“მესამე ტალღის პიკმა გადაიარა, ვერ ვახერხებთ  შემთხვევების რაოდენობისას დრამატულად შემცირებას” – თენგიზ ცერცვაძე  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია დასრულდება. ,,პრაქტიკულად შეზღუდვები აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ „კომენდანტის საათი,“ ისიც რამდენიმე საათით. ბოლოს მოიხსნა შაბათ-კვირას რესტორნებში არსებული შეზღუდვა. ბუნებრივია, ამ პირობებში კარგი ეპიდსიტუაციის შენარჩუნება იოლი არ არის, ორჯერ უფრო რთულია. ამიტომ, მართალია, მესამე ტალღის პიკმა გადაიარა, ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ დრამატულ შემცირებას შემთხვევების რაოდენობისას. ეს ჯერ არ იძლევა სრული სიმშვიდის საშუალებას“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინირებულთა რიცხვიც არ არის მაღალი. „ყოველდღე ვცრით 5000 ადამიანს. დღეისთვის გვაქვს 180 000-მდე ვაქცინაცია და სრულად ვაქცინირებულია 40 000-მდე…

მეტი...

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 77 ხმით, მეორე მოსმენით, მიიღო

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დასრულდა. კანონმდებლებმა, კენჭისყრის შედეგად, 77 მომხრე, 23 წინააღმდეგი კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა, მთელი დღის განმავლობაში, დისკუსიის ფონზე წარიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე კანონპროექტში ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა. კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, საკითხის მომხსენებელმა, ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „მსურს რამდენიმე სიტყვით მივმართო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არ არიან და ვისაც მიაჩნიათ, რომ ჰყავთ ამომრჩეველი, ვისაც მიაჩნიათ რომ აქვთ პოლიტიკური პარტია და ორიენტირი აქვთ ევროატლანტიკური სივრცისკენ. თქვენ თუ დღეს…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გახსნა

„დღეს ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა, რომ  გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი ტერმინალი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე პირველი ტერმინალი. პრემიერის თქმით, ეს საშუალებას იძლევა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მგზავრთა ნაკადი. „ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა, რომ გახსნის დღიდან არის ძალიან…

მეტი...

„ჩვენი პარლამენტიდან გაყვანა იყო მათი მთავარი ამოცანა“ – არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიას განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათი მთავარი ამოცანა უმრავლესობის პარლამენტიდან გაყვანა იყო.   თალაკვაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპას 800 წლით ჩამორჩება. “ნიკნორ მელიამ პირდაპირ განაცხადა თუ რა იყო ამ თვეების განმავლობაში და ივნისის მოვლენების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი. პირდაპირ თქვა ციტატა, რომ ჩვენი პარლამენტიდან გაყვანა იყო მათი მთავარი ამოცანა. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ აქ მოწყობილი დესტაბილიზაცია, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო იმისთვის მოწოდებული, რომ მოეხდინათ პარლამენტის საბოტაჟი და არადემოკრატიული გზით მიეღწიათ იმ ცვლილებებისთვის, რაც ასე ძალიან უნდათ წლების…

მეტი...

„ვარჩიე, უსამართლობის სიმბოლო – სამაჯური დამეკარგა, ვიდრე ღირსება“ – ნიკანორ მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ხელიდან სამაჯურის მოხსნასა და გადაგდებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან, აღნიშნული ჟესტით უსამართლობის სიმბოლო მოიშორა. „დიახაც, მე მოვიხსენი ის სამაჯური, როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო და ვაცნობიერებდი, რომ მე შეიძლება თავისუფლება შემზღუდვოდა. მაგრამ,  ვარჩიე ეს ნაბიჯი გადამედგა. მე ვარჩიე ეს უსამართლობის სიმბოლო, სამაჯურის სახით, დამეკარგა, ვიდრე ღირსება დამეკარგა. ერთი წამი წარმოიდგინეთ, პარლამენტში თქვენ რომ გინდოდათ, ბოიკოტის გარეშე რომ შემოსულიყავით, დააკავებდით თუ არა თქვენს მოწინააღმდეგეს? რა თქმა უნდა, არა. გინდოდათ, რომ თავი დამეხარა უსამართლობისთვის. გინდოდათ, რომ მეღიარებინა თქვენი უსამართლო ოლიგარქიული რეჟიმი, მაგრამ ვერ ეღირსეთ…

მეტი...

