კობა კობალაძე სამხატვრო აკადემიის რექტორს შეხვდა

მიმდინარე წლის 25 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორს, პროფესორ გიორგი გუგუშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ამ პროცესში სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა აქტიური ჩართულობა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება გახლდათ. მხარეებმა განიხილეს საქართველოს თავისუფლების, ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ჟურნალისტთა მემორიალის შესაქმნელად და დიღმის საძმო სასაფლაოს ადმინისტრაციული შენობის კედელზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფასადის პანოს შესასრულებლად, აკადემიის სტუდენტთა შორის კონკურსების ჩატარების შესაძლებლობები. “ჩვენი უკვდავებაში გადასული გმირების სახელების უკვდავყოფა…

მეტი...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ფილარმონიასთან გზა გადაკეტეს

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, რომლებსაც რესპუბლიკის მოედანზე კარვები აქვთ გაშლილი, ფილარმონიისკენ დაიძრნენ და სატრანსპორტო გზა გადაკეტეს. ამ წუთებში ისინი გმირთა მოედნისკენ მიემართებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი დღეს ფილარმონიასთან დარჩებიან და გზა გადაკეტილი იქნება.   აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხვალ 4- საათზე, თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ და შემდეგ ხეობაში დაბრუნდებიან. ისინი აპირებენ, რიონის ხეობის ორივე შესასვლელის ბლოკირება მოახდინონ.  

მეტი...

“ევროპა ნოსტრას პრიზი, მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ, ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ევროპა ნოსტრას პრიზი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფონდ „ქართუსთან“ და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. „დღეს ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება  მოიპოვა. შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ევროპა ნოსტრას პრიზი, ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ, ამჯერად უკვე ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა…

მეტი...

“გთხოვთ, 26 მაისს ტაშით გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ” – ვლადიმერ ჩაჩიბაია

გთხოვთ, 26 მაისს ტაშით გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ, – ამის შესახებ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. ჩაჩიბაიას თქმით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანით დასრულდება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი 20-წლიანი ომი, რომელშიც საქართველო 2004 წლიდან მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. „ჩვენი ქვეყნის 22 175 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთის სხვადასხვა მისიის ფარგლებში მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციებში. მათ შორის, 32 მებრძოლი გმირულად დაეცა და 302 დაიჭრა ბრძოლის ველზე. საქართველომ ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში მხარდაჭერა აღმოუჩინა საერთაშორისო თანამეგობრობას არა მხოლოდ თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. ჩვენს სამხედროებს უწევდათ ავღანეთის ყველაზე რთულ…

მეტი...

“ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი” – ლევან ვასაძე “ნამახვანჰესზე”

პოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. როგორც ლევან ვასაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია და კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება ყველა დოკუმენტის შეგროვება. „ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა  „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად. რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია. ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეთ, დავრეგისტრირდეთ, ცესკო-ში შევიტანოთ ეს განაცხადა, მარტივი ფორმულირებით, შესაბამისი განხილვისა და პროცედურების შედეგად, უნდა მოგვეცეს ბლანკები ან ბიულეტენები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ ხელმოწერების…

მეტი...

“საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან არავითარი კავშირი არ არსებობს რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან და დაფინანსებასთან” – ლევან ვასაძე

საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან არავითარი კავშირი არ არსებობს რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ განაცხადა. ვასაძის თქმით, მან უბრალოდ გულწრფელი მხარდაჭერა გამოუცხადა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს. ამასთან, აღნიშნა, რომ „მათ გამოიჩინეს ის სახელმწიფოებრივი შეგნება, რომელიც ქვეყნის მოხელეებს უნდა გამოეჩინათ“. „საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან არ არსებობს. არც ერთი დოკუმენტი, დასტური ამ ჭორების არ არსებობს. მე უბრალოდ საჯაროდ გამოვხატე ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის, სრულიად სამართლიანი პროტესტისა. ვთქვი, რომ ამ ხალხმა გამოიჩინა…

მეტი...

