62% ფიქროს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება  

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, ასეთია  გამოკითხულთა 62% -ის აზრი.  26% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. პასუხი არ აქვს ან არ იცის 12%-მა. კითხვაზე –  გთხოვთ გვითხრათ, როგორ აფასებთ შემდეგ განაცხადს: „კმაყოფილი ვარ საქართველოში დემოკრატიის არსებული ხარისხით“, პასუხები შემდეგნაირად გაიყო:  11% – იზიარებს, 34% – ნაწილობრივ იზიარებს. ჯამურად, გამოკითხულთა 51% საქართველოში დემოკრატიის ხარისხით კმაყოფილი არ არის. 4%-მა უპასუხა – არ ვიცი ან არ უპასუხა შეკითხვას. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში.

მეტი...

მერის მუშაობით 47% ნაწილობრივ კმაყოფილია, 36% უკმაყოფილო

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“-ს კვლევით თბილისის მერიის მუშაობით გამოკითხულთა 47% ნაწილობრივ კმაყოფილია, 36% კი უკმაყოფილო.    კვლევა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით. საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 10% სრულად კმაყოფილია ადგილობრივი მერის ოფისის მუშაობით, ნაწილობრივ კმაყოფილია 47%. ჯამში, მერიის საქმიანობას დადებითად 57% აფასებს,  ნაწილობრივ უკმაყოფილოა 21%, სრულად უკმაყოფილო 15%. ჯამში, მერების საქმიანობას უარყოფითად აფასებს 36%. არ ვიცი/უარი პასუხზე-7%. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ…

მეტი...

„არავის ვეჯიბრები, ბედნიერი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ის ყველაზე რეიტინგულ ქართველ პოლიტიკოსად დასახელდა, პირველი შეფასება გააკეთა. კახა კალაძის განცხადებით,  მან კარგად იცის ამომრჩეველთა განწყობები სწორედ იმ უწყვეტი და მჭიდრო  ურთიერთობების შედეგად, რომელიც მას თბილისის მოსახლეობასთან აქვს.  როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბედნიერია იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც მოსახლეობისგან  მუდმივად გრძნობს.    მისივე თქმით, პოლიტიკოსის საქმიანობის შეფასების საუკეთესო გზას არა კვლევები, არამედ  არჩევნები წარმოადგენს.  „აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ მე არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობა ჩემ მიმართ და ამის თქმის უფლებას  მაძლევს ის ურთიერთობა, რომელიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან. უამრავი…

მეტი...

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახელმოწერის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების თანახელმოწერა პრემიერ-მინისტრმა უკვე განახორციელა.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარები წარადგინა

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „მმართველი გუნდის“ კანდიდატების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ჩამონათვალი შემდეგია: ვაკე – გიორგი ტყემალაძე; მთაწმინდა – ზურაბ აბაშიძე; სამგორი – რევაზ სოხაძე; ისანი – კახა ლაბუჩიძე; კრწანისი – ლევან ჯაფარიძე; ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე; გლდანი – კონსტანტინე ზარნაძე; დიდუბე – გივი ჩხარტიშვილი; საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე; ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე.

მეტი...

კოვიდ რეგულაციების დამრღვევი პირები ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და კენჭისყრით მიიღო „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა გაიტანა. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოში ახალი  კორონავირუსის   (COVID-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ დარღვევის გამო, ასევე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იზოლაციის ანდა კარანტინის წესის დარღვევის, პირბადის…

მეტი...

მანქანის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება

პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე   მეორე მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ“, რომელიც სატრანსპორტო საშუალების  ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 450 პირი და დაშავდა 6640. მისი თქმით, „ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116- ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები მძიმე სამართალდარღვევებს წარმოადგენენ და ამჟამად მოქმედი ჯარიმის ზომები ვერ უზრუნველყოფენ ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას, მიზანშეწონილია, ამ სამართალდარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით დადგინდეს  პროპორციული პასუხისმგებლობის ზომები. სატრანსპორტო საშუალების…

მეტი...

IRI-ს კვლევით, გამოკითხულთა 45% ვაქცინაციის წინააღმდეგია

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობა გამოკითხა. გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ ისინი ვაქცინაციის წანააღმდეგნი არიან. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:  18% ფიქრობს, რომ  აიცრებოდნენ თუ ამისი შესაძლებლობა ექნებათ; 19% ამბობს, რომ აიცრებოდნენ, თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ;  7% ფიქრობს, რომ აცრას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიკეთებდნენ, თუ ამას კანონმდებლობა დაავალდებულებდა; 5% ფიქრობს რომ ვაქცინირებულია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% „ფაიზერის“ ვაქცინას ენდობა, 8% – „სინოფარმს;“ 7% – „ასტრაზენეკას;“ 4% – სინოვაკს და 1% – მოდერნას.  კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის…

მეტი...

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კენჭი უყარეს გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს. გიორგი კალანდარიშვილმა 83 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა 3-ის წინააღმდეგ. დღესვე კენჭი ეყარა  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  წევრობის კანდიდატებს გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს. მათგან პარლამენტის მხარდაჭერა  გია ცაცაშვილმა და მაია ზარიძემ მოიპოვეს. საარჩევნო კოდექსის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.

მეტი...

