პური შესაძლოა 5 – 7 თეთრით გაძვირდეს – მალხაზ დოლიძე „მედიცანეტრ მთავარში“

„ფასები მსოფლიო ბაზარზე და საქართველოშიც შემცირებულია,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში“, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით სუბსიდირების 6 თვიანი პროგრამა იწურება და მეწარმეებს თავად ექნებათ უფლება ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ. დოლიძე თვლის, რომ გადაწყვეტილება სწორია: „ხორბლის გაიაფების გამო სუბსიდირების პროგრამა წყდება, ყველა მეწარმეს აქვს უფლება თვითონ დაადგინონ ფასი, სუბსიდირება არის დახმარება და ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი პურის მწარმოებელია, ფასის ზრდა არ იქნება ძალიან დიდი, შესაძლოა 5 – 7 თეთრით გაძვირდეს, მე ვსაუბრობ ძირითადად ქარხნულ პურზე, რომელიც არის მასიური წარმოების პური. მე…

მეტი...

“პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, მართალია პირბადის ღია სივრცეში ტარების აუცილებლობა მოიხსნა, თუმცა მაინც მიზანშეწონილი და რეკომენდებულია. “გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს. ბევრს გეტყვით, რომ პირბადის ტარება მიზანშეწონილია, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული. პირბადის გამოყენება ძალაში რჩება დიდი თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე, ავტოტრანსპორტში, მეტროში და ა.შ. და რა თქმა უნდა, დახურულ შენობებში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება – რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

მეტი...

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა. ამასთან, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო.

მეტი...

გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან უქმდება

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან იხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.

მეტი...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება სავალდებულოდ რჩება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს. დღეიდან ღია სივრცეებში პიბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. „ცხადია პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და ვისაც სურვილი აქვს ცხადია ეს პირბადე უნდა ატაროს, ლოგიკურია. ხოლო დახურული სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადი ტარება კვლავ რჩება სავალდებულო“, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.

მეტი...

რესტორნებს მუშაობის უფლება 24:00 საათამდე ექნებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც და გასართობ დაწესებულებებზე. „შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

საქართველოში, 2 კვირაში, მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2 კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა.  “საქართველოში 2 კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. და ჩვენ ძალიან ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ,”- განაცხადა პრემიერმა.  ამასთან, პრემიერმა დღეს, პირველი ივლისიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებაც განაცხადა და ასევე, აღნიშნა, რომ დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 

მეტი...

“ე.წ. კომენდანტის საათის დროს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ხონში ნასვამი მდგომარეობაში მყოფი პირი დააკავეს” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ხონში ერთი პირი დააკავა – ინფორმაციას შსს ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული თ.კ. ხონში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და არღვევდა 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ისე…

მეტი...

ვაკეში, მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ვაკეში – მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გვიან ღამით გარდაიცვალა. 13 წლის გოგო, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აბაშიძის ქუჩაზე, სახლში, საიდანაც ბავშვი გადმოვარდა სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ, საქმეზე მიმდინარეობას გამოძიება.

მეტი...

პოლიციის მაღალჩინოსანს 27 წლის ბიჭის სასტიკად ცემაში ადანაშაულებენ

ხონში პოლიციელს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. თორნიკე კაკაურიძის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახის ინფორმაციით, ხონის პოლიციის მაღალჩინოსანმა 27 წლის ბიჭი სასტიკად სცემა, მას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. თანმხლები პირის ინფორმაციით, კი კაკაურიძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ იკითხა რატომ სცემდა, რასაც პოლიციელის გაღიზიანება მოჰყვა. მასთან ერთად მყოფი, კიდევ ერთი სამართალდამცველი კი სხვებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აშინებდა, რომ არ დახმარებოდნენ. ოჯახი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენას მოითხოვს. მათი ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, თორნიკე​ კაკაურიძეს…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 524 შემთხვევა, იმერეთში – 87, კახეთში – 64

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 914 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 524 შემთხვევა, იმერეთში – 87, კახეთში – 64. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 613, მათ შორის 678 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 953 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 003 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 055-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივნისის მდგომარეობით,…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,55 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,55 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,27 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,43 პროცენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 914 შემთხვევა გამოვლინდა, 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 635 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,27%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 2,55%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 055 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 217 გამოჯანმრთელდა, 5 199 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 238 220 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 847.…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 199-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 914 პირს დაუდასტურდა, 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 21 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 260 შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მეტი...

„საქართველო “გაწითლდა” და თაობაც გაწითლდა, მაშინაც “სამკურნალო” ვიყავით და ახლაც “სამკურნალო”ვართ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„რუსებმა რაღაც საიტი შექმნეს – “память народа”. სახელი და გვარის მიხედვით იპოვნით თუ ვინ მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში თქვენი ახლობლებიდან,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი წერს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ომში გაწვეულების მონაცემებიდან, იყო ის, რომ 20-25%-ს უწერია წითელარმიელი – “красноармеец”. „მეც ვიპოვნე ცხონებული პაპაჩემი – დიმიტრი ოქრუაშვილი. ომის მონაწილე რომ იყო ისედაც ვიცოდი, მაგრამ გავიგე, რომ “სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენით” ყოფილა დაჯილდოვებული. ვიამაყე და გამიხარდა, მაგრამ სხვა რამემ გადამავიწყა პაპაჩემზე ფიქრი. მთავარი, რამაც ყურადღება მიიპყრო, ომში გაწვეულების მონაცემებიდან, იყო ის, რომ 20-25%-ს უწერია წითელარმიელი…

მეტი...