“ამ ეტაპზე, ქვეყანაში დაახლოებით 200 000 დოზა სხვადასხვა ვაქცინის მარაგია” – ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო, დაახლოებით 200 000 დოზა სხვადასხვა ვაქცინის მარაგია. ვაქცინების რაოდენობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.  ამირან გამყრელიძემ ის სავარაუდო თარიღები დაასახელა, როდესაც ქვეყანაში ვაქცინების კიდევ დამატებითი დოზები უნდა შემოვიდეს.   “ამჟამად, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არის დაახლოებით 200 000 დოზა სხვადასხვა ვაქცინის მარაგი. დაახლოებით 43 000 AstraZeneca უნდა შემოვიდეს 15 ივნისამდე ქვეყანაში კოვაქსის პლატფორმის საშუალებით, ივნისის ბოლოს ან ყველაზე გვიან ივლისის პირველ რიცხვებში ნახევარი მილიონი Sinopharm უნდა შემოვიდეს და შემდეგ მესამე კვარტალში, მოგეხსენებათ, კონტრაქტი დასრულების პირას არის, რომ უნდა შემოვიდეს თანდათანობით უკვე მილიონი დოზა Pfizer​. ამის გარდა, პარალელურად…

მეტი...

“მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა მაინტერესებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა კონფლიქტების აღმოსაფხვრელად” – იაგო ხვიჩია

ბიზნესმენები შემოდიან პარლამენტში, რადგან იმუნიტეტი ჰქონდეთ, რადგან სასამართლო არ გვაქვს, თორემ ამ ხალხს რა საქმე აქვთ საქართველოს პარლამენტში, სხვაგან უნდა მუშაობდნენ. ეს იმუნიტეტიც ნიკა მელიას საქმეზე განადგურდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს სამართალმემკვიდრეა“, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა მტყუან-მართლის გარჩევა, უბრალოდ აინტერესებდა როგორ დაეცვა სისტემა. ხვიჩიას განცხადებით, დღეს ქვეყანა კვლავ იმავე რეალობაში მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, მაშინ, როდესაც ერთი ადამიანიც კი არ არსებობს საქართველოში, რომელიც დაცული იქნებოდა. „მინდა, დღეს ჩემს პროფესიაზე ვისაუბრო, რომლითაც არასოდეს მომეცა მუშაობის საშუალება, იმიტომ, რომ ამ…

მეტი...

“ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ციხეში შედიხარ” – ვახტანგ მეგრელიშვილი

გადავწყვიტე, მართლა რაც ძალიან მაწუხებს, ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, რომ უყურებ ყოველ დილას, ციხეში შედიხარ. ციხეში შესვლა, ყოველ დილას, არ მინდა. ამის გამო თქვენთან დავიწყე კომუნიკაცია, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ, ის ღობე ავიღოთ კონსენსუსით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, პარლამენტის შესასვლელში განთავსებული რკინის ღობე არ მოსწონს. „გუშინ განათლების კომიტეტზე მოსული იყო ბატონი გიორგი კაკაურიძე, ვისარგებლე შემთხვევით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდა და ვკითხე, ამ კრიზისში რომ ვართ, კატასტროფა რომ გვჭირს, რამე კრიზისიდან გამოსვლის ისეთი ღონისძიება…

მეტი...

“მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, არ შეუერთდეს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს” – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროტესტს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საპროტესტო აქციაზე გამჟღავნებული გზავნილები ქვეყნის უკეთესი მომავლის წინააღმდეგაა. ბოკერიას შეფასებით, „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ არსებული პროტესტის მთავარი გზანილი არის ბრძოლა უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ. „ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარკეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და გარემოცვის. ჩვენ გვაქვს საფუძველი ბრაზის ამ მთავრობის მიმართ, იმის გამო, რომ ისინი არ გრძნობენ საერთოდ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების წინაშე.…

მეტი...

“რანაირ სახელმწიფოში ვხვდებით 26 მაისს? დღეს ქვეყანაში არის ორი საქართველო, სადაც სრულიად სხვადასხვა რამ ხდება” – სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, რომ ისინი ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, სხვა საქართველოში, რომელიც სხვებისთვის წარმოსახვითი სახელმწიფოა. სამადაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არ იციან, რა პრობლემებია მოქალაქეების წინაშე. „ხვალ არის 26 მაისი და ჩვენ 30 წელიწადია, ამ დღეს აღვნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ოღონდ, აი, ხვალინდელ დღეზე რომ ვფიქრობ, ერთი შეკითხვა მაქვს – რანაირ სახელმწიფოში და ქვეყანაში ვხვდებით ჩვენ ამ დღეს? იმ ქვეყანაში, რომელიც აქ მარჯვენა ფლანგიდან გვესმის ხოლმე, რომ არსებობს, ჩემთვის რაღაცა წარმოსახვითი სახელმწიფოა, თუ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე,…

მეტი...

კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა

ღამით გადაადგილების შეზღუდვა, „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. მოქალაქეებს 23:00 საათიდან 5:00 საათამდე სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილება ეკრძალებათ. ასევე, ძალაში რჩება შეზღუდვა, ქორწილების, ქელეხების, ბანკეტებისა და სხვა მსგავსი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე.

მეტი...

“ამოიწურა ყველა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა და გვეიძულებინა ხელისუფლება გამოსულიყო დიალოგზე” – ვარლამ გოლეთიანი

4 საათში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია განახლდება – როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პიკეტირებები და მსვლელობა დღესაც მოეწყობა. მათ შორის, იგეგმება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიების გადაკეტვა. შედგება თუ არა შეხვედრა ხელისუფლებასა და აქციის ორგანიზატორებს შორის, ჯერჯერობით უცნობია. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე გაათენა, სადაც კარვებია გაშლილი. მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე ხელისუფლებასთან საუბრის ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. “ამოიწურა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ გვესაუბრა ამ საკითხებთან დაკავშირებით და გვეიძულებინა ხელისუფლება, მათ შორის გამოსულიყო რაღაც დიალოგზე, რასაც ვითხოვდით მთელი ეს პერიოდი. შევიტანეთ განაცხადი და გვაქვს ნებართვა. ახლა ვიდრე…

მეტი...

“სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი” – არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ პროტესტზე

ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი – მეტი საჯარო განმარტებები უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ “ნამახვანჰესთან” დაკავშირებულ პროტესტზე საუბრისას განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგოსისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია. “როცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშნებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და მისი აშენება თვეებია არ ხდება, როცა პრემიერმა განაცხადა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და დადებული ხელშეკრულების ექსპერტიზა მოხდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის მოთხოვნები თუ არა…

მეტი...

პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რესტორნებს საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ. „ეს ნიშნავს, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, – განაცხადა ღიბრაძემ. ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ სხვა.

მეტი...

საქართველო პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისიარ“ უარყოფითი ტესტის პასუხით. „სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და „პისიარ“ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტი. ამასთან, არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა,…

მეტი...

ქორწილების, ქელეხების, ბანკეტებისა და სხვა მსგავსი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს. მისივე თქმით, პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა. „როგორც თქვენთვის ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვემსუბუქებინა შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება, მთელი საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას სტუმრები მიიღონ მხოლოდ ღია სივრცეში. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც…

მეტი...

კვების ობიექტების დახურული სივრცეები შაბათ-კვირას მუშაობას პირველი ივნისიდან განაახლებს

პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს, თუ სხვადასხვა სახის იუბილეს. „როგორც თქვენთვის ცნობილია, გასულ კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვემსუბუქებინა შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა. კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება,…

მეტი...

ნიაგარის ჩანჩქერს საქართველოს დროშის ფერებით გაანათებენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებით განათდება ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ნიაგარა. კანადასა და აშშ-ს შორის მდებარე ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა. კანადაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებით განათდება 26 მაისს, ადგილობრივი დროით 21:45 საათზე.

მეტი...

ცნობილია, რა სახის ღონისძიება გაიმართება დედაქალაქში 26 მაისს

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება. თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის გიორგი გოგოჭურის თქმით, კორონავირუსის გამო ღონისძიება მოკრძალებული იქნება. „დღეს თავდაცვის ძალების დანაყოფები გადიან გენერალურ რეპეტიციას 26 მაისთან დაკავშირებით. მინდა წინასწარ მივულოცო მთელ საქართველოს 26 მაისი და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას, რადგან თავდაცვის ძალები სწორედ ის დანაყოფია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ 247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ძალიან მოკრძალებულად არის წარმოდგენილი 26 მაისის ღონისძიება. თუმცა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ასევე ღონისძიება დაიხურება სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, – განაცხადა გიორგი გოგოჭურმა.

მეტი...

მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს

მარნეულში 31 წლის მამაკაცმა მისივე ახლობელი, 23 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლელობაში ბრალდებული პირი ნასვამ მდგომარეობაშ იმყოფებოდა, მკვლელობას კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს – 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი…

მეტი...