ვითარება რთულია, მომატებული ინფიცირებულები სექტორზე ზეწოლას ქმნიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, რაც, თავისთავად, ჯანდაცვის სექტორს აწვება. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, სექტორზე სერიოზული ზეწოლაა. “ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 3 000-მდე იყო, რაც  ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის.  ყოველდღიურად, დამატებითი საწოლფონდი ერთვება.  6800-მდეა უკვე მობილიზებული და დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობა მიდის. ასევე კოვიდ სასტუმროს მობილიზებაც მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში’ – აცხადებს გაბუნია. მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი სერიოზულად შემცირებულია. „ყველამ ვიცით და გასული ტალღებიც არის ამის მაგალითი, რომ მობილობის შეზღუდვა, ასევე ნიღბის ტარება არის გადაწყვეტა ამ სიტუაციის. დღეს…

მეტი...

ზოგიერთ წამალზე ფასები 300-400%-ით გაიზარდა

„ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია. წინასწარი ინფორმაციით, ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და უმოკლეს დროში მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს. „ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. ჩვენ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული…

მეტი...

„ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი“ – ლევან დავითაშვილი

„სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. მისივე შეფასებით, წელს საკმაოდ კარგი ხარისხის მოსავალს ელოდებიან. „მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, გარკვეული დისბალანსი ნედლეულსა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს შორის მაინც არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში. მინდა განვმარტო, ასეთი რთული სიტუაცია მეღვინეობის სექტორში შექმნილია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ექსპორტის ზრდა და წელს ველოდებით მონაცემთა კიდევ უფრო გაუმჯობესებას, თუმცა ეს…

მეტი...

საკუთარი სახლის მშენებლობისთვის შეღავათები წესდება

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებებით შეღავათებით ისარგებლებენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით განიხილა, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები, თავისუფლდებიან სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შედგენილი, მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის – საეტაპო ოქმის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან, რაც ათავისუფლებს მათ სათანადო პასუხისმგებლობისგან. „ცვლილებები ეხება…

მეტი...

„დედას მ*****ავ სუყველას“ – დეპარტამენტის უფროსი თანამშრომელ ქალებს   

ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც „თელასის“ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის თათბირია ჩაწერილი. თათბირი გინებით, შეურაცხყოფით, უცენზურო სიტყვებით ტარდება, რომელიც საკმაოდ მძიმე მოსასმენია. დეპარტამენტის უფროსი კ.ხ. თანამშრომელ ქალებს ამცირებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და თან აფრთხილებს, რომ დედას მ*****ავ სუყველას.    „სუ ერთ ადგილზე მკიდია ცრემლები;“ „ამას ვინ მიეკარება;“ „თუ გინდათ, წაიყვანეთ და ლოგინში ჩაიწვინეთ“; „ცოტა გაასწორეთ ის ტვინები, მიხვდით რო დედას მ*****ავ სუყველას, მე ვერ მომერევით, გაიგე? მოსკოვს ცრემლების არ ჯერა. მე ცრემლებით ვერ იმასმიზავ, რა. სუ ერთ ადგილას მკიდია მე ცრემლები … არ გადამიღუნოთ აგერ, რა. პაშლი ვი…

მეტი...

გიორგი გახარიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა 

საბჭომ სხდომაზე მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „საქართველოსთვის“ მონაწილეობის შესახებ. როგორც პარტიაში აცხადებენ, დღეს, პარტიის თავმჯდომარემ,  გიორგი გახარიამ პოლიტიკურ საბჭოს, შემადგენლობის ორი წევრით გაზრდა შესთავაზა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კონფერენცია გაიმართება არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებად აჭარის რეგიონის წარმომადგენლების, ირაკლი მიქელაძისა და კახა ცეცხლაძის არჩევა მოხდება. ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ პოლიტიკური საბჭოს წევრებს მისი მოადგილეები გიორგი ხოჯევანიშვილი და ნათია მეზვრიშვილი წარუდგინა. ასევე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ბერდია სიჭინავას, პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე კახაბერ ქემოკლიძის და პარტიის ახალგაზრდული მდივნის თანამდებობაზე საბა…

მეტი...

„ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა.  შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ დროულად ჩავიტაროთ ვაქცინაცია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ერთის მხრივ საჭიროა იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც მომდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან,  და მეორეს მხრივ, ვაქცინაცია. „გასულ წელს, როდესაც მთლიანად ჩაკეტილი იყო ქვეყანა, ასი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ისხდნენ სახლში და შემდეგ რა თქმა უნდა, მიიღეს 200 ლარიანი დახმარება, რაც ჩვენ შევძელით. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამიტომ, ეს რომ არ განმეორდეს…

მეტი...

„ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, აცრა დროულად ჩაიტარონ.  „ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამისთვის…

მეტი...

„რქაწითელის“ ღირებულება არანაკლებ 0.90 ლარი იქნება

„ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება, 1 კგ რქაწითელის ღირებულება იქნება, არანაკლებ 0,90 ლარისა.ჩვენ უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვლი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. „მინდა, ფაქტები მოვაწოდო ჩვენს მოსახლეობას – ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. ეს არის სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. შედარებისთვის, მოსახლეობას რომ ვუთხრათ, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ღვინის კომპანიების რაოდენობა…

მეტი...

„აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები ემატება

პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი კომპონენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.  „ჩვენ დღეს დავამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან – იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებულიმეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

ახალი პროგრამა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

„ჩვენ დღეს ვიწყებთ სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამას მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება, როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. „ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის სწინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით  შესაძლებელი იქნება  როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს…

მეტი...

ვირუსით 23 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 286 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 386 998-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 876 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა – 392, იმერეთი – 130, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 50, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 101, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მეტი...

ვირუსით 2 286 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 661 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 286 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 423 843-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.08 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.68 %.

მეტი...