„ციხეში ნამყოფი კაცი ვარ, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით?“ – მელია ზარქუას

პარლამენტში ნიკანორ მელიას სიტყვით გამოსვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირიპირება მოჰყვა. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ, ნიკანორ მელიას სიტყვით გამოსვლისას, ტრიბუნასთან ბოთლით წყალი მიუტანა, რამაც მელიას გაღიზიანება გამოიწვია.    „ეს ადამიანი ახლა ცდილობს და მას ჰგონია, თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ, ციხეში ნამყოფი კაცი თქვენი მეცადინეობით, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება მე გამეკეთებინა შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით და ამას დაიმსახურებდით, – ასე უპასუხა მელიამ ირაკლი ზარქუას ქმედებას. მისივე შეფასებით, ირაკლი ზარქუა საქართველოს პარლამენტის ტრაგიკული მოვლენაა. „ზარქუა არის ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში.  რადგან ეს…

მეტი...

„შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან“ – ნიკა მელია უმრავლესობას

„ამ დარბაზში მყოფთა დიდმა ნაწილმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღეთ მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასასმელად“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში სწორედ იმისთვის შევიდა, რომ უმრავლესობის თითოეული დეპუტატ სათითაოდ გაიყვანოს გარეთ. „მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო ნოტარიალურ კანტორად აქცია, – განაცხადა მელიამ. მისივე თქმით, ეს ტრიბუნა მისთვის…

მეტი...

“პრემიერის გამოსვლიდან იკვეთება, რომ გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით” – ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის  ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ გუნდში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, არსებული პირობებით პროექტი არ გაგრძელდება. „ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება. ამ პატარა გამოსვლიდან რაც იკვეთება, ჩანს, გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს  საკითხთან დაკავშირებით. თუ პრემიერისთვის ამდენად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც  ხელშეკრულება გაფორმდა,  ფაქტია, ამას ასე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი და ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი. ყველას სხვას მიაჩნია, რომ პროექტი არის ერთ-ერთი გამორჩეული, ყველაზე კარგად შესწავლილი, როგორც ისინი ამბობენ, ეკონომიკურად მომგებიანი, ყველაზე…

მეტი...

“ქუთაისში დავიწყეთ ოლიმპიური აუზის მშენებლობა, რომელიც რვა მილიონი ლარი გვიჯდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

ქუთაისი ცნობილია სახელოვანი წყალბურთელების აღზრდით და მიგვაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუზის მშენებლობა რვა მილიონი ლარი დაჯდება. „ჩვენ ქუთაისში დავიწყეთ ოლიმპიური აუზის მშენებლობა, რომელიც რვა მილიონი ლარი გვიჯდება. ქუთაისი ცნობილია სახელოვანი წყალბურთელების აღზრდით და მიგვაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება” – ამირან გამყრელიძე

ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება, -ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კითხვას, როგორი იქნება კორონავირუსის მეოთხე ტალღა და ხომ არ იყენებენ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკური მოტივით. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მის განცხადებებსა და ქმედებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის, კორონავიურისის მეოთხე ტალღა კი ევროპაში ზაფხულის ბოლოდან არის მოსალოდნელი. „ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, მე რამდენჯერმე განვაცხადე და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩემს მოღვაწეობაში და განცხადებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მე პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობას…

მეტი...

სემეკში „ბათუმის წყალთან“ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „ბათუმის წყალის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს კომპანიის განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრას სემეკის მხრიდან ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს სემეკის ხედვები და პროგნოზები კომპანიის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდა სამომავლო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს შპს „ბათუმის წყალის“ შეუფერხებელ საქმიანობასა და მომხმარებელთა საიმედო და უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას. შპს „ბათუმის წყალი“ ქ. ბათუმში ოპერირებს და 100 000-ზე მეტ მომხმარებელს უწევს მომსახურებას.

