მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავები საქართველოს ცაზე

საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თბილისსა და რეგიონებში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ვერტმფრენებმა ცაზე სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერები გამოსახეს. საავიაციო პარკის სრულად აღდგენის ფარგლებში წელს გარემონტდება 4 ერთეული „სუ-25“, 4 ერთეული „მი-24“ და 3 ერთეული„იროკეზის“ ტიპის საფრენი აპარატი. აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება, რომელთა მომზადებაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული. ფოტო ეკუთვნის, ბადრი ვადაჩკორიას.

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა. ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აბუსერიძე გოჩა – 274 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 283 ხმა, ბადრი შონია – 281 ხმა, თემურ გოგოხია – 278 ხმა. ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კორპუსი 326 მოსამართლისგან შედგება, რომელთაგან დღევანდელ კონფერენციაზე რეგისტრაცია 284-მა მოსამართლემ გაიარა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ოთხი ახალი მოსამართლე…

მეტი...

“ხელისუფლება, რომელიც არ აღასრულებს ხალხის დაკვეთას, ვერ იქნება ამ საზოგადოების ხელისუფალი” – ვარლამ გოლეთიანი

რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დედაქალაქს დღეს დატოვებენ და პროტესტს რიონის ხეობაში განაგრძობენ.  აქციის მთავარი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ აღასრულებს საზოგადოების დაკვეთას, ის ვერ იქნება იმ საზოგადოების ხელისუფალი.  “ძალა არის ხალხში და თუ ხელისუფლება, რომელიც არ გაითვალისწინებს ხალხის ნება-სურვილს და არ აღასრულებს იმ დაკვეთას, რაც არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა მიმართულებით, ის ვერ იქნება ამ საზოგადოების ხელისუფალი. არანაირი არგუმენტი არ აქვს მოპირდაპირე მხარეს. მან უნდა იგრძნოს და თუ არ იგრძნობს, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, რომ გადადგას ინ ნაბიჯი, რაც არის ხალხის ნება და არ გაჯიუტდეს, თორემ ეს მიიყვანს…

მეტი...

მაგისტრალიდან გადავარდნილი ტრაილერი, ეზოში შევარდა

სენაკში, ტრაილერი ავტო მაგისტრალიდან გადავარდა და მშვიდობის ქუჩაზე, ერთ – ერთი მოსახლის ეზოში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, მდინარე ტეხურის ხიდთან მოხდა, როგორც ადგილობრივები „მედიაცენტრ მთავრთან“ ამბობენ, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო სატვირთოს მძღოლმა.

მეტი...

„მაღლა ეჭირა დროშა, კლდესავით ურყევად იდგა“ – რას იხსნებს კოკო გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი წერილიდან ნაწყვეტს სოციალურ ქსელში ავრცელებს. „1988 წლის გაზაფხულიც დადგა. ყველა მოუთმენლად ელოდა 26 მაისს, როდესაც თითქმის 65-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა გამართულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი, რომელზეც აფრიალდებოდა ეროვნული დროშა. მიტინგი დაიგეგმა მერაბის ეზოში, თუმცა ოფიციოზი იმუქრებოდა, რომ აუცილებლად დაარბევდა მსგავს ღონისძიებას. 6 მაისს, დაახლოებით შუადღისას მერაბ კოსტავას ეზოში შეგროვდა ასამდე კაცი, ძირითადად „ჰელსინკის“, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – მეოთხე დასის“ და „ეროვნული სამართლიანობის კავშირის“ წევრები. მათ ჰქონდათ ერთადერთი დროშა, რამდენადაც იმჟამად ეროვნული დროშების სერიული წარმოება სულაც არ იყო…

მეტი...

“სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი! ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს შეწყალების აქტი გამოსცა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს. 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).

მეტი...

“ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას, ამნისტიის კანონპროექტს მე არასოდეს არ დავუჭერ მხარს” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ  “ქართული ოცნება“ ამნისტიაზე მის თანხმობას “ვერ ეღირსება“. მთავარი, რის გამოც” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მხარს არ უჭერს და ეწინააღმდეგება ამნისტიის კანონპროექტს, არის ის, რომ მმართველი პარტიის ვერსიაში ამნისტირებული პირის თანხმობა სჭირდება. როგორც ნიკა მელია აცხადებს, ამ წინადადებას არ დათანხმდება.  “ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას, იმიტომ რომ იმ ამნისტიის კანონპროექტს მე არასოდეს არ დავუჭერ მხარს. თუ ამ სახით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცევა ამნისტიის შესახებ, კვლავ მოუწევთ ათასობით სპეცნაზელის მოგზავნა “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში. ერთი – ამ სისულელის ჩადენა მეორეჯერ მოუწევთ, მეორე, მოუწევთ მთელი დასავლური ცივილიზაციური სამყაროს…

მეტი...

გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გენერალს პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის წევრებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს. ცნობისთვის, გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული…

მეტი...

რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს – ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს

რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტს განაგრძობენ, მაგრამ არა თბილისში, ისინი რამდენიმე საათში რიონის ხეობაში გაემგზავრებიან. 4 საათზე მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენლები ახალ განცხადებას გააკეთებენ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დარღვევები, რომლებსაც ისინი უკვე ნახევარ წელზე მეტია აპროტესტებენ, გამოჩნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშიც. ვარლამ გოლეთიანმა რიონის ხეობაში პროტესტის ფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი კომპანია ენკას ტრანსპორტს ხეობაში გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ: “დარღვევები სახეზეა, ჩვენ რასაც ვამბობდით, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშივე წერია მთელი ის ჩამონათვალი რასაც ამდენი ხანი, 212 დღეა ვაპროტესტებთ. გადაიკეტება ხეობაში შესასვლელი გზები კომპანიის მანქანებისთვის მხოლოდ. ბუნებრივია მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება,”-…

მეტი...

მჯერა გიორგი კვინიტაძის კიდევ ერთი ოცნება ახდება და საქართველო დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება – პრემიერი

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პრემიერის თქმით, მაშინაც კი, როდესაც საქართველოში კომუნიზმის წითელი ტერორი მძვინვარებდა, გენერალ კვინიტაძეს სწამდა და ჯეროდა, რომ მისი სამშობლო თავისუფალი იქნებოდა, რადგან თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენი ერის სისხლშია გამჯდარი. “გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. გიორგი კვინიტაძემ ჩვენი ქვეყანა 1921 წლის თებერვალში დაჭრილ იუნკრებთან ერთად დატოვა, და რა სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენ სახელოვან გენერალს სამშობლოში დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული იუნკრები…

მეტი...

მერაბ კოსტავას მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვა კინოს სახლის წინ გამართულ ანტიიმპერიალისტურ მიტინგზე

1989 წლის 11 ოქტომბერს, მერაბ კოსტავამ მიტინგიდან მოსახლეობას მიმართა, ეს იყო მისი უკანასკნელი გამოსვლა. „რუსეთის იმპერიის ისტორიაში დამთავრდა შემოკრებისა და ინტეგრაციის დრო. რუსეთის იმპერიას ყავლი გასდის! ახლა იწყება რუსეთის დეზინტეგრაციის და დაშლის ჟამი. ასეთი იყო ნებისმიერი იმპერიის ისტორია; ჯერ შემოკრება ამ ერის, იმპერიის განმახორციელებელი ერის გარშემო, ინტეგრეცია, გაფართოება, გაბერვა და შემდეგ დაშლა ცალკეულ სახელმწიფოებად. ასე დაიშალა, მეგობრებო, მაკედონელის იმპერია, ესპანეთის, ფილიპე II-ის იმპერია. იგივე მოელის რუსეთის იმპერიასაც. ძმანო და დანო! იმპერია მოითხოვს გარკვეულ დაკვირვებას. რუსეთის ფედერაციის მთავრობა, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, ხვდება, რომ ასეთი დიდი სახელმწიფოს, სისხლით შექმნილი, სხვადასხვა ერის ძვლებზე აშენებული…

მეტი...

ამ წუთებში სამებაში გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. გენერლის ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან ამ წუთებში გამოასვენეს. დაკრძალვის ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტი და პოლიტიკოსები ესწრებიან. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. შესრულდა პირველი რესპუბლიკის ჰიმნი. სიმბოლურად გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვა დამოუკიდებლობის დღეს ხდება. აღსანიშნავია, რომ გენერლის ნეშტის გადმოსვენება საფრანგეთიდან საქართველოში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 51 წლის შემდეგ მოხერხდა. პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე, სამხედრო პატივით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.  გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა.…

მეტი...

“გენერალ კვინიტაძის ბიოგრაფია გვახსენებს, რომ არ შეიძლება, პირადულ და ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს” – პატრიარქი

უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედარმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე, – ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვაშია ნათქვამი, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ წაიკითხა. „გენერალ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც. მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი. სიხარული იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიყვარულით იბრუნებს თავის ერთგულ შვილებს. ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის ნეშტი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, არ…

მეტი...