“ჩადით და სცენიდან ხმამაღლა თქვით, რომ ქართული იერუსალიმი ოკუპირებულია” – ირაკლი ღლონტი რობერტ სტურუას

„ოკ, ჩადით და სცენიდან ხმამაღლა თქვით, რომ ქართული იერუსალიმი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თქვით, რომ კრემლი მოძალადეა ! თქვით, რომ 300 000 დევნილი გვყავს რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად, რომ ვერასდროს ვერ დავივიწყებთ ანწუხელიძეს, ტატუნაშვილს და არავის არ ვაპატიებთ ქართველთა სისხლს!“ – ასე მიმართავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი რუსთაველის თეატრის დასს. „აჩვენეთ თითოეულ რუსს ღირსეული ქართველის სახე, აჩვენეთ მსოფლიოს ღირსება ! თქვით ეს ყველაფერი სცენიდან ხმამაღლა და პირადად დაგხვდებით აეროპორტში ტაშით !“ – წერს ღლონტი სოციალურ ქსელში.

მეტი...

შსს-მ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის ერთი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.კ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებითა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ს.კ.-მ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს შესაბამისი პირობები…

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანმა გამარჯვება იზეიმა

ნიკოლ ფაშინიანმა გამარჯვება თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე აღნიშნა. სომხეთში 9 ნოემბერს დაწყებული პოლიტიკური კრიზისი კი დასრულებულად გამოაცხადა. ახლა მან ყველა პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა და დიალოგის მსურველ ყველა ძალასთან კონსულტაციების დაწყების მზაობაც გამოთქვა. სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდა, რომელშიც ხმათა თითქმის 54 პროცენტი ნიკოლ ფაშინიანის ალიანსმა მიიღო. მისი მთავარი ოპონენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა ხმების 21 პროცენტი მიიღო, ხოლო სერჟ სარქისიანის ბლოკმა კი 5.23%.

მეტი...

“დაბალი შემოსავლის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგები იწურება” – ჯანმო

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დიდ ნაწილს, რომელიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს „კოვაქსის“ სქემის საშუალებით იღებს, პროგრამის გასაგრძელებლად საჭირო დოზები არ აქვს, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს. ჯანმოს უფროსი მრჩევლის, ბრიუს ეილვარდის თქმით, კოვაქსის პროგრამის ფარგლებში 131 ქვეყანას ვაქცინების 90 მილიონი დოზა მიაწოდეს, მაგრამ ეს მოსახლეობის ვირუსისგან დასაცავად საკმარისი არ არის. “თუ ჩვენ გადავხედავთ იმას, რასაც ქვეყნებიდან ყოველდღიურად ვისმენთ, ნახევარზე მეტს მარაგი ამოეწურა და ვაქცინას ითხოვს,” – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა. მისი თქმით, დეფიციტის შესავსებად ზოგიერთმა ქვეყანამ ალტერნატიული გზების გამონახვა სცადეს. „კოვაქსის“ თავდაპირველი მიზანი ქვეყნებისთვის, 2021 წლის ბოლოსთვის, ვაქცინების…

მეტი...

რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

რუსთაველის თეატრის დასი, მიუხედავდ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებისა, რუსეთში მაინც გაემგზავრება. სანამ გასტროლებზე მსახიობები წავლენ, მოსკოვში უკვე გაფრინდა რეჟისორი რობერტ სტურუა. რობერტ სტურუა ემიჯნება საზოგადოების კრიტიკას და ამბობს, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს. “წინასწარ მივდივარ სცენა, რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27-ში და უნდა ითამაშონ. მე იცი რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებით. ხელოვნებას არა აქვს საზღვარი. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, თუ რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსებმა,” – განაცხადა რობერტ სტურუამ მოსკოვში გამგზავრების წინ.

მეტი...

„ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა” – ახალი პროექტი

ეროვნულ სატყეო სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტს „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის  დანერგვის ხელშეწყობა” – ახალი პროექტი ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას; განსაკუთრებული აქცენტი ტყის ფართობებზე ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის გამოყენებისა და ეკოტურიზმის განვითარებაზე კეთდება,“ – ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სამუშაო შეხვედრას, რომელზეც პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA), გარემოსდაცვითი  არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   „როგორც შეხვედრაზე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად…

მეტი...

საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი შეღავათებით ისარგებლებს

საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება. ასევე, აღნიშნულ პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი. ეს ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს. ინიციატივა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს ეკუთვნის, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა. აღნიშნული შეღავათებით, კანონის მოქმედი რედაქციით, საოლქო საარჩევნო…

მეტი...