მეტი...

“გახარიას მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო” – პრემიერი

გახარიას მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი ვიხილეთ. ალბათ, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა სრულყოფილი შეფასება გააკეთა და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გიორგი გახარიას ქმედებას. ღარიბაშვილის შეფასებით, კრიზისის დროს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა უნდა აეღო. „პოლიტიკოსია, ეკონომისტია თუ ბიზნესმენია, ყველა ადამიანის ქმედებას ექნება შებამისი შეფასება. გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს იგი იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ის დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, შემდეგ უკვე იყო პრემიერ – მინისტრი. ჩვენ მისი მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი ვიხილეთ, ალბათ მსოფლიო ანალოგი…

მეტი...

“სადმე თუ იყო „ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია და ნეპოტიზმი, გახარიამ თანაგუნდელებში მოიკითხოს, ამით გამოირჩეოდა მისი გუნდი და ამიტომ მოუწია უკან დახევა” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას არ აქვს არგუმენტები და პასუხები შეკითხვებზე. კობახიძემ კომენტარი გააკეთა გახარიას გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით. „ვნახეთ, რომ გახარია გუშინ ყველა კითხვას გაექცა, ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე, რაც იყო ძალიან დასანანი. უზრდელობა არ არის ღირსეული საქციელი, მით უმეტეს ყოფილი პრემიერის მხრიდან და მას ეს საქციელი უნდა დავუწუნოთ. მან ისაუბრა კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, შემდეგ მოუწია უკან დახევა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ არავითარი სისტემური პრობლემა საქართველოში ამ კუთხით არ არსებობს. კორუფცია ყველა ქვეყანაში არის პრობლემა, მაგრამ რაც…

მეტი...

“ჩვენი წლევანდელი ეკონომიკის ზრდა 7%-ზე მეტი იქნება, ესაა პესიმისტური სცენარით დათვლილი და ოპტიმისტურით შეიძლება, 10%-ზე მეტი იყოს” – ღარიბაშვილი

ჩვენი წლევანდელი ეკონომიკის ზრდა 7%-ზე მეტი იქნება, ესაა პესიმისტური სცენარით დათვლილი და ოპტიმისტურით შეიძლება, 10%-ზე მეტი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პოზიტიური ფონია და ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად აღდგება. „თქვენ უყურებთ ეკონომიკის ძალიან სწრაფ აღდგენას. ეს ტენდენციები მომდინარეობს. ის პოზიტიური სიგნალები და განწყობები, რაც წამოსულია ბიზნესიდან, ჩვენ გვაძლევს ძალიან ოპტიმისტურ საფუძველს, რომ ეკონომიკის აღდგენა უკვე ძალიან სწრაფად ხდება. ლარი გამყარებულია, ეს ტენდენცია გრძელდება და ჩვენი ექსპერტები კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან. ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურ ფონს და განწყობას გვიქმნის, რომ ჩვენი ეკონომიკა აღდგება უკვე ძალიან სწრაფად, დაიწყო…

მეტი...

“მელიასთვის წასული გახარია, მელიასთვისვე დაბრუნდა…სხვის ბუდეში კვერცხის დადება მოინდომა – ირაკლი კობახიძე” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს კვლავ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებს ბრალს: “მან ასეთი რამ თქვა, რომ რომც აიღოს 43%-ზე მეტი შეიძლება მაინც ჰქონდეს “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა. აქ პირდაპირ ემთხვევა გახარიასა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია, მელიასთვისვე დაბრუნდა. გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას და ეს მცდელობა ჩვენ დავასრულეთ ძალიან მარტივად და პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თავდაპირველად “ღამის კურიერის” ეთერში გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის…

მეტი...

