გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს 

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პარტიიდან აცნობეს, გიორგი გახარიას, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრ კახაბერ ქემოკლიძეს და გიორგი გახარიას პოლიტიკურ მრჩეველს ლევან დოლიძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრები ექნებათ სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

მეტი...

“არა ოკუპანტის ამნისტიას” – აქცია პარლამენტთან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო წინ, 20 ივნისის ღამის დაზარალებულები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და 20 ივნისის ღამეს იხსენებენ. სლოგანით – “არა ოკუპანტის ამნისტიას” აქციის მონაწილეები ამნისტიის შესახებ კანონს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის კრემლის ინტერესების გატარების გაგრძელებაა. აქციის მონაწილეებმა, ორი წლის უკან, პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და მტავრობის პოლიტიკა დაგმეს. მათი მოთხოვნაა, პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ კანონი“ არსებული სახით არ მიიღოს. „არა ოკუპანტის ამნისტიას, არა ამნისტიას“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მეტი...

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები ხვალ ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენენ

21 ივნისს, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს. საგამოძიებო კომისია, 21 ივნისის სხდომაზე, ახსნა-განმარტებებს პროკურატურის წარმომადგენლებისგანაც მოისმენს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა. საგამოძიებო კომისიის წევრების შეფასებით, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

მეტი...

20 ივნისს დაზარალებულები და აქტივისტები პარლამენტთან იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან.    როგორც 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიებით დაზარალებულები აცხადებენ, არსებულ ხელისუფლებას, 20 ივნისიდან 2 წლის თავზე უფლება არ აქვს, საკანონმდებლო ორგანოში იჯდეს და მით, უმეტეს, ამნისტიის შესახებ ისეთ კანონპროექტს იხილავდეს, რომელმაც ადამიანები დაასახიჩრა და დააზარალა.    მათი განცხადებით, არსებული ხელისუფლება კრემლის რიტორიკას აგრძელებს და ამის ნათელი დადასტურებაა სწორედ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ყველა დამნაშავეს თანაბრად ეხება.   

მეტი...

დიდი საჩუქარი საქართველოს – 4 მილიონი დოლარის ღირებულების ვაქცინა თბილისშია

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია “Gilead”-მა საქართველოს დიდი საჩუქარი გაუკეთა.  უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე და დასძენს, რომ “Gilead”-მა საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე.    „არსებული კანონმდებლობით კომპანია “Gilead”-ს ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს რემდესივირით ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც…

მეტი...

„რიონის ხეობის მცველები“ პროტესტს ისევ გუმათში გააგრელებენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, კარვების გასაშლელად,  ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული კონკრეტული ადგილები დაათვალიერეს და დაიწუნეს კიდეც. მათი არგუმენტით, შეთავაზებულ ტერიტორიაზე შეუძლებელია კარვების განთავსება და პროტესტის გაგრძელება. „რიონის ხეობის მცველებს” დღეს 13 ლოკაცია დათვალიერებინეს.  პროტესტის მონაწილეები აქციის გაგრძელებას ისევ სოფელ ნამახვანში გეგმავენ. ხელისუფლების პოზიციით კი, აღნიშნული ტერიტორია კომპანია „ენკას“  საკუთრებაა. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე შეხვდა. შალამბერიძის თქმით,  სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად ალტერნატიული არაერთი ლოკაცია შესთავაზა.

მეტი...

“ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტია ასეთ ბავშვებს უვლიდა” – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ მმართველს, მეუფე სპირიდონს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მას ყველასგან მადლობა ეკუთვნის იმ საქმისთვის, რასაც ბავშვებისთვის აკეთებდა. „ეკლესიამ, მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს უნდა ვუთხრათ მადლობა, რაც მან ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა. ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტია ასეთ ბავშვებს უვლიდა“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მისივე შეფასებით, ხარვეზებს გამოსწორება უნდა და არა ხმაური და რისხვა. „ხარვეზები რომ იქნეს გამოვლენილი, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, რადგან გავაკეთებთ ყველაფერს უკეთ, ვიდრე ვაკეთებდით აქამდე. თუ  შემოწმება დაიწყება, უნდა შემოწმდეს ყველაფერი. ჩემს ეპარქიაში, ჩემს სასწავლებლებში არის დარღვევები და თუ ვინმე მომეხმარება ამ…

მეტი...

