ნასვამი მძღოლისთვის ახალი სანქციები წესდება

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის განსხვავებული სანქციები დაწესდება და ის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობაზე  იქნება დამოკიდებული. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში: •           თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილეა, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას. •           თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით…

მეტი...