გიორგი გახარია მერობისთვის ბრძოლას არ აპირებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი,  პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის თბილისის მერობისთვის ბრძოლას არ აპირებს. როგორც მან მედიასთან განაცხადა, მასზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს. გიორგი გახარია პარტიაში ყველას ეპატიჟება და კარს უხსნის. „ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია, თვალი გაუსწოროს სიმართლეს, რომელსაც ჰყოფნის სითამამე, ეს სიმართლე წარმოთქვას და აღიაროს ქვეყნის, მოქალაქეების წინაშე და რომელსაც შესწევს ძალა, არა სხვებზე ხელის გაშვერითა და მითითებით, არამედ ყოველდღიური ქმედებით, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით, ყოველდღიურად იშრომოს, ემსახუროს სახელმწიფოს. სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული ჩვენი მოქალაქე და სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი სამშობლო დღეს,…

მეტი...

ყოფილი პრემიერის განცხადებით, ქვეყანას კორუფცია და ნეპოტიზმი ანგრევს

გიორგი გახარია ქვეყნის სისუსტეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა კორუფცია, ნეპოტიზმი და სუსტი ინსტიტუტებია. აღნიშული განცხადება მან პარტიის – „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე გააკეთა. „ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის კორუფცია და ნეპოტიზმი, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.  რა არის ჩემთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელი? კატეგორიულად, პრინციპულად მიუღებელი არის ის, რომ „ქართული ოცნება“, პარტია, იმასაც კი, სადაც მართლა თანხმდება და გარკვეული მიღწევები და პროგრესი ჰქონდა, იმასაც დღეს თავისი წარმატების დასაფიქსირებლად ადარებს 10-15 წლის წინანდელ წარსულს. ეს ჩემთვის მიუღებელია. ეს არის ის, რაც ქვეყნის განვითარების…

მეტი...

„არავის პროექტი ვყოფილვარ და არც ვიქნები“ – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია უარყოფს ინფორმაციას, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია.   „არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი“, – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პროექტს ეხებოდა. გიორგი გახარიამ დღეს პარტიის პრეზენტაცია გამართა და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაასახელა. ასევე, განმარტა, რომ ის არც ერთ კითხვას გაურბის და მზადაა, ყველას პასუხი გასცეს.

მეტი...

„არ მეშინია არაფერზე საუბრის, რადიკალებთან არ ვთანამშრომლობთ“ – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხებს არ გაურბის და აცხადებს, რომ მას არაფრის ეშინია. როგორც  პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა პარტიის პრეზენტაციაზე აღნიშნა, მისი მიზანია რადიკალიზმის დასრულება და ამ მიმართულების ძალებთან თანამშრომლობას არ აპირებს. „მინდა დაგპირდეთ და დაგარწმუნოთ, რომ არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიმიღია. როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებთ. იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება“, – განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას, მისი პოზიცია შემდეგია: „ჩვენი მთავარი მიზანია,…

მეტი...

„პარტიამ, საკუთარი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა“ – რატომ გადადგა გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომასა და გუნდიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს პარტიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენების გამო მოხდა.   „მე ვიყავი ამ პოლიტიკური რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, რვაწლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას, ამით…

მეტი...

გიორგი გახარიამ საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭო წარადგინა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები დაასახელა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, მისი გუნდის წევრები არიან კეთილსინდისიერი, პროფესიონალი საჯარო მოხელეები „მინდა, წარმოგიდგინოთ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრები. ბევრ მათგანს თქვენ იცნობთ, ესენი არიან კეთილსინდისიერი, პროფესიონალი საჯარო მოხელეები. პროფესიონალიზმი კი, ხშირად წყნარ, მშვიდ და უხმაურო მუშაობას ნიშნავს. არიან ახალგაზრდები, რომლებიც პოლიტიკაში პირველ ნაბიჯს დგამენ და ეს არის ის ხალხი, რომლის კეთილსინდისიერებაც, ფასეულობებიც და რაც მთავარია, მიზნებიც სრულად ემთხვევა იმ ღირსეულ მომავალს, რომელსაც ძლიერი ქართული სახელმწიფო იმსახურებს: გიორგი ხოჯევანიშვილი – გიორგი გახლავთ საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. განათლება მიღებული აქვს…

მეტი...

„ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული”- პარტია „საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური

გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსათვის” წევრის  ანა ბუჩუკურის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდის ღირსეული კანდიდატები ეყოლება.   “ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის რა თქმა უნდ არჩევნებში.შემიძლია გითხრათ ამ რომ ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული’’ – ამბობს ბუჩუკური.  ბუჩუკური ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გახარიას ყოფილი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ გახარიას რეიტინგი დამოუკიდებლად არ აქვს და არც პოლიტიკაში აქვს პერსპექტივა.  ,,გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეიტინგი გაიზომება არჩევნებზე. რეიტინგებს ზოგადად ზომავს ამომრჩეველი,“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა  გიორგი გახარიას პარტიის სადამფუძნებლო კონფერენცია ექსპო ჯორჯიაში იმართება. მოსახლეობას 6 საათიდან…

მეტი...