“კეთილი მგზავრობა, ჩემო სიყვარულო” – მას შემდეგ, რაც ცოლი გაგუდა, ბერძენმა მფრინავმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა

საბერძნეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე, რომლის თავდაპირველ ვერსიაში საქართველოს მოქალაქეც ფიგურირებდა, კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ბერძენი პილოტი, რომელიც ცოლის მკვლელობაში სხვებს ადანაშაულებდა, 20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  მფრინავი, რომელმაც ცოლის მკვლელობა მოგვიანებით აღიარა, გოგონას დაღუპვას საჯაროდ გლოვობდა – მას შემდეგ, რაც 20 წლის კეროლაინ კრაუჩი გაგუდა, “ინსტაგრამზე” ქორწილის ფოტო განათავსა, წარწერით “სამუდამოდ ერთად. კეთილი მგზავრობა, ჩემო სიყვარულო”.  

მეტი...

“პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა დესტაბილიზაციის შემოსატანად” – ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივნისთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ სამართლიანად და ზუსტად გაყო პასუხისმგებლობები – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტის წინ 20 ივნისს დაზარალებულთა მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება პოლიტიკური დისკუსიის საგნად, ამიტომ ამნისტია, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, აუცილებლად შედგება. „20 ივნისი ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ორმხრივი შეფასებით, ერთი, რომ ახალგაზრდები აპროტესტებდნენ იმ არასასიამოვნო ფაქტს – რბილად რომ ვთქვათ, რასაც პარლამენტში გავრილოვის საქციელს მოჰყვა და მეორე მხრივ, ეს არის მომენტი, როცა რუსული პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ქვეყანაში…

მეტი...

“ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო” – მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლი მიიჩნევს, რომ ის ცვლილებები, რაც ნინოწმინდის პანსიონში მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განახორციელა, სხალთელ მთავარეპისკოპოს სპირიდონს უნდა განეხორციელებინა. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ შეცდომა ნებისმიერ ინსტიტუციაში შეიძლება მოხდეს და ამისი დროული იდენტიფიცირება აუცილებელია.  “მე იმას ვფიქრობ, რომ ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც არის, ალბათ არის… არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე , უბრალოდ, ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა , ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა…

მეტი...

 „პროცესი ხომ მოკლეს და 20 ივნისიც გააუფერულეს“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დააკავეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „20 ივნისი – სათქმელის მეტი რა არის. მითუმეტეს თუ ვინმეს აქვს, მე მაქვს, მაგრამ ჯობია არაფერი ვთქვა ისეთი გაბრაზებული ვარ. პროცესი ხომ მოკლეს და 20 ივნისიც გააუფერულეს,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობდა. ირაკლი ოქრუაშვილი, 2020 წლის 15 მაისს, ე.წ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

მეტი...

პარლამენტში ორი პოლიტიკური ჯგუფი – “მოქალაქეები“ და “გირჩი“ რეგისტრირდება

პარლამენტში ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი – “მოქალაქეები“ და “გირჩი“ რეგისტრირდება. მათ რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 21 ივნისის სხდომაზე განიხილავს. პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები“ ორი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო 3-წევრიანი პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ ხელმძღვანელი იაგო ხვიჩია იქნება. ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია. თავდაპირველად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს შეეძლო, თუმცა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ბოლო ცვლილებით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის წევრთა მინიმალური რაოდენობა ორამდე შემცირდა.…

მეტი...

“არა ამნისტიას” და “არა ოკუპაციას” – პარლამენტის წინ 20 ივნისს დაზარალებულების აქცია გაიმართება

20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. პროტესტს სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 2019 წლის 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს. აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან ამნისტიას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, 20 ივნისის საქმეებზე პარლამენტმა უნდა მიიღოს. “მე დაკავების დროს მცემეს – ხელკეტი ჩამარტყეს თვალის არეში და შემდეგ სამი დღე მომიწია წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნა. არ გვაქვს პრეტენზია, რომ მასობრივი დემონსტრაცია იქნება, უბრალოდ გავახმოვანებთ, რომ მიუღებელია ყოველგვარი ამნისტია,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ხვადაგიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, აქციის სლოგანები იქნება:…

მეტი...

