„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მუკბანიანი სამართალდამცველებმა გუშინ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. შსს-ს განმარტებით, ის თავს დაესხა პოლიციელს. დაკავებულის ადვოკატი 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. დაკავებულთა ახლობლებმა გზა გადაკეტეს და იმ მანანას სადაც მუკბანიანი ჰყავდათ, გადაადგილების საშუალება არ მისცეს.    გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

ბიულეტენების ხელახლა გადათვლა ხვალ დაიწყება

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს, 10.00 საათიდან დაიწყება. კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით გამოვლენილ 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს, იგივე პრინციპით შერჩეული 12 პროფესიონალი მთვლელი 2 დღის განმავლობაში დაითვლის. მისივე ინფორმაციით, გადათვლის პროცესი პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარიმართება. გივი მიქანაძემ კომისიის წევრებს საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შემოწმების ინსტრუქციის პროექტი გააცნო. ინსტრუქციის განხილვის შემდეგ, კომისიამ წარმოდგენილი პროექტი დაამტკიცა. ინსტრუქციაში მოცემული პუნქტების დაცვა ბიულეტენების მთვლელებისთვის სავალდებულოა.

მეტი...

ვინ თავისუფლდება ჯარიმა-საურავებისგან?!

 „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებები შედის. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის – საეტაპო ოქმის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან, ასევე, გადაუხდელი ჯარიმისა და საურავის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილება შეეხება იმ სუბიექტებსაც, რომელთა მიმართ არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მომხსენებლის, ბექა დავითულიანის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნულ პირთა ფინანსური მდგომარეობა.

მეტი...

საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს, 2-4 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა. 3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. საგარეო უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. „საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.…

მეტი...

პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. როგორ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, 4 ქალი სრულად გათავისუფლდა პატიმრობისგან, დანარჩენ ოთხს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტი 2021 წლის 2 ივნისით თარიღდება.

მეტი...

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა.           მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს კომისიაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის  გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, დაეხმარონ უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად. „მოხარული…

მეტი...

8 ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 28 ექიმის პროფესიული საქმიანობა განიხილა. 8 ექიმს კი საქმიანობის უფლება შეუჩერდა. საბჭოზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 8 ექიმს, 16 ექიმს პასუხისმგებლობის ზომად წერილობითი გაფრთხილება განუსაზღვრეს, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. „პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

კელი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებით იმედგაცრუებულია

აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასტან დაკავშირებით მოისასალმებელია, თუმცა, იმედგაცრუებულია, რომ პარტია ე.წ. შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს. „კარგია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ელჩმა. მისივე შეფასებით, იმედის იტოვებს, რომ პარტია გადაწვეტილებას შეცვლის და შეთანხების დოკუემნტს შეუერთდება. „იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. იმედი მაქვს,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები…

მეტი...

ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა ბებიას – შსს-მ დამნაშავე დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა ბებიას – 1953 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გამოძიება ოჯახის…

მეტი...

ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით,  3 ივნისიდან, 08:00 – 12:00 და 17:00 – 20:00 საათებში, ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა),  ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.

მეტი...

თბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანია, თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და პროგრესს მიაღწიოს. „შშმ პირები არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები და მათი ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. თუ დააკვირდებით, მერიის ყველა პროექტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია, რომ ისინი იყოს ადაპტირებული, ეს იქნება ავტობუსების შესყიდვა თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გუშინ, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო…

მეტი...

“ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები პანდემიის დროს ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა 1 წლის შემდეგ დაიწყეს, გვინდა მათ 5000-5000 ლარით დავეხმაროთ” – კახა კალაძე

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 70-მდე ობიექტს დაეხმარება, რისთვისაც 350 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები ამ პანდემიის დროს ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა 1 წლის შემდეგ დაიწყეს. გვინდა მათაც აღმოვუჩინოთ ფინანსური დახმარება და დავეხმართოთ 5000-5000 ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა და მხარდაჭრა. განცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და 10 ივნისამდე გაგრძელდება. პროგრამაში…

მეტი...