როგორ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მსოფლიომ

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველო მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს. მილოცვებში ყურადღება გამახვილებულია იმ რთულ გზაზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გაიარა და კვლავაც აგრძელებს ბრძოლას. ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მილოცვაში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. „როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას…

მეტი...

ვინ იყო გენერალი გიორგი კვინიტაძე

დაიბადა 1874 წელს დაღესტანში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში.1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში.1918-1921 წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა.პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების შესახებ წერდა: „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი…

მეტი...

ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ – პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნატოსა და ევროკავშირში არის საკმარისი ადგილი მეგობრებისთვის და აუცილებელია, საქართველომ რეფორმები განაგრძოს. “გაერთიანებულ ევროპაში და ნატოში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის ევროპის აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას ნატოს და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და ნატომდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ…

მეტი...

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მისალოც წერილში, დენის შმიგალი აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინას სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. “უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც იქნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი სახელმწიფოების წარმატებული წინ წაწევის ეფექტური ინსტრუმენტი. საქართველოს და უკრაინას აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რასაც ხელს შეუწყობს, კერძოდ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

დამოუკიდებლობის დღე მინდა, განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს. „დამოუკიდებლობის დღე მინდა, განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ. ისტორიულად საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი საფუძველი…

მეტი...

“ევროპული საქართველო” რუსთაველის მეტროსთან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს

პარტია “ევროპული საქართველო” დილიდან რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ფოტოგამოფენას მართავს. ექსპოზიცია გაიმართება გენერალ მაზნიაშვილის ძეგლთანაც. ამასთან, “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთა საოკუპაციო ზოლთან აქცია-პერფორმანსს გამართავს. “ჩვენ გვაქვს სიმბოლურად თავისუფლების ქანდაკების ერთგვარი მულაჟი, სადაც გამვლელებს შეუძლიათ გადაიღონ სურათი და მიიღონ საჩუქრად მარო მაყაშვილის და ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებიანი მაისური, როგორც საზოგადოებისთვის მეტად ცნობილი ორი ფიგუროს. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალშიც ეს სხვადასხვა სუვენირი შედარებით ნაკლებად ცნობილი ფიგურების გამოსახულებითაც გამოვუშვათ,” – ამბობს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივნის მოადგილე გიორგი კანდელაკი.

მეტი...

პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაკრძალავენ. გენერლის ნეშტის გადმოსვენება საფრანგეთიდან საქართველოში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 51 წლის შემდეგ მოხერხდა. პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე, სამხედრო პატივით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

მეტი...

247-მა რეკრურტმა სამხედრო ფიცი დადო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 247-მა რეკრურტმა სამხედრო ფიცი დადო. ისინი დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხუთ ლოკაციაზე გაიმართა: სვანეთში – უშბასა და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში – პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში – ფარავნის ტბასთან, კახეთში – ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში. სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს მოხსენება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა.

მეტი...

“გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან- ამერიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ღირებულებებზე დაფუძნებით, გრძელდება ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობა, რომელიც იქნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მოიტანს კეთილდღებას. „ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ღირებულებების…

მეტი...

ეს დღე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებაზე სამხედროებს მიმართა. პრეზიდენტმა ქართულ ჯარს და დღევანდელი დღე მიულოცა.  “გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. მივესალმები საზოგადოებას და ქართულ ჯარს. 2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას. 70 წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მეთერთმეტე არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით. ბრუნდება დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში. საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 550 თბილისში, 102 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 84 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 550 თბილისში, 102 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 84 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 697 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 325 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 372 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 015 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 330-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე –…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 151 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 697 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 325, „პისიარ“ ტესტით – 14 372. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,56 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,71 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 340 330 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 321 928 გამოჯანმრთელდა, 4 682 გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. “ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 682 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 39 697 ტესტი ჩატარდა.

მეტი...

თბილისის პარალელურად სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ლოკაციაზე გაიმართება

ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს 247 რეკრურტი დადებს და დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრი გახდება. თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ლოკაციაზე გაიმართება: სვანეთში – უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში – პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში – ფარავნის ტბასთან, კახეთში – ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში. სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სალომე ზურაბიშვილს მოხსენებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ჩააბარებს. თავისუფლების მოედანზე კოლოფებად წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობებისა და სამხედრო სასწავლებლების…

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება. “თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში,” – აღნიშნულია თურქეთი პრეზიდენტის წერილში. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს,…

მეტი...