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტი თითქოს ეკოლოგიური მოთხოვნებით დაიწყო და ახლა ქვეყნის გაჩერებით იმუქრებიან” – ირაკლი ქადაგიშვილი

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტი თითქოს ეკოლოგიური მოთხოვნებით დაიწყო და ახლა ქვეყნის გაჩერებით იმუქრებიან, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს ჰესთან დაკავშირებული საკითხები თუ აინტერესებთ, დიალოგისთვის ხელისუფლებამ მათ ბევრი ფორმატი შესთავაზა. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ფორმატი შევთავაზეთ იმ ადამიანებს. მათ კონკრეტულად ჰესთან დაკავშირებული პრობლემატიკა თუ აინტერესებთ, ეს იქნება ეკოლოგიური საკითხები, გარემოსდაცვითი საკითხები თუ ჰესის ეკონომიკური შინაარსი, უამრავი ფორმატია ამისთვის შეთავაზებული. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემაც შესთავაზა, რომ საქმიანი შეხვედრა მომხდარიყო და ესაუბრათ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ჰესი უკვე არის ერთგვარი მიზეზი და რეალური მიზნები შეიძლება აბსოლუტურად სულ…

მეტი...

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს აჩერებს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დღეს განაცხადა. მისი თქმით, ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა 26 მაისის 00:00 საათიდან შეწყდება. „Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დარღვევაა. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფრენების და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ”, – განაცხადა შმიგალმა.

მეტი...

შსს-მ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 032 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 032 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 032 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების…

მეტი...

„მშვიდობით რეზო… შეხვედრამდე “ლესელიძეში…” – დავით ქაცარავა ბიძას ემშვიდობება

„მთელი ჩემი ბავშვობა აფხაზეთში, ლესელიძეში , ჩემს ბიძებთან, რეზო და თენგო ქაცარავებთან გავატარე..უამრავი რამე მასწავლეს ჩემმა ბიძებმა, პირველ რიგში კი ქვეყნის სიყვარული..“, – ამის შესახებ სოციალური ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა წერს. ქაცარავამ გამოსამშვიდობებელი პოსტი ერთი საათის წინ ბიძას, რეზო ქაცარავას მიუძღვნა: „ჩვენ საერთო ოცნებას, აფხაზეთში დაბრუნებას, გუშინ საღამოს რეზო ქაცარავა გამოაკლდა.. ჩემო უმაგრესო, უთბილესო და უსაყვარლესო ადამიანო, ჩემო რეზო, გპირდები, მთელ ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს მივუძღვნი ჩვენი ოცნების ასრულებას და ერთ დღესაც აუცილებლად შევცურავთ ლესელიძის ზღვაში….იქ ჩემი მეორე სახლია…მშვიდობით რეზო… შეხვედრამდე ლესელიძეში..“, – წერს დავით ქაცარავა.

მეტი...

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები დღეს აქციას აღარ გამართავენ, კომპანიასთან მოლაპარაკებები იგეგმება

„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლები დღეს საპროტესტო აქციას აღარ გამართავენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანია მოლაპარაკებებს მათთან პროფკავშირების მონაწილეობით გააგრძელებს. ეს ინფორმაცია გაფიცულებს ჯანდაცვის სამინისტროდან გამოყოფილმა მედიატორმა მიაწოდა. შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციას, გაფიცულ თანამშრომლებსა და პროფკავშირის წარმომადგენელს შორის დღის მეორე ნახევარში შედგება. პროფკავშირის წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, პროტესტის პერიოდში ცვლილებები მოხდა კომპანიის მენეჯმენტში. თავად კომპანიას ამ ეტაპზე არც კომენტარი და არც განცხადება არ გაუვრცელებია.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,05 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,05 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,45 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,86 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 1 354 პირს დაუდასტურდა, 821 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 669, იმერეთში – 184, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 129

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 669, იმერეთში – 184, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 129, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 052 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 404 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 354 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 339 315-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, ბოლო 14…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 654-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 354 პირს დაუდასტურდა, 821 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 24 მაისს საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 357 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 821 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 456 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 054, „პისიარ“ ტესტით – 9 404.

მეტი...

კორონავირუსით საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ელერდაშვილი გარდაიცვალა

კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად, ცნობილი მწერალი, ირანოლოგი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ელერდაშვილი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას დღეს დაკრძალავენ მახათას პანთეონში. „საშინლად დამწუხრებული ვარ, დავკარგეთ საუკეთესო ადამიანი, მისი ნათარგმნია შუა საუკუნეების ირანელი მოღვაწეები, ომარ ხაიამი, ჯალალ ედ დინ რუმი. ბოლო დღეებში დაასრულა და გამოსაცემად გაამზადა იუნუს ემრეს ყაზალები. სულ ახლახან თურქული ორგანიზაცია: იუნუს ემრეს ინსტიტუტის დაფინანსებით გამოიცა ,,თურქი პოეტების ანთოლოგია,“ – ამბობს “მედიაცენტრ მთავართან“ – პოეტი და მთარგმნელი ეთერ სადაღაშვილი.

