“რუსთავი 2-ის”, “ტაბულასა” და “ნიუპოსტის” ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებული 3-ის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მედიაზე თავდასხმაში ბრალდებული 7 პირიდან 3-ის სასამართლო პროცესი დღეს უნდა შედგეს. საუბარია მათზე, ვინც კონკრეტულად “რუსთავი 2-ის”, “ტაბულასა” და “ნიუ პოსტის” ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილეობდნენ. მოსამართლემ დაკავებულების აღმკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენების გამო დაკავებულ კიდევ 4 პირს – მათთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ წაუყენებიათ. მედიის დაზარალებული 53 წარმომადგენლიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება რამდენიმე მათგანი. პარალელურად, კვლავ გრძელდება მათი გამოკითხვის პროცესი.

მეტი...

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს – ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას მოუსმენს. ოპოზიციის ნაწილი პროცესს კვლავ არ ესწრება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადო დანიშვნა შარლ მიშელის დოკუმენტის პირდაპირი დარღვევაა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, პროცესი შეაჩეროს. მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესი შარლ მიშელის დოკუმენტს არ არღვევს. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან ინტერვიუს პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალური ჩართულობით, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც მმართველი პარტიის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი, ასევე პროფესიული…

მეტი...

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებულების პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ  ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. რუსთაველის გამზირზე, 5 ივლისს გამართულ აქციაზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარეს გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, ვიდეო თუ ფოტოკადრები სადაც ასახულია ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ბრალდებულთა შორისაა პირი, რომელიც „სკუტერს“ მართავდა და რომელიც რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად ეჯახებოდა. შეგახსენებთ, რომ საუბარია ლგბტ პრაიდის ღონისძიებებზე, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ და კონტრ-აქციები დაგეგმეს. ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც ჟურნალისტები, ისე სამართალდამცველები.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.

მეტი...

სპეცოპერაცია გორში – დაკავებულია ქურდული სამყაროს წევრები

გორში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრი 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულების აყვანის ოპერაცია პარალელურ რეჟიმში მოხდა, რომ ერთმანეთის გაფრთხილება ვერ მოესწროთ. ყველა დაკავებულს ბორკილები  საკუთარ სახლში დაადეს. გორის პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულების ახლობლები იკრიბებიან. ბრალდება დაკავებულებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს ედავება.  

მეტი...