ნიკანორ მელია ოპოზიციას წყენის დავიწყებასა და გაერთიანებისკენ მოუწოდებს  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ  მელია  ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, ყველაფერი ნეგატიური დაივიწყონ, ისევ გაერთიანდნენ და ერთიანი ძალებით იბრძოლონ. „მინდა, მივმართო ჩვენს კოლეგა მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვამბობ ამას.  უნდა გავაერთიანოთ საერთო ძალისხმევა, უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლებელია, ჩვენ ვკონცენტრირდებოდით. იცით რატომ? ყველა წვრილმანი, რომელზეც ჩვენ ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც მტაცებლებისგან სახელმწიფოს გათავისუფლება ჰქვია“ – განაცხადა მელიამ პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, ახლა არ არის დრო, დამნაშავე და უდანაშაულო ეძებონ, მთავარია…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. მიშელის დოკუმენტს არ უერთდება   

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპელი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე უარს საბოლოოდ ამბობს და მასზე ხელმოწერას არ აპირებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს. ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა,  სხვა საკითხებთან მიმართებაში, ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც…

მეტი...

საპარლამენტო ცხოვრებას „ნაციონალური მოძრაობას“ უერთდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევა და კუთვნილ ადგილებს დაიკავებს. განცხადება პარლამენტში შესვლის შესახებ ნიკანორ მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. „ყველგან ექნება ბიძინა ივანიშვილს ბრძოლა, რადგან წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს და დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მე ბევრი რეგიონი შემოვიარე და დავრწმუნდი, რომ საზოგადოება ელოდება გამარჯვებას, პერსპექტივის დაბრუნებას, იმედის გაღვივებას. ეს ყველაფერი არის ჩვენზე, პოლიტიკოსებზე დამოკიდებული“ – განაცხადა მელიამ. მისივე თქმით, ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააზრებული და გამართლებული იყო.

მეტი...

რიონის ხეობაში კარვები გაიშალა, პროტესტი გრძელდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ. ისინი კომპანია „ენკას“ თანამშრომლების გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ და ხეობაში შესასვლელი ყველა გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა კარავი სოფელ სორმონშიც გაშალეს, რომ კომპანიის თანამშრომლები ხეობაში ამ გზით არ შესულიყვნენ. „კომპანიამ ამასობაში ეს ალტერნატიული გზა გამოძებნა და „პიკაპებით“ ხდებოდა ხეობაში გადაადგილება, ეს არის „მწვანე ყვავილას“ გზა და აქაც გადავკეტეთ ახლა. აქ მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში თავად მიიღებდნენ მონაწილეობას, სოლიდარობა გამოგვიცხადეს და ლეგიტიმაცია რომ მივცეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ლოკაციას, მოვედით და ვშლით კარავს. ამ ადგილიდან სპეცტექნიკა ისედაც ვერ შევა, ფიზიკურად გაეტევა, ვიწრო…

მეტი...

შესაძლოა, ჩაი ერთ-ერთი მზარდი საექსპორტო პროდუქცია გახდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეჩაიე ფერმერებსა და ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა გურიაში, სოფელ ანასეულში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში, რომელსაც დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. „საქართველოში ჩაის კულტურას თითქმის 200 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა, ბოლო წლებში, ახალ კონკურენტულ გარემოში, ეს მრეწველობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომით, ჩაი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია მზარდი საექსპორტო დინამიკის პირობებში, რომელიც აგროსასურსათო მიმართულებით გვაქვს; თუმცა, ამას თანმიმდევრული და გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. ამ კუთხით ჩვენ პოლიტიკაშიც გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები; პირობა…

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 881-ია

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 12 397-ს შეადგენს. აქედან  3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 071, აჭარაში – 394, იმერეთში – 489.  ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 882 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 100, იმერეთში -163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 149, აჭარაში – 17, იმერეთში – 16. 661 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 – თბილისში, 246- აჭარაში. 7 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 6. სულ,  6 ოქტომბრიდან – 29 მაისის…

მეტი...

კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 757 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 19, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

კორონავირუსით 723 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 300  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 723  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 407  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.86 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  343 603-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.86 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.85%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 326 423-მდე.

მეტი...

ნასვამი მძღოლი შესაძლოა დააპატიმრონ

საკანონმდებლო ორგანოში, უახლოეს დღეებში კანონპროექტი დარეგისტრირდება, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, თუ პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, ნასვამ მძღოლს, საჯარიმო სანქციის გადახდასთან ერთად, პატიმრობაც მოუწევს. ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციას, კერძოდ კი ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 116-ე მუხლში. მის მიხედვით,  „სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა“. გარდა აღნიშნულისა, „მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის…

მეტი...