რიონის ხეობაში აქციის 8 მონაწილე დააკავეს

რიონის ხეობაში ხმაური გრძელდება. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში რკინის ბარიკადებთან არიან შეკრებილები, ხელებს ურტყამენ, ხმაურობენ და მის მოხსნას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო.

მეტი...

რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა, არიან დაკავებულები

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორს დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები  რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლას ცდილობდნენ. ჭყლეტვაში რამდენიმე ადამიანიც დაშავდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არიან დაკავებულებიც. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, მათ წინააღმდეგობა პოლიციამ გაუწია, როცა ბარიკადებს იქით გადასვლას ცდილობდნენ.   „ჩვენი მოთხოვნაა, ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ. ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში. ეს სამარცხვინო ბარიკადი, რომელიც სახლში წასვლაში გვიშლის ხელს თითოეულ ჩვენგან. ამაზე მეტი არ შეიძლება რამე ხდებოდეს, ვიდრე ეს არის, ჰესი აქ აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია, სადაც ეს ბარიკადია და არ გვეძლევა საშუალება, რომ სახლებში წავიდეთ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ხომ არ…

მეტი...

გუმათში ვითარება დაიძაბა, შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადგილზე შეკრებილებს მიმართავს და მოუწოდებს კანონიერების ფარგლებში იმოქმედონ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს-ს ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ადგილზე ვითარება დაიძაბა. შეყვანილია პოლიცია, ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი.  

მეტი...

„ინდური შტამით“ საქართველოს 2 მოქალაქე დაინფიცირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამი 5 ადამიანს აღმოაჩნდა. აქედან 2 კი საქართველოს მოქალაქეა. „ხუთი ადამიანიდან ორი საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია. შემოსულები იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში. ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა, რომელებიც უცხოელები იყვნენ დატოვეს ქვეყანა, დანარჩენი ორი – საქართველოს მოქალაქეები შესაბამისად იზოლირებული არიან და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა, არიან სახლის პირობებში, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, – განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ინდური შტამის არსებობს დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს,…

მეტი...

საქართველოში „ინდურმა შტამმა“ შემოაღწია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა. “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ SARS-CoV-2-ის ინდური შტამის გამოვლენის შესახებ მოგახსენებთ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა…

მეტი...

2 კვირით, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. „სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა“ – აცხადებენ მერიაში.   

მეტი...

„ინდური შტამის“ ალბათობა დიდია, რადგან  ინდოეთთან მიმოსვლა ფართოა“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის  განცხადებით, საქართველოში „ინდური შტამი“ ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული არ არის, თუმცა, მისი შემოსვლის რისკი საკმაოდ დიდია. როგორც მთავარი ინფექციონისტი აღნიშნავს, საეჭვო შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში ინდურ შტამთან დაკავშირებით არსებობდა, დადასტურებული არ არის.   “დღევანდელი მონაცემებით, „ინდური შტამი“ 50 ქვეყანაში დაფიქსირდა.  საბედნიეროდ, ჯერ საქართველოში არ არის დაფიქსირებული. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე საეჭვო შემთხვევა გვქონდა, თუმცა ჯერჯერობით არ დადასტურდა. ჩვენთან დადასტურებულია მხოლოდ სტანდარტული ჩინურ-ევროპული და ბრიტანული შტამი. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკულ შტამს, ჩვენთან არ არის და ალბათობაც მცირეა. ინდური შტამის გაცილებით უფრო მეტია, რადგან ჩვენი კონტაქტები და მიმოსვლა ინდოეთთან გაცილებით…

მეტი...

„ჩავხსნათ მთელი ოპოზიცია“ – ირაკლი კობახიძე ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებლის, ლევან ვასაძის ალექსანდრე დუგინის შეხვედრასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ამის გამო, რეგისტრაციიდან მთელი ოპოზიცია არ უნდა ჩაიხსნას.    „ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა მათ შორის და სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ის, რომ თუ პრორუსული ძალები არჩევნებში ხმების 20 პროცენტზე მეტს იღებდნენ 2013 წელს, ბოლო არჩევნებში მათ, „პატრიოტთა ალიანსმა” და ნინო ბურჯანაძემ  მიიღეს 4%-ზე ნაკლები. ეს არის ჩვენი დამსახურება, ჩვენი პოლიტიკის დამსახურება. ამ შემთხვევაშიც, საზოგადოება იტყვის საკუთარ სათქმელს და ჩვენი პოზიციაც იქნება ნათელი. ბურჯანაძე ეჯდა მთელ ოპოზიციას საკუთარ ოფისში…

მეტი...

