საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისის დროით 21:16 საათზე ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში, სოფელ საღამოსთან 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

მეტი...

20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ

20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ერთ-ერთი აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება. მას სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. „2 წლის წინ დაიწყო „ქართული ოცნების“ ჩამოშლის პროცესი, იმიტომ, რომ ინსტიტუტების მიტაცება და რუსული გავლენის ზრდა რაც აწუხებდა მეტ-ნაკლებად ხალხს, 20 ივნისის შემდგომ მუდმივ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. მას შემდეგ რაც მსგავსი კოლაბორაციონისტული აქტი ჩაიდინეს და ოკუპანტს უმასპინძლეს უმაღლეს დონეზე, შემდეგ კი ის ადამიანები დაასახიჩრეს, ვინც ეს ოკუპანტი სრულიად სამართლიანად გააგდო, მას შემდეგ „ქართულ ოცნებას“ არც გამოუძიებია, არც პასუხისგებაში მიუცია…

მეტი...

საბერძნეთში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან და მასთან ბოლო სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. „ქართულ მედია საშუალებებში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის ინტერვიუ, სადაც იგი საუბრობს საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადოდ მოპყრობაზე. საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულებაა.ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან (გ.ხ.). ბოლო სატელეფონო საუბარი შედგა, გუშინ, 18 ივლისს. დაკავებულმა განგვიცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში ასევე…

მეტი...

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორივე მათგანი გუშინ დღის მეორე ნახევარში დადასტურდა. „დელტას“ სახელით ცნობილი შტამი საქართველოში სულ 20 პირს დაუდასტურდა. „18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი „ინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ „ბრიტანული“ და „ინდური“ შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული” – მამუკა მდინარაძე

მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული და იყო პირობა, რომ ვიდრე არ შესრულდებოდა მანამდე არ უნდა განახლებულიყო და მართლაც ასე მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველაფერი მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად. „მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის მიმართ უდიდესი პატივისცემა. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ადამიანს განსაკუთრებული, რომ მან მიიღო უმნიშვნელოვანესი წვლილი და მონაწილეობა შეიტანა შარლ მიშელის დოკუმენტის შემუშავებაში, შეთანხმებაში და ის იყო დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად ამ მოკლევადიან პერიოდში ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელოდ. ამ სახელმძღვანელო დოკუმენტში, შარლ მიშელის…

მეტი...

“თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ” – ნიკა მელია

გადაწყვეტილება მიღებულია – იქნება თუ არა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი. “თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმოამადგენლებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამვაშინგტონში, ამერიკის ხმასთანინტერვიუში განაცხადა.  “სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც”, – თქვა მელიამ. მანვე…

მეტი...

დავით ზალკალიანმა და დიმიტრი კულებამ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას დიმიტრი კულებას შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასებს საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის დინამიკა ყველა სტრატეგიულ საკითხზე და მათ შორის აღნიშნეს ბოლო პერიოდში გაზრდილი მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გარდა ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საერთო გამოწვევებსა და მისწრაფებეზე ორი ქვეყნის პოზიციონირებას. ამ კუთხით მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები და ის ღონისძიებები, რაც ამ მიმართულებით არის განსაზღვრული უახლოეს მომავალში. მინისტრებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ახალგაზრდა ფეხბურთელის საფლავზე შეიკრიბნენ. მკვლელობა 2020 წლის 19 ივნისს მოხდა. საქმეზე მსჯავრდებულია 5 პირი.  18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსს გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან…

მეტი...

“საქართველოს მთავრობამ, თუ გვყავს ასეთი, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა” – შალვა ნათელაშვილი აფხაზეთის სოფელ აიბღას ანექსიაზე

რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას ანექსიაზე საუბრობს “ლეიბორისტული” პარტია. შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ოკუპანტმა სახელმწიფომ სოფელში უკვე დანიშნა გამგებელი, გაყვანილია გზებიც. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია. შალვა ნათელაშვილი პარლამეტში მომავალი კვირიდან საგარეო საქმეთა მინისტრის დაბარებას მოითხოვს. “ანექსიის ახალი ეტაპი, რომელიც ამ დღეებში შეეხო აფხაზეთში განთავსებულ ქართულ სოფელ აიბღას, იქ მოსკოვმა დანიშნა გამგებელი, გაიყვანა ელექტროხაზები, გაიყვანა გზები. მე მოვითხოვ საქართველოს პარლამენტში ორშაბათსვე იქნეს გამოძახებული საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობამ, თუ გვყავს ასეთი, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, ხოლო ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს პუტინის მთავრობის სანქცირების საკითხი…

მეტი...