“ოპოზიციას ნაწლავების გადახლართვა დაგვემართა” – გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ მოგებული არჩევნები წააგო. “ოპოზიციამ მივქარეთ და მოგებული არჩევნები წავაგეთ. ერთი დიდი სია რომ გვქონოდა, ახლა სხდა ხელისუფლება იქნებოდა. ჩემი ჩათვლით, ისეთი მანევრები ვატარეთ, რომ ბოლოში დაგვემართა ნაწლავების გადახლართვა. “ქართული ოცნება” არის დამხობილი, გადაღუნული, დაფშვნილი, მორალურად გატეხილი. მათი ბელადი, სად არის, კაციშვილმა არ არის”, – აცხადებს სანიკიძე.

მეტი...

„გავრილოვის ღამე“

2019 წლის ივნისში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსება მოჰყვა, ხოლო ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრების აქტიურობით, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა. რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია მოჰყვა. აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: სირცხვილი მთავრობას, Go and Take Away Russian Troops…

მეტი...

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა. იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება და სხდომაზე ხდება გარკვეული სახით მისი პერსონალური მონაცემების გაჟღერება, პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა სხდომის დახურვაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. თუმცა ადვოკატები სხდომის დახურვას არ ეთანხმებოდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა სრულად დაიხურა გარდა გადაწყვეტილების მიღების გამოცხადებისა. ექვსი წლის ბავშვის მშობლებს (დედას და მამინაცვალს) გამოძიება მოზარდის წამებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 2019 წლიდან 2020 წლამდე პერიოდზე, რა დროსაც არაერთხელ მოხდა წამების ფაქტი. ბრალდების მხარე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატები კი ითხოვენ, რომ საერთოდ აღკვეთის გარეშე დარჩეს…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 283 თბილისში, 52 იმერეთში, 51 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 283 შემთხვევა, აჭარაში – 36, იმერეთში – 52, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლში – 23, გურიაში – ორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, კახეთში – 31, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947, საიდანაც 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 476, აჭარაში – 211, იმერეთში – 387. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 668 პირი, მათ შორის, თბილისში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 160-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 521 პირს დაუდასტურდა, 911 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

კორონოვირუსისის 521 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 408 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  358 881-ს.

მეტი...

სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. 20 ივნისის არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5-პროცენტიანი, ხოლო ბლოკებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. მედიის ცნობით, ადგილობრივი სოციოლოგიური ცენტრის MPG ltd-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, ბლოკ „ჰაიასტანს“ (სომხეთი), რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, ამომრჩევლების 24,1 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს „სამოქალაქო შეთანხმებას“ – 23,8 პროცენტი. გამოკითხვებით მესამე ადგილზე ყოფილი პრზიდენტის, სერჟ სარქისიანის ბლოკი „მაქვს პატივია“ – 7,4 პროცენტით. არჩევნების დაწყების წინ, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა. მან არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს თავშეკავებულობისკენ და…

მეტი...

20 ივნისის მომდევნო დღეების ქრონიკა – ადამიანები, ვინც აქციის შემდეგ გასამართლდნენ

2019 წლის 20 ივნისის აქციების შემდეგ, ერთ – ერთი პირველი დაკავებული, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე იყო. კოშაძე პოლიციამ 2019 წლის 17 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. კოშაძის დაკავების შემდეგ, დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილიც. 2020 წლის 5 მარტს, კობა კოშაძე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.   სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და კოშაძეს  პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა კობა კოშაძეს იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარებას ედავებოდა.

მეტი...

ბოლნისში მკვლელობა მოხდა

ბოლნისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბოლნისში მამაკაცს, დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორი გია სანიკიძე აცხადებს, საავადმყოფოში მიყვანის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ ზურგის მხრიდან ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება. მკვლელობის მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, დმანისის მცხოვრებია და ამჟამად მეგობართან ერთად ბოლნისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-დან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...