ადიგენის პოლიციის უფროსს დევნაში ადანაშაულებენ

ადიგენის პოლიციის უფროსს დევნაში ადანაშაულებენ. სოფელ უდეში მცხოვრები ეკა აზირაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილი, 28 წლის მამაკაცი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გუშინ სოფლის ცენტრში დააკავეს, შემდეგ სცემეს და ხელყუმბარის ჩადებით დაემუქრნენ. ეკა აზირაშვილი მომხდარში უშუალოდ თამაზ ფაილოძეს სდებს ბრალს და დახმარებას ითხოვს. დაკავებულის დედის თქმით, მომხდარის გამო ცუდად გახდა მისი მეუღლე და ის ამჟამად ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია.

მეტი...

“იმედს გამოვთქვამ,რომ ის არ შეემატება სქელკუნთა,ხისთავიან სპორტსმენ – ზონდერ პოლიტიკოსთა რიგებს” – შალვა ნათელაშვილი შავდათუაშვილზე

შალვა ნათელაშვილი, ლაშა შავდათუაშვლს გამარჯვებას ულოცავს. მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც სპორტსმენს წარმატებები უსურვა და თქვა, რომ „იმედი აქვს შავდათუაშვილი ზონდერებს არ დაემსგავსება“ „რა თქმა უნდა ვულოცავ შავდათუაშვილს ჩემპიონობას და აქვე იმედს გამოვთქვამ,რომ ის არ შეემატება სქელკუნთა,ხისთავიან სპორტსმენ – ზონდერ პოლიტიკოსთა რიგებს და საკუთარ ხალხს არ დაუწყებს ჩაგვრას საარჩევნო პროცესების დროს მათ შორის. ისე დროა მოვრჩეთ ფიზიკური ძალისადმი ზედმეტ,მონურ თაყვანისცემას და თავი დავუხაროთ,ზნეობრივი, ჰუმანური ,პატრიოტული სულის ადამიანებს რომლებიც საბედნიეროდ მრავლად შემოგვრჩნენ,“ – წერს ნათელაშვილი.

მეტი...

ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ პოლიციას ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდონ. სახალხო დამცველის თქმით, მსგავსი ფაქტების შესახებ აპარატში მუდმივ რეჟიმში შედის შეტყობინებები. „სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს ნინოწმინდის პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ ათზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ მათ არ მისცენ პოლიციას ჩვენებები. ჩვენ დაგივკავშირდა ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ამჟამად ირიცხება ხიჭაურის უნივერსიტეტში, სადაც ძირითადად სწავლობენ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ ბენეფიციარები და მათი ერთადერთი საცხოვრებელი სწორედ უნივერსიტეტის საერთო საცოხვრებელია. რამდენიმე დღის წინ მან გადაწყვიტა რომ მიეცა ჩვენება და პოლიციიდან უკან დაბრუნებულს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოსთხოვეს, რომ დაეტოვებინა უნივერსიტეტის ტერიტორია იმის…

მეტი...

რაგბის კავშირში ისევ დაპირისპირებაა – “ბორჯღალოსნები” “მედიაცენტრ მთავარში”

“კანონის ფარგლებში ვეცდებით, რომ ვიმოქმედოთ. არის სხვადსხვა საკითხები, უშუალოდ იურიდიულ ნაწილშიც გავივლით იურისტებთან, ” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ვეტერანმა მორაგბეებმა განაცხადეს. რატომ არ ხვდება რაგბის კავშირის თავმჯდომარე სოსო ტყემალაძე კლუბებს, რომლებმაც არჩევნებში მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. დღეს მორაგბეებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ამ საკითხზე ისაუბრეს. კლუბების წარმომადგენლებს გარკვეული შეკითხვები აქვთ რაგბის კავშირის ხელმძღვანელთან სპორტული მიმართულებით. “კანონის ფარგლებში ვეცდებით, რომ ვიმოქმედოთ. არის სხვადსხვა საკითხები, უშუალოდ იურიდიულ ნაწილშიც გავივლით იურისტებთან, რა ბერკეტები გვაქვს. ასევე, მთლიანი ძალა მაინც მორაგბეების ნაწილია და ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. ჩვენ არეულობა არ გვინდა, პირიქით, მოვილაპარაკოთ, დასხდეთ…

მეტი...

