12-15 წლის მოზარდებში „ფაიზერის“ ვაქცინა დასაშვებია

ევროკავშირში შემავალი ქვეყნებისთვის 12-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის „ფაიზერით“ აცრა დასაშვებია. აღნიშნული ვაქცინის მოზარდებში გამოყენების ნებართვა „ევროპის წამლის სააგენტომ“ დაამტკიცა. ვაქცინა მოზარდებშიც ორჯერადად კეთდება და ვაქცინაციას შორის პერიოდი 3 კვირაა. სააგენტოს ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 12-15 წლის ასაკის 2 260 მოზარდში ჩატარდა. არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დაფიქსირდა, რაც ვაქცინის 100%-იან ეფექტურობას ნიშნავს. სააგენტოში ასევე განმარტავენ, რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ვაქცინას. ეს არის, ტკივილი ნანემსარ ადგილას, საერთო სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი და სიცხე.

მეტი...

„ქუჩებში ახდენენ გარდაცვლილთა კრემაციას და მაინც ვერ აუდიან ამას და მდინარე განგაში ყრიან გვამებს… იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად“ – თენგიზ ცერცვაძე  

„რა სინდისით გვადარებენ ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები მასიურად კვდებიან სახლებში, საავადმყოფოს ეზოებსა და ქუჩებში, სადაც ტყეებში ხეებს ჭრიან და ქუჩებში ახდენენ გარდაცვლილთა კრემაციას და მაინც ვერ აუდიან ამას და მდინარე განგაში ყრიან გვამებს“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე და იმ სიცრუეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საქართველოში კოვიდ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ვრცელდება.    „ა.წ. 11-13 მაისს და სხვა დღეებში „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტების, მათ შორის ექიმების მონაწილეობით დიდი ზარზეიმით აცნობა მოსახლეობას, რომ საქართველო COVID სიკვდილობით 1 მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში პირველ ადგილზეა?! რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის…

მეტი...

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები გათავისუფლდნენ

​გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე 8 პირი, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს,  დღეს სასამართლოს შენობიდან გათავისუფლდნენ. წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში დაკავებულების პროცესი გადაიდო. სასამართლო სხდომა 4 ივნისს ჩაინიშნა. დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა, სადაც საუბარი იყო დამატებითი მტკიცებულებების გაცნობის საჭიროებაზე, რისთვისაც ადვოკატმა დრო ითხოვა. მოსამართლემ კი, საქმის განხილვამდე, რვავე პირი  გაათავისუფლა. რვავე პირს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

მეტი...

„ყალბი დიპლომი ნაზიბროლა ჯანეზაშვილს“ – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ დაპირიპირებაა

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს ყურმოჭრილ მონას უწოდებს და მისი დიპლომის სიყალბეზეც მიანიშნებს. „ჩვენი პოლიტიზირებული NGO-ების ”მამებისათვის” და ”დედიკოებისათვის” იმას კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ყალბი დიპლომი აქვს თუ არა მათ ფავორიტს ნაზიბროლა ჯანეზაშვილს, არამედ იმას, რომ იგი(ნაზიბროლა) იმავე NGO-ების “მამების” და ”დედიკოების” ყურმოჭრილი მონა იყოს და აღასრულოს ის, რაც მათთვის არის მისაღები. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ლეგენდარული ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ ნიკარაგუის ოდიოზური დიქტატორის – ანასტაზიოს სამოსა გარსიას მიმართ წარმოთქმული საყოველთაოდ ცნობილი აპოკრიფიც: “სამოსა შეიძლება ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია” – წერს სერგო მეთოფიშვილი.

მეტი...

“ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც” – ვარლამ გოლეთიანი

ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა. გოლეთიანმა გუმათის დასახლებაში, პოლიციის მიერ მოწყობილ რკინის ღობესთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ დღესაც იგივე გეგმა აქვთ, რაც ჰქონდათ გუშინ. „ზოგადად, ასე დავგეგმეთ, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს და ეს ბრძოლა არ დამთავრდება საზოგადოების სასარგებლოდ, აქ იქნება აქცია. ყოველდღიურად, საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და მათ შორის, იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც მშვიდობიანი ფორმით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი ყველა მოთხოვნა. ჩვენ მშვიდობიანი გზით ვახდენთ…

მეტი...

“კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს და მასაც ისე მკურნალობენ, როგორც ე.წ. ბრიტანულ და ვუჰანის შტამებს.  “მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს ინდურ შტამზე. ზუსტად იგივეა, როგორც დღეს ჩვენში გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამის და მანამდე არსებული, კლასიკური, ვუჰანის  შტამის. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის ავტორიზებული მუშაობს ამ შტამებს წინააღმდეგ, ერთადერთი ინდურს შტამს, ისევე როგორც ბრიტანულს ახასიათებდა ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ის უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შესდაბამისად უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს,”-…

მეტი...

მოგეწონებათ, მცხეთასთან რომ გვიშენებდნენ კაშხალს, რომელმაც შეიძლება თბილისი წალეკოს? – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

„საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი ჰესების, დიდი ჰესების გარეშე.  ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოგისტიკა, და ეს ყველაფერი არის, რაც შემოიტანს საქართველოში ფულს და შემოსავალს“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეოჩართვაში საუბრობს. როგორც სააკაშვილი ამბობს, მას სრულიად ესმის ქუთაისელების და მათი პროტესტის. „ახლა ვიმყოფები ამსტერდამში მიმავალ თვითმფრინავში. ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტროსადგურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ვლაპარაკობ ნამახვანზე, როცა ჰესები შენდებოდა, მაშინ ეს ტექნოლოგიები არ იყო, არ იყო მზის ასეთი ტექნოლოგიები, არ იყო ქარის ტექნოლოგიები, არ იყო წყალბადის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს. ტყუილად…

მეტი...

გიორგი გახარიას გუნდს ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც უერთდება

ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს უერთდება. ჟურნალისტებთან კომენტარში იგი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი არა რადიკალიზმსა და აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ფოკუსირდეს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ: „მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო როგორც ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის და პოლიტიკური გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება. ხოლო როგორი იქნება ჩემი…

მეტი...

“თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე” – ივანე ჩხაიძე „ინდურ შტამზე“

თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მან საქართველოში „ინდური შტამის“ დაფიქსირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შტამი უფრო მეტი გადამდებლობით გამოირჩევა. არის თუ არა ინდური შტამი უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთხვევის გამოწვევა, ჩხაიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. „არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ ჩვენ ამ შტამს გადავრჩებოდით, რადგან დღეისათვის ეს შტამი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ამ ქვეყნების რაოდენობა პრაქტიკულად ყოველ…

მეტი...

“ის პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთო” – ლევან ვასაძის პირველი კომენტარი დუგინთან შეხვედრის შემდეგ

„ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე „ალტ-ინფოსთან“ საუბრისას მის მოსკოვში ვიზიტს და დუგინთან შეხვედრას ეხმაურება. მისივე თქმით, ის პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთ. „ასე არ დამიგეგმია, მაგრამ დამოუკიდებლობის დღეს, რომ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინტელექტუალს ვესაუბრები, რომელიც 2015 წელს გავიცანი, ტრაბახით არ ვამბობ… პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთო. ეს სწორედ, ის არის, რასაც მე ვაკეთებ. ყოველდღე მთელი ჩემი ცხოვრებაა ნამდვილი დამოუკიდებლობის აღსადგენად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,“ – ამბობს ლევან ვასაძე.

მეტი...

ბათუმში “ლიბერთი ბანკიდან” 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

“ლიბერთი ბანკის” ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მილიონობით თანხის დაკარგვაა. “ლიბერთი ბანკი” ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.  საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან თანხას 2015 წლიდან ითვისებდნენ. სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე “ლიბერთი ბანკის” ადმინისტრაციას  ახსნა-განმარტება მიაწოდა ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა და თქვა, რომ თანხის მითვისება ხელშეკრულებების გაყალბების გზით მოხერხდა, ასევე…

მეტი...

აჭარაში კორონავირუსის შედეგად 61 წლის ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსის შედეგად 61 წლის ექიმი ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს 10 მაისს დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას სტაბილური იყო, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა მეშვიდე დღეს. განვითარდა ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. გატარებული შესაბამისი ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი გახარიას გუნდს უერთდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდება – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.  “ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს,”- წერს გიორგი აბაშიშვილი.  აღსანიშნავია, რომ ხვალ 29 მაისს, 17:00 საათზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება, სადაც გიორგი გახარია პოლიტიკურ გუნდს წარადგენს. 

მეტი...

გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას ხვალ გამართავს

ხვალ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დაფუძნდება.ღონისძიება 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში გაიმართება. თუ ვინ შეუერთდება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს დაზუსტებით ხვალ გახდება ცნობილი. თუმცა, დღესვე გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

მეტი...