მეტი...

“საარჩევნო კოდექსში” დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის

შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი – ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში” დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის. დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს, იცვლება ცესკო-ს საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც. უმრავლესობა თვლის, რომ ცვლილებათა პაკეტი ხელს უწყობს შემდეგი არჩევნების ლეგიტიმურობის გამჭვირვალობას და იმედოვნებენ, რომ ცვლილებებს მხარს ოპოზიციაც დაუჭერს. “რაც კი იდენტიფიცირებული იქნა, რომ არსებობს შესაძლებლობა გაუმჯობესებისთვის რეგულაციებისა, ყველა ეს შესაძლებლობა იქნა გამოყენებული, რაზეც ერთნაირი ხედვა არსებობს. სრულად არის ასახული ამავდროულად ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული დებულებები და ასეა რეგულირებული. მე ვფიქრობ, ასეთ პირობებში ეს ერთმნიშვნელოვნად კარგი კანონპროექტია, რომელიც…

მეტი...

“მე ვუერთდები საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებებს, რათა ამ საქმეზე ყველა ფაქტი დადგინდეს” – ჯო ბაიდენი მინსკში თვითმფრინავის იძულებით დასმის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბელარუსის მიერ ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავების მიზნით „რაინეარის“ რეისისთვის მიმართულების იძულებით შეცვლას გმობს. ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს განიხილავს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ჯო ბაიდენმა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავის მიმართულების შეცვლას „საერთაშორისო ნორმების პირდაპირი დარღვევა“ უწოდა და ბელარუსს რომან პროტასევიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „მე ვუერთდები საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებებს, რათა ამ საქმეზე ყველა ფაქტი დადგინდეს. მივესალმები, რომ ევროკავშირი გამოვიდა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციებისა და სხვა ზომების დაწესების მოწოდებით. მე ვთხოვე ჩემს გუნდს, ევროკავშირთან, სხვა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციაში შეიმუშაონ შესაბამისი ვარიანტი, რათა დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ“, – ნათქვამია ბაიდენის…

მეტი...

ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას დაკავების ფაქტებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროპის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალონ. ამასთან, მათ ევროკავშირის ავიაკომპანიებს მოუწოდეს, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავი შეიკავონ. „ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში მოქმედ ყველა გადამზიდავს, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიის თავზე გადაფრენას; მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს აუცილებელი ზომები ბელარუსული ავიაკომპანიების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენების აკრძალვისა და ამგვარი ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის წევრი…

მეტი...

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 16:00 საათიდან თბილისში მსვლელობას და პიკეტს გეგმავენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 16:00 საათიდან მსვლელობას და პიკეტს გეგმავენ. გეგმების შესახებ 24 მაისს, აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. „25 მაისს, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე, ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს. 25 მაისს, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ…

მეტი...

„საპარლამენტო ეპოპეა დასრულდა, დასრულდა თითქოს წარმატებით,მაგრამ აღმოჩნდა,რომ “მეფე შიშველია” – გიგლა ბარამიძე

„საქართველოში აშშ და ევროკავშირის ელჩებს, ქალბატონ კელი დეგნანს და ბატონ კარლ ჰარცელს, ანუ ” როცა თქმა სჯობს არათქმასა…”ბატონებო, მოგმართავთ როგორც ელჩებს და ასევე იმ მისიების ხელმძღვანელებს,რომლებიც თქვენი სახით, მეგობარ სახელმწიფოში,დიპლომატიური მუშაობის გარდა,უფრო ფართო მასშტაბის ჩართულობასა და მოღვაწეობას ეწევა… თქვენით ინიცირებული და მიშელ-დანიელსონის მიერ ბეჭედდასმული პოლიტიკური შერიგების საპარლამენტო ეპოპეა დასრულდა,დასრულდა თითქოს წარმატებით,მაგრამ აღმოჩნდა, რომ “მეფე შიშველია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პოლიტიკოსი, გიგლა ბარამიძე წერს. ბარამიძე ევროპელ დიპლომატებს და ამერიკის ელჩს მიმართავს, როგორც ის თვლის მოლაპრაკებების სემდეგ არაფერი შეცვლილა: „ მომლაპარაკებელ-ფასილიტატორები თავისი ჩაკეტილ-დახურული სივრცით ცალკე აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხი ცალკე. რა…

მეტი...