არასრულწლოვანი ბიჭის სისტემატურად გაუპატიურებისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე  გ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში გ.ზ.-მ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა.  გ.ზ. დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. აღნიშნული დანაშაულის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 21 მაისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. „სამართალდამცველებმა გ.ზ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

“ასე გამოდის, რომ ადამიანს არ უნდა ამნისტია და ძალით უნდათ შევახოთ” – ირაკლი კობახიძე

ასე გამოდის, რომ ადამიანს არ უნდა ამნისტია და ძალით უნდათ შევახოთ, ეს გაუგებარია, ვინმეს თუ არ უნდა ამნისტიის კანონი, ბუნებრივია, მასზე არ უნდა გავრცელდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიასთან მიმართებით, ამნისტიის შესახებ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება და შესაძლოა, მეორე მოსმენამდე გარკვეულ საკითხებზე პოზიციები შეჯერდეს. “ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით არსებითად იმ სახით დამტკიცდება, როგორც იყო ინიცირებული, დანარჩენი ვნახოთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. დღეს იყო გარკვეული კონსულტაციები, ეს გაგრძელდება. ორ კვირაში გაიმართება მეორე მოსმენა და მეორე მოსმენამდე შეიძლება გარკვეულ საკითხებზე პოზიციების შეჯერება. ჩვენ…

მეტი...

“საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია; ჩვენში არსებობს სრული კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და სწორედ ეს განაპირობებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ კონფერენციაზე – „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი“ მიმართვისას განაცხადა, რომელიც 27-28 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმართება. მთავრობის მეთაურმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არსებითია იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა მეშვეობით საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“…

მეტი...

“შეხვედრა ვერ მოვახერხე, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს” – არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულის ადვოკატი

დღეს ბრალი უნდა წარუდგინონ მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს 14 წლის ბიჭთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობა 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლში მოხდა. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამიტომ ადვოკატთან გასაუბრება ვერ მოახერხა. “გუშინ მქონდა ვიზიტი გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ისურვა ჩემთან შეხვედრა. ერთადერთი, რაც ჩემთვის ცნობილია, არის ის, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა, ამას შემდგომში პასუხს ექსპერტიზა გასცემს,”-განაცხადა ადვოკატმა. არასრულწლოვანი პოლიციამ უკვე გამოკითხა. სოციალური სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, არასრულწლოვანთან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგი მუშაობენ.  “პოლიციის მომართვის საფუძველზე,…

მეტი...

“შესაძლებელია იკვეთებოდეს გარკვეული შეთანხმება კეზერაშვილთან” – ოხანაშვილი გახარიაზე

რამდენიმე დღეში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი პოლიტიკური ძალის სახელი და სტრატეგია უკვე გაწერილია, გუნდის სრულ შემადგენლობას საზოგადოება, დიდი ალბათობით, შაბათს იხილავს. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ამ თემაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, დღეს ახსენეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც. საკითხს მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. “ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, გარკვეული მედიასაშუალებები კონკრეტული პირების წარმოჩენას ცდილობენ, რაც იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა, იკვეთებოდეს მხარდაჭერის მიღება დავით კეზერაშვილის მხრიდან.  “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ ხელი შეუწყონ კონკრეტული პირების წარმოჩენას, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვებს, რომ შესაძლებელია გარკვეული სახის შეთანხმება, მხარდაჭერის მიღება კონკრეტული პირის,…

მეტი...

ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა

19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. როგორც ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკუთარ ვერსიას გაიტანს, რომელიც დიდი ალბათობით ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ შესაბამისობაშია ოპოზიციის კანონპროექტი. „ვერ შევთანხმდით. ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე, რომელიც სრულ შესატყვისობაშია შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. „ქართული ოცნების” ვერსიით ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი…

მეტი...

