს სახლში წაიყვანეს, სადაც დაზარალებული მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე იმყოფებოდა,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 652 თბილისში გამოვლინდა, 601 აჭარაში, 400 იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 PCR ტესტით, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 670 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 436 573-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 986-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 670 პირს დაუდასტურდა,  2 626 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 233  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 934 პაციენტი, 38 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 626 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 436 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 393 453 გამოჯანმრთელდა, 5 986 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 564 691 ადამიანი, დღიურად აცრილია 20 845.

მეტი...

პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა

მოსკოვი პროვოკაციებს განაგრძობს. ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურები დაამტკიცა. შესაბამისი განკარგულება, სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, “ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა, მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე”. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს. დოკუმენტზე ხელმოწერა რუსეთის პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციის სახელით უკვე დაავალა.

მეტი...