მკვლელობა ფოთში – სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია დანით მოკლა

ფოთში სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს დანით აქვს მიყენებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

მეტი...

ხვალ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება

ხვალ, საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. „ის იყო უნდა მერწმუნა „ქართული ოცნების“ ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა. ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი (საბა) გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქში. ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოდანაშაულის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თბილისის ოფისის და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული მ.ქ. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,8 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,8 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,12 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 954 პირს დაუდასტურდა, 896 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 834-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 954  პირს დაუდასტურდა, 896 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, პირველ ივნისს საქართველოში კორონავირუსით 1 233 ადამიანი დაინფიცირდა, 1 002 გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 896 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 603 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 444, „პისიარ“ ტესტით – 12 159. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,8 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346150 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 329 516  გამოჯანმრთელდა, 4834 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 149 191  ადამიანი, დღიურად აცრილია  5 251.…

მეტი...

“ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია” – ვლადიმერ პუტინი

ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა მოსკოვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ”ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობები რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებს შორისაა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრემიერ მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი და სხვა მაღალჩინოსნები.

მეტი...

საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონის ყველა ქვეყანა აღიარებს – ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გააცილა. “საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს” – ეს განცხადება პრემიერმა ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ერთ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ასევე გაიმართა დელეგაციების წარმომადგენლების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.

მეტი...

“ნამახვანჰესის” ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, ირაკლი მუკბანიანს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

“ნამახვანჰესის” ერთ-ერთი მოწინააღმდეგეს, ირაკლი მუკბანიანს, რომელიც სოფელ საყულიეში დააკავეს, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ირაკლი მუკბანიანს პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და მასზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. ბრალდებულის ადვოკატი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და პროვოკაციაზე საუბრობს. მისივე მტკიცებით, დაკავების შემდეგ დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

მეტი...

თურქეთში შესვლა მიწვევის გარეშე შეიძლება

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში წასვლა სურთ, განახლებულ ინფორმაციას უზიარებს. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ანკარაში საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ დღეიდან 2021 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე“, – ნათქვამია ფეისბუკ-პოსტში.

მეტი...

პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შეხვედრები მიმდინარეობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შეხვედრები პარლამენტში უკვე დაიწყო. პირველ შეხვედრას დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან მართავენ, რის შემდეგაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდებიან. დღესვე მათ შეხვედრა ექნებათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან. ხვალ შეხვედრები გაგრძელდება საპარლამენტო ოპოზიციასთან, ხვალვე დელეგაცია შეხვდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. მონიტორინგის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში 2- დღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

მეტი...

„გაიკეთეთ შენც და ოცნებამაც ეგ ამნისტია “კორექტულად” ცხვირის ნესტოებში, ჭიჭე ვაშაძესთან და ხაზარაძესთან ერთად“ – ოქრუაშვილი გახარიას

„პარტია გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ფოტოს აქვეყნებს პოსტთან ერთად. ოქრუაშვილი ამნისტიის კანონთან დაკავშირებით გახარიას განცხადებას ეხმაურება: „იმდენი შენ მოგხვდა თოხლო კვერცხი ბენედიქტი “შე ქეთო”, რაც ყველას, ვინც 20 ივნისზე ვიჯექით ან მოსჯილი გვაქვს ან შეწყალებული ვართ ან საპროცესო გაუფორმეთ და ფეხებზე გვკიდია თქვენი ამნისტია. გაიკეთეთ შენც და ოცნებამაც ეგ ამნისტია “კორექტულად” ცხვირის ნესტოებში, ჭიჭე ვაშაძესთან და ხაზარაძესთან ერთად,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს ჩააბარებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს ჩააბარებს. კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 12:00 საათზე ელოდებიან. დეპუტატები აპირებენ შეკითხვები დასვან ამჟამად ქვეყანაში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე. ყურადღება გამახვილდება ეროვნული ვალუტის კურსსა და ფასების ზრდაზე. ეროვნული ბანკის ანგარიშის გარდა კანონმდებლები საკომიტეტო სხდომაზე კიდევ 10 საკითხს განიხილავენ – მათ შორის შეფასდება მიმდინარე წლის სამი თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება.

მეტი...