“თუ გინდა დააზიანო “ქართული ოცნების“ გუნდი, პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს უნდა “დაარტყა” და ეს გააკეთა გახარიამ გუშინ” – მამუკა მდინარაძე

ექსპრემიერი გიორგი გახარიას მხრიდან “ქართული ოცნების” თავმჯდომარის კრიტიკას, მამუკა მდინარაძემ უპასუხა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძისთვის დარტყმის მიყენება, მმართველი პარტიის დაზიანებასაც ნიშნავს და სწორედ  ამ მეთოდით მოქმედებს გიორგი გახარია. “რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიმართ ასეთ აგრესიას და ირაკლი კობახიძის მიმართ თავდასხმას, ამას ჩემი აზრით აქვს რამდენიმე მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ თუკი ოდნავ მაინც იცნობ “ქართული ოცნების“, ამ პარტიის შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, პირველ რიგში უნდა დაარტყა ირაკლი კობახიძეს. არამხოლოდ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამ პარტიისას, არამედ როგორც მენეჯერს, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის…

მეტი...

ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი ომი აქვს

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი ომი აქვს. ამის შესახებ ჟიგიმანტას პავილიონისმა რუს პრანკერებთან, “ვოვანთან” და “ლექსუსთან” განაცხადა. ერთ-ერთმა პრანკერმა თავი ნავალნის თანამოაზრედ, ლეონიდ ვოლკოვად გაასაღა და რამდენიმე კითხვა დასვა. რუსეთის თემას მოჰყვა საქართველოც, სადაც ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მთავარი თემა ფული იქნება. “ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება. ეს ყველგან ხდება. ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ.” პრანკერი ასევე დაინტერესდა აქვს თუ არა კონტაქტები პავილიონისს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან და როგორ შეიძლება მათი გამოყენება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ ახლა შვედებს თბილისში ფრონტი უჭირავთ, ივანიშვილზე, “ისინი ახლა ჩვენი ხმა არიან. კარა-მურზა ყოველთვის მახსენებს. ჟიგის, თუ ამას…

მეტი...

“სასამართლო სისტემაში გამოწვევები უფრო მეტია, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ” – ნაზი ჯანეზაშვილი”

ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიებას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ესწრებიან. როგორც ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, სასამართლო სისტემაში ახლა უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს 4 წლის წინ იყო. “სასამართლო სისტემაში გამოწვევები უფრო მეტია, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. ამ შემთხვევაში, მე ვიტყოდი, რომ კლანი, რომელიც ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ხელისუფლების მხრიდან, არის უფრო მეტად ძლიერი, სწორედ ამ მხარდამჭერი პოლიტიკის გამო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ნეპოტიზმი არის ძალიან გავრცელებული სასამართლოში, რომელიც შეიძლება ითქვას, ახალი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი ზოგიერთი მიმართულებით გაიზარდა, ამან ვერ განაპირობა ის, რომ…

მეტი...

“19 აპრილის შეთანხმება არის საგზაო რუკა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმებისთვის” – კარლ ჰარცელი

თბილისში ევროკავშირის “სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა  მართლმსაჯულების რეფორმის გატარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ასახულია ის ძირითადი საკითხები, რომელზე მუშაობაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, მართლმსაჯულების მიმართ უნდა განმტკიცდეს ნდობა, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. “მართლმსაჯულების სექტორში ეს კონკრეტული პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ბევრი შედეგია, რაც კმაყოფილების საფუძველს გვაძლევს, მაგრამ უდაოდ, ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაში არის ასახული ის ძირითადი საკითხები, რომელზეც მუშაობა აუცილებელია, რადგან, ეს შეთანხმება არის ის საგზაო რუკა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმებისთვის. აუცილებელია, რომ…

მეტი...