ვარლამ გოლეთიანი ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ხვედელიანს შეხვდა

შეხვედრა, რა თქმა უნდა შედგა. იცით, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსებიც მოდიან აქციაზე. ყველას აქვს თავისი იდეა და აზრი, რაც არაერთხელ დაუფიქსირებიათ სხვადასხვა პერსონებს. სიმართლე გითხრათ, ამაში კონსპირაციულს ვერაფერს ვხედავთ, – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მასსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ხვედელიანს შორის შეხვედრა შედგა. „დიალოგის დროს ზოგადად მხარდაჭერაზე იყო საუბარი. ზოგადად, უჭერენ მხარს მიმდინარე მოვლენებს და გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს. შეხვედრა აქვე, კარავთან იყო და ეს დამალული არც ყოფილა. რამდენიმე ადამიანი მოვიდა. მხარდაჭერა კი არ გამოგვიცხადა, ალბათ რომ მოვიდა, აქ მოსვლის ჟესტი…

მეტი...

“გიორგი გახარიას ამნისტია არ სჭირდება, წერტილი!” – ანა ბუჩუკური

რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას ამნისტია არ სჭირდება, წერტილი! – ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება არ მოხდება, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ზოგადად, ამნისტია რომ პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს თავიდანვე დავაფიქსირეთ, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ერთ – ერთი საშუალება, რომ ქვეყანა გამოსულიყო პოლიტიკური კრიზისიდან. მთავარი, რის გამოც, ამნისტიის საკითხი ჩაიდო დოკუმენტში, იყო შეთანხმება. შეთანხმება ნიშნავს მხარეთა შორის კონსენსუსს, ახლა რაც ხდება ეს არ არის შეთანხმება, ყველას თავისი ვარიანტი აქვს.…

მეტი...

“ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი 1 ივნისიდან შევა ძალაში და 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს” – დავით ნარმანია

დედაქალაქში გაზი გაძვირდა – ტარიფმა 8 თეთრით მოიმატა. გადაწყვეტილება სემეკ-ის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც კომპანიამ “თბილისი ენერჯი” ბუნებრივი აირის გაძვირების არგუმენტები წარადგინა. მოთხოვნის მთავარი მოტივი ლარის კურსის არასტაბილურობა და გაუფასურება იყო. ახალი ტარიფი ძალაში 5 დღეში შევა. ტარიფის გაძვირებას კიდევ ორი მომმარაგებელი კომპანია ითხოვს. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი 1 ივნისიდან 2022 ბოლომდე იმოქმედებს. “მათ მიერ ბოლო 1.5 წლის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისად “თბილისი ენერჯის” არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე,…

მეტი...

“თბილისის აქციაზე თანხა არაფერში, მათ შორის, არც ტრანსპორტირებაში არ გადაგვიხდია, მხოლოდ სცენაში გადავიხადეთ, რომელიც ჯამში დაახლოებით 25 ათასი დაჯდა” – ვარლამ გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ყველა იმ წყაროს და კერძო პირის შესახებ ინფორაციის გასაჯაროვებას გეგმავს, რომლებიც მათ თანხებს ურიცხავენ. ამასთან, გოლეთიანი მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და იმ მოქალაქეებს, ვისაც „რიონის ხეობის მცველების“ დამფინანსებლებში ეჭვი შეაქვთ, თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი დაფინანსების წყაროები. „არსებობს ინტერესი დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით – დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდანაც მოდის ეს თანხები. თუმცა, აქამდეც ვამბობთ, რომ ესენი არიან ემიგრანტები და ჩვენი თანამოქალაქეები. ეს დასაბუთდება, როცა ამ ყველაფერს გავასაჯაროვებთ. შემდეგ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ამ ნარატივის ავტორი, საიდან ფინასდებიანო, რომ თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ დავიწყებთ ამას…

მეტი...

“ხელმომწერებმა მანდატების სანაცვლოდ ივანიშვილის, ხელისუფლების და პუტინი-გავრილოვის რუსეთის საქმე გააკეთეს” – ზურაბ ნადირაძე

“იქით, გაცხადებულად პრორუსი ლევან ვასაძე ოკუპანტი კრემლის იდეოლოგ დუგინს ხვდება და მისგან იღებს დირექტივებს, ანტისაოკუპაციო კანონის თანახმად კი, მისი პარტია სახელმწიფომ საერთოდ არ უნდა დაარეგისტრიროს (მაგრამ ვინაა პატრონი), აქეთ კი, “ქართულმა ოცნებამ” ხელმომწერებს ხელმოწერილი დოკუმენტი თითქმის თავზე გადაახია, სასამართლოს კლანის მოსამართლეების დანიშვნით“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ნადირაძე. ნადირაძე ვრცლად საუბრობს ამნისტიის კანონზე და აღნიშნავს, რომ დოკუმენტს სასამართლოს რეფორმასთან არანაირი საერთო არ აქვს: „ დოკუმენტში შეტანილ რომელ სასამართლოს რეფორმაზეა ლაპარაკი საერთოდ?! არც ამნისტიის კანონზე აპირებს ხელისუფლება დათმობას და 99 % თავისსავე ინიცირებულ კანონს გაიტანს, რის შემდეგაც…

მეტი...