“ეს არ არის ის დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც “თეთრი გიორგის” დამფუძნებელი, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის კლასელი მუსტაფა შელია იბრძოდა” – ლევან ვასაძე

“ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე ამბობს, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა და სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული. “მე დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ის დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თეთრი გიორგის დამფუძნებელი, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის კლასელი მუსტაფა შელია იბრძოდა 30-იანი წლებიდან მოყოლებული, რომლის კვალზეც წავიდნენ შემდეგ ზვიადი, კოსტავა და სხვები”, – განაცხადა ლევან ვასაძე. მისი თქმით, უცხოელების გარეშე ქვეყანა ვერც სამართალს ადგენს, ვერც არჩევნების დროს ხმებს ითვლის და ვერც კორუმპირებულებს გამოავლენს და დაიჭერს. “შევდივართ მორიგ ამ დღესასწაულში კიდევ უფრო შემცირებული დამოუკიდებლობის ხარისხით, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა ქართულ ენაში ძალიან მკაფიო ეტიმოლოგიური შინაარსისაა. ეს ნიშნავს, რომ შენ არაფერზე…

მეტი...

დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების გამო, მოძრაობა იზღუდება – როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე დილის 7:00 საათიდან შეზღუდვებია გზებზე. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება დღეს შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. შეზღუდვების შესაბამისად შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. ავტობუსები, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით დადიოდნენ მიმდებარე ქუჩებზე გადაინაცვლებენ. დეტალურ განრიგს თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები – N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის…

მეტი...

“საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია – ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია” – კარლ ჰარცელი

საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს – იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია აღნიშნული. ელჩი მიმართვას საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ავრცელებს და მასში ქვეყანაში გატარებული 2 წლისა და 9 თვის შთაბეჭდილებებზე საუბრობს. „გამარჯობა. მე ვარ კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი. შესაძლებლობა მომეცა, რომ თითქმის სამი წელი გამეტარებინა საქართველოში და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის მაკვირვებდა ამ ქვეყნის მრავალფეროვნება, სითბო და ტემპერამენტი. საქართველო მართლაც…

მეტი...

აშშ-ის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჯოზეფ ბაიდენის მილოცვაში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. “ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი…

მეტი...

26 მაისთან დაკავშირებით მსოფლიოს ქვეყნების ღირსშესანიშნაობები ქართული დროშის ფერებში განათდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება. „კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად განათდება ქართული დროშის ფერებში. ასევე, ქ. ტორონტოში პირველად გაიმართება საქართველოს დროში აღმართვის ცერემონია. 1-ელ ივნისს კი, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული…

მეტი...

“გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! კარგია, რომ საქართველო, ჩანს, დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას” – ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ევროპარლამენტარმა ვიდეომიმართვა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ამ სამეზობლოში დამოუკიდებლობის შენარჩუნება მარტივი არ არის.  “გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ამჯერად, თქვენი ახლო პარტნიორი ქვეყნიდან – უკრაინიდან. არ არის ადვილი შეინარჩუნო დამოუკიდებლობა ამ სამეზობლოში, თუმცა კარგია, რომ საბოლოოდ, საქართველო, ჩანს, რომ დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს. ევროკავშირი და სხვა ქვეყნები მზად არიან, დაგეხმარონ საშინაო და საგარეო გამოწვევების გადალახვაში. საპარლამენტო კრიზისის თითქმის გადალახვა კარგი მაგალითია, თქვენ გამოწვევა შესაძლებლობად აქციეთ, ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანი და უფრო დემოკრატიულია, ვიდრე აქამდე.…

მეტი...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პოლონეთის პრეზიდენტიც დაესწრება – ანდჟეი დუდა თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა

იმ ოფიციალურ პირთა შორის ვინც თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვა, იქნება პოლონეთის პრეზიდენტიც. ანდჟეი დუდა საქართველოში გვიან ღამით ორდღიანი ვიზიტით ჩამოფრინდა. საქართველოს მეგობარი ქვეყნის პირველი პირი დღის ბოლოს დაგეგმილ გალა -კონცერტსაც დაესწრება. ოფიციალური შეხვედრები კი უკვე ხვალიდან უნდა გაიმართოს. ​ანდჟეი დუდა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

მეტი...