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის გარე პერიმეტრზე  ხმაურია  

დიდუბის საგამოფენო სივრცის პავილიონი, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია რამდენიმე წუთში დაიწყება, თითქმის შევსებულია. მოწვეული 400 სტუმარი ადგილზეა, პერიმეტრს კი დაცვის სამსახური იცავს და პოლიცია აკონტროლებს. პავილიონის გარეთ კი ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აქციას მართავენ და ყოფილი პრემიერის მხრიდან პოლიტიკაში დაბრუნებას აპროტესტებენ. მათ, გარე პერიმეტრი პლაკატებით ააჭრელეს, სადაც ძირითადად 20 ივნისს დაზარალებულთა ფოტოებია გამოსახული. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის – „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია კი ზუსტად 17:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

„არ შეგარჩენთ 20 ივნისს“ – პროტესტი გიორგი გახარიას

სამოქალაქო აქტივისტებმა დიდუბის საგამოფენო ცენტრთან, სადაც რამდენიმე წუთში გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია დაიწყება,  პლაკატები გაშალეს. „არ შეგარჩენთ 20 ივნისს“ –  ეს არის მთავარი ბანერი, რომელიც აქტივისტებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გაშალეს. აქციის მონაწილეები „შეიარაღებულები“ არიან სხვადასხვა “ტრანსფარანტებით”. აქვთ 20 ივნისის ფოტოები და ბანერები, სადაც გამოსახულია 20 ივნისს გამოყენებული რეზინის ტყვიები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში, დიდუბის საგამოფენო სივრცეში, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია დაიწყება.   

მეტი...

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს წაიყვანს

დაახლოებით ერთ საათში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიის დაარსების შესახებ განაცხადს გააკეთებს და საკუთარ გუნდსაც წარადგენს. მანამდე კი, როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი მის სხვადასხვა კავშირებზე საუბრობს, და აცხადებს, რომ ეს არ იქნება დამოუკიდებელი თამაში. როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცხადა, გიორგი გახარიას „დამოუკიდებლობა“ საეჭვოა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ის ამომრჩევლებს მმართველ გუნდს წაართმევს. „რა ინფორმაციაც მე გამაჩნია ბატონ გახარიაზე, მის გუნდზე, მის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დასკვნების გამოტანა არ იქნება სწორი. ის, რომ ახალი ადამიანი შემოდის ოპოზიციაში, რომელსაც სპეციფიკური პოლიტიკური „სივი“ აქვს, პოლიტიკურ თამაშს ალბათ ეს უფრო საინტერესოს გახდის.…

მეტი...

„წყლის პისტოლეტით ხომ არ გავწუწოთ შემოსასვლელში“ – იაგო ხვიჩია „ნაციონალების“ პარლამენტში შესვლაზე

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ეპატიჟება და მზადაა, სიხარულის ნიშნად, საკანონდებლო ორგანოსთან წყლის პისტოლეტით დახვდეს.   როგორც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, პარლამენტში მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო. „ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით, ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან, ზაფხულია და არ ეწყინებათ. თან, გავერთობოდით. მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, ვიფიქრე პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას-თქო.  დიდი ხანია ველოდებით “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ მედიასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ არის დაგეგმილი. სწორედ  სხდომაზე გადაწყდება შედის თუ არა პარტია პარლამენტში.

მეტი...

სკოლებში ვირუსის მაჩვენებელი შემცირებულია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში  ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესის ბოლო 2 კვირას მოსწავლეები სკოლებში დაასრულებენ. „22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი. რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 129. ვირუსის გამოვლინების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. მკაცრად დაცული რეგულაციები, სამინისტროს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი,…

მეტი...

სოფელ გუმათთან ისევ ხმაურია

რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ოფისთან არიან მობილიზებულები და კომპანიის მანქანებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. „ნამახვანჰესის“  მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი მხარდამჭერებს ადგილზე მისვლისკენ მოუწოდებს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა გადაადგილება ვერ შეძლონ. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა და გზა გახსნა, რომ „ენკას“ მანქანა ტერიტორიიდან გასულიყო.       რიონის ხეობის მცველები დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.  

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 887-ია

ქვეყანაში, ამ ეტაპზე, კორონავირუსით  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 099, საიდანაც: 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 073, აჭარაში – 389, იმერეთში – 492.  მძიმე პაციენტია 887 პირი, მათ შორის, თბილისში – 413, აჭარაში – 96, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 16, იმერეთში – 16. 693 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 287- აჭარაში. 8 580 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – 11. სულ  6 ოქტომბრიდან – 28 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე…

მეტი...

კორონავირუსით 12 ადამიანის გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 739 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 535 შემთხვევა, აჭარა – 82, იმერეთი – 76, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 26, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 51, მცხეთა-მთიანეთი – 38, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მეტი...

კორონავირუსით 986 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 286 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 590  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.28 %  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  342 880-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.28 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.53%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.97%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 590 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 325 016-მდე.

მეტი...

შსს-მ რეგულაციების დარღვევის 1332 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 332 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მტავარს“ უწყებიდან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 80 პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 024 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 228 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან…

მეტი...