გრიგოლეთში საცხოვრებელი სახლი იწვის

ხანძარია გრიგოლეთში. იწვის  საცხოვრებელი სახლი, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი კიდევ რამდენიმე სახლსა და ასევე ელექტროსადენებზეც გადავიდა.  სახლი, რომელსაც ცეცხლი თავდაპირველად გაუჩნდა, დამსვენებლებზე იყო გაქირავებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო სამსხურს ელოდებიან.

მეტი...

„ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან პირის მხრიდან ამნისტიის თანხმობაზე, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობის შესახებ ჩანაწერის ამოღება” – კუჭავას ინიციატივა

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. ამის შესახებ მმართველმა გუნდმა დღეს გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მხარეებს შესთავაზა „ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან ამოვიდეს ჩანაწერი პირის მხრიდან ამნისტიის თანხმობაზე, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობა აღარ იყოს საჭირო პირის ამნისტირებისას.

მეტი...

“გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილი გახდა” – Ongo.ge

„ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას, რომლის პრეზენტაცია 29 მაისს არის დაგეგმილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებს“ – ამის შესახებ სტატიას გამოცემა – Ongo.ge ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ორი ექსმინისტრი ერთმანეთთან ალეკო ხოჯევანიშვილის მეშვეობით კონტაქტობს“, რომელიც ავტორის თქმით, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. ხოჯევანიშვილი თავდაცვის უწყებაში კეზერაშვილის მინისტრობის დროს გენერალური ინსპექციის უფროსი გახლდათ.

მეტი...

“შეერთებული შტატები საქართველოს ამაყი მეგობარია” – ჯიმ რიში

სენატორი ჯიმ რიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ შტატები საქართველოს ამაყი მეგობარია: “დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების აღნიშნვნა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამიტომ შეესაბამება, რომ საქართველო დამოუკიდებლობის 30 წელს მაშინ აღნიშნავს, როცა ამერიკის ხმა მის 70 წლის იუბილეს. შეერთებული შტატები საქართველოს ამაყი მეგობარია და ველით, რომ საქართველოს დემოკრატია განვითარებას გააგრძელებს” – აცხადებს რიში.

მეტი...

ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ოჯახის წევრის შეურაცხყოფაში ბრალდებულს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო.  ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  “ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის ა.ა.-ს თანდასწრებით მეუღლეს ნ.ა.-ს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს…

მეტი...

საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიმდინარე წლის 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს. მათივე ცნობით, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევსა და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს…

მეტი...

“გადამწყვეტია ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის” – ეკატერინე ტიკარაძე ჯანმოს სესიაზე

თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამარტო ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. ისაუბრა პანდემიის საფრთხეებზე დროული რეაგირების მნიშვნელობაზე და პანდემიის დაძლევისთვის აუცილებელ მექანიზმებზე. “პატივცემულო თავმჯდომარევ, პატივცემულო გენერალურო დირექტორო, ასამბლეის წევრებო, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გენერალურ დირექტორს კოვიდ-19-ის რეზოლუციის შესრულების ანგარიშის წარდგენისთვის. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც…

მეტი...

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება

თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი გაეზრდება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფის ცვლილება კომპანიის 20 მილიონიანმა დავალიანებამ გამოიწვია. “კომპანია “თბილისი ენერჯიმ” მომართა მარეგულირებელ კომისიას სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის მიზნით, ვინაიდან მათ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მლნ. ლარზე მეტი ზარალი დაუგროვდათ და პრაქტიკულად ხდებიან ვალაუვალი. მნიშვნელოვანია გადაიხედოს ტარიფები იმ თვალსაზრისით, რომ მათი ზარალი, რომელიც ლარის კურსის გაუარესების შედეგად მიიღეს, დაკომპენსირდეს. ჩვენ როცა ტარიფი დავადგინეთ კურსი იყო 2.97. ამის შემდეგ კომპანიას უფრო ძვირად უწევდა ენერგიის ყიდვა, ვიდრე ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფით ხდებოდა მოსახლეობისთვის მიწოდება. სწორედ ამან გამოიწვია კომპანიისთვის ზარალის…

მეტი...