“გახარიამ გუშინ იცრუა, მისი ყოველი გამოსვლა ტყუილებით აღსავსეა” – ბადრი ჯაფარიძე

ამ ადამიანის ყოველი გამოსვლა ტყუილებით და სიცრუით აღსავსეა. მინდა, მოგიწოდოთ, რომ მისი თითოეული გამოსვლის შემდეგ დააფიქსიროთ, რამდენ ტყუილს ამბობს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა. მისივე თქმით, გუშინ გახარიამ სამარცხვინო განცხადებები გააკეთა. „გუშინ მან იცრუა მთელი რიგი მიმართულებებით. სინანული მაინც ჰქონდეს ადამიანს. როდესაც რაღაც შეცდომას დაუშვებ, პირველი ნაბიჯი სინანულია. ჩვენ ვერანაირი მსგავსი რამ ვერ შევატყვეთ გუშინ გახარიას, პირიქით, ურცხვად ამართლებს თავის მოქმედებას 20 ივნისთან დაკავშირებით. ამბობს, რომ დარბევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, თითქოს, მას არ უბრძანეს. მიიჩნევს, რომ სწორი იყო ნიკა მელიას მიმართ…

მეტი...

“იმედი მაქვს, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ერთ დოკუმენტზე შეთანხმება მოხდება” – კარლ ჰარცელი

იმედი მაქვს, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ერთ დოკუმენტზე შეთანხმება მოხდება, რაც 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულებაა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარებული. „ჯერჯერობით ჩვენ ვნახეთ, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით სასარგებლო სამუშაო ჩატარდა. ასევე პოზიტიურად ვარ განწყობილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც. ჩვენ მალე ვიხილავთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც კარგი საფუძველი იქნება. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამაზე მუშაობა ახლა იწყება. იმედი მაქვს ამ შემთხვევაშიც იგივე სულისკვეთება იქნება გაზიარებული,“- აღნიშნა ელჩმა.

მეტი...

“თუ ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება დოკუმენტის უხეში დარღვევა” – ანრი ოხანაშვილი

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, მათი პროექტი ამნისტიის შესახებ შარლ მიშელის დოკუმენტის პრინციპებს პასუხობს და სრულად შეესაბამება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი პოლიტიკური დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებაა.  “ამნისტიის კანონპროექტი  არის პოლიტიკური დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება, რისი ერთგულიც ჩვენ ვრჩებით. ის ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირებულია, სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტს და თუ ოპოზიცია მას მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება ამ დოკუმენტის პირდაპირი და უხეში დარღვევა,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. უმრავლესობაში “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებსაც უპასუხეს, რომელიც გადადებულ სხდომას უკავშირდება. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მათ რეგლამენტის ცოდნა დაუწუნა. “ჩვენ ვართ მზად ღია ნებისმიერ…

მეტი...

პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული “ამნისტიის შესახებ” პროექტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ “ამნისტიის შესახებ” პროექტს იხილავს. ფრაქცია “ქართული ოცნების” ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად მიმდინარეობს. განხილვაში მონაწილეობს ოპოზიცია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ქართული ოცნების“ კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

მეტი...

“რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, პრემიერი აღარ არის, ოპოზიციაშია და გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს” – ალეკო ელისაშვილი

რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, პრემიერი აღარ არის, ოპოზიციაშია და გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ. ელისაშვილი ამბობს, რომ გახარია სულ მინიშნებებით ლაპარაკობს. „მისი ინტერვიუს ერთ ფრაგმენტს ვუყურე და დიდ შეფასებას ვერ გავაკეთებ. რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, უფრო გულწრფელად ილაპარაკოს. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ვერ გამოდის და სულ მინიშნებებით და სამაზროვანი წინადადებებით ლაპარაკობს. პრემიერი და შს მინისტრი აღარ არის, ოპოზიციაშია და გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მეტი...