დედას და მამინაცვალს, რომლებიც 6 წლის ბავშვს სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ და რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ, ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას მ.დ.-ს და მის მეუღლეს ა.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას – სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. ,,სამართალდამცავებმა მ.დ. და…

მეტი...

“მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას” – კელი დეგნანი

ოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც დეგნანმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა არის ცალკე დამოუკიდებელი შტო ხელისუფლებისა და მათ უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა. „ჩვენ ძალიან მრავალი წლის თანამშრომლობა გვაკავშირებს ამ კუთხით. დაახლოებით 25 წელია, აშშ ეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში, თუმცა ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს და ეს იქნებოდა მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება იქნებოდა გათვალისწინებული. ახლა უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტზე, მთავრობასა და მმართველ პარტიაზე შეაჩერებენ თუ არა…

მეტი...

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ აჭარაში 55 წლის წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 147 აბი და 5 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკი. გ.შ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტი, “ნაგანის” სისტემის რევოლვერი და 18 საბრძოლო ვაზნა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 455, იმერეთში – 62, შიდა ქართლში – 58

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 455, იმერეთში – 62, შიდა ქართლში – 58, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 272 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 728 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 769 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 360-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.46 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 148 შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 769 პირს დაუდასტურდა, 460 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 18 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 460 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 460 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 272 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 544, „პისიარ“ ტესტით – 17 728. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,46%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,62%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 837 გამოჯანმრთელდა, 5 148 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 229 906 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 232. კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 764 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 584…

მეტი...

სამტრედიაში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

სამტრედიაში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 32 წლის გრიგოლ ხონელიძე გარდაიცვალა. მას კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.  ამ დრომდე კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილი. გია ხუჭუას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაპირისპირება იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. დაპირისპირებას წინ სავარაუდოდ, კრიმინალური შეკრება უძღოდა. მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

“ბარიკადი აღებულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ მეორე მხარეს გადასვლას” – ვარლამ გოლეთიანი

ბარიკადი აღებულია, მაგრამ ვირტუალური ბარიკადი დევს – თუ აუცილებელი პირობები არ შესრულდება, ვერ გადავალთ მედიაციის პროცესზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით გამართული ონლაინ შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ რკინის ბარიკადებია აღებული, სხვა მათი მოთხოვნა კი დაკმაყოფილებული არ არის. როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, კომპანია კვლავ უარს ამბობს „ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეების რიონის ხეობაში გადასვლაზე. “ვხედავთ, რომ ბარიკადი აღებულია, მაგრამ ვირტუალური ბარიკადი დევს, ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ მეორე მხარეს გადასვლას, რატომ უნდა შეიცვალოს პირობები, თუ ამ ბარიკადის აღებით ჩვენთვის…

მეტი...

ნინო ლომჯარია პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს მომავალ კვირაში წარუდგენს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს გასული წლის ანგარიშს მომავალ სასესიო კვირაში წარუდგენს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კი ანგარიშის განხილვა თერთმეტი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც ნინო ლომჯარიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, ხოლო მის რეკომენდაციებზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. დეპუტატებიდან კომიტეტის სხდომას დღის ბოლოს მხოლოდ მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. მას კომიტეტის სხდომა მიჰყავდა. „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა თითქმის თერთმეტი საათი მიმდინარეობდა. დღის პირველ ნახევარში მეტად იყვნენ დეპუტატები წარმოდგენილი, მათი მხრიდან იყო კითხვებიც, მაგრამ დღის მეორე ნახევარი უფრო იყო საქმიანი განხილვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად. მომავალ კვირაში განხილვა პლენარულ სხდომაზეც იქნება, სადაც…

მეტი...

კათოლიკურმა ეკლესიამ შესაძლოა ჯო ბაიდენს ზიარების უფლება აღარ მისცეს

კათოლიკურმა ეკლესიამ შესაძლოა ჯო ბაიდენს ზიარების უფლება აღარ მისცეს. მიზეზი შტატების პრეზიდენტის მხრიდან აბორტის მხარდაჭერაა. რამდენიმე დღის წინ ამერიკის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციამ ყოველწლიურ ყრილობაზე მხარი დაუჭირა კათოლიკეების ზიარების საკითხების მარეგულირებელი ინიციატივის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც აბორტების მხარდამჭერი ამერიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის ჯო ბაიდენი ზიარებას ვერ შეძლებენ. თავად ბაიდენმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პირადი საკითხია და არ ფიქრობს, რომ მას ზიარებას აუკრძალავენ.

მეტი...