14 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლის მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

14 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში რჩება. 40 წლის მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა გორის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაასრულა. დაკავებულის ადვოკატი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.  40 წლის მამაკაცი პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავა.

მეტი...

“არ მგონია, რომ გახარიას პოლიტიკაში ადვილი გზა ექნება” – თეა წულუკიანი

წარმატებისთვის ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს, დიდი შრომა, ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიკაციური გუნდი უნდა ჰყავდეს, რასაც ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას ახალი გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განაცხადა. თეა წულუკიანის შეფასებით, გიორგი გახარიას პოლიტიკურ სცენაზე ხელახლა შემოსვლა ავტომატურად წარმატებული არ იქნება. „მისთვის ძალიან არასწორია ეს გადაწყვეტილება. მე არ მგონია, რომ პოლიტიკაში ადვილი გზა ექნება. შეიძლება, როდესაც დატოვებ თანამდებობას, მაღალი რეიტინგი გაქვს და სიის პირველი ლიდერი იყავი გარკვეული ილუზია გქონდეს, რომ უკან სცენაზე შემოსვლა ავტომატურად წარმატებული იქნება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება. წარმატებისთვის მას ძალიან…

მეტი...

აფხაზეთში, რუს ტურისტს თავზე ყულფი ჩამოაცვეს და ხეზე ჩამოკიდეს

გაგრაში დასასვენებლად ჩასული 28 წლის სანქტ-პეტერნურგელი სისტემური ინჟინერი არტიომ რუსკიხი აფხაზ სამართალდამცველებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. იგი აცხადებს, რომ ერთი თვის წინ მათი ხელიდან წამებით სიკვდილს ძლივს გადაურჩა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში, ანუ წამოდი, უნდა მოგკლათ“ ,– 24 მაისს ამ სათაურით გამოქვეყნდა ჟურნალისტ ნიკიტა სოლოგუბის ვრცელი სტატია ინტერნეტგამოცემა „მედიაზონაში“, რომელიც აფხაზეთში სწორედ ამ გახმაურებულ ფაქტს ეძღვნება. რუსკიხი მეუღლესთან ერთად დე ფაქტო აფხაზეთში დასასვენებლად 6 აპრილს ჩავიდა, დაიმგზავრა ოჯახის მეგობარი ქალი და მამძიშხვას მთის დასათვალიერებლად ავიდა. დაშვებისას არტიომი ჩამორჩა ქალებს და პირისპირ შერჩა მის მახლობლად გაჩერებული ავტომობილიდან გადმოსულ ადამიანებს. მისი თქმით, მათ სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, მაგრამ რუსკიხს აჩვენეს ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელთა დამადასტურებელი…

მეტი...

“გახარიას რეიტინგი არსებითად იყო დაკავშირებული მმართველ ძალასთან” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ შექმნილიყო გახარიას რეიტინგი, საბოლოო ჯამში ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სასურველ შედეგს მიიღებს. „ჩვენ შეფასებები გავაკეთეთ და ეს საკითხი აქტუალური ჩვენთვის არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ. გახსოვთ, წინა შვიდი არჩევნები როგორ დასრულდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც, ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ…

მეტი...

“დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია – არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს” – ხათუნა ზახაშვილი

ჩვენ არასდროს ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა, სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, არსებული ვაქცინები ყველა მუტირებულ შტამს „ფარავენ“, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მოცვა გაიზარდოს. „ყველა ახალ მუტირებულ შტამს გააჩნია გავრცელების მაღალი პოტენციალი და შესაბამისად, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გატარდა ყველა შესაძლო…

მეტი...

ოცნების დეპუტატი ჩვენს ანალიტიკოსს დაუკავშირდა და დაემუქრა – FACTCHECK

FACTCHECK-ი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ოცნების დეპუტატის მხრიდან მათი ანალიტიკოსის მუქარის შესახებ წერს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნუგზარ სოლომონიძე სოციალურ ქსელში დაუკავშირდა ნაზი რეხვიაშვილს და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინები და მუქარა ღიად დააფიქსირა: “გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენი უფროსი ანალიტიკოსის ნაზი რეხვიაშვილის მისამართით „ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან გამოთქმულ მუქარას. დღეს, ხულოს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნუგზარ სოლომონიძე Facebook-ზე ჩვენს ანალიტიკოსს დაუკავშირდა და დაემუქრა. საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ “TV 25-ისთვის” მიცემული ინტერვიუს სოციალურ ქსელში გაზიარებამ. ნუგზარ სოლომონიძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით იხსენიებს ჩვენს ანალიტიკოსს და ემუქრება. დეპუტატი წერს: „მოვა დრო და მიხვდები, რა…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობას ავლენს” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით ევროპული სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა. „ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობას ავლენს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. გახსოვთ, რომ თბილისში ჩამოვიდა შარლ მიშელი და ასეთ დროსაც კი, მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, არ მივიდნენ შეხვედრაზე, რაც მეტყველებს მათ ზოგად დამოკიდებულებაზე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, ევროკავშირის მიმართ. ეს უპატივცემულობა მიუღებელია და სათანადო რეაქცია სჭირდება როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში დასავლური ინსტიტუტების პრესტიჟი უნდა დავიცვათ, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობაც და ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს” – ბიძინა კულუმბეგოვი

არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის „ინდურ შტამზე“ საუბრისას განაცხადა. როგორც კულუმბეგოვი დასძენს, გავრცელების თვალსაზრისით, „ინდური შტამი“ „ბრიტანული ვარიანტისგან“ არსებითად არ განსხავდება. „ინდური ვარიანტი“ აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე ფარგალია, რაც „ბრიტანული შტამი“, რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია. შესაბამისად, აქ არაფერი გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით არ შეცვლილა. ჯერჯერობით, არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან…

მეტი...

“არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ – რაც უნდა, ის გააკეთოს” – ირაკლი კობახიძე

“ნაციონალურ მოძრაობას” რაც უნდა, ის გააკეთოს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, არაფერს შეცვლის, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. „ეს მათი მარცხია, ისინი თავიანთ პოზიციებში თანმიმდევრულები არ არიან. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, თუმცა, მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა. ეს არის მათი მარცხის საბოლოოდ გაფორმება. მიშელის დოკუმენტი იყო ჩვენი გამარჯვება, ეს ყველამ დაინახა, მათთვის ეს არის მარცხი, მაგრამ მათ…

მეტი...

“ალბათ, კახისაც იქ ნახავ, იმ არსებულ, თუ არარსებულ თეატრში” – მერაბ ნინიძის ემოციური გამომშვიდობება მარი ჯანაშიასთან

არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა მოჯადოებული ვბუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ ბედმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა, – ასე ეხმაურება მსახიობი მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას გარდაცვალებას. მის ემოციურ პოსტს „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული, მშვენიერი, მომნუსხავი მარინა ჯანაშია… ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და შენთან ერთად სცენაზე თუ კამერების წინ მუშაობის შანსი მომეცა. მადლობა ყველაფრისთვის და უპირველეს ყოვლისა, შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის, შენი სილამაზისთვის. მადლობა „პატარა უფლისწულისთვის“ რადიოსპექტაკლისთვის, რომელშიც პრინცის როლს კითხულობდი… შენი ხმა ჩემი მეგობარი იყო მთელი ჩემი ბავშვობა. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მოჯადოებული ვბუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ…

მეტი...

“ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრემიერმა ხაზი გაუსვა უცხო ქვეყნებში საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლს და აღნიშნა, რომ ეს წარმომადგენლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელია. „ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – როგორც ფორუმის სახელწოდებიდან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მკაფიოდ ჩანს – ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რომ მაქსიმალურად ხელი…

მეტი...

“თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით ირჩენს თავს” – პატრიარქი დიასპორას

დიასპორის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დიასპორას მიმართა. „უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ჩვენო სულიერო შვილებო! გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დიასპორის დღეს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღინიშნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის თქვენს მნიშვნელობაზე მეტყველებს. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია. თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით ირჩენს თავს და, ამასთან, ჩვენი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას უცხოეთში იღებს. მოგეხსენებათ, ნებისმიერი დიასპორა სამშობლოს სახეს წარმოადგენს და ამიტომაც დიასპორის თითოეულ წევრს…

მეტი...

“ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან, გარკვეულწილად დაცულები ვართ” – მარინა ენდელაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ამშვიდებს, რომ პანიკის საფუძველი არ აქვთ და ამ შტამზეც მოქმედებს აღიარებული ვაქცინები. ინფექციონისტი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან გარკვეულწილად დაცულები ვართ. “ინდური შტამის მასიური გავრცელებისაგან, გარკვეულწილად დაცულები ვართ. თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ინდური შტამთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მონაცემები, მაგალითად განსაკუთრებული და განსხვავებული კლინიკა აქვს თუ არა, არ არის ცნობილი. ვერ ვიტყვი, რომ ეს შტამი განსაკუთრებული სიმძიმის არის. არის მოსაზრება რომ უფრო მეტად გავრცელებადია. შესაძლოა მეტი ლეტალობა ახასიათებდეს, მაგრამ ამის დადასტურებული მონაცემები არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის…

მეტი...