„რაგბის პრობლემებს უნდა წყვეტდნენ რაგბისტები და არა, ვიღაც პარლამენტარები“ – „ბორჯღალოსნები“ „მედიცანეტრ მთავარში“

„ერთი წლის წინ გამოკვეთა, რომ იყო პრობლემები,შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, მაშინდელ პრემიერს შევხვდით, იყო პოზიტიური ნაბიჯები , სამწუხაროდ იქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არ იქონია გავლენა რაგბის კავშირის ზოგ ჩინოვნიკებზე,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში” ვეტერანმა მორაგბემ ლევან ობოლაძემ განაცხადა. ვეტერან მორაგბეებს მიაჩნიათ, რომ ხელოვნურად ხდება კლუბების შემცირება და შესუსტება, მათივე თქმით რაგბის კავშირში საკითხებს პარლამენტარები წყვეტენ: „პრემიერის გადაწყვეტილება არ შესრულდა, შევეცადეთ ახალი ჩემპიონატი დაგვეწყო,  სპორტზე უნდა იმსჯელონ სპეციალისტებმა და არა პარლამენტარებმა, პრეზიდენტი ხვდება ცალკეულ ადამიანებს და არა კლუბებს და ეს ემსახურება რაღაცეების ჩაცხრობას, ერთი გამგეობის ოქმიდან გავიგეთ, რომ კლუბების შემცირება უნდათ. გავივლით…

მეტი...

თბილისის მერია ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით საყრდენი კედლის მოწყობას იწყებს

დედაქალაქის მერია ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლით გამაგრების სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე 80 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული სამუშაოები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე გადაადგილებას მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის. „თქვენ იცით, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბაგები-წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. ამ მონაკვეთში, უსაფრთხოების მიზნით, გადაუდებელი წესით ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო გადაადგილება. მომდევნო ეტაპზე დამეწყრილი ფერდის საფუძვლიანი გამაგრებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა…

მეტი...

„ვაძლიერებთ ჩვენი მოწინააღმდეგე ქვეყნის, რუსეთის კლუბებს და ჩვენ ვსუსტდებით“ – „ბორჯღალოსნები“  „მედიაცენტრ მთავარში“

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ დაიწყო გადინება მოთამაშეების რუსეთში, რუსეთში წავიდნენ საუკეთესო მოთამაშეები და შიდა კლუბები დასუსტდა“  – ამის შესახებ „მედიცენტრ მთავარში“ ვეტერანმა „ბორჯღალოსანმა“ პალიკო ჯიმშელაძემ განაცხადა. მორაგბეები ამბობენ, რომ რაგბის კავშირმა შიდა კლუბები დაასუსტა, მათივე ინფორმაციით გაურკვეველია დაფინანსების საკითხი: „ფრანჩაიზში“  კიდევ უნდა წავიდეს 36 – 40 კაცი, ესეც შიდა ჩემპიონატს გამოაკლდება და ბოლოს დარჩება 3 – 4 კლუბი, შენი მოწინააღმდეგის ქვეყანას აძლიერებ და შენ სუსტები, ფაქტია, რომ მათი ჩემპიონატი ჩვენი ბიჭებით უფრო გაძლიერდა, აქედან დამატებით 10 წელი ვიყავი შვიდკაცა ნაკრების წევრი, შვიდკაცა ოლიმპიური სპორტია და მოთამაშეების რესურსის პრობლემა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 439 თბილისში გამოვლინდა, 86 იმერეთში, 71 აჭარაში

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 478 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 821 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 866 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.13 %. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 478 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 864 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 614 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 821 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  351 249-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 866 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 866 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 478 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 864, „პისიარ“ ტესტით – 14 614. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,13%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო შვიდი დღის – 2,73%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 249 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 895 გამოჯანმრთელდა, 4 982 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 184 718 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 970.…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 982-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 821 პირს დაუდასტურდა, 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 8 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 1 023 ადამიანი დაინფიცირდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17კი გარდაიცვალა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს იმერეთის რეგიონს ეწვევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრება და უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებთან გამართავს შეხვედრას. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ“ ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს, 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გაიხსნა. ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. დღესვე, პრემიერი ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობას გახსნის და შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს. პრემიერ-მინისტრი ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს გახსნის. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ფართობი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ტერმინალის…

მეტი...