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრა ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან იმართება. შეხვედრას ესწრებიან „ლელოს“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე დისკუსიის საგანია, ვის უნდა შეეხოს ამნისტია და უნდა მოხდეს თუ არა მისი კორექტირება. პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება „ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტების განხილვა, რაც ორი დღის წინ კონსულტაციების გამო გადაიდო.

მეტი...

“გუმათში შეკრებილები პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ, დაზიანდა რკინის ჯებირები” – შსს

შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“ , –…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 252, აჭარაში – 61, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 252, აჭარაში – 61, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 038 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 508 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 838-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.09 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 481 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 481 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 320, „პისიარ“ ტესტით – 12 038. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,09 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,47 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 340 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 323 409 გამოჯანმრთელდა, 4 699 გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ აცრილია…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 699-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 508 პირს დაუდასტურდა, 1 481 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 26 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  1 151 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანდჟეი დუდა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიურ აღმოჩენებსაც გაეცნობა. ამასთან, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავასაც შეხვდება. ანდჯეი დუდა საქართველოში 26 მაისს ეწვია. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ამასთან, ამ დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრო.

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ მივეცი ხმა – ვარლამ გოლეთიანის დედა

ვარლამ გოლეთიანის დედა, მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ მათი ოჯახი არჩევნებზე იშვიათად დადის. „არ ღირს პოლიტიკაში ჩართვა. ჩვენი ოჯახიდან არჩევნებზეც იშვიათად დავდივართ. ბოლოს, მგონი, 2012 წელს ვიყავი და „ოცნებას“ მივეცი ხმა, რადგან პროგრამაში ეწერა, დიდ ჰესებს არ ავაშენებთო. ეს რომ შევახსენეთ, გვითხრეს, მაშინ კოალიციური მთავრობა იყო და სხვებმა ჩაწერესო. მოგვატყუეს, რადგან ასე სჭირდებოდათ. მოიგეს ჩვენნაირი ხალხის გული და მერე გაგვაცურეს… დღევანდელი პოლიტიკური სისტემა, რომელიც  დასავლური მოდელია თუ რაღაც ნარევია, არ მოგვცემს საშუალებას, ხელისუფლებაში მოვიდეს ჭეშმარიტად ეროვნული ძალა, რომელიც გაატარებს სახელმწიფო ინტერესებს, არ იქნება სხვაზე დამოკიდებული“, – ამბობს მარიტა მუსელიანი.

მეტი...

„მე პირადად ჯოჯოხეთში ვარ და არავის ვუსურვებ იქ ყოფნას“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„დამოუკიდებლობას გილოცავთ და ვისურვებ საქართველო იყოს სრულიად დამოუკიდებელი, სად ვართ ჩვენ, მე პირადად ვარ ჯოჯოხეთში იმ ჯოჯოხეთში, რომელში ყოფნასაც, არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ ვუსურვებ, მე იქ ვარ,“ – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მაჩალიკაშვილმა ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და დასვა კითხვა, – „სად ვართ?“ „მინდა იყოს ეს ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო, სად ვართ ჩვენ?  მე ვარ ჯოჯოხეთში და ამით გცემთ პასუხს თუ სად ვართ. მე გავდივარ უსამართლობას 20017 წლიდან დღემდე, თუ რამე სიბინძურე არსებობდა მე დამატყდა ყველაფერი თავზე, სად ვართ და მთლიანად უსამართლობაში,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მეტი...

რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და კომპანიის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები კომპანიაში მისულ პირებს გზას უღობავენ. რიონის ხეობის მცველები სოფელ ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილების უფლებას მხოლოდ ადგილობრივებს აძლევენ. შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს აღმართული, ამ დროისთვის სიმშვიდეა. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს ხელს მთელი ღამის, 6 საათი განმავლობაში ურტყამდნენ და ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს. თავის მხრივ, შსს-მ მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა. რაც შეეხება აქციის მონაწილეების დღევანდელ გეგმებს, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...