“სამართალდამცავების მხრიდან დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი – ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმებიო” – გუმათში დაკავებულების ადვოკატი

ადვოკატი დალი სულაქველიძე მოითხოვს, რომ „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების მიმართ შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში ღამით მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს. მისი განმარტებით, 8 დაკავებული პირიდან 3-ის ინტერესებს იცავს, რომლებსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ. ადვოკატი განმარტავს, რომ მათ დაზიანებები დაკავების პროცესში მიიღეს. „როგორც ვიცი, დღეს უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი. ყველა წინააღმდეგია, რომ პროცესი დისტანციურად ჩატარდეს. დაკავებულები ძალიან განაწყენებულები არიან, იმიტომ, რომ მათთან მიმართებით სამართალდამცავების მხრიდან ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმები, ვინ უშველის, ვინ გადაუხდის ჯარიმას და ა.შ. იმას კი არ განიცდიან, რომ დღეს დაკავებულები არიან,…

მეტი...

“ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე ვეძიო პასუხისმგებელი პირი” – წულუკიანი

ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე ვეძიო პასუხისმგებელი პირი, ამისთვის პროკურატურა საკმაოდ მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს, – განაცხადა თემის კომენტირებისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. წულუკიანის თქმით, რა ზიანიც დადგა, მისი ნაწილი შეიძლება, შეუქცევადი იყოს, ხოლო სადაც ჯერ კიდევ შეიძლება გამოსწორება, ამისათვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ. „ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით 2008-2020 წლის ჩათვლით რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომლებიც სრულად იყო წარუმატებელი, ვეძიო პასუხისმგებელი პირი. ამისთვის არსებობს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას; როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ მასშტაბურსაც, თუმცა დეტალებს არ ვიცნობ. ჩემი ფუნქცია არის, რომ უკვე გაფუჭებულ…

მეტი...

“პარტიების შემოსავლების თითქმის ნახევარი „ქართული ოცნებაზე” მოდის, რაც პოლიტიკურ ძალებს შორის ფინანსების არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქართული პოლიტიკური პარტიების 2020 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პარტიების მიერ როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარი მმართველ პარტიაზე – „ქართული ოცნებაზე” მოდის, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ განმარტავენ, მიუხედავად ამისა, სხვა წლებთან შედარებით, ფინანსური უთანასწორობა შედარებით შემცირდა, რაც 2020 წელს რამდენიმე ფინანსურად ძლიერი ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენამ განაპირობა. “2020 წელს კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მთლიანობაში 60,221,705 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რომლის თითქმის ნახევარი (48.4%) – 29,166,087 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება…

მეტი...

ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილთან არაოფიციალურ გარემოში შეხვედრაზე წერს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბრიუსელში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. არაოფიციალურ გარემოში შეხვედრის ფოტოს ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ აქვეყნებს და წერს: „მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს აქ, ბრიუსელში. ჩვენ ზოგადად ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მარიუპოლის განვითარებაა მთავარი გასაღები, იმისთვის რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის ოკუპაციას და უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს“, – ამბობს კრამონი.

მეტი...

ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინა ,,სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძემ აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა. შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ 4 მაისს აიცრა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მისალოც წერილში, მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. “თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე და თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ერს გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ამასთან, მოწოდებული ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურყევი სტრატეგიული პარტნიორობა და…

მეტი...

“ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ამნისტიის ორ პროექტს შორის” – ალეკო ელისაშვილი

ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამნისტიის შესახებ მმართველო გუნდისა და ოპოზიციის პროექტებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეების“ მხარდაჭერას მეორე მოსმენისთვის მხოლოდ შეჯერებული პროექტი მოიპოვებს. “გუშინ მთელი დღე დავკარგეთ არასაჭიროდ,. მთელი დღე ვისხედით. ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის. ამდენად, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი. ჩემთვის გაუგებარია ან აქედან ან იქიდან გაჯიქება, ეს რა წესია ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული?! მითუმეტეს, გამორთულ კამერებთან სხვანაირები რომ…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,22 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,22 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,71 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,68 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 1 056 პირს დაუდასტურდა, 1 071 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 071 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 071 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 921 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 713, „პისიარ“ ტესტით – 12 208. ამასთან, 27 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 481 პაციენტი.

მეტი...